Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატი გოგატიშვილი - სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები
რატი გოგატიშვილი - სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები

რატი გო­გა­ტიშ­ვი­ლი ჯერ მხო­ლოდ 12 წლი­საა, მაგ­რამ უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. პო­პუ­ლა­რო­ბა კი ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "შუა ქა­ლაქ­ში" მო­უ­ტა­ნა, სა­დაც ერთ-ერთ მთა­ვარ როლს, ონა­ვარ ბი­ჭუ­ნას თა­მა­შობს. სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა - არც უფ­რო­სებს იგ­დებს აბუ­ჩად და არც ისე­თი ინ­ტრი­გა­ნია, რო­გო­რიც სე­რი­ალ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბი აქვს... ჯერ კი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მე-7 კლას­ში სწავ­ლობს. სა­უ­ბა­რი სკო­ლით და­ვი­წყეთ:

- სკო­ლა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბი.

- გო­გო­ებ­ში - გან­სა­კუთ­რე­ბით. ყვე­ლას ჩემი გაც­ნო­ბა სურს, მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნი­ან, მიყ­ვარ­ხა­რო და რა­ღა­ცებს მწე­რენ. იმ­დე­ნი ეს-ემ-ესი მომ­დის, ტე­ლე­ფო­ნი წამ­და­უ­წუმ მიჯ­დე­ბა.

- შენ არა­ვინ გიყ­ვარს?

- არა, სად მცა­ლია სიყ­ვა­რუ­ლის­თვის: სკო­ლა, კვი­რა­ში სამი დღე - გა­და­ღე­ბე­ბი...

- რა ხდე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- სულ მხი­ა­რუ­ლე­ბაა. ვსწავ­ლობ ტექ­სტებს, ვცდი­ლობ, არ და­მა­ვი­წყდეს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა ხოლ­მე (იღი­მის).

- დიდი რომ გა­იზ­რდე­ბი, ვინ გინ­და გა­მოხ­ვი­დე?

- მსა­ხი­ო­ბი და ოპე­რა­ტო­რი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტო­სა და ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა და მინ­და, კი­ნო­ში თა­მა­შის გარ­და, ოპე­რა­ტო­რა­დაც ვი­მუ­შაო.

- ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ მოგ­წონს?

- მომ­წონს "შუა ქა­ლა­ქის" ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, ძვე­ლი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან - დოდო აბა­ში­ძე. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბია "შე­რე­კი­ლე­ბი" და "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა".

- პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ გინ­და?

- არა, პრე­ზი­დენ­ტუ­ლად ვერ ვმარ­თავ ქვე­ყა­ნას, ამას ძა­ლი­ან დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ცოტა პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჯა­რის­კა­ცო­ბა მინ­დო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ომო­ბა­ნას ვთა­მა­შობ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცი ვიქ­ნე­ბო­დი (იცი­ნის).

- და­ვუშ­ვათ, მა­ინც გახ­დი პრე­ზი­დენ­ტი, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს და­ვიბ­რუ­ნებ­დი.

- რო­გორ?

- დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით და არა ომით. სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს ომი და ხალ­ხის ხოც­ვა, თა­ნაც ქარ­თვე­ლე­ბი ისე­დაც ცო­ტა­ნი დავ­რჩით. კი­დევ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბო­დი, ჩემი სამ­შობ­ლო გა­მებრწყი­ნე­ბი­ნა და ნა­ტო­ში შე­მეყ­ვა­ნა.

- მა­ინც რა­ტომ ვერ შევ­დი­ვართ ნა­ტო­ში?

- რა ვიცი, ბევ­რი მი­ზე­ზია. ამა­ში რუ­სე­თიც ხელს გვიშ­ლის.

- კი­დევ რას გა­ა­კე­თებ­დი?

- შე­ვეც­დე­ბო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან მა­თხოვ­რე­ბი, ქუ­ჩებ­ში რომ დგა­ნან. ასე­ვე, გა­ვა­ლა­მა­ზებ­დი თბი­ლი­სის ქუ­ჩებს, რად­გან ზო­გი­ერ­თი უბა­ნი, სა­დაც იტა­ლი­უ­რი ეზო­ე­ბია, ძა­ლი­ან დან­გრე­უ­ლია. მეც იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობ და ჩემს ეზო­საც გა­ვა­რე­მონ­ტებ­დი.

- პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ იცხოვ­რებ­დი?

- იქაც ვი­ცხოვ­რებ­დი და ჩემს სახ­ლშიც.

- რო­გო­რი პრე­ზი­დენ­ტია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- არ ვიცი, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია.

- რო­გო­რი პრე­მი­ე­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი?

- მდი­და­რი.

- რო­გო­რია ინ­დი­გო ბავ­შვი?

- 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შვია.

- დე­მა­გო­გია რა არის?

- ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სი­ტყვაა (იცი­ნის).

- რა არის დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი?

- იგი­ვეა, რაც დე­პუ­ტა­ტის მოწ­მო­ბა.

- რო­გო­რი გინ­და იყოს შენი სამ­შობ­ლო?

- გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი და გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი. მინ­და, აფხა­ზე­თი და ოსე­თი ისევ ჩვე­ნი იყოს. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი და­სას­ვე­ნებ­ლად სო­ხუმ­ში.

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატი გოგატიშვილი - სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები

რატი გოგატიშვილი - სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები

რატი გოგატიშვილი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულია. პოპულარობა კი ტელესერიალმა "შუა ქალაქში" მოუტანა, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს, ონავარ ბიჭუნას თამაშობს. სინამდვილეში თავისი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდება - არც უფროსებს იგდებს აბუჩად და არც ისეთი ინტრიგანია, როგორიც სერიალში. მიუხედავად ასაკისა, უკვე სერიოზული მიზნები აქვს... ჯერ კი პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-7 კლასში სწავლობს. საუბარი სკოლით დავიწყეთ:

- სკოლაში ძალიან პოპულარული იქნები.

- გოგოებში - განსაკუთრებით. ყველას ჩემი გაცნობა სურს, მესიჯებს მიგზავნიან, მიყვარხარო და რაღაცებს მწერენ. იმდენი ეს-ემ-ესი მომდის, ტელეფონი წამდაუწუმ მიჯდება.

- შენ არავინ გიყვარს?

- არა, სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები...

- რა ხდება გადასაღებ მოედანზე?

- სულ მხიარულებაა. ვსწავლობ ტექსტებს, ვცდილობ, არ დამავიწყდეს, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე (იღიმის).

- დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?

- მსახიობი და ოპერატორი. ძალიან მიყვარს ფოტოსა და ვიდეოს გადაღება და მინდა, კინოში თამაშის გარდა, ოპერატორადაც ვიმუშაო.

- ქართველი მსახიობებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონს?

- მომწონს "შუა ქალაქის" ყველა მსახიობი, ძველი თაობის მსახიობებიდან - დოდო აბაშიძე. ჩემი საყვარელი ფილმებია "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა".

- პრეზიდენტობა არ გინდა?

- არა, პრეზიდენტულად ვერ ვმართავ ქვეყანას, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ცოტა პატარა რომ ვიყავი, ჯარისკაცობა მინდოდა. მთელი ბავშვობა ომობანას ვთამაშობდი და დარწმუნებული ვიყავი, ძალიან მოხერხებული ჯარისკაცი ვიქნებოდი (იცინის).

- დავუშვათ, მაინც გახდი პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?

- დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებდი.

- როგორ?

- დიპლომატიური გზით და არა ომით. საშინლად არ მიყვარს ომი და ხალხის ხოცვა, თანაც ქართველები ისედაც ცოტანი დავრჩით. კიდევ, ყველანაირად შევეცდებოდი, ჩემი სამშობლო გამებრწყინებინა და ნატოში შემეყვანა.

- მაინც რატომ ვერ შევდივართ ნატოში?

- რა ვიცი, ბევრი მიზეზია. ამაში რუსეთიც ხელს გვიშლის.

- კიდევ რას გააკეთებდი?

- შევეცდებოდი, საქართველოში ხალხის მატერიალური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ძალიან მეცოდებიან მათხოვრები, ქუჩებში რომ დგანან. ასევე, გავალამაზებდი თბილისის ქუჩებს, რადგან ზოგიერთი უბანი, სადაც იტალიური ეზოებია, ძალიან დანგრეულია. მეც იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და ჩემს ეზოსაც გავარემონტებდი.

- პრეზიდენტის რეზიდენციაში არ იცხოვრებდი?

- იქაც ვიცხოვრებდი და ჩემს სახლშიც.

- როგორი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი?

- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.

- როგორი პრემიერია ბიძინა ივანიშვილი?

- მდიდარი.

- როგორია ინდიგო ბავშვი?

- 21-ე საუკუნის ბავშვია.

- დემაგოგია რა არის?

- ძალიან სასაცილო სიტყვაა (იცინის).

- რა არის დეპუტატის მანდატი?

- იგივეა, რაც დეპუტატის მოწმობა.

- როგორი გინდა იყოს შენი სამშობლო?

- გამთლიანებული და გაბრწყინებული. მინდა, აფხაზეთი და ოსეთი ისევ ჩვენი იყოს. სიამოვნებით წავიდოდი დასასვენებლად სო­ხუმში.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება