სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დედები, რომლებსაც ექიმებმა შვილები გაუყიდეს
ქართველი დედები, რომლებსაც ექიმებმა შვილები გაუყიდეს

ზო­გი­ერ­თი ქა­ლის­თვის სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის და­სა­წყი­სია, ზო­გის­თვის კი უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯვის სა­წყი­სი - რად­გან ჩვი­ლი ან ეღუ­პე­ბათ, ან მათ უბ­რა­ლოდ, თეთრ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დეს­პო­ტე­ბი დე­დის კალ­თას აგ­ლე­ჯენ და ყი­დი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, მაგ­რამ წლე­ბის წინ, უსულ­გუ­ლო ადა­მი­ა­ნებს ეს საქ­მე სარ­ფი­ან ბიზ­ნე­სად მი­აჩ­ნდათ, ამ საქ­მე­ში კარ­გად იყ­ვნენ გა­წა­ფულ­ნი და არც ის უჭირ­დათ, რომ მშო­ბე­ლი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ...

28 წლის წინ სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლად იქცა ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა ირე­მა­ძე, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნე­თი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და და თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გაგ­ვან­დო. ის ამ­ბობს, რომ ექი­მებ­მა მისი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით ისარ­გებ­ლეს და შვი­ლი წა­არ­თვეს. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ახლა თა­ვის ვაჟს ეძებს, მისი პოვ­ნის იმედს არ კარ­გავს და უფრო მე­ტიც - მას ხში­რად სწერს წე­რი­ლებს, ლექ­სებს...

"პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის ყვე­ლა მკი­თხველს მი­ვე­სალ­მე­ბი. თქვენ­თან ხში­რად იბეჭ­დე­ბა იმ ბავ­შვე­ბის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე მშო­ბელს ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცეს და გა­აშ­ვი­ლეს; იმ მშობ­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ შვი­ლებს წლე­ბის მან­ძილ­ზე, უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. ჰოდა, მეც ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვარ. ცხოვ­რე­ბის­გან მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი მი­ვი­ღე და ახლა ვხვდე­ბი, რომ თურ­მე, ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ამ­ქვეყ­ნად არა­ვი­თა­რი ხელ­წე­რი­ლი, ჩემ მიერ მე­სა­მე შვი­ლის უარ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ არ­სე­ბობს. ის უბ­რა­ლოდ, მკვდრად გა­მო­მი­ცხა­დეს და 25 წელი მაგ­ლო­ვეს ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი. მე­სა­მე წე­ლია, უფ­ლის ნე­ბით, სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლოს ფარ­და ნელ-ნელა ეხ­დე­ბა და იმე­დი გა­მიჩ­ნდა, რომ ის ცო­ცხა­ლია! მე­სა­მე წე­ლია, შვილს ისე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, რო­გორც ცო­ცხალ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ, მან­ძი­ლის სი­შო­რის გამო ვერ ვხე­დავ. იმე­დია, მალე სი­მარ­თლე იზე­ი­მებს და მას გულ­ში ჩა­ვიკ­რავ...

იმე­დი რამ გა­მი­ჩი­ნა? - სიც­რუ­ის­თვის ახ­დილ­მა ფარ­დამ, წლე­ბის შემ­დეგ გა­მომ­ზე­უ­რე­ბულ­მა შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ­მა ფაქ­ტებ­მა, თუ რო­გორ ყიდ­დნენ თეთრხა­ლა­თი­ა­ნი "მგლე­ბი" დე­დე­ბის უჩუმ­რად ჩვი­ლებს, ჩემს წარ­სულ­ზე ჩა­მა­ფიქ­რა და მივ­ხვდი, რომ თა­ვის დრო­ზე, მეც მწა­რედ მო­მა­ტყუ­ეს... მე­ო­რეც: რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ბავ­შვის გვა­მი, რო­მე­ლიც მა­შინ ექი­მებ­მა მიჩ­ვე­ნეს, ჩემი შვი­ლის არ იყო. გარ­და ამი­სა, ახლა, როცა დე­ტა­ლებ­ზე ვფიქ­რობ, უფრო და უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რომ თეთრხა­ლა­თი­ა­ნებ­მა ჩემი დაბ­ნე­უ­ლო­ბით ისარ­გებ­ლეს. და კი­დევ, ხში­რად მაქვს ე.წ. გა­მო­ცხა­დე­ბა. ერთხელ, როცა უკვე და­სა­ძი­ნებ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი, ფან­ჯრი­დან ვი­ღა­ცამ შე­მომ­ძა­ხა, ჩემი შვი­ლი რა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით უნდა მო­მე­ძებ­ნა. მერ­წმუ­ნეთ, ეს არც სიზ­მა­რი იყო და არც გიჟი ვარ, რა­ი­მე რომ მომჩვე­ნე­ბო­და... მარ­თა­ლია, ვერ ვმარ­ხუ­ლობ და ეკ­ლე­სი­ა­ში ხში­რად სი­ა­რულს ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ ღმერ­თის მწამს, გა­მუდ­მე­ბით ვკი­თხუ­ლობ ლოც­ვებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფა­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში და­მეხ­მა­რე­ბა.

ამ გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, და­ვი­წყე იმ ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა, რომ­ლის სა­ხე­ლიც და გვა­რიც უკვე ვი­ცო­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემს შვილს ელ­და­რი ჰქვია; გვა­რიც ვიცი, მაგ­რამ ახლა შეგ­ნე­ბუ­ლად არ გწერთ; არ მინ­და, მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ჟურ­ნალ­ში ამო­კი­თხვით, მისი აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბი გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო. უკვე ვიცი, რომ ზემო იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მარ­თლაც არ­სე­ბობს ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის, სწო­რედ 1985 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, თა­ნაც - ნაშ­ვი­ლე­ბი პი­როვ­ნე­ბა, მაგ­რამ მისი აღ­მზრდე­ლე­ბი ამ ამ­ბავს ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ და შვილს არა­ვის აკა­რე­ბენ...

1985 წლის სექ­ტემ­ბე­რი იყო. ფეხ­მძი­მედ კი გახ­ლდით, მაგ­რამ გა­მოთ­ვლა­ში რა­ღაც შე­მე­შა­ლა და მა­შინ, როცა მე­გო­ნა, რომ 7 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყო. ჭი­ა­თუ­რის სამ­შო­ბი­ა­როს მიმ­ღებ­ში მი­სულს, რა­ღა­ცე­ბი კი გა­მომ­კი­თხეს, მაგ­რამ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის­ტო­რია არ გა­მიხ­სნეს. რო­გორც ჩანს, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრეს, რომ ჩემი მო­ტყუ­ე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და; ეტყო­ბა, კლი­ენ­ტი ჰყავ­დათ და ჩემი შვი­ლის გა­ყიდ­ვის იმე­დი გა­უჩ­ნდათ; მე ხომ მე­გო­ნა, რომ ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და...

შე­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში, სა­დაც ჩემ გარ­და, რამ­დე­ნი­მე მე­ლო­გი­ნეც იყო. იმ დღეს ჩემს თავს კი­დევ ერთი სა­ოც­რე­ბა მოხ­და: იმის ნაც­ვლად, რომ სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში შე­ვეყ­ვა­ნეთ, პა­ლა­ტა­ში, სხვა ქა­ლე­ბის თვალ­წინ მამ­შო­ბი­ა­რეს. ის­ტე­რი­კა და­მე­მარ­თა, - რას აკე­თებთ-მეთ­ქი? უამ­რავ კი­თხვას ვსვამ­დი, მაგ­რამ არა­ვინ მპა­სუ­ხობ­და. ბო­ლოს, როცა ბავ­შვი გაჩ­ნდა, მის­მა ძლი­ერ­მა ხმამ გონს მო­მიყ­ვა­ნა და დავ­წყნარ­დი. - ვა­ი­მე, იტი­რა, რა ძლი­ე­რი ბი­ჭია-მეთ­ქი, - და­ვი­ლა­პა­რა­კე. - ეს რა ტი­რი­ლია, ღნა­ვი­ლი­აო, - მი­თხრა ექთან­მა უხე­შად. მა­ში­ნაც კი სა­ი­მი­სოდ ამ­ზა­დებ­დნენ ნი­ა­დაგს, რომ პა­ტა­რა მკვდრად გა­ე­სა­ღე­ბი­ნათ... ახლა ვფიქ­რობ, ნე­ტავ, მა­შინ სახ­ლში მემ­შო­ბი­ა­რა-მეთ­ქი, მაგ­რამ რა ვი­ცო­დი, ექი­მე­ბი ასე თუ მო­მექ­ცე­ოდ­ნენ?!.

ქა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩემს პა­ლა­ტა­ში იწ­ვნენ, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ჰკი­თხეს ექთანს: ეს რა აქ­ვსო? პა­ტა­რას ვერ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ექთა­ნის სახე კარ­გად მახ­სოვს: წარ­ბე­ბი მოჭ­მუხ­ნა და თქვა, - ხა­ლიო. ვკი­თხე: გვერ­დზე, მე­ჭე­ჭი­ვით მოგ­რძო ხალი აქვს-მეთ­ქი? - კი, ასე­თი­აო. - მა­მას ჰგვა­ნე­ბია-მეთ­ქი... ჩემს ქმარს მთელ ტან­ზე გრძე­ლი თმა აქვს და შე­იძ­ლე­ბა, ბიჭი ამი­თაც ჰგავს მშო­ბელს...

მშო­ბი­ა­რო­ბი­დან სულ რა­ღაც, 2-3 სა­ათ­ში ექთან­მა და­მი­ძა­ხა, - ად­გო­მა შე­გიძ­ლი­აო? - კი-მეთ­ქი. მან ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა და გა­მომ­კი­თხა, ვინ ვი­ყა­ვი, რა მერ­ქვა. ცხა­დია, ყვე­ლა კი­თხვა­ზე ვუ­პა­სუ­ხე. ის რა­ღა­ცას გა­მა­ლე­ბით წერ­და. ვკი­თხე: რას წერთ-მეთ­ქი? - ვწერ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით მოხ­ვე­დიო. გა­მიკ­ვირ­და: ეგ რა­ტომ უნდა და­წე­როთ, რა, სამ­შო­ბი­ა­როდ აქ ვინ­მე ძა­ლით მოჰ­ყავთ-მეთ­ქი? ბო­ლოს, მთხო­ვა: ხელი მო­მი­წე­რეო. - ჯერ წა­მა­კი­თხე, რაზე უნდა მო­ვა­წე­რო ხელი-მეთ­ქი. - კარ­გი, შენი ხე­ლის მო­წე­რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არი­სო და გა­მო­მიშ­ვა.

პა­ლა­ტა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს მი­თხრეს, რომ ბავ­შვი მოკ­ვდა, ის ქა­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად იწ­ვნენ, ოთახ­ში არ დამ­ხვდნენ. რა­ტომ­ღაც, სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნეს, მე კი მარ­ტო დამ­ტო­ვეს... ცხა­დია, მა­შინ ბავ­შვის გარ­და, არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­კი­თხე: ისე­თი ძლი­ე­რი ხმა ჰქონ­და, არ მეს­მის, რითი უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო, თა­ნაც - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექი­მე­ბის ხელ­ში? ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მიკ­ვირს-მეთ­ქი. ჩემს შე­კი­თხვა­ზე: რამ გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი, არა­ფერს მპა­სუ­ხობ­დნენ. უფრო მე­ტიც, ყუ­რა­დღე­ბა­საც არ მაქ­ცევ­დნენ - არც ანა­ლი­ზი ამი­ღეს, არც მკერ­დი გა­მიკ­რეს. ალ­ბათ უნ­დო­დათ, ყუ­რა­დღე­ბა ამა­ზე გა­და­მე­ტა­ნა...

სა­ღა­მოს პა­ლა­ტა­ში ერთი მე­ლო­გი­ნე ქალი შე­მო­ვი­და, რა­ღაც ნივ­თი დარ­ჩე­ნია და იმის წა­სა­ღე­ბად მო­ვი­და. ვკი­თხე: მარ­ტო რა­ტომ მი­მა­ტო­ვეთ, რა და­გი­შა­ვეთ-მეთ­ქი? უც­ნა­უ­რად შე­მომ­ხე­და და ხმაც კი არ გამ­ცა...

მე­ო­რე დღეს ჩვი­ლე­ბის პა­ლა­ტის­კენ წა­ვე­დი. დე­რე­ფან­ში წი­თელ­ჟა­კე­ტი­ა­ნი ქალი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც აქეთ-იქით და­დი­ო­და. გა­მიკ­ვირ­და: აქ მნახ­ვე­ლებს არ უშ­ვე­ბენ, ჩემს მე­უღ­ლეს ისიც კი უთხრეს, კარ­თან ნუ დგა­ხარ, ცოტა იქით გა­ი­წი­ეო და თქვენ ვინ შე­მო­გიშ­ვათ-მეთ­ქი? ქალ­ბა­ტო­ნი ისე შეხ­ტა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც და­ნა­შა­ულ­ზე წა­ას­წრე­ბენ. კი­თხვა შე­მო­მიბ­რუ­ნა: თქვენ აქ რა­ტომ ხარ­თო? - ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბავ­შვი და­მე­ღუ­პა-მეთ­ქი. ახლა ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ იმ ქალს ჰყავს ჩემი შვი­ლი. ის აშ­კა­რად, სოფ­ლე­ლი იყო. ცივი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ჰქონ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უშ­ვი­ლოც გახ­ლდათ... მის­თვის კი­თხვის დას­მას ვა­პი­რებ­დი, რო­დე­საც გა­ვი­გო­ნე ექთა­ნის ძა­ხი­ლი: ნა­თე­ლა, ნა­თე­ლაო. - ბა­ტო­ნო-მეთ­ქი. - შენ არ გე­ძა­ხიო, - მი­პა­სუ­ხა. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ქალ­საც ნა­თე­ლა ერ­ქვა და ექთა­ნი მას ეძახ­და...

მოკ­ლედ, უამ­რა­ვი რამ მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩემი შვი­ლი გა­ყი­დეს. დრო რაც უფრო გა­დის, ამა­ში მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი. თან, მერ­წმუ­ნეთ, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

ჰო, ემო­ცი­უ­რი ვარ და ალ­ბათ, ამან და­მა­წე­რი­ნა ლექ­სე­ბი. უკვე მე­ო­რე კრე­ბუ­ლი გა­მო­ვუშ­ვი და სხვა­თა შო­რის, ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რს მოს­წონს. ბევ­რი ლექ­სი სწო­რე­დაც რომ, ჩემს და­კარ­გულ შვილს მი­ვუ­ძღვე­ნი... იცით, ამას წი­ნათ სა­კუ­თა­რი თავი, ფიქ­რე­ბი გა­და­ვა­მოწ­მე და გი­ნე­კო­ლოგ­თან მი­ვე­დი. მას თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. ვკი­თხე: შე­იძ­ლე­ბო­და, რომ გა­მოთ­ვალ­ში შეც­დო­მა მომ­სვლო­და-მეთ­ქი? ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ვიხ­სე­ნე, რა­მაც მა­შინ შეც­დო­მა­ში შე­მიყ­ვა­ნა. მას­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ ჩემი შვი­ლი ჯან­მრთე­ლი ბიჭი იყო... ფსი­ქო­ლოგ­საც ვეს­ტუმ­რე. დიდ­ხანს ვი­ლა­პა­რა­კეთ და ბო­ლოს, მი­თხრა: ნუ გე­ში­ნია, ჯან­მრთე­ლი ხარ. ის, რაც გა­წუ­ხებს, დე­დუ­რი ინ­სტინ­ქტია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფე­რი გეჩ­ვე­ნე­ბაო.

არ მინ­და, ვინ­მეს რა­ი­მე ვავ­ნო, ვინ­მეს ვუ­ჩივ­ლო და შვი­ლი ამ გზით და­ვიბ­რუ­ნო. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას ვთხოვ, ხელს ნუ შე­მიშ­ლი­ან შვი­ლის პოვ­ნა­ში. ღმერ­თმა ყვე­ლას აპა­ტი­ოს ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა.

ჩემი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ელ­და­რის პოვ­ნაა. თუ უჭირს, და­ვეხ­მა­რე­ბი. მის­გან არა­ფე­რი მინ­და, გარ­და ჩა­ხუ­ტე­ბი­სა. კარ­გი შვი­ლე­ბი (ელ­და­რის გარ­და, ორი ვაჟი მყავს), გა­სა­თხო­ვა­რი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს ანუ მისი ძმის­შვი­ლი და არ მინ­და, ერ­თმა­ნე­თი სხვა­გან გა­იც­ნონ, სის­ხლის აღ­რე­ვა მოხ­დეს.

ამას წი­ნათ ვცა­დე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მე­პო­ვა. ვერ ვი­პო­ვე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა. მი­თხრეს, რომ ასე­თი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის, თა­ნაც - ნაშ­ვი­ლებ ადა­მი­ანს იც­ნო­ბენ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მი­თხრა, რომ ელ­და­რის ბი­ძაა და დამ­პირ­და, შვი­ლის პოვ­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბიო. ის კაცი ახლა რუ­სეთ­შია და იმე­დი მაქვს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ელ­დარ­თან მი­მიყ­ვანს... ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა იმ კა­ცის გა­რე­შეც სცა­დეს ელ­და­რის პოვ­ნა, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. რო­გორც ჩანს, მის­მა აღ­მზრდე­ლებ­მა იცი­ან, შვილს რომ ვე­ძებ და ახლა ცდი­ლო­ბენ, მას­თან მი­სას­ვლე­ლი ყვე­ლა გზა მო­მიჭ­რან... არა­და, მე ისიც კი მი­თხრეს, რომ ჩემი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში და­დის; რომ მისი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში იკ­რი­ბე­ბი­ან ხოლ­მე და მირ­ჩი­ეს, - ჯო­ბია, შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად იქ მიხ­ვი­დეო. მოკ­ლედ, მას­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, მაგ­რამ ელ­დარ­თან შეხ­ვედ­რა, მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ში­ნია, შვილ­თან პირ­და­პირ რომ მი­ვი­დე და არ მი­მი­ღოს? მე­ში­ნია, მისი აღ­მზრდე­ლე­ბი არ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო და მათ გამო შვი­ლი კი­დევ ერთხელ არ დავ­კარ­გო. არა­და, ვგრძნობ, სულ მალე ვი­პო­ვი...

მჯე­რა, ღმერ­თი ყვე­ლა დე­დას და შვილს ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლელ გზას აპოვ­ნი­ნებს. ბო­ლოს და ბო­ლოს, დედ-შვილს შო­რის ხომ უხი­ლა­ვი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ძა­ფე­ბია გაბ­მუ­ლი. ნე­ტავ, იცო­დეთ, რო­გორ მინ­და, ყვე­ლა გაშ­ვი­ლე­ბულ ბავ­შვს და­ვეხ­მა­რო. გული მწყდე­ბა, როცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამ­ბობს, დე­დას ან მა­მას ვერ მი­ვი­ღე­ბო. თუ დე­დას მოჰ­პა­რეს ბავ­შვი და მო­ა­ტყუ­ეს, ცოდო არ არის, ის წლე­ბის შემ­დეგ, ძლივს ნა­პოვნმა შვილ­მაც რომ უარ­ყოს? ისე­დაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბე­ლი ქალი კი­დევ ერთხელ, უსა­მარ­თლოდ რა­ტომ უნდა და­ი­სა­ჯოს? მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა გაშ­ვი­ლე­ბულ ადა­მი­ანს, დე­დე­ბი მო­ძებ­ნონ! მინ­და, ყვე­ლა აღ­მზრდელს მივ­მარ­თო: თქვენს აღ­ზრდი­ლებს აკ­მა­რეთ ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი, ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბა! უთხა­რით სი­მარ­თლე და მო­ი­ხა­დეთ ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ღმერ­თი­სა და კა­ცის წი­ნა­შე. თუ მარ­თლა დე­დე­ბის­გან უარ­ყო­ფილ ბავ­შვებს ზრდით და ასე­თი ალი­ბი გაქვთ, რა­ტომ ასა­ი­დუმ­ლო­ებთ ამ ამ­ბავს? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შევ­ძლებ ჩემი შვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის შეყ­ვა­რე­ბას. მათ არა­ფერს და­ვუ­შა­ვებ, იმ ხალ­ხს შვილს არ წა­ვარ­თმევ, უბ­რა­ლოდ, მეც მო­მა­ნი­ჭონ მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა...

იმე­დია, ამ წე­რილს და­მი­ბეჭ­დავთ. რა იცით, იქ­ნებ ელ­დარ­მა ან მის­მა აღ­მზრდე­ლებ­მაც წა­ი­კი­თხონ ჩემი ტკი­ვი­ლი და შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნება დამ­რთონ. მე ნა­თე­ლა ირე­მა­ძე ვარ, ჩემი მე­უღ­ლე კი ცხა­დი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. მჯე­რა, შვილს ვი­პო­ვი, ჩა­ვი­ხუ­ტებ და ამ ამ­ბავს თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ.

და­ბო­ლოს, მინ­და ვთქვა, რომ ქალი, რო­მელ­საც უყ­ვარს სი­ლა­მა­ზე, ყვა­ვი­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და მთლი­ა­ნად - სამ­ყა­რო, შვილს გა­სა­ყი­დად, გა­საშ­ვი­ლებ­ლად ასე ად­ვი­ლად ვერ გა­ი­მე­ტებს (თუმ­ცა, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბო­ბენ). ჩემს შვილს ყო­ველ­თვის ვუგ­ზავ­ნი მე­სიჯს, მაგ­რამ ცხა­დია, "ესე­მესს" უმი­სა­მარ­თოდ ვწერ: "სადა ხარ, დედი, გა­მოჩ­ნდი, მე შენ და­გე­ძებ, გე­ნაც­ვა­ლოს შენი დე­დი­კო". ვწერ წე­რილს, მერე ხმა­მაღ­ლა ვკი­თხუ­ლობ, - იქ­ნებ ჩემი ხმა ჩა­ეს­მას და თა­ვა­დაც მომ­ძებ­ნოს-მეთ­ქი...

და­გემ­შვი­დო­ბე­ბით ლექ­სით, რო­მელ­შიც ყვე­ლა უბე­დუ­რი დე­დის გუ­ლის ტკი­ვი­ლი ჩა­ვაქ­სო­ვე:

უც­ნობ შვილს

თუ გა­მოვ­ძერ­წე, გა­მოვ­ხა­ტე, ყო­ფი­ერ დრო­ში/ რის­თვის მოვ­სულ­ვარ, რას ვუს­მენ­დი ანდა, რა მსურ­და,/ არ გა­მო­მეს­ხა ჯერ საფ­რე­ნი ლა­მა­ზი ფრთე­ბი,/ არც ოც­ნე­ბე­ბი სა­ნატ­რე­ლი ჯერ არ ას­რულ­და./ უკვე ბინ­დია და სის­ხლს ღრღნი­ან ეჭ­ვის ჭი­ე­ბი,/ უკი­დე­გა­ნო ზღვის ტალ­ღებ­მა ნა­პირს მომ­რი­ყა,/ თავ­გან­წი­რუ­ლად დიდ გრი­გა­ლებს ავე­დევ­ნე­ბი,/ სა­დაც შენა ხარ, იმ ად­გი­ლას თუკი მო­მიყ­ვანს./ უგუ­ნუ­რებ­მა ამ ტან­ჯვის­თვის რო­გორ გაგ­ვწი­რეს,/ რომ ჩაგ­ვშხა­მო­და ჩვენ ცხოვ­რე­ბა ვის ან რად სურ­და?!/ და მა­ინც ვივ­ლი, შენს სა­ძებ­რად, შე­უ­ჩე­რებ­ლად,/ ჩემი სი­ცო­ცხლე ამ ძებ­ნა­ში თუ არ დას­რულ­და...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი დედები, რომლებსაც ექიმებმა შვილები გაუყიდეს

ქართველი დედები, რომლებსაც ექიმებმა შვილები გაუყიდეს

ზოგიერთი ქალისთვის სამშობიარო განყოფილებაში მოხვედრა დიდი ბედნიერების დასაწყისია, ზოგისთვის კი უდიდესი ტკივილისა და ტანჯვის საწყისი - რადგან ჩვილი ან ეღუპებათ, ან მათ უბრალოდ, თეთრ ხალათში გამოწყობილი დესპოტები დედის კალთას აგლეჯენ და ყიდიან. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება, მაგრამ წლების წინ, უსულგულო ადამიანებს ეს საქმე სარფიან ბიზნესად მიაჩნდათ, ამ საქმეში კარგად იყვნენ გაწაფულნი და არც ის უჭირდათ, რომ მშობელი შვილის სიკვდილში დაერწმუნებინათ...

28 წლის წინ სწორედ ასეთი ადამიანების მსხვერპლად იქცა ქალბატონი ნათელა ირემაძე, რომელიც საბერძნეთიდან დაგვიკავშირდა და თავისი გულისტკივილი გაგვანდო. ის ამბობს, რომ ექიმებმა მისი გულუბრყვილობით ისარგებლეს და შვილი წაართვეს. ეს ქალბატონი ახლა თავის ვაჟს ეძებს, მისი პოვნის იმედს არ კარგავს და უფრო მეტიც - მას ხშირად სწერს წერილებს, ლექსებს...

"პირველ რიგში, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს მივესალმები. თქვენთან ხშირად იბეჭდება იმ ბავშვების წერილები, რომლებიც თავის დროზე მშობელს ხელიდან გამოსტაცეს და გააშვილეს; იმ მშობლების წერილები, რომლებიც თავიანთ შვილებს წლების მანძილზე, უშედეგოდ ეძებენ. ჰოდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი მივიღე და ახლა ვხვდები, რომ თურმე, ადამიანების გულუბრყვილოდ ნდობა არ შეიძლება.

ამქვეყნად არავითარი ხელწერილი, ჩემ მიერ მესამე შვილის უარყოფის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ის უბრალოდ, მკვდრად გამომიცხადეს და 25 წელი მაგლოვეს ცოცხალი ადამიანი. მესამე წელია, უფლის ნებით, საშინელ საიდუმლოს ფარდა ნელ-ნელა ეხდება და იმედი გამიჩნდა, რომ ის ცოცხალია! მესამე წელია, შვილს ისე ველაპარაკები, როგორც ცოცხალ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ, მანძილის სიშორის გამო ვერ ვხედავ. იმედია, მალე სიმართლე იზეიმებს და მას გულში ჩავიკრავ...

იმედი რამ გამიჩინა? - სიცრუისთვის ახდილმა ფარდამ, წლების შემდეგ გამომზეურებულმა შემაძრწუნებელმა ფაქტებმა, თუ როგორ ყიდდნენ თეთრხალათიანი "მგლები" დედების უჩუმრად ჩვილებს, ჩემს წარსულზე ჩამაფიქრა და მივხვდი, რომ თავის დროზე, მეც მწარედ მომატყუეს... მეორეც: რატომღაც, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვის გვამი, რომელიც მაშინ ექიმებმა მიჩვენეს, ჩემი შვილის არ იყო. გარდა ამისა, ახლა, როცა დეტალებზე ვფიქრობ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თეთრხალათიანებმა ჩემი დაბნეულობით ისარგებლეს. და კიდევ, ხშირად მაქვს ე.წ. გამოცხადება. ერთხელ, როცა უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, ფანჯრიდან ვიღაცამ შემომძახა, ჩემი შვილი რა სახელითა და გვარით უნდა მომეძებნა. მერწმუნეთ, ეს არც სიზმარი იყო და არც გიჟი ვარ, რაიმე რომ მომჩვენებოდა... მართალია, ვერ ვმარხულობ და ეკლესიაში ხშირად სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ ღმერთის მწამს, გამუდმებით ვკითხულობ ლოცვებს და დარწმუნებული ვარ, უფალი შვილის პოვნაში დამეხმარება.

ამ გამოცხადების შემდეგ, დავიწყე იმ ადამიანის ძებნა, რომლის სახელიც და გვარიც უკვე ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს ელდარი ჰქვია; გვარიც ვიცი, მაგრამ ახლა შეგნებულად არ გწერთ; არ მინდა, მისი სახელისა და გვარის ჟურნალში ამოკითხვით, მისი აღმზრდელი მშობლები გავაღიზიანო. უკვე ვიცი, რომ ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მართლაც არსებობს ამ სახელისა და გვარის, სწორედ 1985 წლის სექტემბერში დაბადებული, თანაც - ნაშვილები პიროვნება, მაგრამ მისი აღმზრდელები ამ ამბავს ასაიდუმლოებენ და შვილს არავის აკარებენ...

1985 წლის სექტემბერი იყო. ფეხმძიმედ კი გახლდით, მაგრამ გამოთვლაში რაღაც შემეშალა და მაშინ, როცა მეგონა, რომ 7 თვის ორსული ვიყავი, მშობიარობა დამეწყო. ჭიათურის სამშობიაროს მიმღებში მისულს, რაღაცები კი გამომკითხეს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ისტორია არ გამიხსნეს. როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრეს, რომ ჩემი მოტყუება შეიძლებოდა; ეტყობა, კლიენტი ჰყავდათ და ჩემი შვილის გაყიდვის იმედი გაუჩნდათ; მე ხომ მეგონა, რომ ნაადრევი მშობიარობა მქონდა...

შემიყვანეს პალატაში, სადაც ჩემ გარდა, რამდენიმე მელოგინეც იყო. იმ დღეს ჩემს თავს კიდევ ერთი საოცრება მოხდა: იმის ნაცვლად, რომ სამშობიარო ბლოკში შევეყვანეთ, პალატაში, სხვა ქალების თვალწინ მამშობიარეს. ისტერიკა დამემართა, - რას აკეთებთ-მეთქი? უამრავ კითხვას ვსვამდი, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ბოლოს, როცა ბავშვი გაჩნდა, მისმა ძლიერმა ხმამ გონს მომიყვანა და დავწყნარდი. - ვაიმე, იტირა, რა ძლიერი ბიჭია-მეთქი, - დავილაპარაკე. - ეს რა ტირილია, ღნავილიაო, - მითხრა ექთანმა უხეშად. მაშინაც კი საიმისოდ ამზადებდნენ ნიადაგს, რომ პატარა მკვდრად გაესაღებინათ... ახლა ვფიქრობ, ნეტავ, მაშინ სახლში მემშობიარა-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, ექიმები ასე თუ მომექცეოდნენ?!.

ქალებმა, რომლებიც ჩემს პალატაში იწვნენ, ბავშვის დაბადებისთანავე ჰკითხეს ექთანს: ეს რა აქვსო? პატარას ვერ ვხედავდი, მაგრამ ექთანის სახე კარგად მახსოვს: წარბები მოჭმუხნა და თქვა, - ხალიო. ვკითხე: გვერდზე, მეჭეჭივით მოგრძო ხალი აქვს-მეთქი? - კი, ასეთიაო. - მამას ჰგვანებია-მეთქი... ჩემს ქმარს მთელ ტანზე გრძელი თმა აქვს და შეიძლება, ბიჭი ამითაც ჰგავს მშობელს...

მშობიარობიდან სულ რაღაც, 2-3 საათში ექთანმა დამიძახა, - ადგომა შეგიძლიაო? - კი-მეთქი. მან ოთახში შემიყვანა და გამომკითხა, ვინ ვიყავი, რა მერქვა. ცხადია, ყველა კითხვაზე ვუპასუხე. ის რაღაცას გამალებით წერდა. ვკითხე: რას წერთ-მეთქი? - ვწერ, რომ საავადმყოფოში საკუთარი ნებით მოხვედიო. გამიკვირდა: ეგ რატომ უნდა დაწეროთ, რა, სამშობიაროდ აქ ვინმე ძალით მოჰყავთ-მეთქი? ბოლოს, მთხოვა: ხელი მომიწერეო. - ჯერ წამაკითხე, რაზე უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი. - კარგი, შენი ხელის მოწერა სავალდებულო არ არისო და გამომიშვა.

პალატაში დაბრუნებულს მითხრეს, რომ ბავშვი მოკვდა, ის ქალები კი, რომლებიც ჩემთან ერთად იწვნენ, ოთახში არ დამხვდნენ. რატომღაც, სხვაგან გადაიყვანეს, მე კი მარტო დამტოვეს... ცხადია, მაშინ ბავშვის გარდა, არაფერი მაინტერესებდა და ბუნებრივია, ვიკითხე: ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, არ მესმის, რითი უნდა დაღუპულიყო, თანაც - საავადმყოფოში, ექიმების ხელში? ეს ამბავი ძალიან მიკვირს-მეთქი. ჩემს შეკითხვაზე: რამ გამოიწვია ბავშვის სიკვდილი, არაფერს მპასუხობდნენ. უფრო მეტიც, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ - არც ანალიზი ამიღეს, არც მკერდი გამიკრეს. ალბათ უნდოდათ, ყურადღება ამაზე გადამეტანა...

საღამოს პალატაში ერთი მელოგინე ქალი შემოვიდა, რაღაც ნივთი დარჩენია და იმის წასაღებად მოვიდა. ვკითხე: მარტო რატომ მიმატოვეთ, რა დაგიშავეთ-მეთქი? უცნაურად შემომხედა და ხმაც კი არ გამცა...

მეორე დღეს ჩვილების პალატისკენ წავედი. დერეფანში წითელჟაკეტიანი ქალი შევნიშნე, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. გამიკვირდა: აქ მნახველებს არ უშვებენ, ჩემს მეუღლეს ისიც კი უთხრეს, კართან ნუ დგახარ, ცოტა იქით გაიწიეო და თქვენ ვინ შემოგიშვათ-მეთქი? ქალბატონი ისე შეხტა, როგორც ადამიანი, რომელსაც დანაშაულზე წაასწრებენ. კითხვა შემომიბრუნა: თქვენ აქ რატომ ხართო? - ნაადრევი მშობიარობა მქონდა და მეუბნებიან, რომ ბავშვი დამეღუპა-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ იმ ქალს ჰყავს ჩემი შვილი. ის აშკარად, სოფლელი იყო. ცივი გამომეტყველება ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, უშვილოც გახლდათ... მისთვის კითხვის დასმას ვაპირებდი, როდესაც გავიგონე ექთანის ძახილი: ნათელა, ნათელაო. - ბატონო-მეთქი. - შენ არ გეძახიო, - მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ იმ ქალსაც ნათელა ერქვა და ექთანი მას ეძახდა...

მოკლედ, უამრავი რამ მაფიქრებინებს, რომ ჩემი შვილი გაყიდეს. დრო რაც უფრო გადის, ამაში მეტად ვრწმუნდები. თან, მერწმუნეთ, მოჩვენებები ნამდვილად არ მაქვს.

ჰო, ემოციური ვარ და ალბათ, ამან დამაწერინა ლექსები. უკვე მეორე კრებული გამოვუშვი და სხვათა შორის, ჩემი ნამუშევარი ბევრს მოსწონს. ბევრი ლექსი სწორედაც რომ, ჩემს დაკარგულ შვილს მივუძღვენი... იცით, ამას წინათ საკუთარი თავი, ფიქრები გადავამოწმე და გინეკოლოგთან მივედი. მას თავს გადახდენილი ამბავი მოვუყევი. ვკითხე: შეიძლებოდა, რომ გამოთვალში შეცდომა მომსვლოდა-მეთქი? ყველა დეტალი გავიხსენე, რამაც მაშინ შეცდომაში შემიყვანა. მასთან ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ბიჭი იყო... ფსიქოლოგსაც ვესტუმრე. დიდხანს ვილაპარაკეთ და ბოლოს, მითხრა: ნუ გეშინია, ჯანმრთელი ხარ. ის, რაც გაწუხებს, დედური ინსტინქტია და დარწმუნებული ვარ, არაფერი გეჩვენებაო.

არ მინდა, ვინმეს რაიმე ვავნო, ვინმეს ვუჩივლო და შვილი ამ გზით დავიბრუნო. უბრალოდ, ყველას ვთხოვ, ხელს ნუ შემიშლიან შვილის პოვნაში. ღმერთმა ყველას აპატიოს ჩადენილი ცოდვა.

ჩემი მიზანი მხოლოდ ელდარის პოვნაა. თუ უჭირს, დავეხმარები. მისგან არაფერი მინდა, გარდა ჩახუტებისა. კარგი შვილები (ელდარის გარდა, ორი ვაჟი მყავს), გასათხოვარი შვილიშვილი მყავს ანუ მისი ძმისშვილი და არ მინდა, ერთმანეთი სხვაგან გაიცნონ, სისხლის აღრევა მოხდეს.

ამას წინათ ვცადე, სოციალური ქსელის მეშვეობით მეპოვა. ვერ ვიპოვე, მაგრამ რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა. მითხრეს, რომ ასეთი სახელისა და გვარის, თანაც - ნაშვილებ ადამიანს იცნობენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ელდარის ბიძაა და დამპირდა, შვილის პოვნაში დაგეხმარებიო. ის კაცი ახლა რუსეთშია და იმედი მაქვს, როცა საქართველოში დაბრუნდება, ელდართან მიმიყვანს... ჩემი ოჯახის წევრებმა იმ კაცის გარეშეც სცადეს ელდარის პოვნა, მაგრამ - უშედეგოდ. როგორც ჩანს, მისმა აღმზრდელებმა იციან, შვილს რომ ვეძებ და ახლა ცდილობენ, მასთან მისასვლელი ყველა გზა მომიჭრან... არადა, მე ისიც კი მითხრეს, რომ ჩემი შვილი სამუშაოდ თურქეთში დადის; რომ მისი გვარის წარმომადგენლები სამების ტაძარში იკრიბებიან ხოლმე და მირჩიეს, - ჯობია, შვილის სანახავად იქ მიხვიდეო. მოკლედ, მასზე ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ელდართან შეხვედრა, მასთან დალაპარაკება ჯერ ვერ მოვახერხე. სიმართლე გითხრათ, მეშინია, შვილთან პირდაპირ რომ მივიდე და არ მიმიღოს? მეშინია, მისი აღმზრდელები არ გავაღიზიანო და მათ გამო შვილი კიდევ ერთხელ არ დავკარგო. არადა, ვგრძნობ, სულ მალე ვიპოვი...

მჯერა, ღმერთი ყველა დედას და შვილს ერთმანეთთან მისასვლელ გზას აპოვნინებს. ბოლოს და ბოლოს, დედ-შვილს შორის ხომ უხილავი დამაკავშირებელი ძაფებია გაბმული. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მინდა, ყველა გაშვილებულ ბავშვს დავეხმარო. გული მწყდება, როცა ზოგიერთი მათგანი ამბობს, დედას ან მამას ვერ მივიღებო. თუ დედას მოჰპარეს ბავშვი და მოატყუეს, ცოდო არ არის, ის წლების შემდეგ, ძლივს ნაპოვნმა შვილმაც რომ უარყოს? ისედაც გაუბედურებელი ქალი კიდევ ერთხელ, უსამართლოდ რატომ უნდა დაისაჯოს? მოვუწოდებ ყველა გაშვილებულ ადამიანს, დედები მოძებნონ! მინდა, ყველა აღმზრდელს მივმართო: თქვენს აღზრდილებს აკმარეთ ამდენი ტკივილი, ტყუილში ცხოვრება! უთხარით სიმართლე და მოიხადეთ ადამიანური მოვალეობა ღმერთისა და კაცის წინაშე. თუ მართლა დედებისგან უარყოფილ ბავშვებს ზრდით და ასეთი ალიბი გაქვთ, რატომ ასაიდუმლოებთ ამ ამბავს? დარწმუნებული ვარ, შევძლებ ჩემი შვილის ახლობლების შეყვარებას. მათ არაფერს დავუშავებ, იმ ხალხს შვილს არ წავართმევ, უბრალოდ, მეც მომანიჭონ მასთან ჩახუტების ბედნიერება...

იმედია, ამ წერილს დამიბეჭდავთ. რა იცით, იქნებ ელდარმა ან მისმა აღმზრდელებმაც წაიკითხონ ჩემი ტკივილი და შვილთან ურთიერთობის ნება დამრთონ. მე ნათელა ირემაძე ვარ, ჩემი მეუღლე კი ცხადიაშვილი გახლავთ. მჯერა, შვილს ვიპოვი, ჩავიხუტებ და ამ ამბავს თქვენც აუცილებლად შეგატყობინებთ.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ქალი, რომელსაც უყვარს სილამაზე, ყვავილები, ცხოველები და მთლიანად - სამყარო, შვილს გასაყიდად, გასაშვილებლად ასე ადვილად ვერ გაიმეტებს (თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, გამონაკლისებიც არსებობენ). ჩემს შვილს ყოველთვის ვუგზავნი მესიჯს, მაგრამ ცხადია, "ესემესს" უმისამართოდ ვწერ: "სადა ხარ, დედი, გამოჩნდი, მე შენ დაგეძებ, გენაცვალოს შენი დედიკო". ვწერ წერილს, მერე ხმამაღლა ვკითხულობ, - იქნებ ჩემი ხმა ჩაესმას და თავადაც მომძებნოს-მეთქი...

დაგემშვიდობებით ლექსით, რომელშიც ყველა უბედური დედის გულის ტკივილი ჩავაქსოვე:

უცნობ შვილს

თუ გამოვძერწე, გამოვხატე, ყოფიერ დროში/ რისთვის მოვსულვარ, რას ვუსმენდი ანდა, რა მსურდა,/ არ გამომესხა ჯერ საფრენი ლამაზი ფრთები,/ არც ოცნებები სანატრელი ჯერ არ ასრულდა./ უკვე ბინდია და სისხლს ღრღნიან ეჭვის ჭიები,/ უკიდეგანო ზღვის ტალღებმა ნაპირს მომრიყა,/ თავგანწირულად დიდ გრიგალებს ავედევნები,/ სადაც შენა ხარ, იმ ადგილას თუკი მომიყვანს./ უგუნურებმა ამ ტანჯვისთვის როგორ გაგვწირეს,/ რომ ჩაგვშხამოდა ჩვენ ცხოვრება ვის ან რად სურდა?!/ და მაინც ვივლი, შენს საძებრად, შეუჩერებლად,/ ჩემი სიცოცხლე ამ ძებნაში თუ არ დასრულდა...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

აჭარა "მწვანე ზონაა" - რეგიონში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი განიკურნა