გავლენიანმა ჟურნალმა HELLO Magazine-მა ყველაზე მოდურად ჩაცმულ ორსულთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეში კემრბიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მოხვდა.
მიდლტონი, რომელიც პირველი შვილი გაჩენას ივლისში ელოდება, გაბერილი მუცლითაც კი განაგძობს ელეგანტური კლასიკური სტილის უზადო დემონსტრირებას.
სწორედ ამიტომ ქეითმა მალევე დაიპყრო გამოცემის რედაქციის გული და ყველაზე მოდურ ორსულთა სიის სათავეში მოექცა.
აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე მიდლტონი ფურორს ახდენს თავისი გარდერობის სიზუსტით. თავდაპირველად ყველა მოხიბლა მისმა საქორწინო კაბამ, შემდეგ კი იმ სამოსმა, რომელიც ქეითს ოფიციალურ შეხვედრებზე აცვია. მიდლტონი არც ორსულობის დროს თმობს პირველობას.
ყველაზე მოდური ორსულების რეიტინგში მეორე ადგილი ჰილარია ბოლდუინმა დაიკავა, ხოლო ლიდერთა სამეული პიჩეს გელდოფმა დაასრულა.
სიაში ასევე მოხვდნენ პენელოპა კრუსი და ჰოლი ბერი.
მომზადებულია HELLO Magazine-ის მიხედვით.