მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა
სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა

როცა წლე­ბის წინ მა­რი­კა სა­მა­ნიშ­ვი­ლი თე­ატ­რა­ლურ­ში აბა­რებ­და, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ქუ­ჩა­ში თა­ვი­სი გმი­რის სა­ხე­ლით მი­მარ­თავ­დნენ. თე­ატ­რში ბევ­რი მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა, პო­პუ­ლა­რო­ბა კი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ეპი­ზო­დურ­მა როლ­მა მო­უ­ტა­ნა. თა­ვის გმირს არ ჰგავს, არ მოს­წონს, რომ მა­დო­ნას ჭო­რა­ო­ბა უყ­ვარს. მის გმირს და­დე­ბით თვი­სე­ბაც აქვს, კე­თი­ლია და გუ­ლით უნდა, რომ გუ­ლუბ­რყვი­ლო ნე­ლი­კო აზ­რზე მო­იყ­ვა­ნოს.

რო­დის შე­უყ­ვარ­და თე­ატ­რი

- ფო­ტო­ზე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე. მამა აგ­რო­ნო­მი იყო. თბი­ლი­სის სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც ლე­ნი­ნის ორ­დე­ნე­ბი გა­დას­ცეს, რო­მელ­საც სა­თუ­თად ვი­ნა­ხავ. დედა ფი­ლო­ლო­გი გახ­ლდათ. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თე­ატ­რი. ერ­თმა­ნე­თი 1955 წელს გა­იც­ნეს. ერთი ძმა მყავ­და, რო­მელ­იც ახალ­გაზ­რდა გა­რდა­იც­ვა­ლა. ორი ძმი­სშვი­ლი დამ­რჩა. ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი გვქონ­და. ყვე­ლა ხე­ლო­ვანს, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვენ ვმა­სპინ­ძლობ­დით. ახა­ლი ლექ­სი ჩვენს ოჯახ­ში იკი­თხე­ბო­და და ახა­ლი სტა­ტი­ე­ბი ჩვენს ოჯახ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­შინ­დე­ლი ქუ­თა­ი­სის სა­ხეს ჩვე­ნი ოჯა­ხი წარ­მო­ად­გენ­და. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ამას ხელს ისიც უწყობ­და, რომ ჩვე­ნი ახლო ნა­თე­სა­ვი გახ­ლდათ იპო­ლი­ტე ხვი­ჩია. ბავ­შვო­ბა­ში იპო­ლი­ტეს­თან ერ­თად სა­თაფ­ლი­ა­ზე გა­და­ვი­ღეთ ფოტო. ჩვენ­თან ერ­თად იყო ლილი ნუ­ცუ­ბი­ძე, გივი ჭი­ჭი­ნა­ძე, ლე­ი­ლა ერა­ძე. ეს მწერ­ლე­ბი დღეს არა­ვის აღარ ახ­სოვს. ბავ­შვო­ბა­ში კი მათ­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სკო­ლა იყო. ჩვენ­თან რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მივ­დი­ო­დით გე­ლათ­ში, სა­თაფ­ლი­ა­ში და ერ­თად ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებ­დით. მომ­დევ­ნო ფოტო ასე­თი გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ქუ­თა­ის­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ

- მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რეზო გაბ­რი­ა­ძეს, ამ უნი­ჭი­ე­რეს მწე­რალს, ნათ­ქვა­მი აქვს, ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში პა­ტა­რა ბიჭი სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­მო­ვე­დიო. ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. თბი­ლი­სიც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლია და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, მაგ­რამ მე მა­ინც ვამ­ბობ, რომ ქუ­თა­ი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით არის სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ იმ ადა­მი­ან­თა შო­რის ხართ, ვინც ფიქ­რობს, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ქუ­თა­ის­ში უნდა იყოს.

- არ მინ­და, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ვიყო, მაგ­რამ ქა­ლა­ქის გა­მო­ცო­ცხლე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ქუ­თა­ის­ში დარ­ჩე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქია გა­ბე­რი­ლი და სხვა ქა­ლა­ქებს ფუნ­ქცია აქვთ და­კარ­გუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო თბი­ლი­სი ცო­ცხლობს და ყვე­ლა აქ გა­მორ­ბის, რომ თა­ვი­სი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხოს.

- თქვენს ბავ­შვო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. სკო­ლის ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნეთ.

- სკო­ლა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი. მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის წრე­ზე დავ­დი­ო­დი, ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი. მე და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ერ­თად დავ­დი­ო­დით მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის წრე­ზე.

- ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის წრე­ზე?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კი­თხუ­ლობ­და ყვე­ლა­ფერს. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი გვყავ­და, გულო ყი­ფი­ა­ნი. მა­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ­ბობ­და, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას რომ შევ­ხე­დე, რო­გო­რი რთუ­ლი იყო, ვი­ფიქ­რე, რომ ვერ შევ­ძლებ­დი და ამი­ტომ პე­და­გო­გო­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეო.

- მას შემ­დეგ, რაც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, გაქვთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მა­მი­და ჩემი ნათ­ლია იყო. ადრე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით. ჩვენს ოჯახ­ში ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად ბა­ტონ იპო­ლი­ტეს­თან ერ­თად. მაგ­რამ ჩემი და ნი­ნოს გზე­ბი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­ყო. მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და და მერე სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ქუ­თა­ის­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, მა­შინ შევ­ხვდით. ქუ­თა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ქუ­თა­ი­სი.

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დით?

- ქუ­თა­ი­სის რკი­ნიგ­ზის მე­თორ­მე­ტე სკო­ლა­ში ვსწა­ვლობ­დი. ეს სკო­ლა თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის სკო­ლას ეკუთ­ვნო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი მყავ­დნენ. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. და­ნარ­ჩე­ნი საგ­ნე­ბი კი რომ არ ვი­ცო­დი, გაკ­ვე­თილ­ზე ვცელ­ქობ­დი და სულ ეშ­მა­კო­ბა­ზე ვი­ყა­ვი გა­და­სუ­ლი. ახ­ტა­ჯა­ნა ვი­ყა­ვი. ბი­ჭებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი. მახ­სოვს, ბი­ჭე­ბი მა­ტა­რებ­ლებ­ლის ვა­გო­ნებ­ზე ადი­ოდ­ნენ რო­გორც კი და­იძ­ვრე­ბო­და ხტე­ბოდ­ნენ. მეც ზუს­ტად ასე ვიქ­ცე­ო­დი და მუხ­ლე­ბი სულ გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი მქონ­და. ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე რომ ამ­ბო­ბენ, ცელ­ქე­ბი არი­ან, კედ­ლებ­ზე და­დი­ან და ვერ ვა­ჩე­რებ­თო, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ბი­ჭებ­თან ერ­თად სა­ხი­ფა­თო თა­მა­შებ­მა ცხოვ­რე­ბა­ში გა­ბე­დუ­ლი გამ­ხა­და. მომ­დევ­ნო ფოტო, თუ სწო­რად მახ­სოვს, პირ­ველ კლას­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. დავ­დი­ო­დი ფრენ­ბურთზე, კა­ლათ­ბურთზე, ია­რა­ღის სრო­ლა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი და ბო­ლოს, ია­რა­ღი რომ შე­მო­ვატ­რი­ა­ლე და მას­წავ­ლებ­ლის­კენ მივ­მარ­თე, რო­მელ­საც ის­მა­ი­ლი ერ­ქვა, მი­თხრა, არაა, ბი­ძია, სრო­ლა შენი საქ­მე და დადე ია­რა­ღიო. მაგ­რამ მე მომ­წონ­და ია­რა­ღის სრო­ლა. დავ­დი­ო­დი ტან­ვარ­ჯიშ­ზე, რო­მელ­მაც დიდი პლას­ტი­კა შემ­ძი­ნა.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად რა გა­მოგ­დი­ო­დათ?

- ჩა­მოთ­ვლილ წრე­ებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად დავ­დი­ო­დი ხოლ­მე. შევ­დი­ო­დი და გა­მოვ­დი­ო­დი. მერე ვა­ნე­ბებ­დი თავს, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის­თვის, სა­დაც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან შე­ვე­დი, მე­ა­თე კლა­სამ­დე არ და­მი­ნე­ბე­ბია თავი და ამ კუ­თხით დღემ­დე ვმუ­შა­ობ. ვზრდი მო­მა­ვალ თა­ო­ბას და რო­დე­საც მათ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ, ეს ჩემი ტრე­ნა­ჟი­ცაა.

- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აირ­ჩი­ეთ ალ­ბათ მსა­ხი­ო­ბო­ბა.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. დე­დას თე­ატ­რში პრე­მი­ე­რებ­ზე რომ მივ­ყავ­დი, ახალ კა­ბას მი­კე­რავ­და. ყვა­ვი­ლებს ყი­დუ­ლობ­და, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის მი­მერ­თმია. თე­ატ­რში წას­ვლა ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და. ძა­ლი­ან მომ­წონ­და, რო­დე­საც იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას­თან ერ­თად მივ­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში და მთე­ლი ქა­ლა­ქი მას უყუ­რებ­და და ყვე­ლა სიყ­ვა­რუ­ლით ხვდე­ბო­და. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ოდეს­მე ქუ­ჩა­ში მიც­ნობ­დნენ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, დოდო ალექ­სი­ძე, და სა­ოც­რად კარ­გი ჯგუ­ფე­ლე­ბი. მომ­დევ­ნო ფოტო ჩემს მას­წავ­ლე­ბელ­სა და ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად აუ­დი­ტო­რი­ა­ში გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რი ჯგუ­ფის პე­და­გო­გი იყო მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, სა­დაც სწავ­ლობ­დნენ, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი. პა­რა­ლე­ლურ ჯგუ­ფე­ლებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ­დით. რო­დე­საც ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რეთ, ბევ­რი ჩა­მო­შორ­და თე­ატრს.

- თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში დაბ­რუნ­დით?

- ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნას და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ქუ­თა­ი­სის­კენ მი­მი­წევ­და გული. იპო­ლი­ტე­მაც და­მა­რი­გა, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ა­რე პრაქ­ტი­კა და მერე ჩა­მო­დი თბი­ლის­შიო. თბი­ლის­ში ჯერ უშ­ტა­ტოდ უნდა იმუ­შაო და ამი­ტომ ჯო­ბია, ფეხი ქუ­თა­ის­ში აიდ­გაო. ამას თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­უბ­ნე­ბო­და. მარ­თლაც, ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რეთ, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. გოგი ქავ­თა­რა­ძე იყო ქუ­თა­ი­სის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ნამ თე­ატ­რა­ლურს და­ვამ­თავ­რებ­დი, ყო­ველ­თვე მე­უბ­ნე­ბო­და, ქუ­თა­ის­ში უნდა წა­მოხ­ვი­დეო. გა­ნა­წი­ლე­ბა­ზეც იქ იყო, რომ არ გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა და ხელი მო­მე­წე­რა, რომ ქუ­თა­ის­ში მივ­დი­ო­დი. ქუ­თა­ის­ში ჩა­ვე­დი, ბევ­რი მთა­ვა­რი როლი რომ ვი­თა­მა­შე და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, ისე­თი შეგ­რძნე­ბა გა­მიჩ­ნდა, რომ ჩემს სახ­ლში ჩა­ვე­დი. მერე მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი გას­ტრო­ლებ­ზე. მომ­დევ­ნო ფოტო სწო­რედ მა­შინ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. "მხა­ტის" თე­ატ­რში გვქონ­და სპექ­ტაკ­ლე­ბი. სმო­კტუ­ნოვ­სკის ბა­რა­თი მაქვს ამ გას­ტრო­ლის შემ­დეგ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც სა­თუ­თად ვი­ნა­ხავ. მერე გოგი ქავ­თა­რა­ძე გა­და­იყ­ვა­ნეს და მას­თან გან­შო­რე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა. გოგი აფხა­ზე­თის თე­ატ­რში გა­და­იყ­ვა­ნეს და იურა კა­კუ­ლია ჩვენ­თან გად­მო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ დღეს შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იურა კა­კუ­ლია ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პე­და­გო­გია.

რა­ტომ ვერ ნა­ხუ­ლობს შვი­ლიშ­ვი­ლებს

- ოჯახ­ზე გვი­ამ­ბეთ.

- ცო­ლად ჩემს ჯგუ­ფელს, თენ­გო ჯა­ვა­ხა­ძეს გავ­ყე­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იპო­ლი­ტემ დაგ­ვა­ქორ­წი­ნა. ხე­ლის მო­სა­წე­რად რომ მივ­დი­ო­დით, ის შეგ­ვი­ძღვა და ყვე­ლა თავს გვევ­ლე­ბო­და. ფოტო სწო­რედ მა­შინ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ორი შვი­ლი გვყავს, ბექა და თეკ­ლა. ორი­ვეს თე­ატ­რა­ლუ­რი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბე­ქამ რომ და­ამ­თავ­რა, მა­შინ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. ახლა ირ­ლან­დი­ა­შია. თა­ვი­დან მოყ­ვა­რულ­თა დას­ში მი­ვი­და. ერთი როლი ითა­მა­შა და ყვე­ლა აღ­ფრთო­ვან­და. ბე­ქამ ქუ­თა­ი­სის სპექ­ტაკ­ლებ­ში აიდ­გა ფეხი. რო­მელ სპექ­ტაკლშიც ბავ­შვის როლი იყო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­გან ბექა და თეკ­ლა თა­მა­შობ­დნენ და ამან მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე დიდი კვა­ლი და­ტო­ვა. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც უფიქ­რი­ათ. მერე ბექა პრო­ფე­სი­ულ თე­ატ­რში, მი­უ­ზიკლში სა­თა­მა­შოდ მი­იწ­ვი­ეს. წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ რუს მე­ზღვა­ურს თა­მა­შობ­და. ამ რო­ლის შემ­დეგ ბექა ყვე­ლას შე­უყ­ვარ­და. თეკ­ლა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გოა. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა. 2012 წელს ინ­გლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტურ ფეს­ტი­ვალ­ზე იყო, სა­დაც ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი პრე­მია აიღო. 2013 წელს ინ­გლის­ში გლო­ბუ­სის თე­ატ­რში მას­ტერკლა­სებ­ზეა მიწ­ვე­უ­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა მის თე­ატ­რა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შემ­დეგ ფო­ტო­ზე თეკ­ლაა. ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოა.

- რამ­დე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი გყავთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ორი. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე სწო­რედ ისი­ნი არი­ან. მა­რი­ა­მი და სან­დრო უკვე ძა­ლი­ან თე­ატ­რა­ლუ­რე­ბი არი­ან. მღე­რი­ან და ცეკ­ვა­ვენ. მათ ფო­ტო­ებს ჩემი მე­გობ­რე­ბი კო­მენ­ტა­რებს უკე­თე­ბენ, ეტყო­ბათ, რომ მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ა­ნო. ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი და კარ­გე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან, მაგ­რამ არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვნა­ხო.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ბექა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს?

- მეშ­ვი­დე წე­ლია. სან­დრო გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. მერე ირ­ლან­დი­ა­ში ჩა­ვიდ­ნენ. მა­რი­ა­მი იქ გაჩ­ნდა. სან­დრო უკვე ხუთი წლი­საა. ნულ კლას­ში და­დის და მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი ნი­ჭი­ე­რე­ბით. ჩემს შვილს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, სულ ვახ­სე­ნებ, ხში­რად უთხა­რი სან­დროს და მა­რი­ამს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან-მეთ­ქი.

რა­ტომ მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი

- შემ­დე­გი ფოტო სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის დრო­საა გა­და­რე­ბუ­ლი. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ისე­თი როლი გაქვთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი იტა­ლი­უ­რი ეზოს მო­ბი­ნად­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი გმი­რი.

- ცოტა ხნის წინ იტა­ლი­ურ ეზო­ში გვქონ­და გა­და­ღე­ბა. ნე­ლი­კოს ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, წადი და გყავ­დეს შენი ავთო, მის გარ­და აღარც მე­გო­ბა­რი გინ­და და აღარც ახ­ლო­ბე­ლი-მეთ­ქი. გა­და­ღე­ბა რომ და­ვამ­თავ­რეთ, ერ­თმა ეზო­ში მცხოვ­რებ­მა ბიჭ­მა მი­თხრა, ჩვენს ეზო­შიც ბევ­რია ასე­თი ქა­ლიო. ეზო­ში ქა­ლე­ბი და­მი­და­ქალ­დნენ. ერთი მე­ჭო­რა­ვა, რო­გორ გა­თხოვ­და მისი სა­მო­ცი წლის მული. ჩემს ხა­სი­ათ­თან მა­დო­ნას არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა არ აქვს. ისე გა­დის თვე და ზოგ­ჯერ წე­ლი­წა­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­ზო­ბელ­თან კი არა, მე­გო­ბარ­თა­ნაც ვერ მი­ვი­დე. ამის გამო ჩემ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- თქვე­ნი გმი­რის მსგავ­სად ნარ­დის თა­მა­ში იცით?

- ნარ­დის თა­მა­ში იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ამ მას­წავ­ლა და ისე კარ­გად ვთა­მა­შობ, რომ თით­ქმის ყვე­ლას ვუ­გებ. ახ­ლაც ჩემს მმარ­თველ­თან ტორ­ტი და შავი ღვი­ნო მაქვს მო­გე­ბუ­ლი. ბა­თუმ­ში გას­ტრო­ლე­ბი გვქონ­და და ჩვიდ­მე­ტი ხელი მო­ვუ­გე. ვე­ლო­დე­ბი, რო­დის მო­ი­ტანს წა­გე­ბულს. მე და იპო­ლი­ტე ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დით ნარ­დის თა­მაშ­ში. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ფეხ­ბურ­თი რომ იყო, სა­ერ­თოდ ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. სხვა ოთახ­ში ვი­ყა­ვით შე­კუ­ჭუ­ლი და მარ­ტო ის იჯდა ტე­ლე­ვი­ზორ­თან.

- მოგ­წონთ, ყვე­ლას­თვის მა­დო­ნა რომ ხართ?

- პო­პუ­ლა­რო­ბა კარ­გია. გზა­ში სულ მე­კი­თხე­ბი­ან, ქალ­ბა­ტო­ნო მა­დო­ნა, რა გქვი­ა­თო. ქუ­ჩა­ში რომ გა­ვივ­ლი. ჩა­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ, ნე­ლი­კოო. პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში ვართ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი... მე და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ერ­თად მივ­დი­ვართ და მოვ­დი­ვართ ქუ­თა­ის­ში. იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბით და­დი­ან, მე - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იმ თვი­სე­ბებ­სა და ხა­სი­ათს ვი­ჭერ, რაც რო­ლე­ბის­თვის მჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი პრო­ფე­სია სა­ინ­ტე­რე­სო იმი­თაა, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი არ მთავ­რდე­ბა. სულ მოქ­მე­დე­ბა­ში ხარ. რო­დე­საც მსა­ხი­ობს ეს არ აქვს, ის კვდე­ბა რო­გორც შე­მოქ­მე­დი. თეკ­ლა ცხრა აპ­რი­ლის მერე გაჩ­ნდა. ცხრა­ში თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და რომ დავ­ბრუნ­დი, ვთქვი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­ჩი­ნო მე­ო­რე შვი­ლი-მეთ­ქი. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, ამის­თვის სად გცა­ლი­აო. დე­და­მაც მი­თხრა, ვინ მო­გეხ­მა­რე­ბაო. თვი­თონ ავად იყო და არ შე­ეძ­ლო დახ­მა­რე­ბა. მა­ინც გა­ვა­ჩი­ნე და რვა თვის იყო თეკ­ლა, რო­დე­საც დედა გარ­და­მეც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ორი შვი­ლი მარ­ტო გავ­ზარ­დეთ. ბე­ქას ვუ­ტო­ვებ­დით ხოლ­მე (მათ შო­რის ათი წე­ლია გან­სხვა­ვე­ბა). რა გა­და­ვი­ტა­ნეთ-მეთ­ქი, ხში­რად მი­ფიქ­რია. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ვი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი, მყავ­და ორი ბავ­შვი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გა­ყი­ნულ დარ­ბაზ­ში გვქონ­და. არ იყო ტრან­სპორ­ტი და თე­ატ­რში ფე­ხით მივ­დი­ო­დი. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვმღე­რო­დით და ვცეკ­ვავ­დით.

- ქუ­თა­ის­ში ხში­რად ჩას­ვლა და შემ­დეგ კვლავ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნით?

- ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. ჩემს თავს რე­ა­ლი­ზე­ბას ვუ­კე­თებ. ბევ­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. "ბამ­ბა­ზი­ის სა­მო­თხე­ში" ვი­თა­მა­შე. ფოტო სწო­რედ ამ სპექ­ტაკლზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ ამით ჩემს კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი როლი შევ­ქმე­ნი. მაგ­რამ რო­გო­რი აღი­ა­რე­ბაც მო­მი­ტა­ნა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­მა", ასე­თი მა­ნამ­დე არ მქო­ნია. ტე­ლე­ვი­ზია მსა­ხი­ო­ბის­თვის დიდი პრო­პა­გან­დაა. რაც უნდა გა­ა­კე­თო თე­ატ­რში, კინო სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა

სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა

როცა წლების წინ მარიკა სამანიშვილი თეატრალურში აბარებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქუჩაში თავისი გმირის სახელით მიმართავდნენ. თეატრში ბევრი მთავარი როლი ითამაშა, პოპულარობა კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდურმა როლმა მოუტანა. თავის გმირს არ ჰგავს, არ მოსწონს, რომ მადონას ჭორაობა უყვარს. მის გმირს დადებით თვისებაც აქვს, კეთილია და გულით უნდა, რომ გულუბრყვილო ნელიკო აზრზე მოიყვანოს.

როდის შეუყვარდა თეატრი

-  ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე. მამა აგრონომი იყო. თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, რის აღსანიშნავადაც ლენინის ორდენები გადასცეს, რომელსაც სათუთად ვინახავ. დედა ფილოლოგი გახლდათ. ორივეს ძალიან უყვარდა თეატრი. ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს. ერთი ძმა მყავდა, რომელ­იც ახალგაზრდა გა­რდაიცვალა. ორი ძმი­სშვილი დამრჩა. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ყველა ხელოვანს, რომლებიც ქუთაისში ჩამოდიოდნენ, ჩვენ ვმა­სპინძლობდით. ახალი ლექსი ჩვენს ოჯახში იკითხებოდა და ახალი სტატიები ჩვენს ოჯახში განიხილებოდა. მაშინდელი ქუთაისის სახეს ჩვენი ოჯახი წარმოადგენდა. განათლებული, ინტელიგენტი ოჯახი ვიყავით. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ჩვენი ახლო ნათესავი გახლდათ იპოლიტე ხვიჩია. ბავშვობაში იპოლიტესთან ერთად სათაფლიაზე გადავიღეთ ფოტო. ჩვენთან ერთად იყო ლილი ნუცუბიძე, გივი ჭიჭინაძე, ლეილა ერაძე. ეს მწერლები დღეს არავის აღარ ახსოვს. ბავშვობაში კი მათთან ერთად გავიზარდე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, მივდიოდით გელათში, სათაფლიაში და ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით. მომდევნო ფოტო ასეთი გასეირნების შემდეგ გვაქვს გადაღებული.

-  როგორც ვხვდები, ქუთაისზე შეყვარებული ხართ

-  მართლა ძალიან მიყვარს. რეზო გაბრიაძეს, ამ უნიჭიერეს მწერალს, ნათქვამი აქვს, ქუთაისიდან თბილისში პატარა ბიჭი სიყვარულით ჩამოვედიო. ამით ყველაფერია ნათქვამი. თბილისიც ურთიერთობები და სიყვარულია და მთელი საქართველო ურთიერთობებია, მაგრამ მე მაინც ვამბობ, რომ ქუთაისი განსაკუთრებით არის სიყვარულის ქალაქი.

-  დარწმუნებული ვარ, თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტის შენობა ქუთაისში უნდა იყოს.

-  არ მინდა, მიკერძოებული ვიყო, მაგრამ ქალაქის გამოცოცხლებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ პარლამენტის შენობა ქუთაისში დარჩება. დედაქალაქია გაბერილი და სხვა ქალაქებს ფუნქცია აქვთ დაკარგული. საქართველოში მარტო თბილისი ცოცხლობს და ყველა აქ გამორბის, რომ თავისი თავის რეალიზება მოახერხოს.

-  თქვენს ბავ­შვობას და­ვუბრუნდეთ. სკოლის ამბები გაიხსენეთ.

-  სკოლაში გამორჩეული ვიყავი. მხატვრული კითხვის წრეზე დავდიოდი, ლექსებს ვკითხულობდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი. მე და ნინო ბურჯანაძე ერთად დავდიოდით მხატვრული კითხვის წრეზე.

-  ნინო ბურჯანაძე გამორჩეული იყო მხატვრული კითხვის წრეზე?

-  არაჩვეულებრივად კითხულობდა ყველაფერს. ჩვენ ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა, გულო ყიფიანი. მასაც თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ამბობდა, მსახიობის პროფესიას რომ შევხედე, როგორი რთული იყო, ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი და ამიტომ პედაგოგობა ვამჯობინეო.

-  მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში წავიდა, გაქვთ მასთან ურთიერთობა?

-  სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ნინო ბურჯანაძის მამიდა ჩემი ნათლია იყო. ადრე ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ბატონ იპოლიტესთან ერთად. მაგრამ ჩემი და ნინოს გზები სკოლის დამთავრების შემდეგ გაიყო. მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მერე სასწავლებლად წავიდა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქუთაისთან ჰქონდა შეხება, მაშინ შევხვდით. ქუთაისთან დაკავშირებით ბევრი გეგმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან უყვარს ქუთაისი.

-  რომელ სკოლაში სწავლობდით?

-  ქუთაისის რკინიგზის მეთორმეტე სკოლაში ვსწა­ვლობდი. ეს სკოლა თბილისის რკინიგზის სკოლას ეკუთ­ვნოდა. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდნენ. ჰუმანიტარული საგნები ძალიან მიყვარდა. დანარჩენი საგნები კი რომ არ ვიცოდი, გაკვეთილზე ვცელქობდი და სულ ეშმაკობაზე ვიყავი გადასული. ახტაჯანა ვიყავი. ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მახსოვს, ბიჭები მატარებლებლის ვაგონებზე ადიოდნენ როგორც კი დაიძვრებოდა ხტებოდნენ. მეც ზუსტად ასე ვიქცეოდი და მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. ჩემს შვილიშვილებზე რომ ამბობენ, ცელქები არიან, კედლებზე დადიან და ვერ ვაჩერებთო, ვერაფერს ვამბობ. ბიჭებთან ერთად სახიფათო თამაშებმა ცხოვრებაში გაბედული გამხადა. მომდევნო ფოტო, თუ სწორად მახსოვს, პირველ კლასში მაქვს გადაღებული, სკოლაში ყველაფერი მაინტერესებდა. დავდიოდი ფრენბურთზე, კალათბურთზე, იარაღის სროლაში ვვარჯიშობდი და ბოლოს, იარაღი რომ შემოვატრიალე და მასწავლებლისკენ მივმართე, რომელსაც ისმაილი ერქვა, მითხრა, არაა, ბიძია, სროლა შენი საქმე და დადე იარაღიო. მაგრამ მე მომწონდა იარაღის სროლა. დავდიოდი ტანვარჯიშზე, რომელმაც დიდი პლასტიკა შემძინა.

-  ყველაზე კარგად რა გამოგდიოდათ?

-  ჩამოთვლილ წრეებზე პერიოდულად დავდიოდი ხოლმე. შევდიოდი და გამოვდიოდი. მერე ვანებებდი თავს, მაგრამ მხატვრული კითხვისთვის, სადაც პირველი კლასიდან შევედი, მეათე კლასამდე არ დამინებებია თავი და ამ კუთხით დღემდე ვმუშაობ. ვზრდი მომავალ თაობას და როდესაც მათთან ერთად ვმუშაობ, ეს ჩემი ტრენაჟიცაა.

-  აქედან გამომდინარე აირჩიეთ ალბათ მსახიობობა.

-  სიმართლე გითხრათ, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. დედას თეატრში პრემიერებზე რომ მივყავდი, ახალ კაბას მიკერავდა. ყვავილებს ყიდულობდა, რომ მსახიობებისთვის მიმერთმია. თეატრში წასვლა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. ძალიან მომწონდა, როდესაც იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად მივდიოდით ქუჩაში და მთელი ქალაქი მას უყურებდა და ყველა სიყვარულით ხვდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ქუჩაში მიცნობდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, დოდო ალექსიძე, და საოცრად კარგი ჯგუფელები. მომდევნო ფოტო ჩემს მასწავლებელსა და ჯგუფელებთან ერთად აუდიტორიაში გვაქვს გადაღებული. პარალელური ჯგუფის პედაგოგი იყო მიშა თუმანიშვილი, სადაც სწავლობდნენ, ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან უჩანეიშვილი. პარალელურ ჯგუფელებთანაც ვმეგობრობდით. როდესაც ინსტიტუტი დავამთავრეთ, ბევრი ჩამოშორდა თეატრს.

-  თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდით?

-  ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თბილისში დარჩენას და კარიერის გაგრძელებას მთავაზობდნენ, მაგრამ ყოველთვის ქუთაისისკენ მიმიწევდა გული. იპოლიტემაც დამარიგა, ქუთაისში გაიარე პრაქტიკა და მერე ჩამოდი თბილისშიო. თბილისში ჯერ უშტატოდ უნდა იმუშაო და ამიტომ ჯობია, ფეხი ქუთაისში აიდგაო. ამას თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მეუბნებოდა. მართლაც, ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება გადავწყვიტეთ. გოგი ქავთარაძე იყო ქუთაისის სამხატვრო ხელმძღვანელი და სანამ თეატრალურს დავამთავრებდი, ყოველთვე მეუბნებოდა, ქუთაისში უნდა წამოხვიდეო. განაწილებაზეც იქ იყო, რომ არ გადამეფიქრებინა და ხელი მომეწერა, რომ ქუთაისში მივდიოდი. ქუთაისში ჩავედი, ბევრი მთავარი როლი რომ ვითამაშე და მაყურებლის სიყვარული დავიმსახურე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემს სახლში ჩავედი. მერე მოსკოვში ვიყავი გასტროლებზე. მომდევნო ფოტო სწორედ მაშინ გვაქვს გადაღებული. "მხატის" თეატრში გვქონდა სპექტაკლები. სმოკტუნოვსკის ბარათი მაქვს ამ გასტროლის შემდეგ გამოგზავნილი, რომელსაც სათუთად ვინახავ. მერე გოგი ქავთარაძე გადაიყვანეს და მასთან განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. იმ პერიოდში აფხაზეთთან ურთიერთობა დაგვეძაბა. გოგი აფხაზეთის თეატრში გადაიყვანეს და იურა კაკულია ჩვენთან გადმოიყვანეს. პირველად ძალიან გამიჭირდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იურა კაკულია ჩემთვის ყველაზე დიდი პედაგოგია.

რატომ ვერ ნახულობს შვილიშვილებს

-  ოჯახზე გვიამბეთ.

-  ცოლად ჩემს ჯგუფელს, თენგო ჯავახაძეს გავყევი. შეიძლება ითქვას, იპოლიტემ დაგვაქორწინა. ხელის მოსაწერად რომ მივდიოდით, ის შეგვიძღვა და ყველა თავს გვევლებოდა. ფოტო სწორედ მაშინ გვაქვს გადაღებული. ორი შვილი გვყავს, ბექა და თეკლა. ორივეს თეატრალური აქვს დამთავრებული. ბექამ რომ დაამთავრა, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოში და საზღვარგარეთ წავიდა. ახლა ირლანდიაშია. თავიდან მოყვარულთა დასში მივიდა. ერთი როლი ითამაშა და ყველა აღფრთოვანდა. ბექამ ქუთაისის სპექტაკლებში აიდგა ფეხი. რომელ სპექტაკლშიც ბავშვის როლი იყო შესასრულებელი, ყველაგან ბექა და თეკლა თამაშობდნენ და ამან მათ შემოქმედებაზე დიდი კვალი დატოვა. სხვა პროფესიაზე არც უფიქრიათ. მერე ბექა პროფესიულ თეატრში, მიუზიკლში სათამაშოდ მიიწვიეს. წარმოშობით ქართველ რუს მეზღვაურს თამაშობდა. ამ როლის შემდეგ ბექა ყველას შეუყვარდა. თეკლა ძალიან წარმატებული გოგოა. თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 2012 წელს ინგლისის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე იყო, სადაც ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი პრემია აიღო. 2013 წელს ინგლისში გლობუსის თეატრში მასტერკლასებზეა მიწვეული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა მის თეატრალურ საქმიანობაში. შემდეგ ფოტოზე თეკლაა. ეს მისი საყვარელი ფოტოა.

-  რამდენი შვილიშვილი გყავთ?

-  ჯერჯერობით ორი. მომდევნო ფოტოზე სწორედ ისინი არიან. მარიამი და სანდრო უკვე ძალიან თეატრალურები არიან. მღერიან და ცეკვავენ. მათ ფოტოებს ჩემი მეგობრები კომენტარებს უკეთებენ, ეტყობათ, რომ მომავალში მსახიობები იქნებიანო. ძალიან ლამაზები და კარგები არიან და ძალიან მენატრებიან, მაგრამ არ არის ჯერჯერობით ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ვნახო.

-  რამდენი წელია, რაც ბექა საქართველოში არ ცხოვრობს?

-  მეშვიდე წელია. სანდრო გერმანიაში დაიბადა. მერე ირლანდიაში ჩავიდნენ. მარიამი იქ გაჩნდა. სანდრო უკვე ხუთი წლისაა. ნულ კლასში დადის და მასწავლებლები აღფრთოვანებულები არიან მისი ნიჭიერებით. ჩემს შვილს რომ ველაპარაკები, სულ ვახსენებ, ხშირად უთხარი სანდროს და მარიამს, რომ ქართველები არიან-მეთქი.

რატომ მოსწონს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

-  შემდეგი ფოტო სერიალის გადაღებების დროსაა გადარებული. "ჩემი ცოლის დაქალებში" ისეთი როლი გაქვთ, რომ ნებისმიერი იტალიური ეზოს მობინადრე შეიძლება იყოს თქვენი გმირი.

-  ცოტა ხნის წინ იტალიურ ეზოში გვქონდა გადაღება. ნელიკოს ვეჩხუბებოდი, წადი და გყავდეს შენი ავთო, მის გარდა აღარც მეგობარი გინდა და აღარც ახლობელი-მეთქი. გადაღება რომ დავამთავრეთ, ერთმა ეზოში მცხოვრებმა ბიჭმა მითხრა, ჩვენს ეზოშიც ბევრია ასეთი ქალიო. ეზოში ქალები დამიდაქალდნენ. ერთი მეჭორავა, როგორ გათხოვდა მისი სამოცი წლის მული. ჩემს ხასიათთან მადონას არანაირი მსგავსება არ აქვს. ისე გადის თვე და ზოგჯერ წელიწადი, რომ შეიძლება მეზობელთან კი არა, მეგობართანაც ვერ მივიდე. ამის გამო ჩემზე განაწყენებულები არიან.

-  თქვენი გმირის მსგავსად ნარდის თამაში იცით?

-  ნარდის თამაში იპოლიტე ხვიჩიამ მასწავლა და ისე კარგად ვთამაშობ, რომ თითქმის ყველას ვუგებ. ახლაც ჩემს მმართველთან ტორტი და შავი ღვინო მაქვს მოგებული. ბათუმში გასტროლები გვქონდა და ჩვიდმეტი ხელი მოვუგე. ველოდები, როდის მოიტანს წაგებულს. მე და იპოლიტე ღამეებს ვათენებდით ნარდის თამაშში. აზარტული თამაშები ძალიან უყვარდა. ფეხბურთი რომ იყო, საერთოდ ვერ დაელაპარაკებოდი. სხვა ოთახში ვიყავით შეკუჭული და მარტო ის იჯდა ტელევიზორთან.

-  მოგწონთ, ყველასთვის მადონა რომ ხართ?

-  პოპულარობა კარგია. გზაში სულ მეკითხებიან, ქალბატონო მადონა, რა გქვიათო. ქუჩაში რომ გავივლი. ჩაილაპარაკებენ, ნელიკოო. პატარა ბავშვებში ვართ განსაკუთრებით პოპულარული... მე და პარლამენტარები ერთად მივდივართ და მოვდივართ ქუთაისში. იმ განსხვავებით, რომ ისინი საკუთარი მანქანებით დადიან, მე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ ეს აუცილებლად მჭირდება, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებისგან იმ თვისებებსა და ხასიათს ვიჭერ, რაც როლებისთვის მჭირდება. ჩვენი პროფესია საინტერესო იმითაა, რომ სწავლის პროცესი არ მთავრდება. სულ მოქმედებაში ხარ. როდესაც მსახიობს ეს არ აქვს, ის კვდება როგორც შემოქმედი. თეკლა ცხრა აპრილის მერე გაჩნდა. ცხრაში თბილისში ვიყავი და რომ დავბრუნდი, ვთქვი, აუცილებლად უნდა გავაჩინო მეორე შვილი-მეთქი. მეგობრებმა მითხრეს, ამისთვის სად გცალიაო. დედამაც მითხრა, ვინ მოგეხმარებაო. თვითონ ავად იყო და არ შეეძლო დახმარება. მაინც გავაჩინე და რვა თვის იყო თეკლა, როდესაც დედა გარდამეცვალა. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ორი შვილი მარტო გავზარდეთ. ბექას ვუტოვებდით ხოლმე (მათ შორის ათი წელია განსხვავება). რა გადავიტანეთ-მეთქი, ხშირად მიფიქრია. საშინელება იყო, ვიყავი მსახიობი, მყავდა ორი ბავშვი, რეპეტიციები გაყინულ დარბაზში გვქონდა. არ იყო ტრანსპორტი და თეატრში ფეხით მივდიოდი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვმღეროდით და ვცეკვავდით.

-  ქუთაისში ხშირად ჩასვლა და შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნება დისკომფორტს არ გიქმნით?

-  ამით სიამოვნებას ვიღებ. ჩემს თავს რეალიზებას ვუკეთებ. ბევრი როლი მაქვს ნათამაშები. "ბამბაზიის სამოთხეში" ვითამაშე. ფოტო სწორედ ამ სპექტაკლზეა გადაღებული. ვფიქრობ, რომ ამით ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი როლი შევქმენი. მაგრამ როგორი აღიარებაც მომიტანა "ჩემი ცოლის დაქალებმა", ასეთი მანამდე არ მქონია. ტელევიზია მსახიობისთვის დიდი პროპაგანდაა. რაც უნდა გააკეთო თეატრში, კინო სამუდამოდ რჩება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება