მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე: "ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია"
კახი კალაძე: "ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია"

"პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ახა­ლი გა­და­ცე­მა, Hard Talk-შოუს ფორ­მა­ტის პრო­ექ­ტი, "ემას შოუ" და­ი­წყო. გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ფი­გუ­რე­ბი და კვი­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნე­ბი არი­ან.

წამ­ყვა­ნის თა­მამ კი­თხვებს რეს­პონ­დენ­ტე­ბი გუ­ლახ­დილ პა­სუ­ხებს უპი­რის­პი­რე­ბენ. "ემას შოუს" წამ­ყვა­ნი, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლია. "ემას შოუ" "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ყო­ველ შა­ბათს, 19:30-ზე გავა.

გთა­ვა­ზობთ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბის ბეჭ­დურ ვერ­სი­ას.

ჩემი პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე გახ­ლდათ. გა­ვიხ­სე­ნე, რომ პირ­ვე­ლად მას, რო­გორც რეს­პონ­დენტს, 10 წლის წინ შევ­ხვდი "დი­ნა­მოს" კორ­ტებ­ზე, სა­დაც ამ­ჟა­მად იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი და ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროა. მა­შინ კახი კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, მი­ლა­ნი­დან დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ო­და და დი­ლა­ო­ბით კორ­ტებ­ზე ჩოგ­ბურთს თა­მა­შობ­და.

- მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი გახ­დე­ბო­დით, რო­მელ­საც მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პრე­ზი­დენ­ტო­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. აპი­რებთ პრე­ზი­დენ­ტო­ბას?

- პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე არ მაქვს პრე­ტენ­ზია. თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მელ­ზეც დღეს ვარ, ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა.

ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო დღე­ვან­დე­ლი ჩემი სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ნდო­ბა, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ჩვენ­მა გუნ­დმა გა­მო­მი­ცხა­დეს, გა­ვა­მარ­თლო.

- რთუ­ლი ხომ არ აღ­მოჩ­ნდა ენერ­გე­ტი­კა­ში გარ­კვე­ვა?

- გარ­კვე­უ­ლი შე­ხე­ბა მქონ­და ამ სფე­როს­თან. ბიზ­ნე­სი მქონ­და... ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის წი­ლის 45%-ს მე ვფლობ­დი. თუმ­ცა, რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან ჩა­ხე­დუ­ლი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. დრო დამ­ჭირ­და, რომ გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი იმ ყვე­ლა­ფერ­ში, რაც კეთ­დე­ბო­და და რაც იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, კარ­გიც და ცუ­დიც.

- მახ­სოვს, ამ­ბობ­დით, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ნის­ტრად და­გამ­ტკი­ცებ­დნენ, წი­ლებს ამ ბიზ­ნეს­ში გა­ას­ხვი­სებ­დით...

- აქ­ცი­ე­ბი გას­ხვი­სე­ბუ­ლია, მე მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც კა­ნო­ნი მო­ი­თხოვ­და. რომ გი­თხრათ, დიდი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და ჩემს კომ­პა­ნი­ას ამ ბიზ­ნეს­ში-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ....

- თქვე­ნი კომ­პა­ნია "საქ­ჰიდ­რომ­შე­ნი" 3 თბო­სად­გურ­სა და ათამ­დე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს ფლობ­და...

- სიც­რუ­ეა. ეს იყო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- დღეს რა ბიზ­ნე­სი აქვს ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს?

- არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არ გა­მაჩ­ნია. მქონ­და ბან­კი, რომ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­და­ნაც კი წა­მო­ვე­დი და სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებ წი­ლის 79%, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნეს­ში მაქვს, გა­ვას­ხვი­სო.

- ვის­ზე უნდა გა­ას­ხვი­სოთ, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე?

- არა, მინ­და გავ­ყი­დო რო­გორც ბიზ­ნე­სი...

- თუ გა­ვიხ­სე­ნებთ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბას, სა­უ­ბა­რი იყო ტა­რი­ფის მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბა­ზე, შე­დე­გად მი­ვი­ღეთ მხო­ლოდ 3-4 თეთ­რით კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფი. სა­მო­მავ­ლოდ ამ ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა აღარ მოხ­დე­ბა?

- ის, რაც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ დღე­ის­თვის მო­ა­ხერ­ხა, არის მაქ­სი­მუ­მი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს შე­ე­ხო მხო­ლოდ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის მომ­ხმა­რე­ბელს, მათ ვინც 0-დან 100-მდე და 100-დან 300 კი­ლო­ვატ­სა­ა­თამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ცუ­დია, რომ ეს ფას­დაკ­ლე­ბა არ შე­ე­ხო მათ, ვინც 300-ზე მეტ კი­ლო­ვატ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

კახი კალაძე: "ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია"

კახი კალაძე: "ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია"

"პალიტრა TV"-ს ეთერში ახალი გადაცემა, Hard Talk-შოუს ფორმატის პროექტი, "ემას შოუ" დაიწყო. გადაცემის სტუმრები ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.

წამყვანის თამამ კითხვებს რესპონდენტები გულახდილ პასუხებს უპირისპირებენ. "ემას შოუს" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილია. "ემას შოუ" "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ შაბათს, 19:30-ზე გავა.

გთავაზობთ პირველი გადაცემის ყველაზე საინტერესო მომენტების ბეჭდურ ვერსიას.

ჩემი პირველი სტუმარი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე გახლდათ. გავიხსენე, რომ პირველად მას, როგორც რესპონდენტს, 10 წლის წინ შევხვდი "დინამოს" კორტებზე, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი და ენერგეტიკის სამინისტროა. მაშინ კახი კალაძე ცნობილი ფეხბურთელი იყო, მილანიდან დროდადრო ჩამოდიოდა და დილაობით კორტებზე ჩოგბურთს თამაშობდა.

- მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდით, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. აპირებთ პრეზიდენტობას?

- პრეზიდენტობაზე არ მაქვს პრეტენზია. თანამდებობა, რომელზეც დღეს ვარ, ძალიან საპასუხისმგებლოა.

ჩემთვისაც მოულოდნელი იყო დღევანდელი ჩემი სტატუსი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და ჩვენმა გუნდმა გამომიცხადეს, გავამართლო.

- რთული ხომ არ აღმოჩნდა ენერგეტიკაში გარკვევა?

- გარკვეული შეხება მქონდა ამ სფეროსთან. ბიზნესი მქონდა... ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით იყო დაკავებული კომპანია, რომლის წილის 45%-ს მე ვფლობდი. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან ჩახედული ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. დრო დამჭირდა, რომ გავრკვეულიყავი იმ ყველაფერში, რაც კეთდებოდა და რაც იყო გაკეთებული, კარგიც და ცუდიც.

- მახსოვს, ამბობდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრად დაგამტკიცებდნენ, წილებს ამ ბიზნესში გაასხვისებდით...

- აქციები გასხვისებულია, მე მოვიქეცი ისე, როგორც კანონი მოითხოვდა. რომ გითხრათ, დიდი მიღწევები ჰქონდა ჩემს კომპანიას ამ ბიზნესში-მეთქი, მოგატყუებთ....

- თქვენი კომპანია "საქჰიდრომშენი" 3 თბოსადგურსა და ათამდე ჰიდროელექტროსადგურს ფლობდა...

- სიცრუეა. ეს იყო სამშენებლო კომპანია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობდა.

- დღეს რა ბიზნესი აქვს ენერგეტიკის მინისტრს?

- არანაირი ბიზნესი არ გამაჩნია. მქონდა ბანკი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოდანაც კი წამოვედი და სამომავლოდ ვაპირებ წილის 79%, რომელიც ამ ბიზნესში მაქვს, გავასხვისო.

- ვისზე უნდა გაასხვისოთ, ოჯახის წევრებზე?

- არა, მინდა გავყიდო როგორც ბიზნესი...

- თუ გავიხსენებთ თქვენი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას, საუბარი იყო ტარიფის მნიშვნელოვან შემცირებაზე, შედეგად მივიღეთ მხოლოდ 3-4 თეთრით კორექტირებული ტარიფი. სამომავლოდ ამ ტარიფების შემცირება აღარ მოხდება?

- ის, რაც ჩვენმა მთავრობამ დღეისთვის მოახერხა, არის მაქსიმუმი. სამწუხაროა, რომ ეს შეეხო მხოლოდ პირველი და მეორე საფეხურის მომხმარებელს, მათ ვინც 0-დან 100-მდე და 100-დან 300 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს თვის განმავლობაში. ცუდია, რომ ეს ფასდაკლება არ შეეხო მათ, ვინც 300-ზე მეტ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"