მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"
ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"

აპ­რილ­ში შედ­გა ტე­რენს მა­ლი­კის ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მის "ობ­ლი­ვი­ო­ნის" მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ტომ კრუზ­მა და ოლგა კუ­რი­ლენ­კომ შე­ას­რუ­ლეს. პოსტსაბ­ჭო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის, რო­მელ­მაც ჰო­ლი­ვუდ­ში გა­ი­კე­თა კა­რი­ე­რა, ეს მო­რი­გი დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

- ფილმში რუსი კოს­მო­ნავ­ტის იუ­ლია რუ­სა­კო­ვას როლს თა­მა­შობთ. ისევ აღ­გიქ­ვა­მენ ჰო­ლი­ვუდ­ში, რო­გორც სლავ გო­გო­ნას?

- იცი­ან, რომ რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობ და უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე.

- თუმ­ცა ინ­გლი­სუ­რად უაქ­ცენ­ტოდ ლა­პა­რა­კობთ...

- აქ­ცენ­ტი­თაც შე­მიძ­ლია (იცი­ნის). ეს როლ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ რო­ლის­თვის არ მჭირ­დე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი აქ­ცენ­ტი. აი, რო­ლის­თვის "ჯა­დოს­ნურ ქა­ლაქ­ში", მჭირ­დე­ბო­და. პრინ­ციპ­ში, ეს­პა­ნე­ლის თა­მა­შიც შე­მიძ­ლია.

- უფრო უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნად აღიქ­ვამთ თავს თუ მსოფ­ლიო ადა­მი­ა­ნად?

- ალ­ბათ მა­ინც მსოფ­ლიო ადა­მი­ა­ნად. მე ხომ უკ­რა­ი­ნა­ში დიდი ხა­ნია არ მი­ცხოვ­რია და იშ­ვი­ა­თად ჩავ­დი­ვარ. მეტი კონ­ტაქ­ტი საფ­რან­გეთ­თან მაქვს, იქ ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- რო­ლის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით?

- ტარ­კოვ­სკის "სო­ლა­რისს" გა­დავ­ხე­დე, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ამ ფილმთან ახ­ლოს იყო, იქაც ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბის თე­მაა წა­მო­წე­უ­ლი. გარ­და ამი­სა, ვუ­ყუ­რებ­დი ვი­დე­ო­ებს, ადა­მი­ა­ნე­ბის ვარ­ჯიშს, რომ­ლე­ბიც კოს­მო­ნავ­ტო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ეს მარ­თლა ძნე­ლია, ბევ­რი გო­ნე­ბას კარ­გავს, ვერ უძ­ლებს დატ­ვირ­თვას. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე ვი­ვარ­ჯი­შე, რომ ფორ­მა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. რთუ­ლი ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არც დამ­ჭირ­ვე­ბია, მხო­ლოდ ერთხელ მო­მიხ­და ავ­ტო­მა­ტი­დან გას­რო­ლა, თუმ­ცა ეს უკვე ვიცი (იცი­ნის).

- მა­შინ ის­წავ­ლეთ, როცა ბონ­დის გო­გოს თა­მა­შობ­დით?

- დიახ, "ობ­ლი­ვი­ო­ნის" გა­და­ღე­ბებ­ზე მწვრთნელ­მა მი­თხრა: "ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტი­დან ის­ვრის და თვალს არ ახამ­ხა­მებს!" "ბონ­დზე" მუ­შა­ო­ბი­სას ექ­ვსი თვე ვვარ­ჯი­შობ­დი და მა­შინ ვის­წავ­ლე სრო­ლა.

- კრუზ­თან თა­მა­ში კომ­ფორ­ტუ­ლი იყო? ის თქვენ­ზე 17 წლით არის უფ­რო­სი...

- ეს დიდი სხვა­ო­ბაა?! ჩემ­თვის არა. ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ მაგ ასა­კი­სა­ნი არი­ან. ახალ­გაზ­რდებ­თან უფრო მი­ჭირს ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ნაც, ტომი 30 წლის ადა­მი­ა­ნი­ვით არის. აბა, შე­ხე­დეთ. ახლა ბევ­რია 50 წლის ასაკ­ში 30 წლის ადა­მი­ა­ნი­ვით. ამ დროს ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან იწყე­ბა. მას­თან თა­მა­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

- თქვენს გმირ­ზე გვი­ამ­ბეთ - ჯუ­ლი­ა­ზე.

- მისი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი კა­ტას­ტრო­ფას გა­ნიც­დის, მაგ­რამ გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ბა. ჯეკი მას პო­უ­ლობს და შინ მიჰ­ყავს. მერე იწყე­ბა პე­რი­პე­ტი­ე­ბი და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ფილმში ბევ­რი ექ­შენსცე­ნაა...

- სირ­ბი­ლი­სა და სრო­ლის გა­რე­შე ვერ გა­და­ვი­ღებ­დით. კი­დევ, მო­ტო­ციკ­ლით დავ­ქრო­დი, თუმ­ცა სა­ჭეს­თან თა­ვად არ ვმჯდარ­ვარ. აი, ტომი კი ბა­ი­კე­რად არის და­ბა­დე­ბუ­ლი. მთე­ლი ის­ლან­დია შე­მო­ვი­ა­რეთ - ოღონდ გზე­ბი კი არა, უდაბ­ნო­ე­ბი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლია, თუმ­ცა სა­დაც ჩვენ ვი­ღებ­დით, იქ ყველ­გან შავი ქვი­შა იყო და მეტი არა­ფე­რი.

- მო­დე­ლის კა­რი­ე­რით და­ი­წყეთ. პრინ­ცი­პუ­ლად რა სხვა­ო­ბაა მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის­გან?

- მოკ­ლედ რომ ვთქვა, მე­ო­რე გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლია. ახლა რო­ლებს მთელ თავს ვუ­ძღვნი, მა­თით ვცხოვ­რობ. მო­დელს ასეთს არა­ფერს სთხო­ვენ. ახლა ნამ­დვი­ლად "ვიწ­ვი" ხე­ლოვ­ნე­ბით.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"

ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"

აპრილში შედგა ტერენს მალიკის ფანტასტიკური ფილმის "ობლივიონის" მსოფლიო პრემიერა, რომელშიც მთავარი როლები ტომ კრუზმა და ოლგა კურილენკომ შეასრულეს. პოსტსაბჭოელი მსახიობისთვის, რომელმაც ჰოლივუდში გაიკეთა კარიერა, ეს მორიგი დიდი წარმატებაა.

-  ფილმში რუსი კოსმონავტის იულია რუსაკოვას როლს თამაშობთ. ისევ აღგიქვამენ ჰოლივუდში, როგორც სლავ გოგონას?

-  იციან, რომ რუსულად ვლაპარაკობ და უკრაინაში დავიბადე.

-  თუმცა ინგლისურად უაქცენტოდ ლაპარაკობთ...

-  აქცენტითაც შემიძლია (იცინის). ეს როლზეა დამოკიდებული. ამ როლისთვის არ მჭირდებოდა ამერიკული აქცენტი. აი, როლისთვის "ჯადოსნურ ქალაქში", მჭირდებოდა. პრინციპში, ესპანელის თამაშიც შემიძლია.

-  უფრო უკრაინელ გოგონად აღიქვამთ თავს თუ მსოფლიო ადამიანად?

-  ალბათ მაინც მსოფლიო ადამიანად. მე ხომ უკრაინაში დიდი ხანია არ მიცხოვრია და იშვიათად ჩავდივარ. მეტი კონტაქტი საფრანგეთთან მაქვს, იქ ჩემი მეგობრები არიან.

-  როლისთვის როგორ ემზადებოდით?

-  ტარკოვსკის "სოლარისს" გადავხედე, მომეჩვენა, რომ ამ ფილმთან ახლოს იყო, იქაც ადამიანის მეხსიერების თემაა წამოწეული. გარდა ამისა, ვუყურებდი ვიდეოებს, ადამიანების ვარჯიშს, რომლებიც კოსმონავტობისთვის ემზადებიან. ეს მართლა ძნელია, ბევრი გონებას კარგავს, ვერ უძლებს დატვირთვას. დაახლოებით ერთი თვე ვივარჯიშე, რომ ფორმა შემენარჩუნებინა. რთული ილეთების შესრულება არც დამჭირვებია, მხოლოდ ერთხელ მომიხდა ავტომატიდან გასროლა, თუმცა ეს უკვე ვიცი (იცინის).

-  მაშინ ისწავლეთ, როცა ბონდის გოგოს თამაშობდით?

-  დიახ, "ობლივიონის" გადაღებებზე მწვრთნელმა მითხრა: "ცხოვრებაში არ მინახავს მსახიობი, რომელიც ავტომატიდან ისვრის და თვალს არ ახამხამებს!" "ბონდზე" მუშაობისას ექვსი თვე ვვარჯიშობდი და მაშინ ვისწავლე სროლა.

-  კრუზთან თამაში კომფორტული იყო? ის თქვენზე 17 წლით არის უფროსი...

-  ეს დიდი სხვაობაა?! ჩემთვის არა. ჩემი მეგობრები სულ მაგ ასაკისანი არიან. ახალგაზრდებთან უფრო მიჭირს ურთიერთობა. თანაც, ტომი 30 წლის ადამიანივით არის. აბა, შეხედეთ. ახლა ბევრია 50 წლის ასაკში 30 წლის ადამიანივით. ამ დროს ცხოვრება თავიდან იწყება. მასთან თამაში ძალიან კომფორტული იყო, ის პროფესიონალია.

-  თქვენს გმირზე გვიამბეთ - ჯულიაზე.

-  მისი კოსმოსური ხომალდი კატასტროფას განიცდის, მაგრამ გოგონა გადარჩება. ჯეკი მას პოულობს და შინ მიჰყავს. მერე იწყება პერიპეტიები და მათი ურთიერთობა.

-  ფილმში ბევრი ექშენსცენაა...

-  სირბილისა და სროლის გარეშე ვერ გადავიღებდით. კიდევ, მოტოციკლით დავქროდი, თუმცა საჭესთან თავად არ ვმჯდარვარ. აი, ტომი კი ბაიკერად არის დაბადებული. მთელი ისლანდია შემოვიარეთ - ოღონდ გზები კი არა, უდაბნოები. ძალიან ლამაზი და მწვანე კუნძულია, თუმცა სადაც ჩვენ ვიღებდით, იქ ყველგან შავი ქვიშა იყო და მეტი არაფერი.

-  მოდელის კარიერით დაიწყეთ. პრინციპულად რა სხვაობაა მსახიობის კარიერისგან?

-  მოკლედ რომ ვთქვა, მეორე გაცილებით უფრო რთულია. ახლა როლებს მთელ თავს ვუძღვნი, მათით ვცხოვრობ. მოდელს ასეთს არაფერს სთხოვენ. ახლა ნამდვილად "ვიწვი" ხელოვნებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება