Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები
ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები

15 აპ­რილს ბესო ჩუ­ბი­ნი­ძის მიერ და­წე­სე­ბულ სიყ­ვა­რუ­ლის დღეს და­ვით გო­გიშ­ვილ­მა სამი სტა­ტუ­სი მი­უ­ძღვნა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე. ერთ-ერ­თში ისე­თი ინ­ტრი­გა იდო, ვი­ფიქ­რეთ, და­თოს სი­ახ­ლე ჰქონ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და და­ვუ­კავ­შირ­დით.

- და­ვით, 15 აპ­რილს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­დი, რა სი­ახ­ლეა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ქარ­თვე­ლი ერი ოდი­ო­ზუ­რად აღ­ვნიშ­ნავთ. 15 აპ­რილს თა­ნა­მედ­რო­ვე ნო­უ­ჰაუ, ქარ­თუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის ნა­ჟუ­რი და­ვარ­ქვი. "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემს გვერ­დზე ამ დღეს რამ­დე­ნი­მე სტა­ტუ­სით გა­მო­ვეხ­მა­უ­რე: 1) "სიყ­ვა­რუ­ლის ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბულ წყვი­ლებს ვუ­ლო­ცავ პრო­ფე­სი­ულ დღე­სას­წა­ულს, ვუ­სურ­ვებ, გრძნო­ბას არას­დროს გა­ნე­ცა­დოს ინფლა­ცია ლარ­თან და დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ნიუ-იორ­კის ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა­ზე". 2) "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სიყ­ვა­რუ­ლის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შრო­მის კო­დექსში შე­დის ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის წლე­ბი ჩა­ით­ვლე­ბა სა­პენ­სიო სტა­ჟად"; და 3) "ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ტე­ხავს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ მო­ბი­ლუ­რი, ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი და სიყ­ვა­რუ­ლი სა­მი­ვე ერ­თდრო­უ­ლად ცალ­მხრი­ვია".

- სწო­რედ მე­სა­მე სტა­ტუს­მა გა­ა­ჩი­ნა ინ­ტრი­გა, რომ გო­გიშ­ვი­ლი კვლავ ცალ­მხრი­ვად არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- მე ორგზის ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის კა­ვა­ლე­რი გახ­ლა­ვართ, მა­ზო­ხის­ტუ­რი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ორი სიყ­ვა­რუ­ლი მქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში იმი­ტომ არ გა­მი­მარ­თლა, რომ მა­შინ ლა­მის სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის პროგ­რა­მის სა­რეკ­ლა­მო სახე ვი­ყა­ვი, მე­ო­რედ სიყ­ვა­რუ­ლის ნაღ­მზე 2004 წელს ავ­ფეთ­ქდი აბა­ში­ძი­სა და კავ­სა­ძის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე.

- ვა­კეს არ სცდე­ბი ხომ, ცო­ცხა­ლი თა­ვით?

- ჩვენ, პრო­ვინ­ცი­ე­ლე­ბი, სოფ­ლე­ლე­ბი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დრო­საც და პო­ზი­ტი­ურ შემ­თხვე­ვა­შიც კი­სერს ვა­კე­ში ვი­ტეხთ. სვეც­კად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი გვა­კავ­ში­რებს თბი­ლი­სის ამ უბან­თან. სხვა­თა შო­რის, ის ავად სახ­სე­ნე­ბე­ლი ავა­რი­აც მე და თემო მჟა­ვი­ას მო­ტო­ციკ­ლით სწო­რედ ვა­კე­ში შეგ­ვემ­თხვა.

- ვინ არის შენი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი?

- არა­ვინ, ახლა ცა­რი­ე­ლი ტაქ­სი­ვით დავ­დი­ვარ. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბო­ლოს მიყ­ვარ­და, უკვე დიდი ხა­ნია, ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში ცხოვ­რობს. 2008 წლის 4 აპ­რილს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. ზუს­ტად იმ დღეს წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან, როცა ნა­ტოს სა­მიტ­ზე ან­გე­ლა მერ­კელ­მა მაპი არ მოგ­ვცა. რომ მი­დი­ო­და, ვუ­თხა­რი, და­ი­მახ­სოვ­რე, შენ და აფხა­ზე­თი ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბით-მეთ­ქი. მერე მივ­წე­რე, 2008-ში სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა შენი თავი, კო­დო­რი და სა­მა­ჩაბ­ლო-მეთ­ქი.

- ანუ, ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- არა. ვა­კან­სია მაქვს, ახალ სიყ­ვა­რულს ველი.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები

ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები

15 აპრილს ბესო ჩუბინიძის მიერ დაწესებულ სიყვარულის დღეს დავით გოგიშვილმა სამი სტატუსი მიუძღვნა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ერთ-ერთში ისეთი ინტრიგა იდო, ვიფიქრეთ, დათოს სიახლე ჰქონდა პირად ცხოვრებაში და დავუკავშირდით.

- დავით, 15 აპრილს ძალიან აქტიურობდი, რა სიახლეა შენს პირად ცხოვრებაში?

- სიყვარულის დღეს ქართველი ერი ოდიოზურად აღვნიშნავთ. 15 აპრილს თანამედროვე ნოუჰაუ, ქართული წარმართული ფოლკლორის ნაჟური დავარქვი. "ფეისბუქის" ჩემს გვერდზე ამ დღეს რამდენიმე სტატუსით გამოვეხმაურე: 1) "სიყვარულის ნაღმზე აფეთქებულ წყვილებს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ, გრძნობას არასდროს განეცადოს ინფლაცია ლართან და დოლართან მიმართებაში ნიუ-იორკის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე". 2) "საქართველოს ხელისუფლებამ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სიურპრიზი გაუკეთა ქართულ საზოგადოებას, შრომის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც ცალმხრივი სიყვარულის წლები ჩაითვლება საპენსიო სტაჟად"; და 3) "ყველაზე მეტად ის ტეხავს ცხოვრებაში, რომ მობილური, ქალაქის ტელეფონი და სიყვარული სამივე ერთდროულად ცალმხრივია".

- სწორედ მესამე სტატუსმა გააჩინა ინტრიგა, რომ გოგიშვილი კვლავ ცალმხრივად არის შეყვარებული.

- მე ორგზის ცალმხრივი სიყვარულის კავალერი გახლავართ, მაზოხისტური იპოთეკით დატვირთული ორი სიყვარული მქონდა ცხოვრებაში. პირველი სიყვარულის შემთხვევაში იმიტომ არ გამიმართლა, რომ მაშინ ლამის სიღარიბის დაძლევის პროგრამის სარეკლამო სახე ვიყავი, მეორედ სიყვარულის ნაღმზე 2004 წელს ავფეთქდი აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

- ვაკეს არ სცდები ხომ, ცოცხალი თავით?

- ჩვენ, პროვინციელები, სოფლელები უბედური შემთხვევის დროსაც და პოზიტიურ შემთხვევაშიც კისერს ვაკეში ვიტეხთ. სვეცკად მოკრძალებული გრძნობები და განსაკუთრებული სენტიმენტები გვაკავშირებს თბილისის ამ უბანთან. სხვათა შორის, ის ავად სახსენებელი ავარიაც მე და თემო მჟავიას მოტოციკლით სწორედ ვაკეში შეგვემთხვა.

- ვინ არის შენი ამჟამინდელი ცალმხრივი სიყვარულის ობიექტი?

- არავინ, ახლა ცარიელი ტაქსივით დავდივარ. გოგონა, რომელიც ბოლოს მიყვარდა, უკვე დიდი ხანია, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს. 2008 წლის 4 აპრილს დატოვა საქართველო. ზუსტად იმ დღეს წავიდა საქართველოდან, როცა ნატოს სამიტზე ანგელა მერკელმა მაპი არ მოგვცა. რომ მიდიოდა, ვუთხარი, დაიმახსოვრე, შენ და აფხაზეთი ერთად დაბრუნდებით-მეთქი. მერე მივწერე, 2008-ში საქართველომ დაკარგა შენი თავი, კოდორი და სამაჩაბლო-მეთქი.

- ანუ, ახლა შეყვარებული არ ხარ?

- არა. ვაკანსია მაქვს, ახალ სიყვარულს ველი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"