საგარეჯოში მიწის გადასახადი 63-დან 79 ლარამდე გაიზარდა, რის შესახებაც ადგილობრივმა მოასახლეობამ საგადასახადო დეკლარაციის შევსების შემდეგ შეიტყო. საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ილია ჭიაურელის თქმით, საკრებულომ ეს გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მიიღო.