კიმ კარდაშიანის და კრის ჰემფრისის 72 დღიანი ქორწინება, როგორც იქნა ოფიციალურად გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ განქორწინების პროცესი წყვილის თანაცხოვრებაზე თითქმის ხუთჯერ დიდხანს გაგრძელდა.
პროცესს კიმის ყოფილი მეუღლე არ დასწრებია. მოსამართლემ ქორწინება ბათილად ცნო. თუმცა, სანამ განაჩენს გამოიტანდა, მან ყოველ შემთხვევაში კიმს მაინც დაუსვა ტრადიციული შეკითხვა:
"არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, რომლის შედეგად თქვენი ქორწინების გადარჩენა შეიძლება?" კითხვაზე კიმმა დაუფიქრებლად გასცა უარყოფითი პასუხი.
სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ კრის ჰემფრისის დაჯარიმება გადაწყვიტა, თუმცა კიმმა მას გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა. ამასთან, განქორწინების შემდეგ მისი ყოფილი მეუღლის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. კრისი განქორწინების პროცესის დაწყების პირველი დღიდან, კიმ კარდაშიანისგან 7 მლნ დოლარს ითხოვდა, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, სპორტსმენი ვერ მიიღებს.
გარდა ამისა, ყოფილ მეუღლეებს მოუწევთ სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც.
კიმს და კრისს ახლა მხოლოდ საბუთებზე ხელმოწერა დარჩათ. დოკუმენტები კი მზად ივნისში იქნება.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.