პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს
კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო პარ­ლა­მენ­ტარ კობა და­ვი­თაშ­ვილს ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ კო­მენ­ტა­რი გა­ზეთ "ქრო­ნი­კის" ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, სა­დაც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ბრალს სდებს კო­რუფ­ცი­ა­ში. კერ­ძოდ, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ლო­ბი­რე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის არარ­სე­ბო­ბა­ში.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი მას მძი­მე და­ნა­შა­ულს აბ­რა­ლებს, რის გა­მოც და­ვი­თაშ­ვილ­მა ან სა­ჯა­რო ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს, ან და­ა­დას­ტუ­როს და და­ამ­ტკი­ცოს ეს ბრალ­დე­ბე­ბი.

"მე მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მდებს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ბრალს. ეს და­ნა­შა­უ­ლი უმ­ძი­მე­სია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს, კო­რუფ­ცი­ა­ში მდებს ბრალს, მან ეს ბრალ­დე­ბე­ბი უნდა და­ამ­ტკი­ცოს ან სა­ჯა­რო ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სამი ვა­რი­ან­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­შია წარ­დგე­ნი­ლი. აქე­დან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი შე­ირ­ჩა.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში კობა და­ვი­თაშ­ვი­ლიც იყო ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ღია ეთე­რით და­ი­წყო აპე­ლი­რე­ბა, რის გა­მოც მან და­ვი­თაშ­ვი­ლი სა­მუ­შაო პრო­ცესს ჩა­მო­ა­შო­რა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, კობა და­ვი­თაშ­ვილს ალ­ბათ ბო­ლომ­დე წა­კი­თხუ­ლი არ აქვს ეს პრო­ექ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, ამის გამო მოხ­და ის, რა ბრალ­დე­ბე­ბიც წა­უ­ყე­ნა.

თა­ვის მხრივ, დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ლო­ბი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით სერ­გე­ენ­კომ კონ­კრე­ტულ კი­თხვებს უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი.

"ბა­ტონ და­ვით სერ­გე­ენ­კოს ვურ­ჩევ პა­სუ­ხი გას­ცეს დას­მულ შე­კი­თხვებს. შე­კი­თხვე­ბი არის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში. რო­გორც ჩანს, ბა­ტონ სერ­გე­ენ­კოს სურს, არ­სე­ბით გან­ხილ­ვას თავი აა­რი­დოს და ფორ­მა­ლო­ბა­ზე გა­და­ი­ტა­ნოს სა­კი­თხი. ამი­ტომ მას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, სა­ნამ პა­სუ­ხებს არ გას­ცემს, ბო­დიშს კი არა ვე­რა­ფერს ვერ მი­ი­ღებს ჩემ­გან. მისი პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლის სა­კი­თხი და­ყე­ნე­ბუ­ლი მაქვს ფრაქ­ცი­ის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

სერ­გე­ენ­კო­სა და კობა და­ვი­თაშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი გა­ზეთ "ქრო­ნი­კა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ტერ­ვი­უმ გა­მო­იწ­ვია, სა­დაც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს ლო­ბი­რებს და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში რე­ფორ­მა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

გოგა ხა­ჩი­ძე: "ბ-ნო ბი­ძი­ნა, მა­გან ხე­ლის შე­მობ­რუ­ნე­ბა იცის"

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს უპი­რის­პირ­დე­ბა და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში ამ­ხელს

– "და­ვი­თაშ­ვილს და­ვუ­რე­კე და ვე­ჩხუ­ბე" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტარ კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.

დავით სერგეენკომ კომენტარი გაზეთ "ქრონიკის" ინტერვიუსთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს კორუფციაში. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში.

ამ თემასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ კობა დავითაშვილი მას მძიმე დანაშაულს აბრალებს, რის გამოც დავითაშვილმა ან საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან დაადასტუროს და დაამტკიცოს ეს ბრალდებები.

"მე მძიმე დანაშაულში მდებს კობა დავითაშვილი ბრალს. ეს დანაშაული უმძიმესია, ვინაიდან, როგორც სახელმწიფო მოხელეს, კორუფციაში მდებს ბრალს, მან ეს ბრალდებები უნდა დაამტკიცოს ან საჯარო ბოდიში მოიხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი საპარლამენტო კომიტეტშია წარდგენილი. აქედან მეორე ვარიანტი შეირჩა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულ სამუშაო პროცესში კობა დავითაშვილიც იყო ჩართული. თუმცა როგორც მინისტრმა განაცხადა, მუშაობის პროცესში კობა დავითაშვილმა ღია ეთერით დაიწყო აპელირება, რის გამოც მან დავითაშვილი სამუშაო პროცესს ჩამოაშორა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კობა დავითაშვილს ალბათ ბოლომდე წაკითხული არ აქვს ეს პროექტი და შესაბამისად, ამის გამო მოხდა ის, რა ბრალდებებიც წაუყენა.

თავის მხრივ, დეპუტატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კობა დავითაშვილმა განაცხადა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

"ბატონ დავით სერგეენკოს ვურჩევ პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები არის ძალიან კონკრეტული, მისი გადაწყვეტილებები არის კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტერესებში. როგორც ჩანს, ბატონ სერგეენკოს სურს, არსებით განხილვას თავი აარიდოს და ფორმალობაზე გადაიტანოს საკითხი. ამიტომ მას მოუწევს პასუხების გაცემა, სანამ პასუხებს არ გასცემს, ბოდიშს კი არა ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან. მისი პარლამენტში მოსვლის საკითხი დაყენებული მაქვს ფრაქციის წინაშე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:

გოგა ხაჩიძე: "ბ-ნო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის"

კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს უპირისპირდება და კორუფციულ გარიგებაში ამხელს

– "დავითაშვილს დავურეკე და ვეჩხუბე" - ბიძინა ივანიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა