პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს
გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს

ამე­რი­კე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის ტე­რაქ­ტში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ძმე­ბი ცარ­ნა­ე­ვე­ბის "კავ­კა­სი­ის ემირ" დოკუ უმა­როვ­თან შე­საძ­ლო კავ­შირს ამოწ­მე­ბენ. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, აშშ-ის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, დოკუ უმა­რო­ვი შე­დის მსოფ­ლი­ოს 10 ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რე­ბის სი­ა­ში.

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უფ­რო­სი ძმა, ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვი 2012 წელს გა­ემ­გზავ­რა რუ­სეთ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე დღით გა­ჩერ­და და­ღეს­ტან­სა და ჩეჩ­ნეთ­ში.

გარ­და ამი­სა, youtube-ზე, ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვის გვერ­დზე, აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გო­ლი, სა­დაც და­ღეს­ტა­ნი "ვი­ლა­ე­თად" არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. სწო­რედ ასე მო­იხ­სნი­ე­ბენ "კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის" წევ­რე­ბი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ურ რეს­პუბ­ლი­კებს.

ბოს­ტო­ნის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ჩე­ნი წარ­მო­შო­ბის ძმე­ბი ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის სა­ფი­ნი­შო ხაზ­ზე მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი.

15 აპ­რილს მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის დროს 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 176 კი და­შავ­და. პო­ლი­ცი­ამ 15 სა­ა­თი­ა­ნი, მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლის დრო­საც ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია უფრი ძმა, ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი უმ­ცრო­სი ძმა, 19 წლის ჯო­ხარ ცარ­ნა­ე­ვი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ის უო­თერ­თა­უნ­ში, ერთი-ერთ ეზო­ში ნავ­ში და­მა­ლუ­ლი სახ­ლის პატ­რონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­მაც პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ჯო­ხარ ცარ­ნა­ევ­მა პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა, თუმ­ცა, მისი და­კა­ვე­ბა მა­ინც მო­ხერ­ხდა. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ის, მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს

გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს

ამერიკელი გამომძიებლები ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევების "კავკასიის ემირ" დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებენ. როგორც რუსული მედია წერს, აშშ-ის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუ უმაროვი შედის მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების მეთაურების სიაში.

ამერიკული გამოძიების მონაცემებით, ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი უფროსი ძმა, ტამერლან ცარნაევი 2012 წელს გაემგზავრა რუსეთში და ამ პერიოდში რამდენიმე დღით გაჩერდა დაღესტანსა და ჩეჩნეთში.

გარდა ამისა, youtube-ზე, ტამერლან ცარნაევის გვერდზე, აღმოაჩინეს რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც დაღესტანი "ვილაეთად" არის მოხსენიებული. სწორედ ასე მოიხსნიებენ "კავკასიის ემირატის" წევრები ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს.

ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილნი.

15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა. პოლიციამ 15 საათიანი, მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ლიკვიდირებულია უფრი ძმა, ტამერლან ცარნაევი. მოგვიანებით, მისი უმცროსი ძმა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დააკავეს. პოლიციამ ის უოთერთაუნში, ერთი-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ჯოხარ ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა, მისი დაკავება მაინც მოხერხდა. დაკავების შემდეგ, ის, მრავლობითი ჭრილობებით, საავადმყოფოში მოათავსეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა