პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიდიან ქართველი მომღერლები რუსეთში? - "ორი იდიოტის აზრი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი"
რატომ მიდიან ქართველი მომღერლები რუსეთში? - "ორი იდიოტის აზრი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი"

ამ ის­ტო­რი­ის მოკ­ლე შე­სა­ვა­ლი ასე­თია: რუ­სუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რის "რუ­სუ­ლი კლუ­ბის" პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლაი სვეტ­ნიც­კიმ 25-26 აპ­რილს რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ვოლ­გოგ­რად­ში წარ­საგ­ზავ­ნად კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­არ­ჩია. პრო­ექტს ორ­გა­ნი­ზე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აპა­რა­ტი უწევს, ხოლო თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტი", კერ­ძოდ, შოთა აფხა­ი­ძე რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­დან 12-მდე მო­ნა­წი­ლეა მიწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის არი­ან მომ­ღერ­ლე­ბი: ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი და თემო სა­ჯა­ია.

რო­გორც ჩემ­მა წყა­რომ პი­რად სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, სვეტ­ნიც­კი­სა და ევ­რა­ზი­ის ფონდს შო­რის დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­დეს, რად­გან გა­ურ­კვე­ვე­ლია, რის მი­ხედ­ვით შე­ირჩნენ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი და თემო სა­ჯა­ია, თუმ­ცა "ქრო­ნი­კა" გთა­ვა­ზობთ მომ­ღერ­ლებ­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს, სა­ი­და­ნაც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გა­ი­გებთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთ­თან და­კავ­ში­რე­ბით დევს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა ისი­ნი პირ­ვე­ლი "ქრო­ნი­კას­თან" სა­უბ­რო­ბენ.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი:

- ვოლ­გოგ­რად­ში კეთ­დე­ბა ეს კონ­ცერ­ტი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ომის ვე­ტე­რა­ნე­ბიც, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ტარ­დე­ბა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა. ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია არა­სამ­თავ­რო­ბო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლო­დან მივ­დი­ვართ მე და თემო სა­ჯა­ია. ჩვენ გარ­და, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მომ­ღერ­ლე­ბი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან რა პრინ­ცი­პით ან რის მი­ხედ­ვით შე­გარ­ჩი­ეს შენ და თემო სა­ჯა­ია?

- გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი აკე­თებს ამ კონ­ცერტს და რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზა ნი­კა­ლა­იმ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. არა­ნა­ი­რი კას­ტინ­გით არ შე­ვურ­ჩე­ვი­ვართ.

- რამე სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით წარ­დგე­ბით ამ კონ­ცერ­ტზე თუ?..

- ომის დროს რა სიმ­ღე­რე­ბიც და­ი­წე­რა, ის უნდა შე­ვას­რუ­ლოთ მხო­ლოდ.

- ვე­რი­კო, გახ­სოვს როცა ქეთა თო­ფუ­რი­ამ რუს არ­მი­ას უმ­ღე­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ყვე­ლა­ფერს რო­გო­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა? დიდი კრი­ტი­კა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ქეთა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დეს. შენ რას იტყვი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, რამ­დე­ნად ით­ვლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლა­ტად?

- გუ­შინ და­მი­რე­კა ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და მი­თხრა, პუ­ტი­ნის მიწ­ვე­ვით მი­დი­ხა­რო და ა.შ. მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ არც ვი­ცო­დი, ვინ იყო ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვა­მოწ­მე. არა­ნა­ი­რი პუ­ტი­ნის მიწ­ვე­ვით ჩვენ იქ არ მივ­დი­ვართ. არა­სამ­თავ­რო­ბო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის აკე­თებს ამ კონ­ცერტს, მეტი არა­ფე­რი.

- თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ პრო­ექტს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აპა­რა­ტი უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას.

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რუ­სეთ­ში კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ალ­ბათ, რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ექ­ტში. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს რე­აქ­ცი­ებს, ძა­ლი­ან დიდ სი­სუ­ლე­ლედ მი­მაჩ­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი, იგი­ვე მო­ღა­ლა­ტე­ო­ბის თემა და სხვა ამ­დაგ­ვა­რი რამ. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ნა­თე­სა­ვი მყავს რუ­სეთ­ში და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არა მაქვს იმათ­თან, პი­რი­ქით, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვალ ყო­ველ­თვის და ვიმ­ღე­რებ და ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი იქი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა პრობ­ლე­მაა.

თემო სა­ჯა­ია, მომ­ღე­რა­ლი:

- რო­გორც კი ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ კონ­ცერ­ტზე სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ან თემო სა­ჯა­ია და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რმა ცუ­დად მი­ი­ღო - ისი­ნი პუ­ტი­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბე­ნო.

მე ქარ­თუ­ლი მხა­რეს მიწ­ვე­ვით მივ­დი­ვარ, მაგ­რამ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა, იქ, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი საქ­მის კურ­სშია, ალ­ბათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ესეც გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

- მოკ­ლედ რომ მი­თხრა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ, თუ მოს­კოვ­ში წახ­ვალ და იმ­ღე­რებ, შენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე ხარ?

- ეს რომ არ იყოს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­შინ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არა­ფერ შუ­ა­შია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ორი იდი­ო­ტის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

- ვინ არის ეს ორი იდი­ო­ტი?

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს და კერ­ძოდ კი ჩვენ მო­ღა­ლა­ტე­ებს გვი­წო­დე­ბენ. ძა­ლი­ან მარ­ტივ მა­გა­ლითს გე­ტყვით, ორი ბა­ბუა დავ­კარ­გე იმ ომში და ვინ­მემ უთხრას ახლა იმათ სუ­ლებს, რომ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი იყ­ვნენ.

გი­ორ­გი სა­კა­რუ­ლი

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რატომ მიდიან ქართველი მომღერლები რუსეთში? - "ორი იდიოტის აზრი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი"

რატომ მიდიან ქართველი მომღერლები რუსეთში? - "ორი იდიოტის აზრი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი"

ამ ისტორიის მოკლე შესავალი ასეთია: რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა, საერთაშორისო კულტურული კავშირის "რუსული კლუბის" პრეზიდენტმა ნიკოლაი სვეტნიცკიმ 25-26 აპრილს რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში წარსაგზავნად კულტურის წარმომადგენლები შეარჩია. პროექტს ორგანიზებას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აპარატი უწევს, ხოლო თანაორგანიზატორი "ევრაზიის ინსტიტუტი", კერძოდ, შოთა აფხაიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ექსპერტია. საქართველოდან 12-მდე მონაწილეა მიწვეული, მათ შორის არიან მომღერლები: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია.

როგორც ჩემმა წყარომ პირად საუბარში აღნიშნა, შესაძლოა, სვეტნიცკისა და ევრაზიის ფონდს შორის დიდი განხეთქილება მოხდეს, რადგან გაურკვეველია, რის მიხედვით შეირჩნენ ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია, თუმცა "ქრონიკა" გთავაზობთ მომღერლებთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, საიდანაც ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით დევს ინფორმაცია, თუმცა ისინი პირველი "ქრონიკასთან" საუბრობენ.

ვერიკო ტურაშვილი:

- ვოლგოგრადში კეთდება ეს კონცერტი, სადაც მონაწილეობენ ომის ვეტერანებიც, ამ ადამიანებისთვის ტარდება ეს ღონისძიება. ამ კონცერტის ორგანიზატორია არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია და საქართველოდან მივდივართ მე და თემო საჯაია. ჩვენ გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ მომღერლები.

- საქართველოდან რა პრინციპით ან რის მიხედვით შეგარჩიეს შენ და თემო საჯაია?

- გრიბოედოვის თეატრის დირექტორი აკეთებს ამ კონცერტს და როდესაც შემომთავაზა ნიკალაიმ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. არანაირი კასტინგით არ შევურჩევივართ.

- რამე სპეციალური პროგრამით წარდგებით ამ კონცერტზე თუ?..

- ომის დროს რა სიმღერებიც დაიწერა, ის უნდა შევასრულოთ მხოლოდ.

- ვერიკო, გახსოვს როცა ქეთა თოფურიამ რუს არმიას უმღერა, საქართველოში ამ ყველაფერს როგორი რეაქცია მოჰყვა? დიდი კრიტიკა და რაც ყველაზე მთავარია, ქეთა საქართველოს მოღალატედ გამოაცხადეს. შენ რას იტყვი ამ ყველაფერზე, რამდენად ითვლება ეს ყველაფერი საქართველოს ღალატად?

- გუშინ დამირეკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მითხრა, პუტინის მიწვევით მიდიხარო და ა.შ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ვიცოდი, ვინ იყო ჩვენი მასპინძელი და ეს ყველაფერი გადავამოწმე. არანაირი პუტინის მიწვევით ჩვენ იქ არ მივდივართ. არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც ვეტერანებისთვის აკეთებს ამ კონცერტს, მეტი არაფერი.

- თუმცა, როგორც ცნობილია, ამ პროექტს ვლადიმერ პუტინის აპარატი უწევს ორგანიზებას.

- გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში კეთდება ეს ყველაფერი, ალბათ, რაღაც გარკვეული სტრუქტურები ჩაერთვებიან ამ პროექტში. რაც შეეხება ჩემს რეაქციებს, ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია ეს ყველაფერი, იგივე მოღალატეობის თემა და სხვა ამდაგვარი რამ. უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს რუსეთში და არანაირი პრობლემა არა მაქვს იმათთან, პირიქით, დიდი სიამოვნებით ჩავალ ყოველთვის და ვიმღერებ და ჩვენთვის საყვარელი მომღერლები იქიდანაც ჩამოდიან საქართველოში. რა პრობლემაა.

თემო საჯაია, მომღერალი:

- როგორც კი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ აღნიშნულ კონცერტზე საქართველოდან მიდიან თემო საჯაია და ვერიკო ტურაშვილი, ძალიან ბევრმა ცუდად მიიღო - ისინი პუტინის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობენო.

მე ქართული მხარეს მიწვევით მივდივარ, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურები საქმის კურსშია, ალბათ. აქედან გამომდინარე, ესეც გადასამოწმებელია.

- მოკლედ რომ მითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ, თუ მოსკოვში წახვალ და იმღერებ, შენ საქართველოს მოღალატე ხარ?

- ეს რომ არ იყოს კონკრეტული პროექტი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, მაშინ დავფიქრდებოდი. არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ორი იდიოტის აზრი მნიშვნელოვანი არ არის.

- ვინ არის ეს ორი იდიოტი?

- ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს და კერძოდ კი ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებენ. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ორი ბაბუა დავკარგე იმ ომში და ვინმემ უთხრას ახლა იმათ სულებს, რომ მოღალატეები იყვნენ.

გიორგი საკარული

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება