სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი
"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი

"მე ვარ ერ­თა­დერ­თი მო­გე­ბუ­ლი, რად­გან თა­მაშს თავი და­ვა­ნე­ბე... გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც მივ­ხვდი, რომ ეს დამ­ღუპ­ვე­ლია და თუ თა­ვად არ ვუშ­ვე­ლი­დი თავს, სხვა ვერ გა­და­მარ­ჩენ­და", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას 50 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ახლა ერთ-ერთ კა­ზი­ნო­ში მუ­შა­ობს და იქა­უ­რო­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებს. "მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის მი­თი­თე­ბის მი­ცე­მა, წეს­რი­გი და სა­თა­მა­შო დარ­ბა­ზის კონ­ტრო­ლი მე­ვა­ლე­ბა", - გვიყ­ვე­ბა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში "და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი" აქვს და მი­სი­ვე თქმით, ჭა­ო­ბი­დან ამოს­ვლაც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლო...

- ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, რო­დე­საც მო­თა­მა­შის "კა­რი­ე­რას" ვი­წყებ­დი, ქა­ლე­ბი სა­თო­ფე­ზე არ გვე­კა­რე­ბოდ­ნენ, ის კი არა, მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ბე­დუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი რის­კავ­დნენ თა­მაშს. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მუ­ნიზ­მი იყო და სად იყო სა­თა­მა­შო აპა­რა­ტი, პო­კერ ან სლოტკლუ­ბე­ბი. მარ­თა­ლია, ვი­საც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და, აზარტს ბან­ქო­თიც კარ­გად იკ­ლავ­და, მაგ­რამ ასე ხე­ლის­გულ­ზე არ იდო ყვე­ლა­ფე­რი. თა­მა­ში მო­ზარ­დე­ბის­თვის ასე ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გზას აც­დე­ნას ალ­ბათ სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა. ახლა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე მათი რეკ­ლა­მე­ბია. ლა­მის სახ­ლში გი­ვარ­დე­ბი­ან.

ახლა შე­ვეჩ­ვიე, უფრო სწო­რად, არ მიკ­ვირს, თო­რემ თა­ვი­დან ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, სა­თა­მა­შოდ გო­გო­ნე­ბი რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ. ისე­თი მკვეთ­რი რე­აქ­ცია მქონ­და, მე­პატ­რო­ნემ კი­ნა­ღამ სამ­სა­ხუ­რი­დან და­მი­თხო­ვა, აქ და­სახ­მა­რებ­ლად და­გი­ქი­რა­ვე და იმის იდე­ო­ლო­გო­ბას თუ და­ი­წყებ, რომ ეს საქ­მე დამ­ღუპ­ვე­ლია, უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩე­ბიო... ყველ­გან კა­მე­რე­ბია და­ყე­ნე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს და­ვეხ­მა­რო, მაგ­რამ იმ სა­ში­ნელ ხმა­ურ­ში იმის თქმას მა­ინც ვა­ხერ­ხებ, თავს ნუ იღუ­პავ-მეთ­ქი.

- რა ასა­კის გო­გო­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ კა­ზი­ნოს?

- ყვე­ლა ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შე­მო­დი­ან. არ ვიცი, მო­დაა, თუ მარ­თლაც აქვს ქარ­თველს იმის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ინ­ტე­რე­სი კი არ მცირ­დე­ბა, პი­რი­ქით, მა­ტუ­ლობს. მო­მის­მე­ნია, რო­გორ ატყუ­ე­ბენ ისი­ნი მე­უღ­ლე­ებს, რომ რა­ღაც საქ­მე­ზე, სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ან სუ­ლაც დე­დას­თან ან და­ქა­ლებ­თან არი­ან წა­სუ­ლი და ამ დროს კა­ზი­ნო­ში შე­მო­დი­ან. აქ შე­მო­სუ­ლებს კი გა­რე­სამ­ყა­რო ავი­წყდე­ბათ. პირ­ველ ხა­ნებ­ში მათი სა­უბ­რე­ბი გულ­თან ახ­ლოს მიმ­ქონ­და, მახ­სენ­დე­ბო­და, თა­ვად რო­გორ ვი­ძი­რე­ბო­დი იმ სა­ში­ნელ წუმ­პე­ში და ვცდი­ლობ­დი, სხვას დავ­ხმა­რე­ბო­დი, რათა იგი­ვე არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ბევ­რმა მო­თა­მა­შემ ჩემი სი­ტყვე­ბი რა­ღაც "მა­ნევ­რა­დაც" მი­ი­ღო და ჩხუ­ბი ატე­ხა. ბევ­რს გა­ე­ღი­მა, და­წყნარ­დი, ძია კაცო, თავს ვა­კონ­ტრო­ლე­ბო...

არა­და, მა­შინ ჭკუ­ის დამ­რი­გე­ბე­ლი არა­ვინ მყავ­და, არა­ვინ იცო­და ჩემი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ. არც მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­ი­დან მომ­ქონ­და ას­მა­ნე­თი­ა­ნე­ბის შეკ­ვრა უმუ­შე­ვარ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს აღარ მქონ­და... ამათ კი, უც­ნო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა ტვინს უბურ­ღავს, არ გინ­და! შე­ეშ­ვი! თავს ნუ იღუ­პავ!.. გარ­შე­მო უკვე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის უბე­დუ­რე­ბა ეს­მით, რო­მელ­თა მი­ზე­ზიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი გახ­და და მა­ინც მო­დი­ან. მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. აქ გრძნობ, რამ­დე­ნად სუს­ტია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა ამ მარ­თლაც დამ­ღუპ­ვე­ლი თა­მა­შის წი­ნა­შე.

ამას წი­ნათ 19-20 წლის გო­გო­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ. შვიდ­ნი იყ­ვნენ. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზე­ბი. მი­ა­მი­ტად მი­თხრეს, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ვარ­თო. რო­გორც გი­თხა­რით, მე მათ­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვა, ასე ვთქვათ, მეგ­ზუ­რო­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. ზოგი პირ­ვე­ლად იყო, ზო­გიც მე­ო­რედ... გა­სარ­თო­ბად მო­ვე­დი­თო, მი­თხრეს. ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ა­ნაც ნუ შე­ეჩ­ვე­ვით, თო­რემ თა­ვის და­ნე­ბე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი. ეს ის კა­ტე­გო­რია იყო, ერ­თმა­ნე­თის ჯიბ­რზე რომ და­დი­ან ბა­რებ­სა და კლუ­ბებ­ში, რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა­ში რომ არი­ან. მშობ­ლე­ბი ან ვი­ღა­ცე­ბი იმ­დენ ფულს აძ­ლე­ვენ, რამ­დე­ნიც უნ­დათ და არც კი ეკი­თხე­ბი­ან, სჭირ­დე­ბათ თუ არა მათ ამ­დე­ნი ფული... ეს მათი მხრი­დან "დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რია".

- ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან?

- კი, აბა რა, 20 წლის ახალ­გაზ­რდა თა­მაშს რომ გა­უ­სინ­ჯავს გე­მოს, მას სხვა რა­მის ინ­ტე­რე­სი არც ექ­ნე­ბა... მათ სი­ტუ­ა­ცია მოს­წონთ, კა­ზი­ნო­ში, თა­მა­შის გარ­და, კარ­გად ერ­თო­ბი­ან. ყა­ვას სვა­მენ, ეწე­ვი­ან და ჭო­რა­ო­ბენ, ანუ იმ გა­რე­მოს პო­უ­ლო­ბენ, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბათ, სა­დაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ეს უკვე იწ­ვევს კა­ზი­ნოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას... რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­გო­ნა ჩაგ­ვი­ვარ­და ის­ტე­რი­კა­ში, ქორ­წილ­ში მე­გობ­რე­ბის­გან ნა­ჩუ­ქა­რი 2 ათა­სი დო­ლა­რი წა­ვა­გე და ქმარს რა ვუ­თხრაო. ქორ­წი­ლი ათი დღის წინ ჰქო­ნია... და­ქა­ლებ­მა და­ა­წყნა­რეს, თავი ხელ­ში აიყ­ვა­ნე და გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თად მო­ვი­ფიქ­რო­თო. მერე რა­ღაც სცე­ნა­რის მო­ფიქ­რე­ბას შე­უდ­გნენ, ახლა ხომ კრი­მი­ნა­ლი გახ­ში­რე­ბუ­ლია და ვი­თომ სახ­ლში ვი­ღაც შე­მო­გი­ვარ­და და ფული წა­გარ­თვაო. გაგ­რძე­ლე­ბა აღარ მო­მის­მე­ნია, ვთხო­ვე, კა­ზი­ნო და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და გა­რეთ ემ­სჯე­ლათ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­თა­მა­შე­ე­ბის მშობ­ლე­ბი მო­ვარ­დნი­ლან პრე­ტენ­ზი­ე­ბით, მე მეს­მის მათი, მაგ­რამ ეს არა­ფერს ცვლის, წა­გე­ბუ­ლის გა­დახ­და მა­ინც უწევთ.

- რო­გო­რია მა­მა­კა­ცე­ბის დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ?

- იცით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უფრი რის­კი­ა­ნე­ბი არი­ან. მახ­სოვს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­დე­საც მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი წა­უ­ქე­ზე­ბია ქალ­ბა­ტონს, ეს ან და­დე­ბი­თი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ამ დროს მა­მა­კაცს უსა­ზღვროდ უყ­ვარს ქალი, მაგ­რამ თუ პი­რი­ქით მოხ­და, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი აფ­თარს ემ­სგავ­სე­ბა და საყ­ვა­რელ ქალს ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში თარსს ეძა­ხის. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში დაც­ვა ერე­ვა. სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ ასე­თი წყვი­ლე­ბი მე­რეც მო­სუ­ლან, ანუ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ... აქ და­დი­ან წყვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს ძი­ძას უტო­ვე­ბენ და კა­ზი­ნო­ში "გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად" შე­მო­დი­ან.

იცით, ისე­თი მო­თა­მა­შე­ე­ბიც მი­ნა­ხავს, ბარ­ში ყა­ვის და­სა­ლე­ვად რომ ჩა­დი­ან, მიმ­ტანს სთხო­ვენ, სა­მარ­ხვო შო­კო­ლა­დი მო­ი­ტა­ნე­თო, ანუ მარ­ხვა­ზე არი­ან, მაგ­რამ კა­ზი­ნო­ში და­დი­ან... ეს რა­ღაც ამო­უც­ნო­ბი ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნია ჩემ­თვის.

- გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მელ თა­მაშ­ზეა მო­თხოვ­ნა?

- ტე­ხა­სურ პო­კერ­ზე, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვი­და. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებ­დათ მისი პრინ­ცი­პი. მას მე­ო­რე­ნა­ი­რად ჰოლ­დემ­საც ეძა­ხი­ან. თუ სწრა­ფი ფიქ­რი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რი არ გაქვს, ამ თა­მაშს ვერ ითა­მა­შებ. ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა იფიქ­რო, რათა სწო­რი სვლა გა­ა­კე­თო და high card გა­მო­იყ­ვა­ნო. ეს იყო ჩემი თა­მა­ში 30-წლი­ან "კა­რი­ე­რა­ში", იქამ­დე კი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გე­ბუ­ლი ყვე­ლა სახ­ლი და ბინა წა­ვა­გე და პე­ტერ­ბურ­გის გა­რე­უ­ბან­ში ერ­თა­დერ­თი, ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა და­ვიბ­რუ­ნე. შემ­დგომ, რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­მი­უ­ა­რეს­და, მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ერთ თეთრ ღა­მეს, რო­გორც პე­ტერ­ბურგს სჩ­ვე­ვია, მარ­ტო­ო­ბა­ში და­მე­ლია სული და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზეც დავ­ფიქ­რდი.

- იმ დროს ეს ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო?

- ის-ის იყო შე­მო­დი­ო­და. რუ­სე­თი­დან, უცხო­ე­თი­დან შე­მო­სულ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა დრო იხელ­თეს და დამ­წყე­ბი, ჩვენს ენა­ზე არი­ფი მო­თა­მა­შე­ე­ბი პირ­წმინ­დად გაყ­ვლი­ფეს.

- ამ ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტით თქვენ არ გი­სარ­გებ­ლი­ათ?

- ერ­თა­დერ­თხელ ვი­თა­მა­შე, - სულ­მა წამ­ძლია და ერთ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენს მო­ვუ­გე, რო­მე­ლიც ისე გა­მომ­წვე­ვად იქ­ცე­ო­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა ია­რა­ღი არ მქონ­და. რა­ხან და­ფი­ცე­ბუ­ლი მქონ­და, ფული არ ამი­ღია, ბი­ჭებს და­ვუ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი. მას შემ­დეგ 13 წელი გა­ვი­და. ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ, რო­გორ იძი­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ჭა­ობ­ში და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, რად­გან მეც ამ სი­ბინ­ძუ­რის­გან მაქვს შე­მო­სა­ვა­ლი.

ერთი ამ­ბა­ვი მინ­და გი­ამ­ბოთ, - 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პა­რიზ­ში ვცხოვ­რობ­დი და თავს თა­მა­შით ვირ­ჩენ­დი. ახლა არ ვიცი რა ხდე­ბა, მაგ­რამ იმ წლებ­ში "პე­რესტრო­ი­კას" გაქ­ცე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იქ ცხოვ­რობ­დნენ. მათი უმე­ტე­სო­ბა ან ქურ­დობ­და ან თა­მა­შობ­და. პა­ტი­ო­სა­ნი მუ­შა­ო­ბით მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი ირ­ჩენ­და თავს. ჩვენს უბან­ში ერთი ახალ­გაზ­რდა კაცი ცხოვ­რობ­და. ინ­ვა­ლი­დი გო­გო­ნა ჰყავ­და, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, იოლ ფორ­მებ­ში და მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბით ყა­ვარ­ჯნით უნდა გა­ევ­ლო. ე.წ. პან­სი­ო­ნატ­ში ცხოვ­რობ­დნენ. გო­გო­ნა წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და. სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ბავ­შვი იყო. ბრწყინ­ვა­ლედ ლა­პა­რა­კობ­და ფრან­გუ­ლად, რი­თაც მე­დი­დუ­რი ფრან­გე­ბის სიმ­პა­თა და­იმ­სა­ხუ­რა. ხე­ლე­ბი ცუ­დად ემორ­ჩი­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავ­და საქ­სო­ფონ­ზე. ფრან­გე­ბი კი გულ­ცი­ვი ხალ­ხია, მაგ­რამ სა­ღა­მო­ო­ბით ბაღ­ში გა­მო­სულ გო­გო­ნას მა­ინც გარს შე­მო­ეხ­ვე­ოდ­ნენ და სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენ­დნენ.

მა­მა­მის­მა რო­გორც კი გა­ი­გო, მის უბან­ში ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და და რამ­დე­ნი­მე სახ­ლში და­პა­ტი­ჟა. გულ­ღი­ად მო­უყ­ვა თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლი­ღაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია უფი­ნან­სებ­და შვი­ლის ოპე­რა­ცი­ას. გა­მი­მარ­თლაო, ამ­ბობ­და... იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში თა­ვი­სი ახ­ლო­ბე­ლი მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ემად­ლი­ე­რე­ბო­და. მა­შინ სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბი იშ­ვი­ა­თი იყო, ამი­ტომ იმ "ენ­ჯე­ოშ­ნიკ" ახ­ლო­ბელს თან­ხის რა­ღაც ნა­წი­ლი აღე­ბუ­ლი ჰქონ­და, რათა ამ კაცს ფრან­გულ კლი­ნი­კა­ში გა­და­ე­რი­ცხა, ოღონდ ოპე­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე.

...არ ვიცი, რო­გორ გა­მო­აშ­ტე­რეს და და­ა­ჰიპ­ნო­ზეს ეს კაცი, მაგ­რამ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წყა­ლო­ბით, ეს თან­ხა მთლი­ა­ნად წა­ა­გო. მარ­თა­ლი გი­თხრათ, მა­შინ სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ფსი­ქო­ლო­გია მქონ­და, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ამის გამ­კე­თებ­ლე­ბი ისევ ქარ­თვე­ლებს სიკ­ვდი­ლამ­დე უცე­მი­ათ, მა­ინც მე­სი­ა­მოვ­ნა.

- ბავ­შვს ოპე­რა­ცია ვერ გა­უ­კეთ­და?

- გა­უ­კეთ­და, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბით და მას ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. არ ვიცი, დრო­უ­ლად რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა თქვეს, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. მას იქა­ურ­მა ქარ­თვე­ლებ­მა შე­უგ­რო­ვეს ფული. ამა­სო­ბა­ში მამა ავად­მყო­ფუ­რად მო­თა­მა­შე, ე.წ. ჭია გახ­და. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებ­თან იდგა. იმ ახ­ლობ­ლე­ბის სახ­ლე­ბი­დან, რო­მელ­თაც შე­ი­ფა­რეს, ფულს იპა­რავ­და და სა­თა­მა­შოდ გარ­ბო­და. მერე კი, რო­დე­საც უკა­პი­კოდ დარ­ჩა, გა­ლოთ­და და გა­მა­თხოვ­რდა. ცოლ-შვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მოჰ­ყვა და იქ დარ­ჩა... შემ­დეგ არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგ­რამ მისი გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და. ეს არის ისე­თი­ვე და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც ნარ­კო­მა­ნია. იცით, რო­დე­საც თა­მა­შის სურ­ვი­ლით აკან­კა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვუ­ყუ­რებ, არ მებ­რა­ლე­ბი­ან, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­სახ­ლებ­დი მათ სად­მე უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე, სა­დაც მსგავ­სი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და. მე მო­მის­მე­ნია, რო­დე­საც ქალი ურე­კავს სა­თა­მა­შოდ შე­მო­სულ მე­უღ­ლეს, საჭ­მე­ლი არა­ფე­რი გვაქ­ვსო, ის სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლად პა­სუ­ხობს, მე ფული არ მაქ­ვსო და სა­თა­მა­შოდ ემ­ზა­დე­ბა.

- თქვენ რო­გორ და­ი­წყეთ თა­მა­ში?

- მე ბა­ბუ­ამ მას­წავ­ლა, რო­მე­ლიც ნარ­დის ჩემ­პი­ო­ნი იყო. ნარ­დით და­ვი­წყე, შემ­დეგ ბან­ქო­სა და და­ნარ­ჩე­ნებ­ზეც გა­და­ვე­დი... შვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში, უფა­ში ცხოვ­რობს და მხო­ლოდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით ერ­თმა­ნეთს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი

"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი

"მე ვარ ერთადერთი მოგებული, რადგან თამაშს თავი დავანებე... გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ეს დამღუპველია და თუ თავად არ ვუშველიდი თავს, სხვა ვერ გადამარჩენდა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას 50 წელს მიტანებული ყოფილი მოთამაშე, რომელიც ახლა ერთ-ერთ კაზინოში მუშაობს და იქაურობას თვალყურს ადევნებს. "მოთამაშეებისთვის მითითების მიცემა, წესრიგი და სათამაშო დარბაზის კონტროლი მევალება", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც ყველა აზარტული თამაში "დაგემოვნებული" აქვს და მისივე თქმით, ჭაობიდან ამოსვლაც საკუთარი ძალებით შეძლო...

- ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც მოთამაშის "კარიერას" ვიწყებდი, ქალები სათოფეზე არ გვეკარებოდნენ, ის კი არა, მხოლოდ განსაკუთრებით გაბედული მამაკაცები რისკავდნენ თამაშს. მაშინ საქართველოში კომუნიზმი იყო და სად იყო სათამაშო აპარატი, პოკერ ან სლოტკლუბები. მართალია, ვისაც ძალიან აინტერესებდა, აზარტს ბანქოთიც კარგად იკლავდა, მაგრამ ასე ხელისგულზე არ იდო ყველაფერი. თამაში მოზარდებისთვის ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო და ძალიან ბევრი ადამიანი გზას აცდენას ალბათ სწორედ ამის წყალობით გადაურჩა. ახლა ყოველ ნაბიჯზე მათი რეკლამებია. ლამის სახლში გივარდებიან.

ახლა შევეჩვიე, უფრო სწორად, არ მიკვირს, თორემ თავიდან ძალიან განვიცდიდი, სათამაშოდ გოგონები რომ შემოდიოდნენ. ისეთი მკვეთრი რეაქცია მქონდა, მეპატრონემ კინაღამ სამსახურიდან დამითხოვა, აქ დასახმარებლად დაგიქირავე და იმის იდეოლოგობას თუ დაიწყებ, რომ ეს საქმე დამღუპველია, უმუშევარი დარჩებიო... ყველგან კამერებია დაყენებული და უბრალოდ შეუძლებელია, ვინმეს დავეხმარო, მაგრამ იმ საშინელ ხმაურში იმის თქმას მაინც ვახერხებ, თავს ნუ იღუპავ-მეთქი.

- რა ასაკის გოგონები სტუმრობენ კაზინოს?

- ყველა ასაკის ქალბატონები შემოდიან. არ ვიცი, მოდაა, თუ მართლაც აქვს ქართველს იმის მოთხოვნილება, რაც წლების განმავლობაში აკრძალული იყო, ინტერესი კი არ მცირდება, პირიქით, მატულობს. მომისმენია, როგორ ატყუებენ ისინი მეუღლეებს, რომ რაღაც საქმეზე, სასწავლო კურსებზე, ექიმთან კონსულტაციაზე, ან სულაც დედასთან ან დაქალებთან არიან წასული და ამ დროს კაზინოში შემოდიან. აქ შემოსულებს კი გარესამყარო ავიწყდებათ. პირველ ხანებში მათი საუბრები გულთან ახლოს მიმქონდა, მახსენდებოდა, თავად როგორ ვიძირებოდი იმ საშინელ წუმპეში და ვცდილობდი, სხვას დავხმარებოდი, რათა იგივე არ გაეკეთებინა. ბევრმა მოთამაშემ ჩემი სიტყვები რაღაც "მანევრადაც" მიიღო და ჩხუბი ატეხა. ბევრს გაეღიმა, დაწყნარდი, ძია კაცო, თავს ვაკონტროლებო...

არადა, მაშინ ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა, არავინ იცოდა ჩემი გატაცების შესახებ. არც მეკითხებოდნენ, საიდან მომქონდა ასმანეთიანების შეკვრა უმუშევარ ახალგაზრდას, რომელიც მეორე დღეს აღარ მქონდა... ამათ კი, უცნობიდან დაწყებული ყველა ტვინს უბურღავს, არ გინდა! შეეშვი! თავს ნუ იღუპავ!.. გარშემო უკვე იმდენი ადამიანის უბედურება ესმით, რომელთა მიზეზიც აზარტული თამაშები გახდა და მაინც მოდიან. მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აქ გრძნობ, რამდენად სუსტია ადამიანის ფსიქიკა ამ მართლაც დამღუპველი თამაშის წინაშე.

ამას წინათ 19-20 წლის გოგონები მოვიდნენ. შვიდნი იყვნენ. ყველა ერთმანეთზე ლამაზები. მიამიტად მითხრეს, მოცეკვავეები ვართო. როგორც გითხარით, მე მათთვის კონსულტაციის გაწევა, ასე ვთქვათ, მეგზურობა მევალებოდა. ზოგი პირველად იყო, ზოგიც მეორედ... გასართობად მოვედითო, მითხრეს. ხუმრობით ვუთხარი, ძალიანაც ნუ შეეჩვევით, თორემ თავის დანებება გაგიჭირდებათ-მეთქი. ეს ის კატეგორია იყო, ერთმანეთის ჯიბრზე რომ დადიან ბარებსა და კლუბებში, რაღაც ახლის ძიებაში რომ არიან. მშობლები ან ვიღაცები იმდენ ფულს აძლევენ, რამდენიც უნდათ და არც კი ეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა მათ ამდენი ფული... ეს მათი მხრიდან "დათვური სამსახურია".

- ასეთი ახალგაზრდები თამაშდამოკიდებული ხდებიან?

- კი, აბა რა, 20 წლის ახალგაზრდა თამაშს რომ გაუსინჯავს გემოს, მას სხვა რამის ინტერესი არც ექნება... მათ სიტუაცია მოსწონთ, კაზინოში, თამაშის გარდა, კარგად ერთობიან. ყავას სვამენ, ეწევიან და ჭორაობენ, ანუ იმ გარემოს პოულობენ, რომელიც სჭირდებათ, სადაც თავს კარგად გრძნობენ და ეს უკვე იწვევს კაზინოს მიმართ დამოკიდებულებას... რამდენიმე დღის წინ გოგონა ჩაგვივარდა ისტერიკაში, ქორწილში მეგობრებისგან ნაჩუქარი 2 ათასი დოლარი წავაგე და ქმარს რა ვუთხრაო. ქორწილი ათი დღის წინ ჰქონია... დაქალებმა დააწყნარეს, თავი ხელში აიყვანე და გამოსავალი ერთად მოვიფიქროთო. მერე რაღაც სცენარის მოფიქრებას შეუდგნენ, ახლა ხომ კრიმინალი გახშირებულია და ვითომ სახლში ვიღაც შემოგივარდა და ფული წაგართვაო. გაგრძელება აღარ მომისმენია, ვთხოვე, კაზინო დაეტოვებინათ და გარეთ ემსჯელათ. იყო შემთხვევები, როდესაც მოთამაშეების მშობლები მოვარდნილან პრეტენზიებით, მე მესმის მათი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, წაგებულის გადახდა მაინც უწევთ.

- როგორია მამაკაცების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ?

- იცით, ქალბატონები უფრი რისკიანები არიან. მახსოვს სიტუაციები, როდესაც მეგობარი მამაკაცი წაუქეზებია ქალბატონს, ეს ან დადებითი შედეგით დასრულებულა და ამ დროს მამაკაცს უსაზღვროდ უყვარს ქალი, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, რამდენიმე წუთის წინ თბილი და მოსიყვარულე კაცი აფთარს ემსგავსება და საყვარელ ქალს ყველაზე ნორმალურ შემთხვევაში თარსს ეძახის. უკიდურეს შემთხვევაში, საქმეში დაცვა ერევა. სასაცილო ის არის, რომ ასეთი წყვილები მერეც მოსულან, ანუ ურთიერთობას აგრძელებდნენ... აქ დადიან წყვილები, რომლებიც ბავშვს ძიძას უტოვებენ და კაზინოში "გულის გადასაყოლებლად" შემოდიან.

იცით, ისეთი მოთამაშეებიც მინახავს, ბარში ყავის დასალევად რომ ჩადიან, მიმტანს სთხოვენ, სამარხვო შოკოლადი მოიტანეთო, ანუ მარხვაზე არიან, მაგრამ კაზინოში დადიან... ეს რაღაც ამოუცნობი ქართული ფენომენია ჩემთვის.

- განსაკუთრებით რომელ თამაშზეა მოთხოვნა?

- ტეხასურ პოკერზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საქართველოშიც შემოვიდა. აზარტული თამაშების მოყვარულებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მისი პრინციპი. მას მეორენაირად ჰოლდემსაც ეძახიან. თუ სწრაფი ფიქრისა და ანალიზის უნარი არ გაქვს, ამ თამაშს ვერ ითამაშებ. ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, რათა სწორი სვლა გააკეთო და high card გამოიყვანო. ეს იყო ჩემი თამაში 30-წლიან "კარიერაში", იქამდე კი, წლების განმავლობაში მოგებული ყველა სახლი და ბინა წავაგე და პეტერბურგის გარეუბანში ერთადერთი, ოროთახიანი ბინა დავიბრუნე. შემდგომ, როდესაც ჯანმრთელობა ძალიან გამიუარესდა, მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ერთ თეთრ ღამეს, როგორც პეტერბურგს სჩვევია, მარტოობაში დამელია სული და საქართველოში დაბრუნებაზეც დავფიქრდი.

- იმ დროს ეს ბიზნესი საქართველოშიც ფეხმოკიდებული იყო?

- ის-ის იყო შემოდიოდა. რუსეთიდან, უცხოეთიდან შემოსულმა მოთამაშეებმა დრო იხელთეს და დამწყები, ჩვენს ენაზე არიფი მოთამაშეები პირწმინდად გაყვლიფეს.

- ამ ხელსაყრელი მომენტით თქვენ არ გისარგებლიათ?

- ერთადერთხელ ვითამაშე, - სულმა წამძლია და ერთ ქართველ ბიზნესმენს მოვუგე, რომელიც ისე გამომწვევად იქცეოდა, მის წინააღმდეგ სხვა იარაღი არ მქონდა. რახან დაფიცებული მქონდა, ფული არ ამიღია, ბიჭებს დავუტოვე და წამოვედი. მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ყოველდღე ვუყურებ, როგორ იძირებიან ადამიანები ამ ჭაობში და ვერაფერს ვაკეთებ, რადგან მეც ამ სიბინძურისგან მაქვს შემოსავალი.

ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, - 2000-იანი წლების დასაწყისში პარიზში ვცხოვრობდი და თავს თამაშით ვირჩენდი. ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იმ წლებში "პერესტროიკას" გაქცეული ქართველები იქ ცხოვრობდნენ. მათი უმეტესობა ან ქურდობდა ან თამაშობდა. პატიოსანი მუშაობით მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩენდა თავს. ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა. ინვალიდი გოგონა ჰყავდა, ცერებრალური დამბლა ჰქონდა, მაგრამ როგორც ექიმები ამბობდნენ, იოლ ფორმებში და მედიცინის დახმარებით ყავარჯნით უნდა გაევლო. ე.წ. პანსიონატში ცხოვრობდნენ. გოგონა წინასაოპერაციო მკურნალობის კურსს გადიოდა. საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ბავშვი იყო. ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ფრანგულად, რითაც მედიდური ფრანგების სიმპათა დაიმსახურა. ხელები ცუდად ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად უკრავდა საქსოფონზე. ფრანგები კი გულცივი ხალხია, მაგრამ საღამოობით ბაღში გამოსულ გოგონას მაინც გარს შემოეხვეოდნენ და სიამოვნებით უსმენდნენ.

მამამისმა როგორც კი გაიგო, მის უბანში ქართველები ცხოვრობდნენ, მაშინვე დაინტერესდა და რამდენიმე სახლში დაპატიჟა. გულღიად მოუყვა თავისი გაჭირვების შესახებ, რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია უფინანსებდა შვილის ოპერაციას. გამიმართლაო, ამბობდა... იმ ორგანიზაციაში თავისი ახლობელი მუშაობდა, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდა. მაშინ საბანკო გადარიცხვები იშვიათი იყო, ამიტომ იმ "ენჯეოშნიკ" ახლობელს თანხის რაღაც ნაწილი აღებული ჰქონდა, რათა ამ კაცს ფრანგულ კლინიკაში გადაერიცხა, ოღონდ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

...არ ვიცი, როგორ გამოაშტერეს და დააჰიპნოზეს ეს კაცი, მაგრამ თანამემამულეების წყალობით, ეს თანხა მთლიანად წააგო. მართალი გითხრათ, მაშინ სრულიად სხვანაირი ფსიქოლოგია მქონდა, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ამის გამკეთებლები ისევ ქართველებს სიკვდილამდე უცემიათ, მაინც მესიამოვნა.

- ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდა?

- გაუკეთდა, მაგრამ დაგვიანებით და მას ვერაფერი უშველეს. არ ვიცი, დროულად რომ გაკეთებულიყო, რა შედეგი ექნებოდა, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ დაგვიანებული იყო. მას იქაურმა ქართველებმა შეუგროვეს ფული. ამასობაში მამა ავადმყოფურად მოთამაშე, ე.წ. ჭია გახდა. დილიდან საღამომდე სათამაშო აპარატებთან იდგა. იმ ახლობლების სახლებიდან, რომელთაც შეიფარეს, ფულს იპარავდა და სათამაშოდ გარბოდა. მერე კი, როდესაც უკაპიკოდ დარჩა, გალოთდა და გამათხოვრდა. ცოლ-შვილს საქართველოში არ გამოჰყვა და იქ დარჩა... შემდეგ არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მისი გამოსწორების შანსი თითქმის არ არსებობდა. ეს არის ისეთივე დაავადება, როგორიც ნარკომანია. იცით, როდესაც თამაშის სურვილით აკანკალებულ ადამიანებს ვუყურებ, არ მებრალებიან, სიამოვნებით დავასახლებდი მათ სადმე უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მსგავსი არაფერი იქნებოდა. მე მომისმენია, როდესაც ქალი ურეკავს სათამაშოდ შემოსულ მეუღლეს, საჭმელი არაფერი გვაქვსო, ის სრულიად გულგრილად პასუხობს, მე ფული არ მაქვსო და სათამაშოდ ემზადება.

- თქვენ როგორ დაიწყეთ თამაში?

- მე ბაბუამ მასწავლა, რომელიც ნარდის ჩემპიონი იყო. ნარდით დავიწყე, შემდეგ ბანქოსა და დანარჩენებზეც გადავედი... შვილი მყავს, რომელიც რუსეთში, უფაში ცხოვრობს და მხოლოდ დღესასწაულებზე ვეკონტაქტებით ერთმანეთს...

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება