მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ
რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ

რუბ­რი­კა "სტი­ლის" სტუ­მა­რი, მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იუნა შა­ფა­თა­ვა თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბის გამო არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

- გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­მოს­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ალ­ბათ, "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ის პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. კლა­სი­კუ­რი შავი კაბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, ასე­ვე - მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, პი­ჯა­კე­ბი, კორ­სე­ტე­ბი... ჩემს ჩოგ­ბურ­თელ დას, სო­ფი­კოს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­აქვს ხოლ­მე ჩემ­თვის სა­მო­სი. ჩემი ერ­თა­დერ­თი სა­ოც­ნე­ბო აქ­სე­სუ­ა­რი "შა­ნე­ლის" კლა­სი­კუ­რი ჩან­თა "2.55"-ია, რომ­ლის ჩუ­ქე­ბა­საც სო­ფი­კო დამ­პირ­და და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი. ქალ­მა, პირ­ველ რიგ­ში, გა­რეგ­ნო­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს - მუ­დამ თმა­და­ვარ­ცხნი­ლი, სუფ­თად ჩაც­მუ­ლი და ფრჩხი­ლებ­მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს. თა­ვის გა­ლა­მა­ზე­ბა ად­ვი­ლია, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს. რო­დე­საც ავ­ტო­ბუსს გა­დევ­ნე­ბუ­ლიც კი ვი­ღა­ცას მოს­წონ­ხარ, ესე იგი ნამ­დვი­ლად ლა­მა­ზი ხარ. ისე კი, მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბაა. შარ­შან სა­ზღვარ­გა­რეთ მივფრი­ნავ­დი და ერთი სოფ­ლე­ლი ქალი და­მემ­გზავ­რა - ხე­ლებ­და­კოჟ­რი­ლი და უკბი­ლო, მაგ­რამ ისე სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­კუ­თარ თავს ვუ­საყ­ვე­დუ­რე, გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით რა­ტომ შე­ვა­ფა­სე-მეთ­ქი... ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა იც­ვლე­ბა, სტუ­დენ­ტო­ბი­სას ფრჩხილ­ზე შავი ლაქი მეს­ვა, მე­ტა­ლის­ტი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა თით­ზე ბე­ჭე­დი მე­კე­თა. ამ ეტაპ­მა უკვე გა­ი­ა­რა. თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­მო­სე­ბი - მსურს ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- სა­მო­სის ბრენ­დს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ?

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბრენ­დულ სა­მოსს იც­ვამს, ამით ხაზს უს­ვამს თა­ვის უბად­რუ­კო­ბას. მიყ­ვარს თა­მა­მი სა­მო­სი. ერთხელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ლა­ტექ­სის წი­თე­ლი კა­ბით მი­ვე­დი, რო­მე­ლიც წი­ნაც და ზურ­გზეც დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ჩემი კაბა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იყო - ყვე­ლა მი­ყუ­რებ­და და ფო­ტოს მი­ღებ­და. სექს-შოპ­ში შე­ძე­ნი­ლი თეთ­რი გამჭვირ­ვა­ლე კაბა კი ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად ჩა­მი­ცამს. ქუ­ჩა­ში ხში­რად უთ­ქვამთ, ეს რა გაც­ვი­აო. ზოგ­ჯერ დი­ლით სამ­სა­ხურ­ში იმის გამო და­მიგ­ვი­ა­ნია, რომ მოკ­ლე კა­ბის გამო მე­უღ­ლეს­თან მქო­ნია უსი­ა­მოვ­ნე­ბა. შემ­დეგ ხვევ­ნა-კოც­ნით და­ვი­ყო­ლი­ებ­დი და პი­რო­ბას ვდებ­დი, რომ სხვა დროს ასე აღარ ჩა­ვიც­ვამ­დი, მაგ­რამ ვერ გა­მოვსწორ­დი. ახლა ამის გამო მე­ცი­ნე­ბა, მა­შინ კი ოჯა­ხი და­მენგრა... რას ვი­ზამთ, ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი მხო­ლოდ ჩვენ მოგ­ვე­კი­თხე­ბა. თუ ყვე­ლა მხო­ლოდ კარ­გს ლა­პა­რა­კობს შენ­ზე, ესე იგი მკვდა­რი ხარ (იცი­ნის).

- რო­გორ უნდა ეც­ვას მა­მა­კაცს, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­ი­პყროს?

- მა­მა­კა­ცი ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს უნდა იცავ­დეს. თუ დიდი ღიპი აქვს და გა­უ­პარ­სა­ვი წვე­რი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას ჩა­იც­ვამს?! სჯობს, ქარ­თველ­მა მა­მა­კა­ცებ­მა თავს მო­უ­ა­რონ, ნაკ­ლე­ბი სი­გა­რე­ტი მო­წი­ონ და ივარ­ჯი­შონ. თვი­თონ თუ მოს­წონთ უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ე­ბი, ქა­ლებ­საც გვაქვს გე­მოვ­ნე­ბა და ჩვენც მოგ­ვწონს კარ­გი აღ­ნა­გო­ბის მა­მა­კა­ცე­ბი.

- ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი თქვენს მო­ხიბ­ვლას რით ცდი­ლო­ბენ?

- და­რეკ­ვას და უაზ­რო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ერთი დამ­ჭკნა­რი ია მა­ჩუ­ქონ, სჯობს... ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­კა­ცებს არ ეს­მით, რომ ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ჯენტლმე­ნუ­რი ქცე­ვით უნდა და­იმ­სა­ხუ­რო და არა ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რით. რა უნდა ქა­ლის გუ­ლის მო­გე­ბას?! არ ვიცი, რა­ტომ არ მჩუქ­ნი­ან ყვა­ვი­ლებს (იცი­ნის). შარ­შან მი­ლან­ში ვი­ყა­ვი, სა­ღა­მოს გა­ვი­სე­ირ­ნე მონ­ტე ნა­პო­ლე­ო­ნე­ზე, რო­მე­ლიც მო­დის მე­ქად მი­იჩ­ნე­ვა. იქ მივ­ხვდი, რა ცო­დოა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც სურს, ის შე­ი­ძი­ნოს. სას­წა­უ­ლი ფასი ჰქონ­და ყვე­ლა­ფერს. ფეხ­საც­მელ­ში 10 ათა­სი დო­ლა­რი რო­გორ უნდა გა­და­ი­ხა­დო? მახ­სოვს "ვა­ლენ­ტი­ნოს" მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში სა­ოც­რად ლა­მაზ კა­ბას ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. უცებ გა­ჩერ­და "ბუ­გა­ტი", სა­ი­და­ნაც გად­მო­ვი­და გო­გო­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში მონ­ტე ნა­პო­ლე­ო­ნე­ზე შე­ძე­ნი­ლი სა­მო­სი ეჭი­რა. ამ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას კი ღი­პი­ა­ნი ბიძა ახ­ლდა... ასე­თი დამ­ცი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ არც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი მინ­და და არც არა­ფე­რი.

- მალე "მე­ცხრე არხზე" წარ­დგე­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, იმი­ჯის შეც­ვლა ხომ არ მო­გი­წევთ?

- რა თქმა უნდა. უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი მექ­ნე­ბა. არის ცხოვ­რე­ბა­ში პე­რი­ო­დი, როცა გსურს, ყვე­ლა­ფე­რი მო­სინ­ჯო. ალ­ბათ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც ეს ეტა­პი დად­გა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა სფე­რო­ში არ ვცა­დე ბედი, ახლა კი დავღ­ვინ­დი. ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, თუ ბევ­რი ფული მექ­ნე­ბა, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­რი­გებ და სი­კე­თეს მო­ვახ­მარ.

- ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს თუ მის­დევთ?

- ადრე ყო­ველ დი­ლით დავ­რბო­დი. ახ­ლაც ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო. ვერ ვი­ტყვი, რომ არ ვსვამ, მიყ­ვარს ვის­კი და შამ­პა­ნუ­რი. არ ვე­წე­ვი, სამ­წუ­ხა­როდ, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, თბი­ლის­ში ჯერ კი­დევ მო­დუ­რი ჰგო­ნი­ათ.

- მა­კი­აჟს თვი­თონ იკე­თებთ?

- კი. ძა­ლი­ან მომ­წონს მუ­ქად შე­ღე­ბი­ლი თვა­ლე­ბი.

- რო­გო­რი არო­მა­ტი მოგ­წონს?

- ზუს­ტად 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ენ­ჯე­ლის" ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი, მერე გე­მოვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა. უფრო აღ­მო­სავ­ლუ­რი არო­მა­ტე­ბი მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­რი­ჩი­ნის, ნარ­ცი­სის და ლა­ვან­დის სურ­ნე­ლით. ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, ჩემი სა­ხე­ლო­ბის არო­მატს გა­მო­ვუშ­ვებ­დი.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ქა­ლებს?

- მარ­თა­ლია, თა­ვის მოვ­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე რთუ­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ში­ნა­გა­ნად ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი. ერთ ზა­ფხულს, როცა მხო­ლოდ ერთი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ერთი კაბა და პი­ჯა­კი მეც­ვა და არც სიყ­ვა­რულ­ზე ფიქ­რის თავი მქონ­და, სწო­რედ იმ წელს მო­ვი­და ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ

რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ

რუბრიკა "სტილის" სტუმარი, მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა თამამი ჩაცმულობის გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი.

- გემოვნების მიხედვით შემოსვის საშუალება რომ მქონდეს, ალბათ, "შანელის" მაღაზიის პირველი მომხმარებელი ვიქნებოდი. კლასიკური შავი კაბა ყველაზე მეტად მომწონს, ასევე - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, პიჯაკები, კორსეტები... ჩემს ჩოგბურთელ დას, სოფიკოს საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს ხოლმე ჩემთვის სამოსი. ჩემი ერთადერთი საოცნებო აქსესუარი "შანელის" კლასიკური ჩანთა "2.55"-ია, რომლის ჩუქებასაც სოფიკო დამპირდა და მოუთმენლად ველოდები. ქალმა, პირველ რიგში, გარეგნობაზე უნდა იზრუნოს - მუდამ თმადავარცხნილი, სუფთად ჩაცმული და ფრჩხილებმოწესრიგებული უნდა იყოს. თავის გალამაზება ადვილია, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს. როდესაც ავტობუსს გადევნებულიც კი ვიღაცას მოსწონხარ, ესე იგი ნამდვილად ლამაზი ხარ. ისე კი, მთავარი ადამიანის შინაგანი ბუნებაა. შარშან საზღვარგარეთ მივფრინავდი და ერთი სოფლელი ქალი დამემგზავრა - ხელებდაკოჟრილი და უკბილო, მაგრამ ისე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ვუსაყვედურე, გარეგნობის მიხედვით რატომ შევაფასე-მეთქი... ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის გემოვნება იცვლება, სტუდენტობისას ფრჩხილზე შავი ლაქი მესვა, მეტალისტი ვიყავი და ყველა თითზე ბეჭედი მეკეთა. ამ ეტაპმა უკვე გაიარა. თუ წვეულებაზე მივდივარ, განსაკუთრებულად ვიმოსები - მსურს ყველაზე კარგად გამოვიყურებოდე.

- სამოსის ბრენდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- ადამიანი, რომელიც მხოლოდ ბრენდულ სამოსს იცვამს, ამით ხაზს უსვამს თავის უბადრუკობას. მიყვარს თამამი სამოსი. ერთხელ ღონისძიებაზე ლატექსის წითელი კაბით მივედი, რომელიც წინაც და ზურგზეც დეკოლტირებული იყო. ჩემი კაბა ძალიან ეფექტური იყო - ყველა მიყურებდა და ფოტოს მიღებდა. სექს-შოპში შეძენილი თეთრი გამჭვირვალე კაბა კი ჯერჯერობით არსად ჩამიცამს. ქუჩაში ხშირად უთქვამთ, ეს რა გაცვიაო. ზოგჯერ დილით სამსახურში იმის გამო დამიგვიანია, რომ მოკლე კაბის გამო მეუღლესთან მქონია უსიამოვნება. შემდეგ ხვევნა-კოცნით დავიყოლიებდი და პირობას ვდებდი, რომ სხვა დროს ასე აღარ ჩავიცვამდი, მაგრამ ვერ გამოვსწორდი. ახლა ამის გამო მეცინება, მაშინ კი ოჯახი დამენგრა... რას ვიზამთ, ჩვენი ცოდვები მხოლოდ ჩვენ მოგვეკითხება. თუ ყველა მხოლოდ კარგს ლაპარაკობს შენზე, ესე იგი მკვდარი ხარ (იცინის).

- როგორ უნდა ეცვას მამაკაცს, თქვენი ყურადღება რომ მიიპყროს?

- მამაკაცი ჰიგიენურ ნორმებს უნდა იცავდეს. თუ დიდი ღიპი აქვს და გაუპარსავი წვერი, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაიცვამს?! სჯობს, ქართველმა მამაკაცებმა თავს მოუარონ, ნაკლები სიგარეტი მოწიონ და ივარჯიშონ. თვითონ თუ მოსწონთ უკრაინელი გოგოები, ქალებსაც გვაქვს გემოვნება და ჩვენც მოგვწონს კარგი აღნაგობის მამაკაცები.

- ქართველი მამაკაცები თქვენს მოხიბვლას რით ცდილობენ?

- დარეკვას და უაზრო შემოთავაზებას, ერთი დამჭკნარი ია მაჩუქონ, სჯობს... ყვავილები ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, მამაკაცებს არ ესმით, რომ ქალის სიყვარული ჯენტლმენური ქცევით უნდა დაიმსახურო და არა ძვირფასი საჩუქრით. რა უნდა ქალის გულის მოგებას?! არ ვიცი, რატომ არ მჩუქნიან ყვავილებს (იცინის). შარშან მილანში ვიყავი, საღამოს გავისეირნე მონტე ნაპოლეონეზე, რომელიც მოდის მექად მიიჩნევა. იქ მივხვდი, რა ცოდოა ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება, რაც სურს, ის შეიძინოს. სასწაული ფასი ჰქონდა ყველაფერს. ფეხსაცმელში 10 ათასი დოლარი როგორ უნდა გადაიხადო? მახსოვს "ვალენტინოს" მაღაზიის ვიტრინაში საოცრად ლამაზ კაბას ვათვალიერებდი. უცებ გაჩერდა "ბუგატი", საიდანაც გადმოვიდა გოგონა, რომელსაც ხელში მონტე ნაპოლეონეზე შეძენილი სამოსი ეჭირა. ამ ულამაზეს გოგონას კი ღიპიანი ბიძა ახლდა... ასეთი დამცირების სანაცვლოდ არც ძვირად ღირებული სამოსი მინდა და არც არაფერი.

- მალე "მეცხრე არხზე" წარდგებით მაყურებლის წინაშე, იმიჯის შეცვლა ხომ არ მოგიწევთ?

- რა თქმა უნდა. უფრო სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი მექნება. არის ცხოვრებაში პერიოდი, როცა გსურს, ყველაფერი მოსინჯო. ალბათ, ჩემს ცხოვრებაშიც ეს ეტაპი დადგა. ამ წლების განმავლობაში რა სფეროში არ ვცადე ბედი, ახლა კი დავღვინდი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თუ ბევრი ფული მექნება, გაჭირვებულ ადამიანებს დავურიგებ და სიკეთეს მოვახმარ.

- ცხოვრების ჯანსაღ წესს თუ მისდევთ?

- ადრე ყოველ დილით დავრბოდი. ახლაც ვცდილობ ვივარჯიშო. ვერ ვიტყვი, რომ არ ვსვამ, მიყვარს ვისკი და შამპანური. არ ვეწევი, სამწუხაროდ, სიგარეტის მოწევა, თბილისში ჯერ კიდევ მოდური ჰგონიათ.

- მაკიაჟს თვითონ იკეთებთ?

- კი. ძალიან მომწონს მუქად შეღებილი თვალები.

- როგორი არომატი მოგწონს?

- ზუსტად 13 წლის განმავლობაში "ენჯელის" ერთგული ვიყავი, მერე გემოვნება შემეცვალა. უფრო აღმოსავლური არომატები მომწონს, განსაკუთრებით დარიჩინის, ნარცისის და ლავანდის სურნელით. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემი სახელობის არომატს გამოვუშვებდი.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- მართალია, თავის მოვლა მატერიალური შესაძლებლობის გარეშე რთულია, მაგრამ მთავარია, შინაგანად ვიყოთ ბედნიერი. ერთ ზაფხულს, როცა მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი კაბა და პიჯაკი მეცვა და არც სიყვარულზე ფიქრის თავი მქონდა, სწორედ იმ წელს მოვიდა ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება