საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან
რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­ერ­კვნენ ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში. 2012 წლის 23 ნო­ემ­ბერს მისი ცხე­და­რი თეთრ "მერ­სე­დეს­ში" იპო­ვეს, და­ნი­თა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით.

მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჩვე­ნე­ბა მის­ცეს ერთ-ერთი დამ­კვე­თის - ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის ქმა­რია. მან კი, თა­ვის მხრივ, მთა­ვა­რი დამ­კვე­თის - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა.

ავ­თან­დილ ად­უაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, საკ­მა­ოდ კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით. მას ეკუთ­ვნო­და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი "ჩ­ა­რდა­ხი". თბი­ლის­ში მის დაკ­რძალ­ვას ორი ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ადუ­აშ­ვილს ბიზ­ნე­სი მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად და­უ­წყია და შე­მო­სავ­ლებ­საც ერ­თად ინა­წი­ლებ­დნენ. რო­გორც ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, სწო­რედ ფულ­მა და­ღუ­პა ადუ­აშ­ვი­ლი.

ავ­თან­დი­ლი და სოსო დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

- ავ­თან­დი­ლი სო­სოს მეჯ­ვა­რე იყო მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის დროს, როცა მომ­ღე­რალ­მა ცო­ლად ნინო უჩა­ნე­იშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნა, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე ირმა კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი, - ავთო სო­სოს ვა­ჟის, ლე­ვა­ნის ნათ­ლია იყო. ერთ ეზო­ში გა­ი­ზარ­დნენ! ღმერ­თმა არ ქნას, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი სოსო აღ­მოჩ­ნდეს. არ გვინ­და ეს და­ვი­ჯე­როთ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც სო­სომ არ დაგ­ვი­რე­კა ავ­თოს სიკ­ვდი­ლის დღეს, არ თა­ნაგ­ვიგ­რძნო და არც დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­მო­სუ­ლა. არა­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ავ­თან­დილ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად. მკვლელ­მა ისე­თი ცოდ­ვა და­ი­დო, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ შვიდ თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის არის, რომ მკვლე­ლო­ბა 23 ნო­ემ­ბერს მოხ­და - წმინ­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბის დღეს, როცა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ზე­ი­მობს. პავ­ლი­აშ­ვი­ლის სი­ძემ, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ამ, სო­სოს წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ჩვე­ნე­ბა, - გა­ნაგ­რძობს ირმა, - მე ვნა­ხე სა­ბუ­თე­ბი, მათ­ში ჩხა­პე­ლია ამ­ბობს: "ფუ­ლის ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი 30 ათა­სი ევრო, გელა უბი­ლა­ვას გა­და­ვე­ცი - მკვლელს. ეს თან­ხა მომ­ცა ჩემი ცო­ლის ძმამ - სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ადრე ვაც­ნო­ბე, რომ ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის დას­ჯას". ვახ­ტან­გი ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს მათი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ადუ­აშ­ვი­ლის მოკ­ვლა - სურ­დათ მისი და­ინ­ვა­ლი­დე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი ვე­ღარ ეწარ­მო­ე­ბი­ნა.

რო­გორც ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბი­დან ჩანს, ავ­თან­დი­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერე­ვან­ში ჰქონ­და, სა­დაც სო­სომ სო­ლო­კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. სო­სომ უთხრა დის ქმარს, რომ ავ­თან­დი­ლი "ცუ­დად იქ­ცე­ვა" - რეს­ტორ­ნის ბიზ­ნე­სი­დან ფუ­ლის ლა­მის გა­მო­ძალ­ვა უწევ­და. და დას­ძი­ნა: "უნდა დავ­სა­ჯოთ". რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ სო­სომ ვახ­ტანგს 30 ათა­სი ევრო და 12 ათა­სი დო­ლა­რი გა­დას­ცა.

იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლია, რთუ­ლია: "დას­ჯა" ხომ არ ნიშ­ნავს მოკ­ვლას. მით უმე­ტეს, რომ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს ფული სი­ძეს სულ სხვა მიზ­ნით გა­დას­ცა, სი­ძემ კი არას­წო­რად გან­კარ­გა.

მომ­ღე­რა­ლი უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, მომ­ხდა­რის შემ­დეგ კი თბი­ლი­სი­დან გა­იყ­ვა­ნა ხან­დაზ­მუ­ლი მშობ­ლე­ბი და თა­ვი­სი და ეკა. ამ­ჟა­მად ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მომ­ღერ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან

რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან

თბილისის პროკურატურის გამომძიებლები ცდილობენ გაერკვნენ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის გახმაურებულ მკვლელობაში. 2012 წლის 23 ნოემბერს მისი ცხედარი თეთრ "მერსედესში" იპოვეს, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

მალევე დააკავეს შემსრულებლები, რომელთაც ჩვენება მისცეს ერთ-ერთი დამკვეთის - ვახტანგ ჩხაპელიას წინააღმდეგ, რომელიც სოსო პავლიაშვილის დის ქმარია. მან კი, თავის მხრივ, მთავარი დამკვეთის - სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

ავთანდილ ად­უაშვილი ბიზნესმენი იყო, საკმაოდ კარგი რეპუტაციით. მას ეკუთვნოდა რესტორნების ქსელი "ჩ­ა­რდახი". თბილისში მის დაკრძალვას ორი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. აღმოჩნდა, რომ ადუაშვილს ბიზნესი მომღერალ სოსო პავლიაშვილთან ერთად დაუწყია და შემოსავლებსაც ერთად ინაწილებდნენ. როგორც ძიება ვარაუდობს, სწორედ ფულმა დაღუპა ადუაშვილი.

ავთანდილი და სოსო დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.

- ავთანდილი სოსოს მეჯვარე იყო მისი პირველი ქორწინების დროს, როცა მომღერალმა ცოლად ნინო უჩანეიშვილი მოიყვანა, - ამბობს მოკლულის მეუღლე ირმა კიკაჩეიშვილი, - ავთო სოსოს ვაჟის, ლევანის ნათლია იყო. ერთ ეზოში გაიზარდნენ! ღმერთმა არ ქნას, მკვლელობის დამკვეთი სოსო აღმოჩნდეს. არ გვინდა ეს დავიჯეროთ, თუმცა რატომღაც სოსომ არ დაგვირეკა ავთოს სიკვდილის დღეს, არ თანაგვიგრძნო და არც დაკრძალვაზე ჩამოსულა. არადა, ათასობით ადამიანი მოვიდა ავთანდილთან გამოსამშვიდობებლად. მკვლელმა ისეთი ცოდვა დაიდო, რომელიც მინიმუმ შვიდ თაობას გადაეცემა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა - წმინდა გიორგის ხსენების დღეს, როცა მთელი საქართველო ზეიმობს. პავლიაშვილის სიძემ, ვახტანგ ჩხაპელიამ, სოსოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება, - განაგრძობს ირმა, - მე ვნახე საბუთები, მათში ჩხაპელია ამბობს: "ფულის ნაწილი, კონკრეტულად კი 30 ათასი ევრო, გელა უბილავას გადავეცი - მკვლელს. ეს თანხა მომცა ჩემი ცოლის ძმამ - სოსო პავლიაშვილმა, რომელსაც ჯერ კიდევ ადრე ვაცნობე, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც შეძლებდა ავთანდილ ადუაშვილის დასჯას". ვახტანგი ამტკიცებს, თითქოს მათი მიზანი არ ყოფილა ადუაშვილის მოკვლა - სურდათ მისი დაინვალიდება, რომ ბიზნესი ვეღარ ეწარმოებინა.

როგორც ჩხაპელიას ჩვენებიდან ჩანს, ავთანდილის შესახებ საუბარი სოსო პავლიაშვილთან ერევანში ჰქონდა, სადაც სოსომ სოლოკონცერტი გამართა. სოსომ უთხრა დის ქმარს, რომ ავთანდილი "ცუდად იქცევა" - რესტორნის ბიზნესიდან ფულის ლამის გამოძალვა უწევდა. და დასძინა: "უნდა დავსაჯოთ". რაღაც დროის შემდეგ სოსომ ვახტანგს 30 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი გადასცა.

იმის დამტკიცება, რომ მკვლელობის დამკვეთი სოსო პავლიაშვილია, რთულია: "დასჯა" ხომ არ ნიშნავს მოკვლას. მით უმეტეს, რომ პავლიაშვილი ამტკიცებს, თითქოს ფული სიძეს სულ სხვა მიზნით გადასცა, სიძემ კი არასწორად განკარგა.

მომღერალი უარყოფს ბრალდებას, მომხდარის შემდეგ კი თბილისიდან გაიყვანა ხანდაზმული მშობლები და თავისი და ეკა. ამჟამად ძიება მიმდინარეობს, ოფიციალურად მომღერლის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება