პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები
ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები

მათ­თვის მენ­დელ­სო­ნის მარ­ში წლე­ბის წინ და­უკ­რეს. ზოგ­მა ეს სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა ორ­ჯე­რაც მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ წლე­ბის წინ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვარ­სკვლა­ვე­ბი ამა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ. "რე­ი­ტინ­გის" არ­ქივ­ში იმ წყვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ დღეს ერ­თად აღარ არი­ან. ბევ­რის ქორ­წი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარც ახ­სოვს, რად­გან დღეს მარ­ტო­ხე­ლე­ბად არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი. ზო­გიც მას შემ­დეგ კი­დევ და­ო­ჯახ­და და პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან ახალ სიყ­ვა­რულ­ზე სა­უბ­რობს.

ვახო სა­ნა­ია და მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე

ორი ჟურ­ნა­ლის­ტის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 2002 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ მათი ნაც­ნო­ბო­ბა მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ დღე­საც მიხ­ვდნენ, რომ მათ შო­რის რა­ღაც უფრო მეტი ხდე­ბო­და. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ოდ­ნენ, შემ­დეგ წყვილ­მა იქორ­წი­ნა და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. რო­მან­ტი­კუ­ლი წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მო­ფე­რე­ბით "ბა­ტებს" ეძახ­და. ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, "იმედ­ში" მუ­შა­ობ­დნენ. მა­შინ მა­რი­კა "ჟურ­ნა­ლის­ტის დღი­ურს" ამ­ზა­დებ­და, მერე ვა­ხომ "პირ­ველ არხზე" და­ი­დო ბინა. ამ­ბო­ბენ, რომ მათი და­შო­რე­ბა სწო­რედ იმ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა. თა­ვი­დან წყვი­ლი და­შო­რე­ბას მა­ლავ­და, მაგ­რამ მალე ვახო სა­ნა­ი­ამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­მო­ა­ჩი­ნა. დღეს სა­ნა­ია ისევ "იმედს" და­უბ­რუნ­და. მა­რი­კაც იქ მუ­შა­ობს, ამ­ჯე­რად - გა­და­ცე­მა "იმე­დის გმი­რებ­ში". ორი­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ნა­ი­ას ახა­ლი რო­მა­ნი ჯერ ქორ­წი­ნე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ლალი მო­როშ­კი­ნა და მიშა ღოთ­ვა­ძე

სკან­და­ლუ­რი ლალი მო­როშ­კი­ნა, რო­მე­ლიც დღეს რჩე­ვებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბარს აძ­ლევს, სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რთუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ბო­ბო­ქა­რი აღ­მოჩ­ნდა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. პირ­ვე­ლად 15 წლის გა­თხოვ­და, ნუკ­რი ჩა­გა­ნა­ვა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც 24 წლის სან­დრო ჰყავს. მას­თან შვი­დი წელი იცხოვ­რა. შვი­დი წელი გა­ა­ტა­რა მე­ო­რე ქმრის მიშა ღოთ­ვა­ძის გვერ­დი­თაც. ეს ფოტო სწო­რედ იმ ბედ­ნი­ერ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ლალი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და. მი­შას­გან 12 წლის გი­ორ­გი ჰყავს. ლა­ლის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მი­შას­თან კი ლალი დღემ­დე მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ წყვი­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად და­დის და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბიც გახ­ლდნენ. ღოთ­ვა­ძის შემ­დეგ ლა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში სპორ­ტსმე­ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მათი ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი მო­როშ­კი­ნა კი რო­მა­ნებს აღარ ასა­ჯა­რო­ებს.

აჩი ფურ­ცე­ლა­ძე და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

ბევ­რს ალ­ბათ აღარ ახ­სოვს, რომ მუ­სი­კოს გუ­ფის ცო­ლო­ბამ­დე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მომ­ღე­რალ აჩი ფურ­ცე­ლა­ძის ცოლი იყო. წყვილს ერ­თმა­ნე­თი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უყ­ვარ­და და და­ო­ჯა­ხე­ბი­დან თვე-ნა­ხე­ვარ­ში და­შორ­დნენ. სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ.

აჩი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად რუ­სეთ­ში წა­ვი­და, თა­მუ­ნამ კი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის კა­რი­ე­რა აა­წყო. აჩის შემ­დეგ იყო გუფი, იგი­ვე გუ­რამ მა­კა­ლა­თია, რო­მელ­თან ქორ­წი­ნე­ბა­მაც ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვეს გას­ტა­ნა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, პა­ტა­რა სან­დრო. ბო­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელს, 26 წლის საბა ხა­ჟა­ლი­ას გა­უ­მიჯ­ნურ­და, თუმ­ცა დღემ­დე გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობს, პრე­სას სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­უ­მა­ლოს.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და ზურა ბარ­ბა­ქა­ძე

შო­რე­ნა­სა და ზუ­რას ერ­თმა­ნე­თი სკო­ლი­დან უყ­ვარ­დათ. ორი­ვე რუს­თა­ვი­დან გახ­ლავთ და მას შემ­დეგ, რაც შო­რე­ნამ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, წყვილ­მა იქორ­წი­ნა. შო­რე­ნამ დი­ა­სახ­ლი­სის ამ­პლუა მო­ირ­გო და მშვი­დად ცხოვ­რობ­და. ხმა­უ­რი კი "პლე­ი­ბო­ი­ში" მის გა­შიშ­ვლე­ბას მოჰ­ყვა. ალ­ბათ ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ოჯა­ხი ამი­ტომ და­ენგრა, მაგ­რამ რო­გორც ზუ­რამ გა­ნა­ცხა­და, შო­რე­ნას ფო­ტო­ე­ბი მო­ე­წო­ნა და მათი და­შო­რე­ბა მხო­ლოდ ოჯა­ხის ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნის გამო მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზად მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი და­ა­სა­ხე­ლა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს - ევა. ქმარ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ შო­რე­ნამ პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალს მი­აღ­წია. ჯერ იყო სე­რი­ა­ლი "კა­ბა­რე ხუთი ვარ­სკვლა­ვი", რო­მელ­შიც კუ­კის როლს თა­მა­შობ­და. ამას მოჰ­ყვა "ღამე შო­რე­ნას­თან", სა­დაც გუ­ლახ­დი­ლი შო­რე­ნა და სექ­სუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი ვი­ხი­ლეთ, თუმ­ცა გა­და­ცე­მა მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა. მალე შო­რე­ნას ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნარ­ქი და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა მისი ყოფა და რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა. მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის შო­რე­ნა ნამ­დვილ მონ­სტრად გა­და­იქ­ცა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვით და ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი შე­რიგ­დნენ და ახლა სა­ერ­თო შვილს ზრდი­ან.

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი და ირი­ნა ჩიხ­ლა­ძე

ეს წყვი­ლი ახალ­ფე­ხად­გმულ ბო­მონდში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და პრე­სას ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებ­და. ირი­ნაც მღე­რო­და, ერ­თად დუ­ე­ტი "უკა­რე­ბა" შე­ას­რუ­ლეს.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მათი ოჯა­ხიც და­ინ­გრა. სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. მას შემ­დეგ მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარ­საც ერი­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ირი­ნა უკვე მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ღერ­ლის სტა­ტუ­სით აღარ ჩნდე­ბა და უც­ნო­ბია, რას საქ­მი­ა­ნობს დღეს.

ბესო ზან­გუ­რი და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი

ერ­თმა­ნე­თი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­იც­ნეს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვილ­მა ერ­თად დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და მალე და­შორ­დნენ. სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ - ნო­დარ ზან­გუ­რი. ოჯა­ხის დან­გრე­ვა საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ნი­ნუ­ცას­თვის, რად­გან დე­და­მი­სი, მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი, და­სა­წყის­ში­ვე ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლა. ბესო ზან­გუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სად­მი სამ­სა­ხი­ო­ბო წრე­ებ­ში უკვე ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ ფარ­თო მა­სებ­ში მისი პერ­სო­ნა პო­პუ­ლა­რუ­ლი სპექ­ტაკლში "ჯა­რის­კა­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი, დაც­ვის ბიჭი, პრე­ზი­დენ­ტი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის შემ­დეგ გახ­და. ნი­ნუ­ცას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ზან­გუ­რი სამ დღე­ში მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და, ამ­ჯე­რად გია ბურ­ჯა­ნა­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე - რუსა ბურ­ჯა­ნა­ძე­ზე. ამ ქორ­წი­ნე­ბამ მხო­ლოდ ორ კვი­რას გას­ტა­ნა. მე­ო­თხედ ზან­გურ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქორ­წი­ნა. რო­ბერტ სტუ­რუ­ას ფა­ვო­რი­ტი მსა­ხი­ო­ბი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი კი თე­ატ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად "მა­ესტროს" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია.

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი და ბესო ქარ­და­ვა

ჯერ კი­დევ 2003 წელს ირი­ნა ონაშ­ვილ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თხო­ვი­ლი იყო. მა­შინ მო­დე­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლოს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, მისი რჩე­უ­ლი კი ფეხ­ბურ­თე­ლი ბესო ქარ­და­ვა იყო. ამ­ბობ­დნენ, რომ შეყ­ვა­რე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ირი­ნა მო­ი­ტა­ცა, მაგ­რამ მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ვერ აე­წყო. მალე ირი­ნა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წვე­უ­ლე­ბებ­ზე წყვი­ლი ერ­თად ჩნდე­ბო­და, ფაქ­ტია, რომ მათ შო­რის შავ კა­ტას უკვე გა­ერ­ბი­ნა. ირი­ნა და ბესო მალე და­შორ­დნენ. შემ­დეგ ბევ­რს წერ­დნენ ირი­ნას რო­მა­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ მა­მა­კაც­თან, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი მო­დე­ლი მხო­ლოდ ორი წლის წინ და­ო­ჯახ­და - მა­შინ­დელ გუ­ბერ­ნა­ტორ ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად. ლა­დოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავ­და, ირი­ნას და ბე­სოს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ვარ­ძე­ლაშ­ვილს ირი­ნას გუ­ლის მო­სა­გე­ბად არა­ფე­რი და­უ­შუ­რე­ბია. დღეს წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობს და სა­ერ­თო შვილს ზრდის.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი და რატი გო­გუ­ა­ძე

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი­სა და რატი გო­გუ­ა­ძის ქორ­წი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გარ­და, მსა­ხი­ობს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რა­ტის ოჯა­ხის მხრი­და­ნაც შეხ­ვდა. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეს და ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­დნენ. მალე გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თი­ნა­ნო.

მა­კა­სა და რა­ტის ოჯა­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა დათ­ბა და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრე­სა­ში მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა. რა­ტის ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. მა­კამ ღა­ლა­ტი საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხე­ზე მცი­რე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლი ხა­ლი­სით გა­ნაგ­რძო, თუმ­ცა ჰყავს თუ არა ახა­ლი რჩე­უ­ლი, პრე­სის­თვის ჯერ არ გა­უმ­ხე­ლია.

ზუმ­ბა და მაგ­და ნო­ვა­კოვ­სკა

პო­ლო­ნელ­მა მაგ­დამ და ქარ­თველ­მა ზუმ­ბამ, იმა­ვე ზაზა კო­რინ­თელ­მა ერ­თმა­ნე­თი 1997 წლის ზა­ფხულ­ში ქა­ლაქ კრა­კო­ვო­ში გა­იც­ნეს. სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი ერთი წელი გაგ­რძელ­და და ბო­ლოს ზუმ­ბა და მაგ­და თბი­ლის­ში წყვი­ლად დაბ­რუნ­დნენ. მე­უღ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ორ წე­ლი­წად­ში მაგ­დამ ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლა. ზუმ­ბას ყო­ველ­თვის თან დაჰ­ყვე­ბო­და კონ­ცერ­ტებ­ზე, ხან­და­ხან მას­თან ერ­თად მღე­რო­და კი­დეც, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­ლის და მუ­სი­კო­სის გზე­ბი მა­ინც გა­ი­ყა­რა. სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. მაგ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და მუ­შა­ო­ბა პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში გა­აგ­რძე­ლა. ზუმ­ბა კი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და მსა­ხი­ობ ნინო აგ­ლა­ძე­ზე და წყვი­ლი უკვე პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ზრდის.

ნიკა გრი­გო­ლია და ია უძი­ლა­უ­რი

ეს არას­ტან­დარ­ტუ­ლი წყვი­ლი ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და პრე­სის ყუ­რა­დღე­ბას. ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, "კა­ვე­ე­ნის" ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის დროს გა­იც­ნეს. გაც­ნო­ბი­დან მე­ო­რე დღეს ჩოგ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ წა­ვიდ­ნენ. მალე იამ ნი­კას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­აც­ნო. წყვილს უც­ნა­უ­რი ქორ­წი­ლი ჰქონ­და, მო­ტო­ციკ­ლეტ­ზე მიბ­მუ­ლი ლუ­დის ქი­ლე­ბით ნეფე-პა­ტარ­ძალ­მა მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­მო­ი­ა­რა. ნიკა გრი­გო­ლია უძი­ლა­უ­რე­ბის დიდ სახ­ლში გა­და­ბარ­გდა, სა­დაც ასე­ვე ცხოვ­რობ­დნენ იას და და სიძე - მიშა ან­დღუ­ლა­ძე. შემ­დეგ წყვილს შვი­ლი გა­უჩ­ნდა, ყველ­გან ერ­თად და­დი­ოდ­ნენ და მუდ­მი­ვად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ჩაც­მუ­ლო­ბით. მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა ყვე­ლას­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ თე­მა­ზე ორი­ვემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. ნიკა გრი­გო­ლია რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე მა­რი­ამ ფა­ღა­ვაა.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები

ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები

მათთვის მენდელსონის მარში წლების წინ დაუკრეს. ზოგმა ეს სასიამოვნო მუსიკა ორჯერაც მოისმინა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების წინ დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა და მოგვიანებით ვარსკვლავები ამაზე გულახდილად ლაპარაკობენ. "რეიტინგის" არქივში იმ წყვილების ფოტოები მოვიძიეთ, რომლებიც წლების წინ დაქორწინდნენ, მაგრამ დღეს ერთად აღარ არიან. ბევრის ქორწინება საზოგადოებას აღარც ახსოვს, რადგან დღეს მარტოხელებად არიან ცნობილები. ზოგიც მას შემდეგ კიდევ დაოჯახდა და პრესის ფურცლებიდან ახალ სიყვარულზე საუბრობს.

ვახო სანაია და მარიკა ბაკურაძე

ორი ჟურნალისტის სიყვარულის ისტორია 2002 წელს უნივერსიტეტში დაიწყო. თავდაპირველად კურსელები იყვნენ, შემდეგ მათი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა, ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი ხდებოდა. სამი წლის განმავლობაში დადიოდნენ, შემდეგ წყვილმა იქორწინა და ორი ქალიშვილი შეეძინათ. რომანტიკული წყვილი ერთმანეთს მოფერებით "ბატებს" ეძახდა. ერთ ტელევიზიაში, "იმედში" მუშაობდნენ. მაშინ მარიკა "ჟურნალისტის დღიურს" ამზადებდა, მერე ვახომ "პირველ არხზე" დაიდო ბინა. ამბობენ, რომ მათი დაშორება სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა. თავიდან წყვილი დაშორებას მალავდა, მაგრამ მალე ვახო სანაიამ "ფეისბუქზე" ახალი შეყვარებული გამოაჩინა. დღეს სანაია ისევ "იმედს" დაუბრუნდა. მარიკაც იქ მუშაობს, ამჯერად - გადაცემა "იმედის გმირებში". ორივე თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში, სანაიას ახალი რომანი ჯერ ქორწინებით არ დასრულებულა.

ლალი მოროშკინა და მიშა ღოთვაძე

სკანდალური ლალი მოროშკინა, რომელიც დღეს რჩევებს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს აძლევს, საინტერესო პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. რთული კარიერული გზა გაიარა, მაგრამ არანაკლებ ბობოქარი აღმოჩნდა მისი პირადი ცხოვრებაც. პირველად 15 წლის გათხოვდა, ნუკრი ჩაგანავაზე, რომლისგანაც 24 წლის სანდრო ჰყავს. მასთან შვიდი წელი იცხოვრა. შვიდი წელი გაატარა მეორე ქმრის მიშა ღოთვაძის გვერდითაც. ეს ფოტო სწორედ იმ ბედნიერ დროს არის გადაღებული, როდესაც ლალი ოჯახის დანგრევაზე სულაც არ ფიქრობდა. მიშასგან 12 წლის გიორგი ჰყავს. ლალის პირველი მეუღლე მოგვიანებით გარდაიცვალა, მიშასთან კი ლალი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. უცნაურია, მაგრამ წყვილი დასასვენებლად ერთად დადის და გარკვეული დროის განმავლობაში ბიზნესპარტნიორებიც გახლდნენ. ღოთვაძის შემდეგ ლალის ცხოვრებაში სპორტსმენი გიორგი კანდელაკი გამოჩნდა, თუმცა მათი ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. თავგადასავლების მაძიებელი მოროშკინა კი რომანებს აღარ ასაჯაროებს.

აჩი ფურცელაძე და თამუნა მუსერიძე

ბევრს ალბათ აღარ ახსოვს, რომ მუსიკოს გუფის ცოლობამდე ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მომღერალ აჩი ფურცელაძის ცოლი იყო. წყვილს ერთმანეთი ერთი წლის განმავლობაში უყვარდა და დაოჯახებიდან თვე-ნახევარში დაშორდნენ. საერთო შვილი არ ჰყოლიათ.

აჩი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა, თამუნამ კი ტელეჟურნალისტის კარიერა ააწყო. აჩის შემდეგ იყო გუფი, იგივე გურამ მაკალათია, რომელთან ქორწინებამაც ასევე რამდენიმე თვეს გასტანა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს, პატარა სანდრო. ბოლოს ჟურნალისტი თბილისის მერიის თანამშრომელს, 26 წლის საბა ხაჟალიას გაუმიჯნურდა, თუმცა დღემდე გულმოდგინედ ცდილობს, პრესას საკუთარი პირადი ცხოვრება დაუმალოს.

შორენა ბეგაშვილი და ზურა ბარბაქაძე

შორენასა და ზურას ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ. ორივე რუსთავიდან გახლავთ და მას შემდეგ, რაც შორენამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, წყვილმა იქორწინა. შორენამ დიასახლისის ამპლუა მოირგო და მშვიდად ცხოვრობდა. ხმაური კი "პლეიბოიში" მის გაშიშვლებას მოჰყვა. ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ოჯახი ამიტომ დაენგრა, მაგრამ როგორც ზურამ განაცხადა, შორენას ფოტოები მოეწონა და მათი დაშორება მხოლოდ ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნის გამო მოხდა. მოგვიანებით მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოჯახის დანგრევის მიზეზად მეუღლის ღალატი დაასახელა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს - ევა. ქმართან დაშორების შემდეგ შორენამ პოპულარობის მწვერვალს მიაღწია. ჯერ იყო სერიალი "კაბარე ხუთი ვარსკვლავი", რომელშიც კუკის როლს თამაშობდა. ამას მოჰყვა "ღამე შორენასთან", სადაც გულახდილი შორენა და სექსუალური რჩევები ვიხილეთ, თუმცა გადაცემა მალევე დაიხურა. მალე შორენას ცხოვრებაში მონარქი დავით ბაგრატიონი გამოჩნდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ყოფა და როგორ განვითარდა მოვლენები, მოგვიანებით მთელმა საქართველომ ნახა. მონარქიის აღდგენის მხარდამჭერებისთვის შორენა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, თუმცა მოგვიანებით დავით და ანა ბაგრატიონები შერიგდნენ და ახლა საერთო შვილს ზრდიან.

მამუკა ონაშვილი და ირინა ჩიხლაძე

ეს წყვილი ახალფეხადგმულ ბომონდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და პრესას ინტერვიუებით ხშირად ანებივრებდა. ირინაც მღეროდა, ერთად დუეტი "უკარება" შეასრულეს.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ოჯახიც დაინგრა. საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მას შემდეგ მამუკა ონაშვილი აღარ დაოჯახებულა და ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე საუბარსაც ერიდება. ამბობენ, რომ ირინა უკვე მეორედ დაოჯახდა, თუმცა საზოგადოებაში მომღერლის სტატუსით აღარ ჩნდება და უცნობია, რას საქმიანობს დღეს.

ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი

ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გაიცნეს, მაგრამ მსახიობების წყვილმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და მალე დაშორდნენ. საერთო შვილი ჰყავთ - ნოდარ ზანგური. ოჯახის დანგრევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ნინუცასთვის, რადგან დედამისი, მსახიობი თამარ მაყაშვილი, დასაწყისშივე ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ყოფილა. ბესო ზანგურის სიყვარული სუსტი სქესის წარმომადგენლებისადმი სამსახიობო წრეებში უკვე ცნობილი იყო, მაგრამ ფართო მასებში მისი პერსონა პოპულარული სპექტაკლში "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი, პრეზიდენტი" შესრულებული როლის შემდეგ გახდა. ნინუცასთან დაშორების შემდეგ ზანგური სამ დღეში მესამედ დაოჯახდა, ამჯერად გია ბურჯანაძის ქალიშვილზე - რუსა ბურჯანაძეზე. ამ ქორწინებამ მხოლოდ ორ კვირას გასტანა. მეოთხედ ზანგურმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა. რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. ნინუცა მაყაშვილი კი თეატრის პარალელურად "მაესტროს" დილის გადაცემის წამყვანია.

ირინა ონაშვილი და ბესო ქარდავა

ჯერ კიდევ 2003 წელს ირინა ონაშვილზე ამბობდნენ, რომ არაოფიციალურად გათხოვილი იყო. მაშინ მოდელი "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა, მისი რჩეული კი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ამბობდნენ, რომ შეყვარებულმა მამაკაცმა ირინა მოიტაცა, მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო. მალე ირინა პოპულარული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ წვეულებებზე წყვილი ერთად ჩნდებოდა, ფაქტია, რომ მათ შორის შავ კატას უკვე გაერბინა. ირინა და ბესო მალე დაშორდნენ. შემდეგ ბევრს წერდნენ ირინას რომანებზე სხვადასხვა ცნობილ მამაკაცთან, თუმცა ფაქტია, რომ მომხიბვლელი მოდელი მხოლოდ ორი წლის წინ დაოჯახდა - მაშინდელ გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად. ლადოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, ირინას და ბესოს საერთო შვილი არ ჰყოლიათ. როგორც ამბობდნენ, ვარძელაშვილს ირინას გულის მოსაგებად არაფერი დაუშურებია. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს და საერთო შვილს ზრდის.

მაკა შალიკაშვილი და რატი გოგუაძე

მაკა შალიკაშვილისა და რატი გოგუაძის ქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ასაკობრივი სხვაობის გარდა, მსახიობს წინააღმდეგობა რატის ოჯახის მხრიდანაც შეხვდა. ყველაფრის მიუხედავად, ერთად ცხოვრება დაიწყეს და ყოველთვის ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მალე გოგონა შეეძინათ, თინანო.

მაკასა და რატის ოჯახებს შორის ურთიერთობა დათბა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა მოულოდნელად პრესაში მათი დაშორების შესახებ დაიწერა. რატის ახალი შეყვარებული ჰყავდა. მაკამ ღალატი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა, მოგვიანებით სახეზე მცირე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ცხოვრება ჩვეული ხალისით განაგრძო, თუმცა ჰყავს თუ არა ახალი რჩეული, პრესისთვის ჯერ არ გაუმხელია.

ზუმბა და მაგდა ნოვაკოვსკა

პოლონელმა მაგდამ და ქართველმა ზუმბამ, იმავე ზაზა კორინთელმა ერთმანეთი 1997 წლის ზაფხულში ქალაქ კრაკოვოში გაიცნეს. სასიყვარულო შეხვედრები ერთი წელი გაგრძელდა და ბოლოს ზუმბა და მაგდა თბილისში წყვილად დაბრუნდნენ. მეუღლის დიდი სიყვარულით ორ წელიწადში მაგდამ ქართული ისწავლა. ზუმბას ყოველთვის თან დაჰყვებოდა კონცერტებზე, ხანდახან მასთან ერთად მღეროდა კიდეც, მაგრამ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოლონელის და მუსიკოსის გზები მაინც გაიყარა. საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მაგდა საქართველოში დარჩა და მუშაობა პოლონეთის საელჩოში გააგრძელა. ზუმბა კი მეორედ დაოჯახდა მსახიობ ნინო აგლაძეზე და წყვილი უკვე პატარა ბიჭუნას ზრდის.

ნიკა გრიგოლია და ია უძილაური

ეს არასტანდარტული წყვილი ყოველთვის იქცევდა პრესის ყურადღებას. ერთმანეთი უნივერსიტეტში, "კავეენის" ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გაიცნეს. გაცნობიდან მეორე დღეს ჩოგბურთის სათამაშოდ წავიდნენ. მალე იამ ნიკას ოჯახის წევრები გააცნო. წყვილს უცნაური ქორწილი ჰქონდა, მოტოციკლეტზე მიბმული ლუდის ქილებით ნეფე-პატარძალმა მთელი ქალაქი შემოიარა. ნიკა გრიგოლია უძილაურების დიდ სახლში გადაბარგდა, სადაც ასევე ცხოვრობდნენ იას და და სიძე - მიშა ანდღულაძე. შემდეგ წყვილს შვილი გაუჩნდა, ყველგან ერთად დადიოდნენ და მუდმივად გამოირჩეოდნენ ჩაცმულობით. მათი განქორწინება ყველასთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე ორივემ გულახდილად ისაუბრა. ნიკა გრიგოლია რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ დაოჯახდა, მისი ამჟამინდელი მეუღლე მარიამ ფაღავაა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება