საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული
ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული

თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის და­წყე­ბულ­მა დი­ა­ლოგ­მა არ უნდა შექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლად აგ­ვა­რებს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და აღარ სა­ჭი­რო­ებს პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რაც რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვას გუ­ლის­ხმობს.

"ერთი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბი­თაც კარ­გად ჩანს, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე და­მან­გრე­ვე­ლი იყო პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის­თვის, რად­გან ისი­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუდ­მი­ვად სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­სა და კონ­ფლიქ­ტებ­ში იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი. ევ­რო­პა ერთ დროს ბრძო­ლის ვე­ლად იყო ქცე­უ­ლი. 2012 წელს ევ­რო­პის კავ­ში­რი­სათ­ვის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბა არის აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ ევ­რო­პას ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მიღ­წე­ვე­ბი აქვს მშვი­დო­ბის აღმშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ომის სა­შიშ­რო­ე­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, რად­გან მცი­რე ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კვლა­ვაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა აგ­რე­სია. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ჩემი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი 2008 წელს რუ­სე­თის მიერ იქნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ არ­სე­ბობს კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კავ­კა­სია ჯერ კი­დევ არ არის მშვი­დო­ბის ზონა. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ჩვენ უნდა წარვმარ­თოთ დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ახა­ლი პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მით და­ვი­წყეთ ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან, რუ­სულ ბა­ზარ­ზე ვაბ­რუ­ნებთ ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას. რუ­სე­თის მი­მართ ჩვე­ნი პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა კო­რექ­ტუ­ლი, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მზად არის.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ორი­ვე მხა­რეს აქვს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თა­საც არ აპი­რე­ბენ.

"2010 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ცალ­მხრი­ვად აიღო კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც 2013 წლის 7 მარტს გა­ამ­ყა­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო რე­ზო­ლუ­ცი­ით. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტი­ის ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მია, სა­დაც ქარ­თვე­ლი და რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამ რთულ პრო­ცეს­ში, რო­გორც არას­დროს, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, კერ­ძოდ ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის და­წყე­ბულ­მა დი­ა­ლოგ­მა არ უნდა შექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლად აგ­ვა­რებს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და აღარ სა­ჭი­რო­ებს პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რებს.

"ვა­ღი­ა­რებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის მცი­რე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ძალა ერ­თობ არას­ტა­ბი­ლურ გა­რე­მო­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია მდგრა­დი მო­მავ­ლის აშე­ნე­ბა სამ­ხედ­რო ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, შე­უძ­ლე­ბე­ლია რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­სა­გან მო­ე­ლი­ან კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შინ დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ის­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა. გან­ზრა­ხუ­ლი გვაქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი, ჩვენ გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ვი­ნა­ი­დან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა დიდ­წი­ლად, სწო­რედ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული

თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, რაც რუსეთთან დიალოგის წარმართვას გულისხმობს.

"ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს, რომ გასული საუკუნე დამანგრეველი იყო პატარა ქვეყნებისთვის, რადგან ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ მუდმივად საომარ მოქმედებებსა და კონფლიქტებში იყვნენ ჩაბმული. ევროპა ერთ დროს ბრძოლის ველად იყო ქცეული. 2012 წელს ევროპის კავშირისათვის ნობელის პრემიის მინიჭება არის აღიარება იმისა, რომ ევროპას ისტორიული მნიშვნელობის მიღწევები აქვს მშვიდობის აღმშენებლობის კუთხით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. სამწუხაროდ, კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება ჩვენს რეგიონში. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა. ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა წარვმართოთ დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა. ახალი პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, რუსულ ბაზარზე ვაბრუნებთ ქართულ პროდუქციას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოს მთავრობა ახალი ურთიერთობისთვის მზად არის.

ამავდროულად, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორივე მხარეს აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებენ.

"2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რაც 2013 წლის 7 მარტს გაამყარა საპარლამენტო რეზოლუციით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. ამ რთულ პროცესში, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა საქართველოს შესაძლებლობებს რეალისტურად უყურებს.

"ვაღიარებთ, რომ საქართველო არის მცირე რეგიონალური ძალა ერთობ არასტაბილურ გარემოში. შეუძლებელია მდგრადი მომავლის აშენება სამხედრო ძალის დემონსტრირებით. მეორე მხრივ, შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარებაში წარმატების მიღწევა, თუ საქართველოსაგან მოელიან კანონიერი ინტერესების, განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების შინ დაბრუნების უფლების უგულებელყოფას. ამ ურთიერთობის მოწესრიგება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიისთვის ნაყოფიერი იქნება. განზრახული გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტების გამოყენება ჩვენს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას დემოკრატიაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოება, ერთიანობა და კეთილდღეობა დიდწილად, სწორედ ჩვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა