პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან
პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან

მას შემ­დეგ, რაც პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და­ქორ­წინ­და, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს ტი­ტუ­ლი მის ძმა ჰა­რის გა­და­ე­ცა. ჟღალ­თმი­ა­ნი პრინ­ცი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გან­თქმუ­ლი მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­თა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბით.

ამ დღე­ებ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­ვი­და ბი­ოგ­რაფ კრის ჰატ­ჩინ­სის ახა­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას ეძღვნე­ბა და დიდი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ჰა­რის გო­გო­ნებს.

დღეს­დღე­ო­ბით პრინც ჰა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 24 წლის კრე­სი­და ბო­ნეა. გრძელ­ფე­ხე­ბა მო­დე­ლი მო­ნარ­ქის გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბა: ქე­რაა, მოხ­დე­ნი­ლი და კოხ­ტა. თუ პრინც ჰა­რის მე­გობ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვენ­დო­ბით, რო­მლის სა­ხე­ლიც არ ცხად­დე­ბა, კრე­სი­და სა­მე­ფო ოჯახ­საც მო­სწონს, რად­გან კარ­გად აღ­ზრდი­ლია და შე­ე­ფე­რე­ბა მო­ნარ­ქის ცო­ლის როლს. 27 წლის ჰა­რის­გან ბევ­რი ელო­დე­ბა გა­დამ­წყვეტ ნა­ბიჯს - დროა, ოჯა­ხი შექ­მნას. თუმ­ცა თა­ვად პრინ­ცი ჯერ არ აპი­რებს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას.

რა­ტომ არ ჩქა­რობს ჰარი? ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მას დღემ­დე უყ­ვარს თა­ვი­სი ყო­ფი­ლი გო­გო­ნა ჩელ­სი დევი. "მე მგო­ნია, რომ ისევ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ისევ ერ­თად იყ­ვნენ და იქორ­წი­ნონ კი­დეც", - აგ­რძე­ლებს თხრო­ბას უც­ნო­ბი წყა­რო. თვით ჰა­რიც ადას­ტუ­რებს ამ სი­ტყვებს - ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩელ­სის "მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი" უწო­და.

პრინ­ცი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ მე­გობ­რობ­დნენ, მერე კი შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყეს და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე წელს გრძელ­დე­ბო­და. ხან შორ­დე­ბოდ­ნენ, ხან ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. უი­ლი­ა­მის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი ჩელ­სიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ასე­თი ცხოვ­რე­ბა სა­ჩე­მო არ არის", რი­თაც წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჰა­რის­თან რო­მანს.

თვით ჰარი იმა­ზე ჩი­ვის, რომ პრინ­ცის სტა­ტუ­სი არ ეხ­მა­რე­ბა, პი­რი­ქით უშ­ლის კი­დეც მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა­ში: "ბევ­რი გოგო ამ­ბობს: "ო, პრინ­ცი! არა, გმად­ლობთ..." - აღ­ნიშ­ნა ჰა­რიმ, - მე იმას კი არ ვე­ძებ, ვინც უბ­რა­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს პრინ­ცე­სას მო­ვა­ლე­ო­ბებს, რა­ღაც მეტი მინ­და..."

ამ "ერ­თა­დერ­თის" პოვ­ნა დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა და ამა­სო­ბა­ში პრინცმა რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას გა­მოც­ვლა მო­ას­წრო. მა­გა­ლი­თად, ერთი მათ­გა­ნი იყო მო­დე­ლი ფლო­რენს ბრი­უ­დე­ნელ-ბრი­უ­სი, რო­მე­ლიც იტონ­ში სწავ­ლის დროს უყ­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რეს ერ­თად და მერე ჰა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­შორ­დნენ. მისი კი­დევ ერთი ექსშეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბი და მო­დე­ლი კა­რო­ლი­ნა ფლე­კი - ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი შავ­თმი­ა­ნი პრინ­ცის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბის სი­ა­ში.

Daily Mail

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან

პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან

მას შემდეგ, რაც პრინცი უილიამი დაქორწინდა, პლანეტის ყველაზე სასურველი სასიძოს ტიტული მის ძმა ჰარის გადაეცა. ჟღალთმიანი პრინცი მთელ მსოფლიოშია განთქმული მხიარული ხასიათითა და სასიყვარულო თავგადასავლებით.

ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ბიოგრაფ კრის ჰატჩინსის ახალი წიგნი, რომელიც დედოფლის შვილიშვილის პირად ცხოვრებას ეძღვნება და დიდი ადგილი ეთმობა ჰარის გოგონებს.

დღესდღეობით პრინც ჰა­რის ოფიციალური შეყვარებული 24 წლის კრესიდა ბონეა. გრძელფეხება მოდელი მონარქის გემოვნებაში ჯდება: ქერაა, მოხდენილი და კოხტა. თუ პრინც ჰარის მეგობრის ინფორმაციას ვენდობით, რო­მლის სახელიც არ ცხადდება, კრესიდა სამეფო ოჯახსაც მო­სწონს, რადგან კარგად აღზრდილია და შეეფერება მონარქის ცოლის როლს. 27 წლის ჰარისგან ბევრი ელოდება გადამწყვეტ ნაბიჯს - დროა, ოჯახი შექმნას. თუმცა თავად პრინცი ჯერ არ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

რატომ არ ჩქარობს ჰარი? ერთ-ერთი ვერსიით, მას დღემდე უყვარს თავისი ყოფილი გოგონა ჩელსი დევი. "მე მგონია, რომ ისევ უყვართ ერთმანეთი. არ გამოვრიცხავ, ისევ ერთად იყვნენ და იქორწინონ კიდეც", - აგრძელებს თხრობას უცნობი წყარო. თვით ჰარიც ადასტურებს ამ სიტყვებს - ერთ-ერთ ინტერვიუში ჩელსის "მთელი თავისი ცხოვრების სიყვარული" უწოდა.

პრინცისა და წარმატებული ბიზნესმენის ქალიშვილის რომანი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ მეგობრობდნენ, მერე კი შეხვედრები დაიწყეს და მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს გრძელდებოდა. ხან შორდებოდნენ, ხან ისევ რიგდებოდნენ. უილიამის ქორწინების შემდეგ კი ჩელსიმ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ასეთი ცხოვრება საჩემო არ არის", რითაც წერტილი დაუსვა ჰარისთან რომანს.

თვით ჰარი იმაზე ჩივის, რომ პრინცის სტატუსი არ ეხმარება, პირიქით უშლის კიდეც მეორე ნახევრის პოვნაში: "ბევრი გოგო ამბობს: "ო, პრინცი! არა, გმადლობთ..." - აღნიშნა ჰარიმ, - მე იმას კი არ ვეძებ, ვინც უბრალოდ ოფიციალურად შეასრულებს პრინცესას მოვალეობებს, რაღაც მეტი მინდა..."

ამ "ერთადერთის" პოვნა დიდი ხანია გრძელდება და ამასობაში პრინცმა რამდენიმე გოგონას გამოცვლა მოასწრო. მაგალითად, ერთი მათგანი იყო მოდელი ფლორენს ბრიუდენელ-ბრიუსი, რომელიც იტონში სწავლის დროს უყვარდა. რამდენიმე თვე გაატარეს ერთად და მერე ჰარის ინიციატივით დაშორდნენ. მისი კიდევ ერთი ექსშეყვარებული იყო მსახიობი და მოდელი კაროლინა ფლეკი - ერთ-ერთი იშვიათი შავთმიანი პრინცის მეგობარი გოგონების სიაში.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს