მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
213-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიგი უგულავას დაკითხვას მოითხოვს
213-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიგი უგულავას დაკითხვას მოითხოვს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­რე­მო­ე­ბებს გა­მო­ი­ძი­ებს. ამას ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა - ეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზა­რა­ლებ­სო. თუმ­ცა, სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი. კერ­ძოდ, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 213-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი მა­ი­ზერ გე­ლო­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოს:

- უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლე ვარ. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სე­ნაკ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 213-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. ომის წა­გე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო. რამ­დენ­ჯე­რაც შე­იც­ვა­ლა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ყვე­ლა ახალ­მა მი­ნის­ტრმა თა­ვი­სი ახ­ლო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი მო­იყ­ვა­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბი კი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ მათ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი რუ­სე­თის ჯარ­ში ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წა­გე­ბულ ომში დიდი მსხვერ­პლი­სა და ტექ­ნი­კა-ია­რა­ღის მი­ტო­ვე­ბა-და­კარ­გვის გამო და­ა­ჯილ­დო­ვა გე­ნერ­ლის ჩი­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი. 2008 წლის აგ­ვის­ტოს წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი გე­ნე­რა­ლი შე­ე­მა­ტა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს, უბ­რა­ლოდ, სირ­ცხვი­ლია. მე დღემ­დე კა­პი­ტა­ნი ვარ ჩი­ნით. ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს სა­თა­ვე­ში საქ­მის მცოდ­ნე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნდა ჩა­უდ­გეს. ვინ იყო და ან სად იყო გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი ამ ომში, კაც­მა არ იცო­და.

- მაშ, ვინ გას­ცემ­და გან­კარ­გუ­ლე­ბებს?

- არა­ვინ არა­ნა­ირ გან­კარ­გუ­ლე­ბას არ გას­ცემ­და. 7 აგ­ვის­ტო­დან ჩემი ბა­ტა­ლი­ო­ნის ყვე­ლა წევ­რი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში იყო. 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს მი­ვი­ღეთ გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ბა­ტა­ლი­ო­ნი უნდა დაგ­ვე­შა­ლა. არა­და, 2 ათა­სამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრძა­ნე­ბას ვე­ლო­დით. მა­ნამ­დე რუ­სებ­მა სე­ნა­კის ბაზა და­ბომ­ბეს. დაშ­ლის შემ­დეგ ნა­წი­ლი აჭა­რა­ში გა­და­ვე­დით, ცოტა ხნის შემ­დეგ კი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბით, კო­ჯრის ბა­ტა­ლი­ონ­ში გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს.

ეს ბრძა­ნე­ბა ვინ გას­ცა, არ ვიცი, არ წა­მი­კი­თხავს. ომში და­მარ­ცხე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი ვერ ფლობ­დნენ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის დროს მარ­თვის სა­და­ვე­ებს. ასე­ვე იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი და­ნა­ყო­ფებ­სა და ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შო­რის. ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თველ მე­ომ­რებს მე­ფე­ე­ბი და მხე­დარ­თმთავ­რე­ბი ამ­ხნე­ვებ­დნენ, ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის მხე­დარ­თმთა­ვა­რი კი აგ­ვის­ტოს ომში გიგი უგუ­ლა­ვა იყო. მი­თხრას ვინ­მემ, რა გა­ე­გე­ბა გიგი უგუ­ლა­ვამ ომის? ან უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი რომ ჰქვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, იცის კი სამ­ხედ­რო და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის დროს რო­გორ მო­იქ­ცეს? გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სას­წრა­ფოდ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, რა­ტომ წა­ვა­გეთ ომი, ყვე­ლა ის პირი უნდა და­ი­კი­თხოს, ვი­საც არც ცოდ­ნა, არც გა­მოც­დი­ლე­ბა და არც უფ­ლე­ბა ჰქონ­და, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს ბრძა­ნე­ბა გა­ე­ცა ან ჯა­რის­თვის რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ეც­ნო. ყვე­ლა ასე­თი პირი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯონ. პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ი­კი­თხოს გიგი უგუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც გა­ნა­კარ­გუ­ლე­ბებს გას­ცემ­და ომის დროს და ამით აშ­კა­რად არ­ღვევ­და კა­ნონს. ჯა­რის­კა­ცის­თვის გიგი უგუ­ლა­ვა იყო ავ­ტო­რი­ტე­ტი თუ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი?! რო­გო­რი უავ­ტო­რი­ტე­ტო ხალ­ხიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აგ­ვის­ტოს ომს, შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი მი­ვი­ღეთ. უგუ­ლა­ვას, კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნალს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ვაჟ­კა­ცი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჭი­რი­ვით სძულ­დათ. ყვე­ლა მათ­განს ერ­თდრო­უ­ლად უპი­რა­ტე­სო­ბი­სა და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი აწუ­ხებ­და...

მა­გა­ლი­თად, გიგი კა­ლან­და­ძე, რო­მელ­საც წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ გე­ნერ­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭეს, იმ მე-4 ბრი­გა­დას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც ომში ყვე­ლა­ზე მეტი მებ­რძო­ლი და­კარ­გა, ამ ბრი­გა­დის მებ­რძო­ლებ­მა და­ყა­რეს ია­რა­ღი და მტერს დი­დძა­ლი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა ჩა­უგ­დეს ხელ­ში, ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა გიგი კა­ლან­და­ძემ კი უკან­მო­უ­ხე­და­ვად მო­კურ­ცხლა ბრძო­ლის ვე­ლი­დან. აი, ამ "გმი­რო­ბის­თვის" უბო­ძა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გიგი კა­ლან­და­ძეს გე­ნერ­ლო­ბა. დღეს კი გიგი კა­ლან­და­ძე აგ­ვის­ტოს ომის გმი­რად გვევ­ლი­ნე­ბა, მას ისევ ის ბინ­ძუ­რი ძალა მარ­თავს, ვინც და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­დას­ცა გე­ნერ­ლო­ბა.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

213-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიგი უგულავას დაკითხვას მოითხოვს

213-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიგი უგულავას დაკითხვას მოითხოვს

მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს გამოიძიებს. ამას ნაციონალების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებსო. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ პროფესიონალი სამხედროები. კერძოდ, აგვისტოს ომის მონაწილე, ეროვნული გვარდიის 213-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური მაიზერ გელოვანი მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს:

- უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი ყველა ომის მონაწილე ვარ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სენაკში ეროვნული გვარდიის 213-ე ბატალიონის მეთაური ვიყავი. ომის წაგების მთავარი მიზეზი არაპროფესიონალიზმია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა თავდაცვის სამინისტროდან პროფესიონალი კადრების გათავისუფლება იყო. რამდენჯერაც შეიცვალა თავდაცვის მინისტრი, ყველა ახალმა მინისტრმა თავისი ახლობელი და ნათესავი მოიყვანა თანამდებობაზე, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი კადრები კი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათ სამხედრო სამსახური რუსეთის ჯარში ჰქონდათ გავლილი. მიხეილ სააკაშვილმა წაგებულ ომში დიდი მსხვერპლისა და ტექნიკა-იარაღის მიტოვება-დაკარგვის გამო დააჯილდოვა გენერლის ჩინით ადამიანები. 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის შემდეგ ქვეყანას ძალიან ბევრი გენერალი შეემატა. მიმაჩნია, რომ ეს, უბრალოდ, სირცხვილია. მე დღემდე კაპიტანი ვარ ჩინით. ნებისმიერ საქმეს სათავეში საქმის მცოდნე, პროფესიონალი უნდა ჩაუდგეს. ვინ იყო და ან სად იყო გენერალიტეტი ამ ომში, კაცმა არ იცოდა.

- მაშ, ვინ გასცემდა განკარგულებებს?

- არავინ არანაირ განკარგულებას არ გასცემდა. 7 აგვისტოდან ჩემი ბატალიონის ყველა წევრი საბრძოლო მზადყოფნაში იყო. 2008 წლის 11 აგვისტოს მივიღეთ განკარგულება, რომ ბატალიონი უნდა დაგვეშალა. არადა, 2 ათასამდე შეიარაღებული მებრძოლი ბრძოლაში მონაწილეობის ბრძანებას ველოდით. მანამდე რუსებმა სენაკის ბაზა დაბომბეს. დაშლის შემდეგ ნაწილი აჭარაში გადავედით, ცოტა ხნის შემდეგ კი, ხელმძღვანელობის ბრძანებით, კოჯრის ბატალიონში გადმოგვიყვანეს.

ეს ბრძანება ვინ გასცა, არ ვიცი, არ წამიკითხავს. ომში დამარცხების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხელმძღვანელი პირები ვერ ფლობდნენ საომარი მოქმედების დროს მართვის სადავეებს. ასევე იყო კომუნიკაციის დეფიციტი დანაყოფებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის. ოდითგანვე ცნობილია, რომ ქართველ მეომრებს მეფეები და მხედართმთავრები ამხნევებდნენ, ჩვენი მებრძოლების მხედართმთავარი კი აგვისტოს ომში გიგი უგულავა იყო. მითხრას ვინმემ, რა გაეგება გიგი უგულავამ ომის? ან უმაღლესი მთავარსარდალი რომ ჰქვია მიხეილ სააკაშვილს, იცის კი სამხედრო და საომარი მოქმედების დროს როგორ მოიქცეს? გენერალურმა პროკურატურამ სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა გამოიძიოს, რატომ წავაგეთ ომი, ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც არც ცოდნა, არც გამოცდილება და არც უფლება ჰქონდა, საბრძოლო მოქმედებების დროს ბრძანება გაეცა ან ჯარისთვის რაიმე გადაწყვეტილება გაეცნო. ყველა ასეთი პირი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. პირველ რიგში, უნდა დაიკითხოს გიგი უგულავა, რომელიც განაკარგულებებს გასცემდა ომის დროს და ამით აშკარად არღვევდა კანონს. ჯარისკაცისთვის გიგი უგულავა იყო ავტორიტეტი თუ დავით კეზერაშვილი?! როგორი უავტორიტეტო ხალხიც ხელმძღვანელობდა აგვისტოს ომს, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. უგულავას, კეზერაშვილსა და ყველა ნაციონალს პროფესიონალი, ვაჟკაცი და ავტორიტეტული ადამიანები ჭირივით სძულდათ. ყველა მათგანს ერთდროულად უპირატესობისა და არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა...

მაგალითად, გიგი კალანდაძე, რომელსაც წაგებული ომის შემდეგ გენერლობა მიანიჭეს, იმ მე-4 ბრიგადას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ომში ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგა, ამ ბრიგადის მებრძოლებმა დაყარეს იარაღი და მტერს დიდძალი ძვირად ღირებული ტექნიკა ჩა­უგდეს ხელში, ბრიგადის მეთაურმა გიგი კალანდაძემ კი უკანმოუხედავად მო­კურცხლა ბრძოლის ველიდან. აი, ამ "გმირობისთვის" უბოძა მიხეილ სააკაშვილმა გიგი კალანდაძეს გენერლობა. დღეს კი გიგი კალანდაძე აგვისტოს ომის გმირად გვევლინება, მას ისევ ის ბინძური ძალა მართავს, ვინც დაუმსახურებლად გადასცა გენერლობა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ