მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს
ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს

ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას 34 წელი შე­უს­რულ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი მი­ლოც­ვა მი­ი­ღო. სამ­წუ­ხა­როდ, მის ნაც­ვლად მად­ლო­ბა ყვე­ლას დე­და­მის­მა გა­და­უ­ხა­და. ჯა­ბას მე­ხუ­თე წე­ლია, ტვი­ნი აქვს გა­თი­შუ­ლი და ექი­მე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას უი­მე­დოდ აფა­სე­ბენ. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა ბოჯ­გუა, მხო­ლოდ ღმერ­თის იმე­და­დაა დარ­ჩე­ნი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ღმერ­თი არ გა­წი­რავს.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, რო­გო­რაა ჯაბა?

- ჯაბა მე­ხუ­თე წე­ლია, ძა­ლი­ან ავა­დაა. მგრძნო­ბე­ლო­ბა და­უბ­რუნ­და. ქუ­ჩა­ში ხმა­ურ­ზე რე­ა­გი­რებს. უბ­რა­ლოდ, კონ­ტაქ­ტში ვერ შე­მო­დის. წვა­ლე­ბით გა­მო­ვი­ა­რეთ ეს წლე­ბი. რაც შე­მიძ­ლია, არა­ფერს ვაკ­ლებ. ოთხი წელი დას­რულ­და, რაც ცუ­დად გახ­და და ჯა­ბას ერთი ნა­წო­ლიც არ აქვს ტან­ზე, ისე ვუვ­ლი. იმე­დია, ღმერ­თი გად­მომ­ხე­დავს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- ექი­მე­ბის თქმით, აქამ­დე არ უნდა ეცო­ცხლა. უიშ­ვი­ა­თე­სი რამ მოხ­და. ვერ გვე­კონ­ტაქ­ტე­ბა, მაგ­რამ არც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა და უკ­ვირთ ექი­მებს, ასე რომ მოხ­და.

- ალ­ბათ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად თქვენ გი­ჭირთ. ვინ გიდ­გათ გვერ­დით?

- მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი. მე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შა­ოც რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, ვერ ვი­მუ­შა­ვებ. ვერ­სად გავ­დი­ვარ, ჯა­ბას ვერ ვტო­ვებ. სულ მას ვუ­ყუ­რებ, რამე არ მო­უნ­დეს. ყვე­ლა­ნა­ი­რად მას­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვერ ვი­ტყვი, ვინ­მე მეხ­მა­რე­ბა-მეთ­ქი. დე­პუ­ტა­ტი ხა­ჩი­რაშ­ვი­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გვი­რი­ცხავ­და წამ­ლის ფულს. მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაც მო­ვი­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია. ჯერ ვერ და­ლაგ­და ქვე­ყა­ნა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ვის­თვის მი­მი­მარ­თავს. გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და­ში გვეხ­მა­რე­ბა. დიდი თან­ხა არაა, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ.

- ალ­ბათ ჯაბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა.

- თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე არ და­უ­კარ­გავს. ფერი არ და­კარ­გვია, უბ­რა­ლოდ, გამ­ხდა­რია, რად­გან ოთხი წე­ლია, ცო­მე­უ­ლი არ მი­უ­ღია. ზონ­დი­რე­ბულ კვე­ბა­ზე რად­გა­ნაა, იმი­ტომ გახ­და. სი­თხის სა­ხით ვაძ­ლევ საკ­ვებს.

- რო­გორც წესი, დე­დას გული უგ­რძნობს ხოლ­მე, შვილს რა ელის.

- აქამ­დე მის ყვე­ლა ტკი­ვილს ვგრძნობ­დი. ახლა ვე­ღა­რა­ფერს ვგრძნობ. არ ვიცი, რა­ტომ. შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ცხოვ­რე­ბის­გან და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ იმე­დი მა­ინც მაქვს, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა. ძვე­ლი ჯაბა აღარ და­მიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა შე­მომ­ხე­დოს და და­ი­ლა­პა­რა­კოს.

- მას ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და...

- შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ცო­ტა­თი გულ­და­წყვე­ტი­ლი ვარ, თუმ­ცა მა­თიც მეს­მის. არ დგას ჯაბა ფეხ­ზე და ჯა­ბას დედა არა­ვის არ უნდა.

- ალ­ბათ ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა აქვს.

- გე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ ვინც ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო, ის გან­ზეა გამ­დგა­რი. ეს ცოტა გულ­და­სა­წყვე­ტია. ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ალა­ლი იყო. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვინ­მე რომ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო, არ მი­ა­ტო­ვებ­და. ღმერ­თმა ყვე­ლა კარ­გად ამ­ყო­ფოს, მე არა­ვის ვემ­დუ­რე­ბი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ჯაბა ფეხ­ზე დად­გეს. არ ვიცი, რო­გორ გა­ვუძ­ლებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს დე­და­ჩე­მი, ოთხმო­ცი წლის ქალი რომ არ მეხ­მა­რე­ბო­დეს. რამე რომ მო­ვაკ­ლოთ, ერთი დღე ვერ იცო­ცხლებს. ვცდი­ლობთ და ვწვა­ლობთ და იმის გარ­და არა­ფე­რი გვინ­და, რომ ღმერ­თმა ის სკამ­ზე მჯდო­მა­რე გვა­ჩუ­ქოს.

- რო­გორც მახ­სოვს, ბი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გქონ­დათ.

- პრობ­ლე­მა გვაქვს. ქი­რით ვცხოვ­რობთ. ფუ­ლიც არ მაქვს, რომ ბინა შე­ვი­ძი­ნო, მაგ­რამ ფუ­ლიც რომ მქონ­დეს, ან ბი­ნი­დან, სა­დაც ვცხოვ­რობ, პატ­რონ­მა რომ გა­მიშ­ვას, მე­ო­რე პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბი. ყველ­გან კარს მი­ხუ­რა­ვენ. არ უნ­დათ, კო­მა­ში მყო­ფი ავად­მყო­ფი შე­ვი­დეს მათ ბი­ნა­ში. მე­ში­ნია, ერთ დღეს ქუ­ჩა­ში არ აღ­მოვ­ჩნდე.

- ჯა­ბას მა­მას­თან, რო­გორც ვიცი, და­შო­რე­ბუ­ლი იყა­ვით. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებს ახ­სოვთ ჯაბა?

- ჯა­ბას მამა გარ­დაც­ვლი­ლია. ჯა­ბას ჰყავს და. როცა ჯაბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, მის სა­ნა­ხა­ვად სულ მო­დი­ო­და. მას მერე, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს, ტე­ლე­ფო­ნი­თაც არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. ჯაბა ეძებ­და მას და მისი სიყ­ვა­რუ­ლით მეც ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მე ზედ­მე­ტად არ შე­ვა­წუ­ხებ და არ და­ვუ­რე­კავ. თუ უნდა, მი­ვი­ღებ. მისი ნახ­ვა გა­მი­ხარ­დე­ბა.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს

ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს

ცოტა ხნის წინ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას 34 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში ბევრი მილოცვა მიიღო. სამწუხაროდ, მის ნაცვლად მადლობა ყველას დედამისმა გადაუხადა. ჯაბას მეხუთე წელია, ტვინი აქვს გათიშული და ექიმები მის მდგომარეობას უიმედოდ აფასებენ. ჯაბას დედა, მანანა ბოჯგუა, მხოლოდ ღმერთის იმედადაა დარჩენილი და დარწმუნებულია, რომ ღმერთი არ გაწირავს.

-  ქალბატონო მანანა, როგორაა ჯაბა?

-  ჯაბა მეხუთე წელია, ძალიან ავადაა. მგრძნობელობა დაუბრუნდა. ქუჩაში ხმაურზე რეაგირებს. უბრალოდ, კონტაქტში ვერ შემოდის. წვალებით გამოვიარეთ ეს წლები. რაც შემიძლია, არაფერს ვაკლებ. ოთხი წელი დასრულდა, რაც ცუდად გახდა და ჯაბას ერთი ნაწოლიც არ აქვს ტანზე, ისე ვუვლი. იმედია, ღმერთი გადმომხედავს და ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება.

-  ექიმები რას ამბობენ?

-  ექიმების თქმით, აქამდე არ უნდა ეცოცხლა. უიშვიათესი რამ მოხდა. ვერ გვეკონტაქტება, მაგრამ არც გაუარესებულა მდგომარეობა და უკვირთ ექიმებს, ასე რომ მოხდა.

-  ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად თქვენ გიჭირთ. ვინ გიდგათ გვერდით?

-  მეგობრები და მეზობლები. მე მაღალანაზღაურებადი სამუშაოც რომ შემომთავაზონ, ვერ ვიმუშავებ. ვერსად გავდივარ, ჯაბას ვერ ვტოვებ. სულ მას ვუყურებ, რამე არ მოუნდეს. ყველანაირად მასზე ვარ დამოკიდებული. ვერ ვიტყვი, ვინმე მეხმარება-მეთქი. დეპუტატი ხაჩირაშვილი წელიწადში ორჯერ გვირიცხავდა წამლის ფულს. მისი მადლობელი ვარ. ახალი ხელისუფლება რაც მოვიდა, სიმართლე გითხრათ, არავინ დამხმარებია. ჯერ ვერ დალაგდა ქვეყანა და სიმართლე გითხრათ, არავისთვის მიმიმართავს. გლდანის რაიონის გამგებლის ძალიან მადლობელი ვარ. ბინის ქირის გადახდაში გვეხმარება. დიდი თანხა არაა, მაგრამ უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ.

-  ალბათ ჯაბა ძალიან შეიცვალა.

-  თავისი სილამაზე არ დაუკარგავს. ფერი არ დაკარგვია, უბრალოდ, გამხდარია, რადგან ოთხი წელია, ცომეული არ მიუღია. ზონდირებულ კვებაზე რადგანაა, იმიტომ გახდა. სითხის სახით ვაძლევ საკვებს.

-  როგორც წესი, დედას გული უგრძნობს ხოლმე, შვილს რა ელის.

-  აქამდე მის ყველა ტკივილს ვგრძნობდი. ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, ასეთი ცხოვრებისგან დავიღალე, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ რამე შეიცვლება. ძველი ჯაბა აღარ დამიბრუნდება, მაგრამ შეიძლება შემომხედოს და დაილაპარაკოს.

-  მას ბევრი მეგობარი ჰყავდა...

-  შოუბიზნესის წარმომადგენლებზე ცოტათი გულდაწყვეტილი ვარ, თუმცა მათიც მესმის. არ დგას ჯაბა ფეხზე და ჯაბას დედა არავის არ უნდა.

-  ალბათ ყველას თავისი პრობლემა აქვს.

-  გეთანხმებით, მაგრამ ვინც ძალიან ახლოს იყო, ის განზეა გამდგარი. ეს ცოტა გულდასაწყვეტია. ჩემი შვილი ძალიან ალალი იყო. ასეთ მდგომარეობაში ვინმე რომ ჩავარდნილიყო, არ მიატოვებდა. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მე არავის ვემდურები. ჩემთვის მთავარია, ჯაბა ფეხზე დადგეს. არ ვიცი, როგორ გავუძლებდი ამ ყველაფერს დედაჩემი, ოთხმოცი წლის ქალი რომ არ მეხმარებოდეს. რამე რომ მოვაკლოთ, ერთი დღე ვერ იცოცხლებს. ვცდილობთ და ვწვალობთ და იმის გარდა არაფერი გვინდა, რომ ღმერთმა ის სკამზე მჯდომარე გვაჩუქოს.

-  როგორც მახსოვს, ბინასთან დაკავშირებული პრობლემებიც გქონდათ.

-  პრობლემა გვაქვს. ქირით ვცხოვრობთ. ფულიც არ მაქვს, რომ ბინა შევიძინო, მაგრამ ფულიც რომ მქონდეს, ან ბინიდან, სადაც ვცხოვრობ, პატრონმა რომ გამიშვას, მეორე პრობლემას ვაწყდები. ყველგან კარს მიხურავენ. არ უნდათ, კომაში მყოფი ავადმყოფი შევიდეს მათ ბინაში. მეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოვჩნდე.

-  ჯაბას მამასთან, როგორც ვიცი, დაშორებული იყავით. ყოფილი მეუღლის ნათესავებს ახსოვთ ჯაბა?

-  ჯაბას მამა გარდაცვლილია. ჯაბას ჰყავს და. როცა ჯაბა საავადმყოფოში იყო, მის სანახავად სულ მოდიოდა. მას მერე, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, ტელეფონითაც არ შემხმიანებია. ჯაბა ეძებდა მას და მისი სიყვარულით მეც ველაპარაკებოდი. მე ზედმეტად არ შევაწუხებ და არ დავურეკავ. თუ უნდა, მივიღებ. მისი ნახვა გამიხარდება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"