მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”
ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი დე­ვიდ კომა, იგი­ვე და­ვით კო­მა­ხი­ძე, 2009 წლი­დან ვარ­სკვლავ ბი­ონ­სეს­თან მუ­შა­ობს და მომ­ღერ­ლის სას­ცე­ნო თუ წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­მო­სე­ბის დი­ზა­ინს ქმნის.

ბი­ონ­სემ ცოტა ხნის წინ და­ი­წყო მსოფ­ლო ტურ­ნე Mrs. Carter Show. მის სას­ცე­ნო კოს­ტუ­მებ­ზე დი­ზა­ი­ნერ­თა მთე­ლი არ­მია და მათ შო­რის, და­ვიდ კო­მაც მუ­შა­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტურ­ნე სულ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა შო­უს­თვის გან­კუთ­ვნილ­მა სა­მოს­მა უკვე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა.

დე­ვიდ­მა მომ­ღერ­ლის და მისი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის კო­ლექ­ტი­ვის­თვის მთე­ლი კო­ლექ­ცია შექ­მნა. ამ სას­ცე­ნო კოს­ტუმ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ვალ­ტრო­ნის (ჩა­სა­ბე­რი საკ­რა­ვი) სტრუქ­ტუ­რა გახ­და.

"ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და კოს­ტუ­მე­ბი ვალ­ტრო­ნის ელე­მენ­ტე­ბით გა­ვა­ფორ­მეთ, რო­მე­ლიც ლა­ზე­რით ამოვ­ჭე­რით", - გა­ნა­ცხა­და ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა.

კოს­ტუ­მე­ბი შექ­მნი­ლია აბ­რე­შუ­მის ჯერ­სის­გან, რო­მე­ლიც შავ და ოქ­როს­ფერ ფე­რებ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლია ტყა­ვის დე­ტა­ლე­ბით.

"ეს სწო­რედ ისაა, რაც მას უყ­ვარს. მისი პრი­ო­რი­ტე­ტი ხომ ასე­თია - ჩან­დეს ძლი­ე­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ქალი", - ამ­ბობს და­ვით კო­მა­ხი­ძე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Grazia Daily-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”

ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”

ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, 2009 წლიდან ვარსკვლავ ბიონსესთან მუშაობს და მომღერლის სასცენო თუ წითელი ხალიჩისთვის განკუთვნილი სამოსების დიზაინს ქმნის.

ბიონსემ ცოტა ხნის წინ დაიწყო მსოფლო ტურნე Mrs. Carter Show. მის სასცენო კოსტუმებზე დიზაინერთა მთელი არმია და მათ შორის, დავიდ კომაც მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ტურნე სულ ახალი დაწყებულია, თუმცა შოუსთვის განკუთვნილმა სამოსმა უკვე მიიქცია ყურადღება.

დევიდმა მომღერლის და მისი მოცეკვავეების კოლექტივისთვის მთელი კოლექცია შექმნა. ამ სასცენო კოსტუმზე მუშაობის დროს მისი შთაგონების წყარო ვალტრონის (ჩასაბერი საკრავი) სტრუქტურა გახდა.

"ჩვენ შევისწავლეთ ჩასაბერი ინსტრუმენტები და კოსტუმები ვალტრონის ელემენტებით გავაფორმეთ, რომელიც ლაზერით ამოვჭერით", - განაცხადა ქართველმა დიზაინერმა.

კოსტუმები შექმნილია აბრეშუმის ჯერსისგან, რომელიც შავ და ოქროსფერ ფერებშია გადაწყვეტილი და გაფორმებულია ტყავის დეტალებით.

"ეს სწორედ ისაა, რაც მას უყვარს. მისი პრიორიტეტი ხომ ასეთია - ჩანდეს ძლიერი და მგრძნობიარე ქალი", - ამბობს დავით კომახიძე.

მომზადებულია Grazia Daily-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება