პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"
ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"

ნიკო ბე­რი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სპექ­ტაკ­ლით - "ქეთო და კოტე" გა­იც­ნო, შემ­დეგ "ჯე­ოს­ტარ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მომ­ღე­რალ­მა 15 აპ­რილს ბა­თუმ­ში, სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

- სიმ­ღე­რა 6 წლი­დან და­ვი­წყე. თა­ვი­დან რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის სტუ­დი­ის ბა­თუ­მის ფი­ლი­ალ­ში დავ­დი­ო­დი, შემ­დეგ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია - "ჩან­გი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, მერე - ბავ­შვთა ოპე­რა, რომ­ლის წევ­რიც ვი­ყა­ვი. უამ­რავ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ბევ­რჯერ გა­ვი­მარ­ჯვე კი­დეც. ყვე­ლა­ზე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბა, რის შემ­დე­გაც მე და მომ­ღე­რა­ლი თა­მუ­ნა მი­ქე­ლა­ძე ამე­რი­კა­ში გაგ­ვიშ­ვეს; ჯერ გვი­თხრეს, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე უნდა გვემ­ღე­რა, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, ბევრ სა­ღა­მო­ში მოგ­ვიხ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ნიუ-იორკში, კონ­ცერ­ტი იმ დარ­ბაზ­ში გავ­მარ­თეთ, სა­დაც ერთ დროს მა­იკლ ჯექ­სო­ნი მღე­რო­და. ვიმ­ღე­რეთ ვა­შინგტონ­სა და ფლო­რი­და­შიც. სამ­ჯერ მოს­კოვ­შიც ვი­ყა­ვი და კი­დევ, იტა­ლი­ა­ში. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბევ­რის მომ­ცე­მი გას­ტრო­ლე­ბი იყო.

- ამე­რი­კუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად რა გახ­სენ­დე­ბა?

- ის დრო, რო­მე­ლიც იქ გა­ვა­ტა­რე, არ მეყო და წას­ვლას კი­დევ ვა­პი­რებ. ყვე­ლა­ზე მე­ტად "დის­ნე­ი­ლენ­დი" და­მა­მახ­სოვ­რდა... კონ­ცერ­ტი ვა­შინგტო­ნის ერთ-ერთ უდი­დეს პარკში გავ­მარ­თეთ ზუს­ტად იმ დღეს, როცა ჩემი და­ბა­დე­ბის დღე გახ­ლდათ. სიმ­ღე­რა რომ და­ვას­რუ­ლე, კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ტორ­ტი მო­მარ­თვეს. ყვე­ლა მი­ლო­ცავ­და. ამე­რი­კე­ლე­ბი ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი და თბი­ლი ხალ­ხია.

- გარ­და სიმ­ღე­რი­სა, ბავ­შვო­ბა­ში რით იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი?

- სწავ­ლა­საც ვას­წრებ­დი, ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­საც და ხუ­ლიგ­ნო­ბა­საც (იღი­მე­ბა)... 2006 წელს "იმე­დის ტალ­ღის" ფი­ნა­ლის­ტი და ერთ-ერთი პრი­ზი­ო­რი გავ­ხდი. მერე ამიყ­ვა­ნეს დრა­მა­ტულ თე­ატ­რში და ცოტა ხან­ში "ქეთო და კო­ტეც" და­იდ­გა. ჩემი კა­რი­ე­რა ბა­თუმ­ში და­ი­წყო. იქ ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მუ­სი­კას ეხე­ბა. იყო პე­რი­ო­დი, როცა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მაგ­რამ მე მა­ინც რა­ღა­ცას ვცდი­ლობ­დი, თავს არ ვზო­გავ­დი, რად­გან ვიცი, რომ სიმ­ღე­რას სი­ზარ­მა­ცე არ უხ­დე­ბა; ვმუ­შა­ობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, სხვა­დას­ხვა ჯგუფ­თან ერ­თად. ჰოდა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, მოვ­ხვდი გე­ნი­ა­ლურ სპექ­ტაკლში, გე­ნი­ა­ლურ ჯგუფ­თან ერ­თად.

- ვიდ­რე რა­ი­მეს მი­აღ­წევ­დი, ალ­ბათ უამ­რა­ვი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა მო­გიხ­და.

- სიძ­ნე­ლეს ყო­ველ­თვის სიძ­ნე­ლე მოს­დევ­და და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, არა უშავს, გა­და­უ­ლა­ხა­ვი არა­ფე­რია, პი­რი­ქით - რაც უფრო დიდი დაბ­რკო­ლე­ბის წი­ნა­შე დგა­ხარ, მისი გა­და­ლახ­ვა მით უფრო მე­ტად გინ­დე­ბა. ასე რომ, სირ­თუ­ლე­ე­ბი არ მა­ში­ნებს.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა შენს მუ­სი­კა­ლურ და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას?

- ჩემს ოჯახ­ში მომ­ღე­რა­ლი არა­ვინ არის, თუმ­ცა, მა­მა­ჩე­მის გარ­და, სმე­ნა ყვე­ლას აქვს (იღი­მის). მშობ­ლე­ბი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემ­დნენ და დღე­საც ასეა. მათ­გან რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ვი­ღებ. სხვა­თა შო­რის, დიპ­ლო­მა­ტი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, ვო­კალ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე.

- მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბი­სა, ხალ­ხმა მა­ინც სპექ­ტაკ­ლი­დან - "ქეთო და კოტე" გა­გიც­ნო. ეს პრო­ექ­ტი მგო­ნი, შენ­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- გე­თან­ხმე­ბი, ხალ­ხმა ამ სპექ­ტაკ­ლი­დან გა­მიც­ნო. პრო­ექ­ტმა იმა­ში და­მარ­წმუ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თავ­მდაბ­ლო­ბაა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას უნდა შეს­ცი­ცი­ნებ­დე. უბ­რა­ლოდ, მიკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ერთ ნოტს "ამო­აყ­რო­ყი­ნებს" და თავი ელ­ვის პრეს­ლი ჰგო­ნია.

- ნიკო, კა­რი­ე­რის სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია? რა­ი­მე კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ გაქვს?

- ამა თუ იმ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მთა­ვა­ზო­ბენ და მე­კი­თხე­ბი­ან: ერთ სიმ­ღე­რა­ში რამ­დენ ლარს ითხო­ვო? ასე­ვე, კლი­პის გა­და­ღე­ბა­სა და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა­საც მთა­ვა­ზო­ბენ. სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნა ვამ­ჯო­ბი­ნე, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის ევ­რო­პა­ში გაგ­რძე­ლე­ბას ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ. მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის სწავ­ლა კი­დევ მჭირ­დე­ბა.

- სპექ­ტაკ­ლებ­ში რამ­დე­ნად ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ?

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ. უბ­რა­ლოდ, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე. ისეთ რე­ჟი­სო­რებ­თან მი­მუ­შა­ვია, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ბა­ტო­ნი გიზო ჟორ­და­ნია, გი­ორ­გი თა­ვა­ძე, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი. ვე­ლო­დე­ბი, რო­დის აღ­დგე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რათა კი­დევ რო­მე­ლი­მე გმი­რი გან­ვა­სა­ხი­ე­რო.

- დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ბა­თუმ­ში ატა­რებ?

- ხან ბა­თუმ­ში ვარ, ხან - თბი­ლის­ში. ახლა აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ - გე­ნე­რა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ვარ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თა­დად, ბა­თუმ­ში მი­წევს ყოფ­ნა.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- მე­გობ­რე­ბი, ბი­ლი­არ­დი, ვის­კი, ხან­და­ხან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი. კი­დევ სხვა რა­ღა­ცე­ბით ვერ­თო­ბი, რისი და­წე­რაც არ შე­იძ­ლე­ბა.

- ჭო­რებ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ ხოლ­მე?

- ჭო­რე­ბი? - მომ­წონს!

- მა­შინ, შენი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის რო­მა­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვიც მო­გე­წო­ნე­ბო­და...

- უსაქ­მუ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ეჭო­რა­ვათ და სპექ­ტაკ­ლი­დან - "ქეთო და კოტე" გა­ა­კე­თეს "ნიკო და სოფო". მე და სო­ფოს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. სა­ერ­თოდ, კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი არ ვარ და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, ვინ­მეს მი­მართ ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ მქონ­დეს.

- შენი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი თუ გახ­სოვს?

- ეს "ათა­სი" წლის წინ იყო, ბა­თუ­მის პარკში. ეს მო­წო­ნე­ბა სულ რა­ღაც, ორი კვი­რა გაგ­რძელ­და. თუმ­ცა, ის ამ­ბა­ვი მა­ინც, სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა.

- ახლა არ ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ისე კი გე­ტყვით, რომ მან­დი­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბა, უნდა იყოს ძლი­ე­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე. ქალ­ში მიყ­ვარს სი­ლა­მა­ზე, შარ­მი და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. თმის ფერს და ასეთ დე­ტა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ქალ­მა ერთი შე­ხედ­ვით უნდა მი­გი­ზი­დოს.

- რო­გორც ვიცი, 15 აპ­რილს ბა­თუმ­ში სოლო კონ­ცერ­ტი გქონ­და...

- სი­მარ­თლე გი­თხრა, სოლო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა ჩემი იდეა არ იყო, მაგ­რამ როცა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი: რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი?! არის ასე­თი "ივენთ გრუ­პი" - B.I.H, სა­დაც ჩემი სა­ღა­მო შედ­გა. მსმე­ნელ­მა და მეც ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ. ასე­ვე მინ­და, მუ­სი­კა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რო იმ არხს, სა­დაც ვმუ­შა­ობ. კონ­ცერ­ტე­ბიც მექ­ნე­ბა... და­ბო­ლოს, მინ­და გი­თხრათ: "ადა­მი­ა­ნი, მა­შინ ხდე­ბა კრი­ტი­კო­სი, რო­დე­საც არ­ტის­ტად გახ­დო­მის ყვე­ლა შანსს კარ­გავს ზუს­ტად იმ ჯა­რის­კა­ცე­ბის მსგავ­სად, ჯა­რის­კა­ცო­ბა რომ აღარ შე­უძ­ლი­ათ და ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი ხდე­ბი­ან"...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"

ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"

ნიკო ბერიძე ფართო საზოგადოებამ სპექტაკლით - "ქეთო და კოტე" გაიცნო, შემდეგ "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდა. მომღერალმა 15 აპრილს ბათუმში, სოლო კონცერტი გამართა.

- სიმღერა 6 წლიდან დავიწყე. თავიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიის ბათუმის ფილიალში დავდიოდი, შემდეგ აჭარის ტელევიზიასთან არსებული ბავშვთა მუსიკალური სტუდია - "ჩანგი" ჩამოაყალიბეს, მერე - ბავშვთა ოპერა, რომლის წევრიც ვიყავი. უამრავ კონკურსში ვმონაწილეობდი და ბევრჯერ გავიმარჯვე კიდეც. ყველაზე კარგად მახსენდება ერთ-ერთი წარმატება, რის შემდეგაც მე და მომღერალი თამუნა მიქელაძე ამერიკაში გაგვიშვეს; ჯერ გვითხრეს, რომ საქველმოქმედო კონცერტზე უნდა გვემღერა, მაგრამ გარდა ამისა, ბევრ საღამოში მოგვიხდა მონაწილეობა. ნიუ-იორკში, კონცერტი იმ დარბაზში გავმართეთ, სადაც ერთ დროს მაიკლ ჯექსონი მღეროდა. ვიმღერეთ ვაშინგტონსა და ფლორიდაშიც. სამჯერ მოსკოვშიც ვიყავი და კიდევ, იტალიაში. საკმაოდ წარმატებული და ბევრის მომცემი გასტროლები იყო.

- ამერიკული მოგზაურობიდან ყველაზე კარგად რა გახსენდება?

- ის დრო, რომელიც იქ გავატარე, არ მეყო და წასვლას კიდევ ვაპირებ. ყველაზე მეტად "დისნეილენდი" დამამახსოვრდა... კონცერტი ვაშინგტონის ერთ-ერთ უდიდეს პარკში გავმართეთ ზუსტად იმ დღეს, როცა ჩემი დაბადების დღე გახლდათ. სიმღერა რომ დავასრულე, კონცერტის ორგანიზატორებმა ტორტი მომართვეს. ყველა მილოცავდა. ამერიკელები ძალიან თავისუფალი და თბილი ხალხია.

- გარდა სიმღერისა, ბავშვობაში რით იყავი დაკავებული?

- სწავლასაც ვასწრებდი, ფეხბურთის თამაშსაც და ხულიგნობასაც (იღიმება)... 2006 წელს "იმედის ტალღის" ფინალისტი და ერთ-ერთი პრიზიორი გავხდი. მერე ამიყვანეს დრამატულ თეატრში და ცოტა ხანში "ქეთო და კოტეც" დაიდგა. ჩემი კარიერა ბათუმში დაიწყო. იქ ვისწავლე ყველაფერი, რაც მუსიკას ეხება. იყო პერიოდი, როცა შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, მაგრამ მე მაინც რაღაცას ვცდილობდი, თავს არ ვზოგავდი, რადგან ვიცი, რომ სიმღერას სიზარმაცე არ უხდება; ვმუშაობდი საკუთარ თავზე, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. ჰოდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, მოვხვდი გენიალურ სპექტაკლში, გენიალურ ჯგუფთან ერთად.

- ვიდრე რაიმეს მიაღწევდი, ალბათ უამრავი სიძნელის გადალახვა მოგიხდა.

- სიძნელეს ყოველთვის სიძნელე მოსდევდა და დღემდე ასე გრძელდება. თუმცა, არა უშავს, გადაულახავი არაფერია, პირიქით - რაც უფრო დიდი დაბრკოლების წინაშე დგახარ, მისი გადალახვა მით უფრო მეტად გინდება. ასე რომ, სირთულეები არ მაშინებს.

- ოჯახი როგორ შეხვდა შენს მუსიკალურ და სამსახიობო კარიერას?

- ჩემს ოჯახში მომღერალი არავინ არის, თუმცა, მამაჩემის გარდა, სმენა ყველას აქვს (იღიმის). მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ და დღესაც ასეა. მათგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ. სხვათა შორის, დიპლომატიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მესამე კურსზე ვიყავი, ვოკალზე რომ ჩავაბარე.

- მიუხედავად ამდენი წარმატებისა, ხალხმა მაინც სპექტაკლიდან - "ქეთო და კოტე" გაგიცნო. ეს პროექტი მგონი, შენთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

- გეთანხმები, ხალხმა ამ სპექტაკლიდან გამიცნო. პროექტმა იმაში დამარწმუნა, რომ ყველაზე მთავარი თავმდაბლობაა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა შესციცინებდე. უბრალოდ, მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ერთ ნოტს "ამოაყროყინებს" და თავი ელვის პრესლი ჰგონია.

- ნიკო, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე არ გიფიქრია? რაიმე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვს?

- ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობას მთავაზობენ და მეკითხებიან: ერთ სიმღერაში რამდენ ლარს ითხოვო? ასევე, კლიპის გადაღებასა და სიმღერის ჩაწერასაც მთავაზობენ. საზღვარგარეთიდანაც იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუმცა ამ ეტაპზე, საქართველოში დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ მომავალში მუსიკალური კარიერის ევროპაში გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ჯერ რაღაც-რაღაცების სწავლა კიდევ მჭირდება.

- სპექტაკლებში რამდენად ხშირად მონაწილეობ?

- პროფესიით მსახიობი არ ვარ. უბრალოდ, რადგან ბავშვობიდან სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობდი, რაღაცები ვისწავლე. ისეთ რეჟისორებთან მიმუშავია, როგორებიც არიან: ბატონი გიზო ჟორდანია, გიორგი თავაძე, დავით დოიაშვილი. ველოდები, როდის აღდგება ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რათა კიდევ რომელიმე გმირი განვასახიერო.

- დროის უმეტეს ნაწილს ბათუმში ატარებ?

- ხან ბათუმში ვარ, ხან - თბილისში. ახლა აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ - გენერალური მუსიკალური პროდიუსერი ვარ და აქედან გამომდინარე, ძირითადად, ბათუმში მიწევს ყოფნა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- მეგობრები, ბილიარდი, ვისკი, ხანდახან კომპიუტერული თამაშები. კიდევ სხვა რაღაცებით ვერთობი, რისი დაწერაც არ შეიძლება.

- ჭორებზე როგორ რეაგირებ ხოლმე?

- ჭორები? - მომწონს!

- მაშინ, შენი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ გავრცელებული ამბავიც მოგეწონებოდა...

- უსაქმურებმა გადაწყვიტეს, ეჭორავათ და სპექტაკლიდან - "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო". მე და სოფოს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ და ძალიან იშვიათად ხდება, ვინმეს მიმართ ცუდი დამოკიდებულება რომ მქონდეს.

- შენი პირველი პაემანი თუ გახსოვს?

- ეს "ათასი" წლის წინ იყო, ბათუმის პარკში. ეს მოწონება სულ რაღაც, ორი კვირა გაგრძელდა. თუმცა, ის ამბავი მაინც, სასიამოვნოდ მახსენდება.

- ახლა არ ხარ შეყვარებული?

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე კი გეტყვით, რომ მანდილოსანი, რომელიც მომეწონება, უნდა იყოს ძლიერი, მოწესრიგებული, საღად მოაზროვნე. ქალში მიყვარს სილამაზე, შარმი და სექსუალურობა. თმის ფერს და ასეთ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს. ქალმა ერთი შეხედვით უნდა მიგიზიდოს.

- როგორც ვიცი, 15 აპრილს ბათუმში სოლო კონცერტი გქონდა...

- სიმართლე გითხრა, სოლო კონცერტის გამართვა ჩემი იდეა არ იყო, მაგრამ როცა შემომთავაზეს, საკუთარ თავს ვუთხარი: რატომაც არა-მეთქი?! არის ასეთი "ივენთ გრუპი" - B.I.H, სადაც ჩემი საღამო შედგა. მსმენელმა და მეც ძალიან ვისიამოვნეთ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- კლიპის გადაღებას ვაპირებ. ასევე მინდა, მუსიკალურად დავეხმარო იმ არხს, სადაც ვმუშაობ. კონცერტებიც მექნება... დაბოლოს, მინდა გითხრათ: "ადამიანი, მაშინ ხდება კრიტიკოსი, როდესაც არტისტად გახდომის ყველა შანსს კარგავს ზუსტად იმ ჯარისკაცების მსგავსად, ჯარისკაცობა რომ აღარ შეუძლიათ და ინფორმატორები ხდებიან"...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება