პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ
სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ

მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს და­უბ­რუნ­და და გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მისი მე­უღ­ლის, ალი­ნა არ­ვე­ლა­ძის პრო­დი­უ­სე­რო­ბაც დამ­თავ­რდა. თა­ვის დრო­ზე ალი­ნამ პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ჩა­მო­ა­შო­რა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს". ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს პრო­ექ­ტის მე­ო­რე სე­ზო­ნი რომ არ მოს­წონ­და, ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც ადას­ტუ­რებ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ნამ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე არხს და­ტო­ვებ­და, უთხო­ვია, რომ მის მე­უღ­ლეს პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზო­ნი მარ­თლაც ალი­ნას პრო­დი­უ­სე­რო­ბით ჩამ­თავ­რდა. რო­გორც გა­ირ­კვა, შოუს მე­სა­მე სე­ზო­ნი მალე მომ­ზად­დე­ბა და მისი პრო­დი­უ­სე­რი ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე აღარ იქ­ნე­ბა. მან ასე მი­თხრა, რო­დე­საც ამ­ბე­ბის გა­სა­გე­ბად და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ალი­ნა, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" რო­დის გავა ეთერ­ში?

- არ მეს­მის, ამ კი­თხვას მე რა­ტომ მის­ვამთ.

- ამ­ბო­ბენ, მე­სა­მე სე­ზო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბაო და პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი ხომ თქვენ იყა­ვით.

- რაც "იმე­დი­დან" წა­მო­ვე­დი, არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია.

- რო­გორც ვიცი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ისევ გავა "იმე­დის" ეთერ­ში.

- მეც გა­ვი­გე, რომ სექ­ტემ­ბრი­დან მე­სა­მე სე­ზო­ნი უნდა და­ი­წყოს და ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, გული დამ­წყდე­ბო­და. კარ­გი პრო­ექ­ტია და უნდა გაგ­რძელ­დეს.

- ვინ იქ­ნე­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვა­რსკვლა­ვე­ბის" პრო­დი­უ­სე­რი?

- გა­ვი­გე, რომ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და "თი­ბი­სი თივი" გა­ა­კე­თე­ბენ.

- გული არ გწყდე­ბათ, ამ პრო­ექტს რომ ჩა­მო­შორ­დით?

- ამის გამო დეპ­რე­სი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ. გული იმ შემ­თხვე­ვა­ში დამ­წყდე­ბო­და, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" რომ არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ოჯახ­ში დავ­ბრუნ­დი. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. ბავ­შვებს ვუვ­ლი და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

ჟურ­ნა­ლის­ტებს ისღა დაგ­ვრჩე­ნია, მოთ­მი­ნე­ბით და­ვე­ლო­დოთ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზონს და მერე იმა­ზე და­ვი­წყოთ მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლი პრო­დი­უ­სე­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი შოუ ჯობ­და. ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე კი ალ­ბათ შე­ეც­დე­ბა, რომ მის მიერ გაკ­რი­ტი­კე­ბულ ალი­ნა არ­ვე­ლა­ძეს აჯო­ბოს და უკე­თე­სი შოუ შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ

სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა და გიორგი არველაძემ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მისი მეუღლის, ალინა არველაძის პროდიუსერობაც დამთავრდა. თავის დროზე ალინამ პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩამოაშორა "ცეკვავენ ვარსკვლავებს". ნოე სულაბერიძეს პროექტის მეორე სეზონი რომ არ მოსწონდა, ამას სოციალურ ქსელსა და სატელევიზიო ინტერვიუებშიც ადასტურებდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, სანამ გიორგი არველაძე არხს დატოვებდა, უთხოვია, რომ მის მეუღლეს პროექტის გაკეთება გაეგრძელებინა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი მართლაც ალინას პროდიუსერობით ჩამთავრდა. როგორც გაირკვა, შოუს მესამე სეზონი მალე მომზადდება და მისი პროდიუსერი ალინა არველაძე აღარ იქნება. მან ასე მითხრა, როდესაც ამბების გასაგებად დავუკავშირდი.

- ალინა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" როდის გავა ეთერში?

- არ მესმის, ამ კითხვას მე რატომ მისვამთ.

- ამბობენ, მესამე სეზონი აუცილებლად იქნებაო და პროექტის პროდიუსერი ხომ თქვენ იყავით.

- რაც "იმედიდან" წამოვედი, არავინ დამკავშირებია.

- როგორც ვიცი, "ცეკვავენ ვარსკვლავები" ისევ გავა "იმედის" ეთერში.

- მეც გავიგე, რომ სექტემბრიდან მესამე სეზონი უნდა დაიწყოს და ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, გული დამწყდებოდა. კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს.

- ვინ იქნება "ცეკვავენ ვა­რსკვლავების" პროდიუსერი?

- გავიგე, რომ ნოე სულაბერიძე და "თიბისი თივი" გააკეთებენ.

- გული არ გწყდებათ, ამ პროექტს რომ ჩამოშორდით?

- ამის გამო დეპრესიაში ნამდვილად არ ჩავვარდნილვარ. გული იმ შემთხვევაში დამწყდებოდა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომ არ გაგრძელებულიყო.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ოჯახში დავბრუნდი. ჯერჯერობით მხოლოდ დიასახლისი ვარ. ბავშვებს ვუვლი და ეს ძალიან მომწონს.

ჟურნალისტებს ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონს და მერე იმაზე დავიწყოთ მსჯელობა, რომელი პროდიუსერის მიერ გაკეთებული შოუ ჯობდა. ნოე სულაბერიძე კი ალბათ შეეცდება, რომ მის მიერ გაკრიტიკებულ ალინა არველაძეს აჯობოს და უკეთესი შოუ შემოგვთავაზოს.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები