მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე
რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე

ბოლო დროს კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში რა­სიზ­მის პრობ­ლე­მა. ეს თემა კი­დევ ერთხელ წა­მო­წია წინ ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა მო­დელ­მა შა­ნელ იმან­მა, რო­მელ­მაც აღი­ა­რა, რომ დი­ზა­ი­ნე­რებს ბევ­რჯერ უთ­ქვამთ მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი მხო­ლოდ მისი კა­ნის ფე­რის გამო.

"ჩემ­თვის პირ­და­პირ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რომ უკვე ჰყავ­დათ ერთი შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლი და მეტი არ სჭირ­დე­ბო­დათ. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა გე­უბ­ნე­ბი­ან, არ გვჭირ­დე­ბი, "შენ­ნა­ი­რე­ბი" უკვე გვყავ­სო", - ამ­ბობს შა­ნე­ლი. შა­ნე­ლი აქ­ტი­უ­რად ემ­ხრო­ბა იმ დი­ზა­ი­ნე­რებს, რომ­ლე­ბიც პო­დი­უმ­ზე მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და მათ ჩვე­ნე­ბებ­შიც თით­ქმის თა­ნაბ­რად არი­ან შავ­კა­ნი­ა­ნი და თეთრკა­ნი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი.

თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში აშ­კა­რა ტენ­დენ­ცი­აა - სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე სულ უფრო იკ­ლებს შავ­კა­ნი­ან მო­დელ­თა წილი - ბო­ლოს 6%-მდე და­ვი­და.

შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფიქ­როს, რომ რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მა მო­დის სამ­ყა­რო­ში არ არ­სე­ბობს. მშვე­ნი­ე­რი შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ჯორ­დან დანი, შა­ნელ იმა­ნი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნე­ბი­დან და სა­რეკ­ლა­მო პლა­კა­ტე­ბი­დან თა­მა­მად შე­მოგ­ვცქე­რი­ან. თუმ­ცა მათი წარ­მა­ტე­ბა მა­ინც ერ­თე­ულ­თა შო­რის არის. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, არ მი­ე­სალ­მე­ბი­ან პო­დი­უმ­ზე შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას და რეკ­ლა­მებ­შიც პირ­და­პირ მო­ი­თხო­ვენ, რომ მათი კო­ლექ­ცია თეთრკა­ნი­ან­მა მო­დელ­მა და­ა­პი­ა­როს.

2013 წლის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის სე­ზო­ნის ჩვე­ნე­ბებ­ზე მო­დე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა თეთრკა­ნი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყ­ვნენ შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი და აზი­ე­ლე­ბი.

რა­სიზ­მის პრობ­ლე­მა მო­დურ ინ­­დუსტრი­ა­ში არა­ე­რთხელ წა­მო­ტივ­ტი­ვე­ბუ­ლა. მაგა­ლი­თად, შარ­შან ია­ნვარ­ში ფრან­გმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ნატ­ალი დოპ­ლი­ვომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლებ­მა კარ­გად ჩაც­მა მხო­ლოდ მას მერე და­ი­წყეს, რაც მი­შელ ობა­მა გახ­და აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი. ამ სტა­ტი­ას დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ხოლო ჟურ­ნა­ლი "ნუ­მე­რო" დიდ­ხანს იმარ­თლებ­და თავს აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლებ­თან მას მერე, რაც თა­ვის გა­რე­კან­ზე გა­ნა­თავ­სა მუქი სა­ღე­ბა­ვით და­ფა­რუ­ლი თეთრკა­ნი­ა­ნი მო­დე­ლი და ზედ და­ა­წე­რა "აფ­რი­კე­ლი დე­დო­ფა­ლი". ცოტა ხნის წინ კი ცნო­ბილ­მა მო­დურ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა სტი­ვენ მა­ი­ზელ­მა აღი­ა­რა, რომ ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლე­ბის­თვის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვი­სას არა­ერ­თხელ წას­წყდო­მია მსგავს პრობ­ლე­მებს. "ბევ­რჯერ მი­კი­თხავს ჩემი კლი­ენ­ტე­ბის­თვის: "შეგ­ვიძ­ლია, ამ რეკ­ლა­მის­თვის შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლი ავიყ­ვა­ნოთ?" ისი­ნი კი უა­რო­ბენ, თით­ქოს­და შავ­კა­ნი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი "არ ყი­დი­ან" სა­ქო­ნელს", - ამ­ბობს სტი­ვე­ნი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე

რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე

ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა მოდის ინდუსტრიაში რასიზმის პრობლემა. ეს თემა კიდევ ერთხელ წამოწია წინ ერთ-ერთმა წამყვანმა მოდელმა შანელ იმანმა, რომელმაც აღიარა, რომ დიზაინერებს ბევრჯერ უთქვამთ მის მომსახურებაზე უარი მხოლოდ მისი კანის ფერის გამო.

"ჩემთვის პირდაპირ გამოუცხადებიათ, რომ უკვე ჰყავდათ ერთი შავკანიანი მოდელი და მეტი არ სჭირდებოდათ. ეს საშინელებაა, როცა გეუბნებიან, არ გვჭირდები, "შენნაირები" უკვე გვყავსო", - ამბობს შანელი. შანელი აქტიურად ემხრობა იმ დიზაინერებს, რომლებიც პოდიუმზე მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას და მათ ჩვენებებშიც თითქმის თანაბრად არიან შავკანიანი და თეთრკანიანი მოდელები.

თუმცა ბოლო პერიოდში აშკარა ტენდენციაა - სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე სულ უფრო იკლებს შავკანიან მოდელთა წილი - ბოლოს 6%-მდე დავიდა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა მოდის სამყაროში არ არსებობს. მშვენიერი შავკანიანი მოდელები ნაომი კემპბელი, ჯორდან დანი, შანელ იმანი ჟურნალების გარეკანებიდან და სარეკლამო პლაკატებიდან თამამად შემოგვცქერიან. თუმცა მათი წარმატება მაინც ერთეულთა შორის არის. დიზაინერები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ მიესალმებიან პოდიუმზე შავკანიანი მოდელების გამოჩენას და რეკლამებშიც პირდაპირ მოითხოვენ, რომ მათი კოლექცია თეთრკანიანმა მოდელმა დააპიაროს.

2013 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ჩვენებებზე მოდელების უმეტესობა თეთრკანიანი იყო, ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ შავკანიანები და აზიელები.

რასიზმის პრობლემა მოდურ ინ­­დუსტრიაში არა­ე­რთხელ წამოტივტივებულა. მაგა­ლითად, შარშან ია­ნვარში ფრანგმა ჟურნალისტმა ნატ­ალი დოპლივომ გა­მოაცხადა, რომ აფროამერიკელებმა კარგად ჩაცმა მხოლოდ მას მერე დაიწყეს, რაც მიშელ ობამა გახდა აშშ-ის პირველი ლედი. ამ სტატიას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ხოლო ჟურნალი "ნუმერო" დიდხანს იმართლებდა თავს აფროამერიკელებთან მას მერე, რაც თავის გარეკანზე განათავსა მუქი საღებავით დაფარული თეთრკანიანი მოდელი და ზედ დააწერა "აფრიკელი დედოფალი". ცოტა ხნის წინ კი ცნობილმა მოდურმა ფოტოგრაფმა სტივენ მაიზელმა აღიარა, რომ ცნობილი მოდის სახლებისთვის სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას არაერთხელ წასწყდომია მსგავს პრობლემებს. "ბევრჯერ მიკითხავს ჩემი კლიენტებისთვის: "შეგვიძლია, ამ რეკლამისთვის შავკანიანი მოდელი ავიყვანოთ?" ისინი კი უარობენ, თითქოსდა შავკანიანი მოდელები "არ ყიდიან" საქონელს", - ამბობს სტივენი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება