პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური მარკ ჯეიკობსი 50 წლისაა
სკანდალური მარკ ჯეიკობსი 50 წლისაა

ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მარკ ჯე­ი­კობ­სი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რი, 50 წლის გახ­და. ალ­ბათ ღირს გა­ვიხ­სე­ნოთ მისი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა იმი­ჯი ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აოგ­ნებ­და, და გა­დავ­ხე­დოთ გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს მისი ცხოვ­რე­ბი­დან.

მარკ ჯე­ი­კობ­სი სა­კუ­თა­რი ბრენ­დე­ბი­სა და ასე­ვე ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის "ლუი ვი­ტო­ნის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია, მაგ­რამ მისი ნიჭი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ფე­შენ-ინ­დუსტრი­ით. ის არის ასე­ვე დი­ე­ტუ­რი "კოკა-კო­ლას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი და კი­ნო­შიც თა­მა­შობს.

არა­და, ღა­რი­ბულ ებ­რა­ულ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მარკ ჯე­ი­კობ­სი მო­დის სამ­ყა­რო­ში სულ სხვა გზით შე­ვი­და - ერთ-ერთ ბუ­ტიკ­ში გამ­ყიდ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და. მერე კი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო მო­დის სფე­რო­ში და სულ მალე აა­ლა­პა­რა­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ზე.

მო­დის სფე­რო­ში რომ გა­მოჩ­ნდა, მა­შინ მარ­კი სხვა­ნა­ი­რი იყო - ტანსრუ­ლი, სათ­ვა­ლი­ა­ნი, კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი. მა­შინ ამ­ბობ­და, იმ­დენს ვმუ­შა­ობ, მა­ინც ვე­რა­ვინ მხე­დავს და რა აზრი აქვს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა­სო? ყვე­ლა­ფე­რი 2006 წელს შე­იც­ვა­ლა - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­ი­სა­ხა, მის­დია დი­ე­ტებს, და­ი­წყო ვარ­ჯი­ში, მი­ა­ტო­ვა ყა­ვის სმა, ამო­ი­ღო რა­ცი­ო­ნი­დან შა­ქა­რი, პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი. მერე კი, როცა იმ შე­დეგს მი­აღ­წია, რა­საც ახლა ვხე­დავთ, არ და­ი­ზა­რა, ეს ყვე­ლას­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ამას მოჰ­ყვა ფო­ტო­ე­ბი შიშ­ვე­ლი ტორ­სით და კი­დევ უფრო ეპა­ტა­ჟუ­რი გა­მოს­ვლე­ბი - მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი კა­ბე­ბით თუ კუ­ბოკ­რუ­ლი ქვე­და­ტა­ნე­ბით.

თა­ვის შექ­მნილ სა­მოს­ზე მარ­კი ამ­ბობს, რომ მისი ტან­საც­მე­ლი არ არის სექ­სუ­ა­ლუ­რი, მაგ­რამ შექ­მნი­ლია სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის. მის კო­ლექ­ცი­ებ­ში მრავ­ლად არის არა მხო­ლოდ ტან­საც­მე­ლი, არა­მედ ჩან­თე­ბიც და ფეხ­საც­მე­ლიც. ჯე­ი­კობ­სის სა­მოსს სი­ა­მოვ­ნე­ბით ირ­გებს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სტი­ლის ერთ-ერთ თა­ნა­მედ­რო­ვე დე­დოფ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი მი­შელ ობა­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, მარ­კი ამი­თაც აოგ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ის გუ­ლახ­დი­ლი გეია, 2009 წელს ლო­რენ­ცო მარ­ტო­ნე­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა ერთ წე­ლი­წად­ში და­შორ­და. დღეს­დღე­ო­ბით კი მის გვერ­დით ყო­ველ­თვის არის რო­მე­ლი­მე მო­რი­გი "მზე­ჭა­ბუ­კი".

ELLE

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სკანდალური მარკ ჯეიკობსი 50 წლისაა

სკანდალური მარკ ჯეიკობსი 50 წლისაა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მარკ ჯეიკობსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნიჭიერი დიზაინერი, 50 წლის გახდა. ალბათ ღირს გავიხსენოთ მისი ყველაზე კაშკაშა იმიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რითაც საზოგადოებას აოგნებდა, და გადავხედოთ გარკვეულ დეტალებს მისი ცხოვრებიდან.

მარკ ჯეიკობსი საკუთარი ბრენდებისა და ასევე ფრანგული მოდის სახლის "ლუი ვიტონის" კრეატიული დირექტორია, მაგრამ მისი ნიჭი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფეშენ-ინდუსტრიით. ის არის ასევე დიეტური "კოკა-კოლას" კრეატიული დირექტორი და კინოშიც თამაშობს.

არადა, ღარიბულ ებრაულ ოჯახში დაბადებული მარკ ჯეიკობსი მოდის სამყაროში სულ სხვა გზით შევიდა - ერთ-ერთ ბუტიკში გამყიდველად მუშაობდა. მერე კი უმაღლესი განათლება მიიღო მოდის სფეროში და სულ მალე აალაპარაკა საზოგადოება საკუთარ პერსონაზე.

მოდის სფეროში რომ გამოჩნდა, მაშინ მარკი სხვანაირი იყო - ტანსრული, სათვალიანი, კულულებიანი. მაშინ ამბობდა, იმდენს ვმუშაობ, მაინც ვერავინ მხედავს და რა აზრი აქვს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვასო? ყველაფერი 2006 წელს შეიცვალა - მოულოდნელად გარდაისახა, მისდია დიეტებს, დაიწყო ვარჯიში, მიატოვა ყავის სმა, ამოიღო რაციონიდან შაქარი, პურ-ფუნთუშეული. მერე კი, როცა იმ შედეგს მიაღწია, რასაც ახლა ვხედავთ, არ დაიზარა, ეს ყველასთვის ეჩვენებინა და გაეზიარებინა. ამას მოჰყვა ფოტოები შიშველი ტორსით და კიდევ უფრო ეპატაჟური გამოსვლები - მაქმანებიანი კაბებით თუ კუბოკრული ქვედატანებით.

თავის შექმნილ სამოსზე მარკი ამბობს, რომ მისი ტანსაცმელი არ არის სექსუალური, მაგრამ შექმნილია სიამოვნებისთვის. მის კოლექციებში მრავლად არის არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ ჩანთებიც და ფეხსაცმელიც. ჯეიკობსის სამოსს სიამოვნებით ირგებს უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის სტილის ერთ-ერთ თანამედროვე დედოფლად აღიარებული მიშელ ობამა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარკი ამითაც აოგნებს საზოგადოებას - ის გულახდილი გეია, 2009 წელს ლორენცო მარტონეზე იქორწინა, თუმცა ერთ წელიწადში დაშორდა. დღესდღეობით კი მის გვერდით ყოველთვის არის რომელიმე მორიგი "მზეჭაბუკი".

ELLE

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება