პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Tagesspiegel" - მიხეილ სააკაშვილმა სრულად დაკარგა ის შარმი, რომელიც მას ჰქონდა
"Tagesspiegel" - მიხეილ სააკაშვილმა სრულად დაკარგა ის შარმი, რომელიც მას ჰქონდა

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "Tagesspiegel"-ი, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­საც ის სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ხარ­ჯზე ეწე­ო­და. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლად და­კარ­გა ის შარ­მი , რო­მე­ლიც მას ჰქონ­და. გა­მო­ცე­მა პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­სა­ხე­ბაც წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი ხნით შეძ­ლებს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი დაშ­ლის შე­ჩე­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ 19 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ას, "Tagesspiegel"-ის სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს, ტრი­ბუ­ნა ყო­ფილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ტო­ვა. გერ­მა­ნუ­ლი პრე­სა მე­რა­ბიშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბის ცენ­ტრში მყოფ პერ­სო­ნად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"Tagesspiegel"-ი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის, ეკა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც უს­ვამს ხაზს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აღი­ა­რებს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ტო­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის მიერ გახ­მა­უ­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო"-ს მეშ­ვე­ო­ბით თან­ხებს პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ხარ­ჯავ­და, გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რომ ქარ­თვე­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ხარ­ჯზე ფი­ნანსდე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა, მისი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გარ­თო­ბა დუ­ბა­ი­ში და რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა.

"Tagesspiegel"-ის შე­ფა­სე­ბით, 2013 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის 10-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი სრულ­დე­ბა, თუმ­ცა მისი იმი­ჯი, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას­თან და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, უკვე შე­ლა­ხუ­ლია.

გა­მო­ცე­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალ­საც ეჭვქვეშ აყე­ნებს, როცა წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 19 აპ­რილს თა­ვის მომ­ხრე­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში შე­იკ­რიბ­ნენ, ვერ მო­ა­ხერ­ხა და სა­თა­ნა­დო მუხ­ტი ვერ გა­აღ­ვი­ვა, რათა მათ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძა­ლის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"Tagesspiegel" - მიხეილ სააკაშვილმა სრულად დაკარგა ის შარმი, რომელიც მას ჰქონდა

"Tagesspiegel" - მიხეილ სააკაშვილმა სრულად დაკარგა ის შარმი, რომელიც მას ჰქონდა

გერმანული გამოცემა "Tagesspiegel"-ი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდიდრული ცხოვრების შესახებ წერს, რომელსაც ის საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ეწეოდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილმა სრულად დაკარგა ის შარმი , რომელიც მას ჰქონდა. გამოცემა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ არავინ იცის, კიდევ რამდენი ხნით შეძლებს პრეზიდენტი სააკაშვილი მისი დაშლის შეჩერებას.

რაც შეეხება ყოფილი მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილს ჩატარებულ აქციას, "Tagesspiegel"-ის სტატიის თანახმად, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ტრიბუნა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა. გერმანული პრესა მერაბიშვილს პოლიტიკური არეულობის ცენტრში მყოფ პერსონად მოიხსენიებს.

"Tagesspiegel"-ი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებასაც უსვამს ხაზს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მხარდამჭერი ტოვებს.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ, უმრავლესობის დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გახმაურებულ დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან გრიფით "საიდუმლო"-ს მეშვეობით თანხებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა, გერმანული გამოცემა წერს, რომ ამ დოკუმენტებით საზოგადოებამ შეიტყო, რომ ქართველი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილის შვილების განათლება, მისი ძვირადღირებული გართობა დუბაიში და რუსი ჟურნალისტისთვის ძვირადღირებული საჩუქრის გაკეთება.

"Tagesspiegel"-ის შეფასებით, 2013 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი პერიოდი სრულდება, თუმცა მისი იმიჯი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებასთან ასოცირდებოდა, უკვე შელახულია.

გამოცემა სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალსაც ეჭვქვეშ აყენებს, როცა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს თავის მომხრეებს შორის, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, ვერ მოახერხა და სათანადო მუხტი ვერ გააღვივა, რათა მათ არჩევნებში გამარჯვებული ძალის - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა