პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"
პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"

"ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ვაკ­რი­ტი­კოთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ იმით, თუ რა პო­ზი­ცია აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე, მათ შო­რის ტი­მო­შენ­კოს და მაგ­ნიტსკის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პრე­მი­ე­რის თქმით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტო­ტა­ლუ­რად არ­ღვევ­დნენ, რის გა­მოც ქვე­ყა­ნას სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ამ კუ­თხით გაკ­რი­ტი­კე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

"მე ვიც­ნობ მაგ­ნიტსკის პრობ­ლე­მას, ვიც­ნობ რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ უფრო კარ­გად ვიცი, რა ხდე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ტო­ტა­ლუ­რად ირ­ღვე­ო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს არ შე­ვე­ხო - ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ვაკ­რი­ტი­კოთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა, გარ­წმუ­ნებთ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მოხ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აღ­დგე­ნა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ემ­სგავ­სოს ძველ და ბე­ბერ ევ­რო­პას. ჩვენ ყო­ველ­მხრივ შე­ვეც­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ეს შე­კი­თხვე­ბი აღარ და­ის­ვას - ევ­რო­პა ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში, ესაა სწო­რედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"

პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"

"ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებულ ფაქტებზე, მათ შორის ტიმოშენკოს და მაგნიტსკის საქმეებთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ადამიანის უფლებებს საქართველოშიც ტოტალურად არღვევდნენ, რის გამოც ქვეყანას სხვა სახელმწიფოების ამ კუთხით გაკრიტიკების უფლება არ აქვს.

"მე ვიცნობ მაგნიტსკის პრობლემას, ვიცნობ რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ უფრო კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში - ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვეოდა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, ამიტომ შევეცდები სხვა სახელმწიფოებს არ შევეხო - ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემა, თუმცა, გარწმუნებთ, ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება სამართლიანობის შეძლებისდაგვარად აღდგენა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაემსგავსოს ძველ და ბებერ ევროპას. ჩვენ ყოველმხრივ შევეცდებით, რომ საქართველოს მიმართ ეს შეკითხვები აღარ დაისვას - ევროპა ჩემთვის პირველ რიგში, ესაა სწორედ ადამიანის უფლებები", - აღნიშნა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა