მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?
სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

დე­კა­ნო­ზი გრი­გოლ გო­გი­ჩა­ძე თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით (ჩვე­ნი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან) სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ალ­ბათ, კარ­გად ახ­სოვს... მან სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დის ან­დერ­ძი გა­ახ­მა­უ­რა და ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძე მო­წამ­ლეს. "ირი­ნამ ბოლო კვი­რას თით­ქოს მო­ი­ხე­და... მი­თხრა, ხომ ხე­დავ, მეც მომ­კლეს ამ ურ­ჯუ­ლო­ებ­მა. ჩემი და სან­დროს სუ­ლის­თვის ილო­ცე... სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ჩემს მკვლე­ლო­ბას არა­ვინ გა­მო­ი­ძი­ებს და როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, სთხო­ვე, ჩემი მკვლე­ლო­ბის საქ­მეც გა­მო­ი­ძი­ო­ნო", - მამა გრი­გო­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნას მო­ძღვა­რი იყო. გა­სულ კვი­რას ის "კვი­რის პა­ლიტ­რას" ისევ და­უ­კავ­შირ­და.

მამა გრი­გოლ გო­გი­ჩა­ძე: "მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტა ვუ­წო­დე. მარ­ხვის დღე­ებ­ში ვე­რი­დე­ბი ასე­თი მძი­მე შე­და­რე­ბებს, თუმ­ცა სხვა სი­ტყვე­ბი ვერ აღ­წერს ამ არა­ა­და­მი­ა­ნე­ბის მიერ ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სი­ბინ­ძუ­რეს.

ამ ბინ­ძურ­მა ძა­ლამ ეკ­ლე­სია ლა­მის გან­ხეთ­ქი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. თქვენ არ იცით, რა ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ყვე­ლა ღონე იხ­მა­რეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გა­და­სა­ბი­რებ­ლად და და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად - ზოგს ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი გა­უხ­სე­ნეს, ზოგს ცილი დას­წა­მეს და თა­ვი­ან­თი ჩა­ნერ­გი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ხე­ლით­ვე და­უ­წყეს ბრძო­ლა.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­დავ­რჩით... "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სცა­დეს, 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც გა­ეყ­ვა­ნათ. ვიცი, ამ დროს რა ხდე­ბო­და, თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის თქმის უფ­ლე­ბას თავს არ მივ­ცემ. გა­სულ კვი­რას ვი­ყა­ვი სა­პატ­რი­არ­ქო­ში და ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მხარს და­უ­ფა­რა­ვად უჭერ­და, აღი­ა­რა, რომ ცდე­ბო­და. ვუ­თხა­რი, სჯობ­და ადრე ამო­გე­ღო ხმა ყვე­ლა უკე­თუ­რო­ბა­ზე-მეთ­ქი.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას, ირი­ნა ენუ­ქი­ძის მო­წამ­ვლას. ირი­ნამ, ჩემ­მა სუ­ლი­ერ­მა შვილ­მა, სიკ­ვდი­ლის წინ მი­თხრა, რომ ის ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით კი არ კვდე­ბო­და, არა­მედ მოკ­ლეს! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თვე­ლი ერი ვერც სის­ხლი­ან 26 მა­ისს და­ი­ვი­წყებს. ცი­ხის კად­რებ­მა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სახე სრუ­ლად გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. განა ჩვენ არ ვი­ცო­დით, რა ხდე­ბო­და სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში? რამ­დენ პა­ტი­მარს უთ­ქვამს ჩვენ­თვის აღ­სა­რე­ბა... მახ­სოვს, ერთ-ერთს თა­ვის მოკ­ვლა ძლივს გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე. ეს პა­ტი­მა­რი მორ­წმუ­ნე იყო, გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და სხვე­ბის და­ბე­ზღე­ბა სთხო­ვა. უარი გა­ნა­ცხა­და, რის გა­მოც ე. წ. სა­ქათ­მე­ში შე­აგ­დეს. ასეთ საქ­ცი­ელს სა­ტა­ნის მიმ­დევ­რის გარ­და ვინ ჩა­ი­დენ­და?! ისეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს, თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბას აპი­რებ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვარ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე თავისი სკანდალური განცხადებით (ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან) საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს... მან სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძი გაახმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს. "ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა... მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლებაში. ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიონო", - მამა გრიგოლი ქალბატონი ირინას მოძღვარი იყო. გასულ კვირას ის "კვირის პალიტრას" ისევ დაუკავშირდა.

მამა გრიგოლ გოგიჩაძე: "მე "ნაციონალურ მოძრაობას" სატანისტური სექტა ვუწოდე. მარხვის დღეებში ვერიდები ასეთი მძიმე შედარებებს, თუმცა სხვა სიტყვები ვერ აღწერს ამ არაადამიანების მიერ ქვეყანაში დამკვიდრებულ სიბინძურეს.

ამ ბინძურმა ძალამ ეკლესია ლამის განხეთქილებამდე მიიყვანა. თქვენ არ იცით, რა ამბები ხდებოდა საპატრიარქოში. ყველა ღონე იხმარეს სასულიერო პირების გადასაბირებლად და დასაშანტაჟებლად - ზოგს ძველი ცოდვები და ადამიანური სისუსტეები გაუხსენეს, ზოგს ცილი დასწამეს და თავიანთი ჩანერგილი სასულიერო პირების ხელითვე დაუწყეს ბრძოლა.

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით... "ნაციონალებმა" სცადეს, 19 აპრილის აქციაზე სასულიერო პირებიც გაეყვანათ. ვიცი, ამ დროს რა ხდებოდა, თუმცა ყველაფრის თქმის უფლებას თავს არ მივცემ. გასულ კვირას ვიყავი საპატრიარქოში და ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს დაუფარავად უჭერდა, აღიარა, რომ ცდებოდა. ვუთხარი, სჯობდა ადრე ამოგეღო ხმა ყველა უკეთურობაზე-მეთქი.

- რას გულისხმობთ?

- გირგვლიანის მკვლელობას, ირინა ენუქიძის მოწამვლას. ირინამ, ჩემმა სულიერმა შვილმა, სიკვდილის წინ მითხრა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით კი არ კვდებოდა, არამედ მოკლეს! რასაკვირველია, ქართველი ერი ვერც სისხლიან 26 მაისს დაივიწყებს. ციხის კადრებმა კი ხელისუფლების სახე სრულად გამოააშკარავა. განა ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა საპატიმროებში? რამდენ პატიმარს უთქვამს ჩვენთვის აღსარება... მახსოვს, ერთ-ერთს თავის მოკვლა ძლივს გადავაფიქრებინე. ეს პატიმარი მორწმუნე იყო, გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლობა და სხვების დაბეზღება სთხოვა. უარი განაცხადა, რის გამოც ე. წ. საქათმეში შეაგდეს. ასეთ საქციელს სატანის მიმდევრის გარდა ვინ ჩაიდენდა?! ისეთ დღეში ჩააგდეს, თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვარსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ