პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს
ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხალ­ხს ღა­ლა­ტობს" - ამ გან­ცხა­დე­ბას "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დე­რი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია აკე­თებს. რო­გორც მან თქვა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და, რად­გან მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ქმე­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­მი­ჯვნა. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო კონ­კრე­ტუ­ლად თა­ვად ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ჯონ­დი, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ხე­ლით არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დით. ახლა რა მოხ­და?

- სულ ცოტა ხნის წინ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მარ­თლაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თულ დას­სა" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რო­მე­ლი­მე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ეთა­ნამ­შრომ­ლათ. არ და­გი­მა­ლავთ იმა­საც, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზეც იყო სუ­ბა­რი... თუმ­ცა, ეს ხელს არ გვიშ­ლის, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლოთ.

- ამის მი­ზე­ზი ის ხომ არ არის, რომ სა­სურ­ველ შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეთ?

- არა, ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­ა­ვი­წყდა მთა­ვა­რი სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე, ხალ­ხი და ზედ­მე­ტად გა­ერ­თო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" საჩ­ვე­ნე­ბე­ლი კინ­კლა­ო­ბით. პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ კინ­კლა­ო­ბა, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში ვხე­დავთ, სუ­ლაც არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ა­მი­ტო­ბით. ეს ხალ­ხის გა­სარ­თო­ბად და დრო­ის გა­საყ­ვა­ნად დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზურგს უკან გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა მი­დის. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" გა­უ­რიგ­და და მათ გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. ფაქ­ტია და ამას ალ­ბათ თქვენც ხე­დავთ, რომ "ნა­ცე­ბის" კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და ხალ­ხის­თვის წარ­თმე­ულ ქო­ნე­ბას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს (ბიზ­ნე­სის 80%-ს ისევ ეს ხალ­ხი აკონ­ტრო­ლებს) და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუხს არ აგებს. მერ­წმუ­ნეთ, თუ ასე გაგ­რძელ­და, არც მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვლე­ბა რამე. უფრო მე­ტიც, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ბიზ­ნე­სებს გა­და­ი­ნა­წი­ლე­ბენ და იცხოვ­რე­ბენ სი­ამ­ტკბი­ლო­ბით. "ქარ­თუ­ლი და­სის" გა­დას­ვლა ოპო­ზი­ცი­ა­ში სა­ბო­ლო­ოდ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ ალ­ბათ ასე იქ­ნე­ბა... ჩვენ პარ­ტი­ის შიგ­ნით ჯერ კი­დევ ვმსჯე­ლობთ, სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ კვი­რა­ში სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­სა­მე, უფრო სა­მარ­თლი­ან­სა და უფრო ეროვ­ნულ გზას შევ­თავ­ზებთ. რაც მთა­ვა­რია, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა".

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს

ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ხალხს ღალატობს" - ამ განცხადებას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აკეთებს. როგორც მან თქვა, პრემიერ-მინისტრის მიმართ პატივისცემას დღემდე ინარჩუნებს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა, რადგან მისთვის მიუღებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ქმედება და საზოგადოებისგან გამიჯვნა. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად თავად ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება.

- ბატონო ჯონდი, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ "ქართული ოცნების" სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობდით. ახლა რა მოხდა?

- სულ ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ დასსა" და "ქართულ ოცნებას" რომელიმე საარჩევნო ოლქში ეთანამშრომლათ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ გაერთიანებაზეც იყო სუბარი... თუმცა, ეს ხელს არ გვიშლის, რომ ოპოზიციაში გადავინაცვლოთ.

- ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასურველ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ?

- არა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ქართულ ოცნებას" დაავიწყდა მთავარი საკეთებელი საქმე, ხალხი და ზედმეტად გაერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" საჩვენებელი კინკლაობით. პირდაპირ ვამბობ, რომ კინკლაობა, რომელსაც პარლამენტში ვხედავთ, სულაც არ არის გამოწვეული "ქართული ოცნების" მიამიტობით. ეს ხალხის გასართობად და დროის გასაყვანად დადგმული სპექტაკლია. საზოგადოების ზურგს უკან გაცხოველებული ვაჭრობა მიდის. საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალებს" გაურიგდა და მათ გადარჩენას ცდილობს. ფაქტია და ამას ალბათ თქვენც ხედავთ, რომ "ნაცების" კრიმინალური ბანდა ხალხისთვის წართმეულ ქონებას დღემდე ინარჩუნებს (ბიზნესის 80%-ს ისევ ეს ხალხი აკონტროლებს) და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არ აგებს. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, არც მომავალში შეიცვლება რამე. უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებასთან" ბიზნესებს გადაინაწილებენ და იცხოვრებენ სიამტკბილობით. "ქართული დასის" გადასვლა ოპოზიციაში საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ ასე იქნება... ჩვენ პარტიის შიგნით ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, სავარაუდოდ ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ და საზოგადოებას მესამე, უფრო სამართლიანსა და უფრო ეროვნულ გზას შევთავზებთ. რაც მთავარია, სოციალურ პრობლემებზე გაცილებით უფრო მეტად ორიენტირებულები ვიქნებით, ვიდრე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა