კაცები უფრო რომანტიკოსები არიან, ვიდრე ქალები

კაცები უფრო რომანტიკოსები არიან, ვიდრე ქალები

ქალები ხშირად ჩივიან, რომ კაცებს რომანტიკა აკლიათ, მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, ვალენტინობის საჩუქარს ბოლო წუთს ყიდულობენ, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.

მეცნიერებმა 10 000 ადამიანი გამოკითხეს და შედეგი ახალ წიგნში The Normal Bar-ში შეიტანეს. წიგნის ავტორების მიზანია, გამოიკვლიონ 21-ე საუკუნის სასიყვარულო ურთიერთობები.

გამოკითხული მამაკაცების 48%-ს პარტნიორი ერთი ნახვით შეუყვარდა, ქალებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 28%-ია. შეყვარებული კაცები უფრო მეტად რომანტიკულები არიან, ვიდრე ქალები. ბევრი მათგანი ისეთ "რომანტიკულ სიგიჟეებსაც" სჩადის, რომ ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი შეშურდებათ. მამაკაცების 74% ურთიერთობაში ბედნიერია. მამაკაცებზე ხშირად ქალები ღალატობენ. თუმცა, მათი თქმით, "სხვა ქალთან გრძნობების გარეშე დამყარებული სექსი ღალატი არაა".

გამოკითხვა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: სექსუალური ცხოვრება, რომანტიკული განწყობა, ღალატი, ბედნიერების დონე. კვლევას თარჯიმანი კრისანა ნორთრუპი, აკადემიკოსი სოციოლოგი პეპერ შვარტზი, ვოშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს შვარტსი და ფსიქოლოგები აწარმოებდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს