პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია
არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია

არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. გას­ტრო­ლებ­ზე ხში­რად უწევს სი­ა­რუ­ლი. მე­ხუ­თე კლას­ში იყო, პირ­ვე­ლად მშობ­ლე­ბის გა­რე­შე რომ იმოგ­ზა­უ­რა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამის შემ­დეგ მი­წა­ზე ფეხი არ და­უდ­გამს. აჩი­კო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, კა­რი­ე­რულ სი­ახ­ლე­ებ­სა და მე­უღ­ლე­ზე გვიყ­ვე­ბა.

- პირ­ვე­ლად რო­დის იმოგ­ზა­უ­რე?

- მა­შინ მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, ან­სამ­ბლ "სი­ხა­რულ­ში" ვცეკ­ვავ­დი და გას­ტროლ­ზე წა­ვე­დით უნ­გრეთ­ში. სას­წა­უ­ლი ქვე­ყა­ნაა. ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში იქ მოხ­ვედ­რა ჩემ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. ორი კვი­რა გზა­ში ვი­ყა­ვით. თბი­ლი­სი­დან უკ­რა­ი­ნამ­დე ჯერ მა­ტა­რებ­ლით წა­ვე­დით, მერე კი ავ­ტო­ბუ­სით გან­ვაგ­რძეთ გზა. მახ­სოვს, ბავ­შვებს უნ­გრე­თის უძ­ვე­ლეს ქა­ლაქს გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დნენ. ერთ-ერ­თმა იქა­ურ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ხე­ლით მა­ნიშ­ნა - გა­მომ­ყე­ვიო. ისე შე­მე­შინ­და, არ ვიცი, რა გი­თხრათ. გავ­ყე­ვი და თან ვი­ფიქ­რე, ჩვე­ნე­ბი ახ­ლოს არი­ან და თუ რა­მეა, და­ვუ­ძა­ხებ-მეთ­ქი. მან მაჩ­ვე­ნა ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი და მი­თხრა, აირ­ჩი­ეო. სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, თავი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნი და შიშ­მაც გა­მი­ა­რა. იქი­დან წა­მოს­ვლი­სას კი­ევ­ში ჩემი მშობ­ლე­ბი უნდა დამ­ხვედ­როდ­ნენ. მათ გზა­ში ავ­ცდი. სა­ცო­და­ვად, დიდ­ხანს ვე­ლო­დი აე­რო­პორ­ტში. შემ­დგომ ისევ ჯგუფს გა­მოვ­ყე­ვი და ორი კვი­რა კი­დევ გზა­ში ვი­ყა­ვი. ეს ჩემი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გას­ვლა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. მას მერე კი "ავიდ­გი ფეხი" (იღი­მის)...

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ხარ ნამ­ყო­ფი? რო­მე­ლი მათ­გა­ნი და­გა­მახ­სოვ­რდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად?

- უნ­გრე­თის გარ­და, თურ­ქეთ­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ინ­გლის­ში, ინ­დო­ეთ­ში, ის­რა­ელ­ში, კუ­ბა­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, შოტ­ლან­დი­ა­სა და კო­ლუმ­ბი­ა­ში ვი­ყა­ვი. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რა­ღაც აქვს, რო­მე­ლიც მოგ­წონს ან არ მოგ­წონს. გა­მო­ვარ­ჩევ­დი ინ­დო­ეთს. ამ ქვე­ყა­ნამ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. მე­გო­ნა, რომ რე­ა­ლო­ბა არ იყო და სა­დღაც ზღა­პარ­ში მოვ­ხვდი. ინ­დურ ფილ­მებ­ში რა­საც ვუ­ყუ­რებ­დი, დად­გმუ­ლი და არარ­სე­ბუ­ლი მე­გო­ნა. უცებ, ამ ზღაპ­რის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. ინ­დო­ეთ­ში თეთრკა­ნი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან უკ­ვირთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან თეთ­რი არ ვარ, მო­დი­ოდ­ნენ და ჩემ­თან სუ­რა­თებს იღებ­დნენ. თუ ქერა, ან "რიჟა" ხარ, ჩათ­ვა­ლე, რომ ღვთა­ე­ბა იქ­ნე­ბი მათ­თვის. სხვა­თა შო­რის, სპი­ლო­ე­ბიც ვა­ბა­ნა­ვე (იღი­მის). ეს ქვე­ყა­ნა იმ­დე­ნად ლა­მა­ზია, რომ სამი დღე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერც ვჭამ­დი, ვერც ვსვამ­დი. სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ხვლი­კი მყავ­და... გახ­სოვთ ალ­ბათ ცნო­ბი­ლი "ბა­უნ­ტის" რეკ­ლა­მა. სწო­რედ ინ­დო­ე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. რეკ­ლა­მის ყუ­რე­ბი­სას იქ მოხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლას გვი­ოც­ნე­ბია. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე გახ­ლდით. გე­ტყვით იმა­საც, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლი ად­გი­ლე­ბი, მაგ­რამ არის - ძა­ლი­ან მო­უვ­ლე­ლიც, ზო­გან სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა. ჩვენ ისეთ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით, სა­დაც ქუ­ჩებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ანა­თებ­და და ბრჭყვი­ა­ლებ­და. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ერ­თსა­ა­თი­ა­ნი რე­ლაქ­სა­ცი­უ­რი მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია. სას­წა­უ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. უმაგ­რე­სი იყო მდი­ნა­რე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გე­მით ოკე­ა­ნე­ში გა­ვე­დით.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­მო­არ­ჩევ­დი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით - "ჭა­მის­ტი" ვარ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ინ­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო არ მიყ­ვარს. ისი­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუ­ნე­ლებს ყვე­ლა საჭ­მელს უკე­თე­ბენ, რომ­ლის გე­მოც არ მომ­წონს. საკ­ვე­ბის მხრივ ეგ­ვიპ­ტი­და­ნაც უკ­მა­ყო­ფი­ლო დავ­ბრუნ­დი. ხორ­ცე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამი­ტო­მაც ევ­რო­პულ საკ­ვებს გემ­რი­ე­ლად გე­ახ­ლე­ბით. გერ­მა­ნი­ა­ში ძეხვს, სო­სის­სა და სტე­იკს ვჭამ­დი. ბა­ვა­რი­ულ ლუდ­ზე ვგიჟ­დე­ბი. მოკ­ლედ, გერ­მა­ნია ჩე­მია. სხვა­თა შო­რის, მათ მე­ტყვე­ლე­ბა­ზე ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა და რა­ტომ - არ ვიცი. პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლი ენე­ბი მიყ­ვარს.

- ეგ­ზო­ტი­კუ­რი დე­ლი­კა­ტე­სე­ბი თუ გა­გი­სინ­ჯავს? მა­გა­ლი­თად - გვე­ლი.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მხიბ­ლავს. ზუს­ტად ვიცი, რომ ღო­რის ხორ­ცი მიყ­ვარს ძა­ლი­ან. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გვე­ლის ხორ­ცი გავ­სინ­ჯო. ის თა­ვის­თვის იყოს.

- მუ­ზე­უ­მებს ათ­ვა­ლი­ე­რებ სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას?

- გას­ტროლ­ზე რომ მივ­დი­ვართ, გრა­ფი­კი წი­ნას­წა­რაა გა­წე­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­დან ფრე­ნე­ბი არის ღამე, რის მე­რეც მთე­ლი დღე გა­მო­ძი­ნე­ბის­თვის გჭირ­დე­ბა. მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის დრო ნაკ­ლე­ბად გვრჩე­ბა. თუ შემ­თხვე­ვით რე­პე­ტი­ცია სხვა დროს გა­და­ი­წევს, ამ მო­მენ­ტში მივ­დი­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად. მა­გა­ლი­თად, კო­ლუმ­ბი­ა­ში ქუ­ჩა­ში რომ გა­დი­ხარ, უკვე მუ­ზე­უმ­ში ხარ. იქ ჩა­სულს გე­ტყვი­ან, - ტაქ­სი­ში არ ჩაჯ­დე, რად­გან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, შე­საძ­ლოა გა­გი­ტა­ცო­ნო. კო­ლუმ­ბი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით, ვკი­თხუ­ლობ­დი, ღამე ქა­ლა­ქი რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი? - რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ეცა­დეთ, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში ია­როთ; თუ მიხ­ვდით, რომ გა­და­უხ­ვი­ეთ, მა­შინ­ვე იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცა­ლეთ, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვე­ღარ გი­პო­ვო­თო. აქ ისე­თი ფილ­მის გმი­რი ხდე­ბი, რო­მე­ლიც ერთ დროს მი­უწ­ვდო­მე­ლი გე­გო­ნა.

- ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან?

- მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში ფრან­გი რომ ნახო, ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა ეძე­ბო. სულ ჩა­სუ­ლე­ბი არი­ან. გერ­მა­ნია კი თურ­ქებს მი­აქვს. ხორ­ვა­ტი­ა­ში შე­და­რე­ბით მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი არი­ან. ხმა­მაღ­ლა ცოტა მი­ჭირს ამის თქმა, რად­გან ძა­ლი­ან მაღ­ლე­ბი არი­ან. მათ გვერ­დით ჩემი თავი ლი­ლი­პუ­ტი მე­გო­ნა. ამ­ხე­ლა ქა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რებ­დი?

- გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ხუთ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვი­ცხოვ­რებ­დი. ამ­ბო­ბენ, გერ­მა­ნე­ლე­ბი ცი­ვე­ბი არი­ა­ნო. მე პი­რი­ქით გე­ტყვი - ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია. შე­იძ­ლე­ბა, ერთხელ წახ­ვი­დე და გა­გი­მარ­თლოს, სით­ბო იგ­რძნო, მაგ­რამ ხუთ­ჯერ­ვე ხომ არ გა­მი­მარ­თლებ­და?! თა­ნაც, სულ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხალ­ხია. რა­მეს თუ ჰკი­თხავ, ღი­მი­ლით გი­პა­სუ­ხე­ბენ, თუ და­ი­კარ­გე­ბი, სახ­ლამ­დე მი­გიყ­ვა­ნენ. თუმ­ცა, სახ­ლამ­დე გა­ყო­ლა და ბო­ლომ­დე მი­ცი­ლე­ბა ზო­გა­დად ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. გერ­მა­ნე­ლებ­მა შრო­მის ფასი იცი­ან. ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რად­გან მეც ბევ­რს ვშრო­მობ. გარ­და ამი­სა, მათ გარ­თო­ბაც უყ­ვართ. ყვე­ლა­ფერ­ში ნორ­მას იცა­ვენ და ხა­სი­ა­თით მათ ძა­ლი­ან ვგა­ვარ. ნორ­მას ერ­თა­დერ­თი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ვერ ვი­ცავ. თე­ატ­რში 12 სა­ა­თი რომ რე­პე­ტი­ცია გვქონ­დეს და არ მთავ­რდე­ბო­დეს, ხმას არ ამო­ვი­ღებ, არ და­ვი­წუ­წუ­ნებ, არ მომ­ბეზ­რდე­ბა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი აქვთ. იქ არის გარ­კვე­უ­ლი დრო, რომ­ლის ამო­წურ­ვის შემ­დგომ თუ გა­მუ­შა­ვე­ბენ, ანა­ზღა­უ­რე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი გექ­ნე­ბა. კი­დევ - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი, თუმ­ცა ჯერ - არა. არ მიყ­ვარს წვი­მა, ლონ­დო­ნი კი პირ­და­პირ ასო­ცირ­დე­ბა წვი­მას­თან. თუმ­ცა იქ ყვე­ლა პი­რო­ბაა, რომ არც წვი­მა იგ­რძნო და არც სი­ცი­ვე. მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლე­ბა გქონ­დეს და ზამ­თარ­ში გა­ზა­ფხულს მო­იყ­ვან. იქ მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. მო­ნარ­ქი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა და თავს ასეთ გა­რე­მო­ში კარ­გად ვგრძნობ­დი. ცხე­ნოს­ნე­ბის და­ნახ­ვა­ზე მო­მინ­და, ჩოხა მცმო­და და მეც ცხენ­ზე ვმჯდა­რი­ყა­ვი.

- რო­გორც მივ­ხვდი, ხში­რად და­დი­ხართ გას­ტრო­ლებ­ზე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რო­მელს მოჰ­ყვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა?

- ინ­დო­ეთ­ში "კარ­მე­ნი" რომ წა­ვი­ღეთ, 2 ათა­სი კაცი მო­ვი­და. ხორ­ვა­ტი­ა­ში "მაკ­ბე­ტი" ვი­თა­მა­შეთ და არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცია. სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წამი სრუ­ლი პა­უ­ზა იყო, მსა­ხი­ო­ბებს გული გაგ­ვი­ჩერ­და... ტაშს არა­ვინ უკ­რავ­და და გვე­გო­ნა, დად­გმა ჩა­ვარ­და. ცოტა ხან­ში ისე­თი ბრა­ხუ­ნი და ბაგა-ბუგი ატყდა, ვერ აღ­გი­წერთ. რო­გორც შე­ეძ­ლოთ, ისე გა­მო­ხა­ტავ­დნენ ემო­ცი­ას. 8-ჯერ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს სცე­ნა­ზე, რომ თავი დაგ­ვე­ხა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის. მსა­ხი­ო­ბის­თვის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მი­გაქვს შექ­სპი­რი, ეს უკვე ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დია. ყვე­ლა დგამს "მაკ­ბეტს" და ფიქ­რობ, შენ რით უნდა გა­ა­ო­ცო.

- ხა­სი­ა­თით ქარ­თვე­ლებს რო­მე­ლი ერი გვგავს?

- ჩემი აზ­რით, ეს­პა­ნე­ლე­ბი და იტა­ლი­ე­ლე­ბი. ისი­ნიც ჩვენ­სა­ვით გი­ჟე­ბი, ფი­ცხე­ბი და უზ­რდე­ლე­ბი არი­ან. ქუ­ჩა­ში შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ჩე­რონ მან­ქა­ნა და ლან­ძღონ ერ­თმა­ნე­თი. ეს მხო­ლოდ ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. სულ სიგ­ნა­ლე­ბის ხმა ის­მის ირ­გვლივ. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში სიგ­ნა­ლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. და­სიგ­ნა­ლე­ბა მათ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფად ით­ვლე­ბა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ სა­ცო­ბია, არა უშავს, მშვი­დად უნდა და­ე­ლო­დო. ამ დროს კი იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში მი­დის ქოთ­ქო­თი და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რამ მოგ­ხიბ­ლა?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ქვეყ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რა მომ­წონს, სა­დაც კი ნამ­ყო­ფი ვარ. რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის გა­მო­ყო­ფა ძა­ლი­ან მი­ჭირს. ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად უნი­კა­ლუ­რია. ვე­ნე­ცი­ი­დან ხორ­ვა­ტია ძა­ლი­ან ახ­ლო­საა და იქ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ვე­ნე­ცი­ე­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლია. ედინ­ბურ­გია ულა­მა­ზე­სი.

- სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას შო­პინგს რა დროს უთ­მობ?

- შო­პინ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას მას ბევრ დროს ვუთ­მობ. ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლის დროს მა­ღა­ზია თუ შემ­ხვდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვივ­ლი. მხო­ლოდ ტან­საც­მლის სა­ყიდ­ლად წას­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მირ­ჩევ­ნია, ის დრო ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას მო­ვან­დო­მო. ბავ­შვო­ბა­ში, სა­მოგ­ზა­უ­როდ რომ მივ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლი მრჩე­ბო­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი იყო. დღეს თუ გაქვს ფული, კარგ ტა­ნი­სა­მოსს სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყი­დი და სხვა­გა­ნაც. კარ­გი ჯინ­სი ყველ­გან ძვი­რია. მისი ყიდ­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს - ევ­რო­პა­შიც, აზი­ა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

- სუ­ვე­ნი­რე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­გაქვს ხოლ­მე?

- კი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჩა­მო­მაქვს. მახ­სოვს, ინ­დო­ე­თი­დან შუბ­ლზე მი­საკ­რა­ვი ხა­ლე­ბი წა­მო­ვი­ღე. ვი­ფიქ­რე, ჩემს მე­გო­ბარ გო­გო­ებს ჩა­ვუ­ტან-მეთ­ქი. ისე­თი ცუდი ხა­რის­ხის აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან შევ­რცხვი. სუ­ვე­ნი­რებს უმე­ტე­სად აე­რო­პორ­ტებ­ში ვი­ძენ, ყვე­ლა­ზე მეტი იქ იყი­დე­ბა. სა­ჩუქ­რე­ბი ძი­რი­თა­დად მე­უღ­ლის­თვის ჩა­მო­მაქვს. მა­ღა­ზი­ა­ში, რომ შევ­დი­ვარ, ჯერ ქა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის­კენ ვი­ხე­დე­ბი. ისე მიყ­ვარს შო­პინ­გი, ამას თუ გა­ვა­კე­თებ­დი, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

- სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში სად იყა­ვით?

- "შუა დღემ" სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თა და ეგ­ვიპ­ტე­ში გაგ­ვიშ­ვა მე და ნუცა ათი დღით. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ჩუ­ქა­რი იყო ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან და ჩემი ოჯა­ხის­გან, - "რუს­თა­ვი 2"-ს ასე ვე­ძა­ხი. თე­ბერ­ვალ­ში ვი­ყა­ვით და ვირუ­ჯე­ბო­დით აუზ­ზე. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა არ გა­ინ­ტე­რე­სებს, სად ხარ, მთა­ვა­რია, შენ გვერ­დით ვი­ნაა. მახ­სენ­დე­ბა იქა­უ­რი სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი. ქა­ლებს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ და კა­ცე­ბი სულ სა­დღაც და­ბო­რი­ა­ლე­ბენ. რამე რომ გინ­დო­დეს, უნდა ეძე­ბო. ნუ­ცამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ინ­გლი­სუ­რი, მე - ისე კარ­გად არა. თუმ­ცა, მე უფრო ვა­გე­ბი­ნებ­დი, რა მინ­დო­და. ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ, ანა­ზღა­უ­რე­ბა კი და­ბა­ლი აქვთ. სულ დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან და რა­ღა­ცას რომ ეუბ­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ ეს­მით, მაგ­რამ ვერც ეჩხუ­ბე­ბი, შე­გე­ცო­დე­ბი­ან. ევ­რო­პა­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში ძა­ლი­ან კარ­გი მომ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ისი­ნი მიმ­ტა­ნო­ბას არ თა­კი­ლო­ბენ, პი­რი­ქით - აფა­სე­ბენ. თურ­ქეთ­ში ისე გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, თავი მეფე გე­გო­ნე­ბა.

- ყვე­ლა­ზე დიდი ხნით რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მო­გი­წია დარ­ჩე­ნამ?

- ედინ­ბურ­გში ვი­ყა­ვი ორი კვი­რით. ყო­ველ­დღე გვქონ­და სპექ­ტაკ­ლი. ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი ყო­ფი­ლა. რომ ვამ­ბობ ხოლ­მე, გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან - რა მა­გა­რია, სხვა რაღა გინ­დაო. ჰგო­ნი­ათ, რომ ვერ­თო­ბი, რად­გან იქი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ფო­ტო­ებ­ზე ვი­ღი­მი. არა­და, ეს ისე­თი შრო­მაა, ვერ აღვწერ.

- გა­რუ­ჯვა გიყ­ვარს?

- კი, მიყ­ვარს. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ. ხში­რად სა­ხე­ზე ფერი არ მა­დევს ხოლ­მე. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რუჯი რომ არ უხ­დე­ბა. თუმ­ცა არ მიყ­ვარს, სი­შა­ვე­ში რომ გა­და­დის. გა­და­ღე­ბე­ბი თუ მე­წყე­ბა, ბევ­რი ტო­ნა­ლუ­რის წას­მას, მირ­ჩევ­ნია, სამ­ჯერ წა­ვი­დე სო­ლა­რი­უმ­ში. სა­ში­ნე­ლე­ბაა, ეთე­რის წინ ტო­ნა­ლუ­რის სქელ ფე­ნას რომ გა­დე­ბენ. ქა­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ეჩ­ვე­ვით მა­კი­აჟს. კა­ცის­თვის კი წვერ­ზე გა­დას­მუ­ლი კრე­მი სა­ში­ნე­ლე­ბაა.

- რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით იმოგ­ზა­უ­რებ­დი?

- ია­პო­ნია. ჩემი ოც­ნე­ბაა, ია­პო­ნი­ა­ში მოვ­ხვდე. მათ შე­სა­შუ­რი კულ­ტუ­რა და ბუ­ნე­ბა აქვთ. სტი­ქი­ამ ეს ქვე­ყა­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს მუ­დამ გვერ­დში უდ­გა­ნან. პრობ­ლე­მებს იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად უმკლავ­დე­ბი­ან, რომ პი­რა­დად ჩემ­თვის მარ­თლა შე­სა­შუ­რია. ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან მე­სიმ­პა­თი­უ­რე­ბი­ან. ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ცოტა კა­რი­ე­რულ სი­ახ­ლე­ებ­სა და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზეც ვი­სა­უ­ბოთ. რითი ხარ ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი?

- 22 აპ­რი­ლი­დან "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ლა­ივ­შო­უ­ე­ბი იწყე­ბა. ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი სტრე­სია, რად­გან წამ­ყვა­ნო­ბა სულ სხვა პრო­ფე­სი­აა. ეთერ­ში ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ ვნერ­ვი­უ­ლობ. ეს ხან მე­ტყო­ბა, ხან - არა. ახლა უკვე ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია, რომ ამ სე­ზონ­ზე უფრო თა­ვი­სუფ­ლად ვიქ­ნე­ბი. "შუა დღე­შიც" ვარ ორ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, ახა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ხდე­ბა. ბო­ლოს ვი­თა­მა­შე "(შუა) ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი". ვინც ნახა, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო სპექ­ტაკ­ლია. იქ ჩანს, რა შე­გიძ­ლია.

- რო­გორ ახერ­ხებ ამ­დე­ნი საქ­მის ერ­თად კე­თე­ბას?

- მარ­თლა არ ვიცი. ყვე­ლა­ზე დიდი უკ­მა­რი­სო­ბა მაქვს ჩემი ოჯა­ხის. მე­უღ­ლეს ვერ ვხე­დავ ისე ხში­რად, რო­გორც უნდა ვხე­დავ­დე. თუმ­ცა, ამა­საც აქვს თა­ვი­სი პლუ­სი. ჩემ­ზე ბევ­რად რთუ­ლი გრა­ფი­კი აქვს ნუ­ცას. ბო­დიშს ვიხ­დი ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­თან, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, მსა­ხი­ო­ბებ­ზე მძი­მე გრა­ფი­კი თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბო­და. მივ­ხვდი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში დრო არ არ­სე­ბობს. უც­ბად ისეთ რა­ღა­ცა­ზე შე­იძ­ლე­ბა გახ­დე გა­საქ­ცე­ვი, სულ რომ არ ელი. მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რი ვი­პო­ვე, რა!

- ნუცა მა­ყუ­რე­ბელს ახალ ამ­პლუ­ა­ში მო­ევ­ლი­ნა - ქრო­ნი­კის წამ­ყვა­ნია. შე­ნიშ­ვნებს თუ აძ­ლევ ხოლ­მე?

- ქარ­თლე­ლი ვარ და პირ­და­პირ ლა­პა­რა­კი მიყ­ვარს. არ ვარ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ნუ­ცას მი­მართ, - პი­რი­ქით. თუმ­ცა, როცა ეთერ­ში ვუ­ყუ­რებ, ვცდი­ლობ რა­ი­მე ვუ­პო­ვო, რა­საც შემ­დეგ გა­მო­ას­წო­რებს. ამის სა­ბაბს ხში­რად არ მაძ­ლევს. მი­ხა­რია, რომ ამ ასაკ­ში ამ­დენს მი­აღ­წია. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მყავს ასე­თი მე­უღ­ლე. შე­უძ­ლია, ისე­თი­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყოს თა­ვის საქ­მე­ში, რო­გო­რიც მე­უღ­ლეა, ასე­ვე, იყოს კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი. მი­ხა­რია, რომ ჩემ გვერ­დი­თაა.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ერ­თად ვი­ყოთ და სად ვიქ­ნე­ბით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა არც ერთს არ გვიყ­ვარს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე ისე ვიღ­ლე­ბით, სა­ღა­მოს კი­დევ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას რომ წა­ვი­დეთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­სუ­ფალ დროს მშვიდ და მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში ვა­ტა­რებთ. ერთი სული მაქვს, რო­დის დად­გე­ბა აგ­ვის­ტო... მინ­და, რომ მარ­ტო მისი ვიყო და მარ­ტო ჩემი იყოს.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია

არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია

არჩილ სოლოღაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. გასტროლებზე ხშირად უწევს სიარული. მეხუთე კლასში იყო, პირველად მშობლების გარეშე რომ იმოგზაურა. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. აჩიკო მოგზაურობაზე, კარიერულ სიახლეებსა და მეუღლეზე გვიყვება.

- პირველად როდის იმოგზაურე?

- მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, ანსამბლ "სიხარულში" ვცეკვავდი და გასტროლზე წავედით უნგრეთში. სასწაული ქვეყანაა. ასეთ პატარა ასაკში იქ მოხვედრა ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ორი კვირა გზაში ვიყავით. თბილისიდან უკრაინამდე ჯერ მატარებლით წავედით, მერე კი ავტობუსით განვაგრძეთ გზა. მახსოვს, ბავშვებს უნგრეთის უძველეს ქალაქს გვათვალიერებინებდნენ. ერთ-ერთმა იქაურმა ქალბატონმა ხელით მანიშნა - გამომყევიო. ისე შემეშინდა, არ ვიცი, რა გითხრათ. გავყევი და თან ვიფიქრე, ჩვენები ახლოს არიან და თუ რამეა, დავუძახებ-მეთქი. მან მაჩვენა ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა იყო გამოსახული და მითხრა, აირჩიეო. საოცრად ბედნიერი ვიყავი, თავი პრივილეგირებულად ვიგრძენი და შიშმაც გამიარა. იქიდან წამოსვლისას კიევში ჩემი მშობლები უნდა დამხვედროდნენ. მათ გზაში ავცდი. საცოდავად, დიდხანს ველოდი აეროპორტში. შემდგომ ისევ ჯგუფს გამოვყევი და ორი კვირა კიდევ გზაში ვიყავი. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას მერე კი "ავიდგი ფეხი" (იღიმის)...

- რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? რომელი მათგანი დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?

- უნგრეთის გარდა, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, ხორვატიაში, გერმანიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ინგლისში, ინდოეთში, ისრაელში, კუბაში, ეგვიპტეში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და კოლუმბიაში ვიყავი. ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი რაღაც აქვს, რომელიც მოგწონს ან არ მოგწონს. გამოვარჩევდი ინდოეთს. ამ ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მეგონა, რომ რეალობა არ იყო და სადღაც ზღაპარში მოვხვდი. ინდურ ფილმებში რასაც ვუყურებდი, დადგმული და არარსებული მეგონა. უცებ, ამ ზღაპრის მონაწილე გავხდი. ინდოეთში თეთრკანიანების დანახვა ძალიან უკვირთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თეთრი არ ვარ, მოდიოდნენ და ჩემთან სურათებს იღებდნენ. თუ ქერა, ან "რიჟა" ხარ, ჩათვალე, რომ ღვთაება იქნები მათთვის. სხვათა შორის, სპილოებიც ვაბანავე (იღიმის). ეს ქვეყანა იმდენად ლამაზია, რომ სამი დღე გაოგნებული ვიყავი, ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი. სასტუმროს ნომერში ხვლიკი მყავდა... გახსოვთ ალბათ ცნობილი "ბაუნტის" რეკლამა. სწორედ ინდოეთის სანაპიროებზეა გადაღებული. რეკლამის ყურებისას იქ მოხვედრაზე ყველას გვიოცნებია. სწორედ იმ ადგილზე გახლდით. გეტყვით იმასაც, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან მოვლილი ადგილები, მაგრამ არის - ძალიან მოუვლელიც, ზოგან საშინელი ანტისანიტარიაა. ჩვენ ისეთ ადგილზე ვიყავით, სადაც ქუჩებში ყველაფერი ანათებდა და ბრჭყვიალებდა. არასდროს დამავიწყდება ერთსაათიანი რელაქსაციური მასაჟი, რომელიც ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია. სასწაული სიამოვნება მივიღე. უმაგრესი იყო მდინარე, რომლის მეშვეობითაც გემით ოკეანეში გავედით.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდი?

- ძალიან მიყვარს ჭამა. პირდაპირი მნიშვნელობით - "ჭამისტი" ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინდური სამზარეულო არ მიყვარს. ისინი დამახასიათებელ სუნელებს ყველა საჭმელს უკეთებენ, რომლის გემოც არ მომწონს. საკვების მხრივ ეგვიპტიდანაც უკმაყოფილო დავბრუნდი. ხორცეული ძალიან მიყვარს, ამიტომაც ევროპულ საკვებს გემრიელად გეახლებით. გერმანიაში ძეხვს, სოსისსა და სტეიკს ვჭამდი. ბავარიულ ლუდზე ვგიჟდები. მოკლედ, გერმანია ჩემია. სხვათა შორის, მათ მეტყველებაზე ძალიან მეცინება და რატომ - არ ვიცი. პორტუგალიური და ფრანგული ენები მიყვარს.

- ეგზოტიკური დელიკატესები თუ გაგისინჯავს? მაგალითად - გველი.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი რაღაცები არ მხიბლავს. ზუსტად ვიცი, რომ ღორის ხორცი მიყვარს ძალიან. არ არის აუცილებელი, გველის ხორცი გავსინჯო. ის თავისთვის იყოს.

- მუზეუმებს ათვალიერებ საზღვარგარეთ ყოფნისას?

- გასტროლზე რომ მივდივართ, გრაფიკი წინასწარაა გაწერილი. სამწუხაროდ, საქართველოდან ფრენები არის ღამე, რის მერეც მთელი დღე გამოძინებისთვის გჭირდება. მუზეუმების დათვალიერებისთვის დრო ნაკლებად გვრჩება. თუ შემთხვევით რეპეტიცია სხვა დროს გადაიწევს, ამ მომენტში მივდივარ ღირსშესანიშნაობების სანახავად. მაგალითად, კოლუმბიაში ქუჩაში რომ გადიხარ, უკვე მუზეუმში ხარ. იქ ჩასულს გეტყვიან, - ტაქსიში არ ჩაჯდე, რადგან რეკომენდებული არ არის, შესაძლოა გაგიტაცონო. კოლუმბიის დედაქალაქში ვიყავით, ვკითხულობდი, ღამე ქალაქი რომ დავათვალიერო, რა მოხდება-მეთქი? - რეკომენდებული არ არის, ეცადეთ, ცენტრალურ ქუჩებში იაროთ; თუ მიხვდით, რომ გადაუხვიეთ, მაშინვე იქაურობას გაეცალეთ, რადგან შესაძლებელია, ვეღარ გიპოვოთო. აქ ისეთი ფილმის გმირი ხდები, რომელიც ერთ დროს მიუწვდომელი გეგონა.

- ყველაზე ლამაზი ადამიანები რომელ ქვეყანაში არიან?

- მაგალითად, საფრანგეთში ფრანგი რომ ნახო, ძალიან ბევრი უნდა ეძებო. სულ ჩასულები არიან. გერმანია კი თურქებს მიაქვს. ხორვატიაში შედარებით მომხიბვლელები არიან. ხმამაღლა ცოტა მიჭირს ამის თქმა, რადგან ძალიან მაღლები არიან. მათ გვერდით ჩემი თავი ლილიპუტი მეგონა. ამხელა ქალების არსებობა ვერ წარმომედგინა.

- რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

- გერმანიაში, სადაც ხუთჯერ ვარ ნამყოფი. ეს ის ქვეყანაა, სადაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრებდი. ამბობენ, გერმანელები ცივები არიანო. მე პირიქით გეტყვი - ძალიან თბილი ხალხია. შეიძლება, ერთხელ წახვიდე და გაგიმართლოს, სითბო იგრძნო, მაგრამ ხუთჯერვე ხომ არ გამიმართლებდა?! თანაც, სულ სხვადასხვა ქალაქში ვარ ნამყოფი. კომუნიკაბელური ხალხია. რამეს თუ ჰკითხავ, ღიმილით გიპასუხებენ, თუ დაიკარგები, სახლამდე მიგიყვანენ. თუმცა, სახლამდე გაყოლა და ბოლომდე მიცილება ზოგადად ევროპელებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გერმანელებმა შრომის ფასი იციან. ამას ძალიან ვაფასებ, რადგან მეც ბევრს ვშრომობ. გარდა ამისა, მათ გართობაც უყვართ. ყველაფერში ნორმას იცავენ და ხასიათით მათ ძალიან ვგავარ. ნორმას ერთადერთი ჩემს პროფესიაში ვერ ვიცავ. თეატრში 12 საათი რომ რეპეტიცია გვქონდეს და არ მთავრდებოდეს, ხმას არ ამოვიღებ, არ დავიწუწუნებ, არ მომბეზრდება. ბევრ ქვეყანაში მსახიობებს ძალიან კარგი პირობები აქვთ. იქ არის გარკვეული დრო, რომლის ამოწურვის შემდგომ თუ გამუშავებენ, ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება. კიდევ - დიდ ბრიტანეთში ვიცხოვრებდი, თუმცა ჯერ - არა. არ მიყვარს წვიმა, ლონდონი კი პირდაპირ ასოცირდება წვიმასთან. თუმცა იქ ყველა პირობაა, რომ არც წვიმა იგრძნო და არც სიცივე. მთავარია, საშუალება გქონდეს და ზამთარში გაზაფხულს მოიყვან. იქ მოგზაურობა ძალიან კარგად მახსენდება. მონარქიული ქვეყანაა და თავს ასეთ გარემოში კარგად ვგრძნობდი. ცხენოსნების დანახვაზე მომინდა, ჩოხა მცმოდა და მეც ცხენზე ვმჯდარიყავი.

- როგორც მივხვდი, ხშირად დადიხართ გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყანაში. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელს მოჰყვა განსაკუთრებული წარმატება?

- ინდოეთში "კარმენი" რომ წავიღეთ, 2 ათასი კაცი მოვიდა. ხორვატიაში "მაკბეტი" ვითამაშეთ და არასდროს დამავიწყდება მაყურებლის ემოცია. სპექტაკლი რომ დამთავრდა, დაახლოებით 15 წამი სრული პაუზა იყო, მსახიობებს გული გაგვიჩერდა... ტაშს არავინ უკრავდა და გვეგონა, დადგმა ჩავარდა. ცოტა ხანში ისეთი ბრახუნი და ბაგა-ბუგი ატყდა, ვერ აღგიწერთ. როგორც შეეძლოთ, ისე გამოხატავდნენ ემოციას. 8-ჯერ გამოგვიყვანეს სცენაზე, რომ თავი დაგვეხარა მაყურებლისთვის. მსახიობისთვის აპლოდისმენტები ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც საზღვარგარეთ მიგაქვს შექსპირი, ეს უკვე ამბიციური განაცხადია. ყველა დგამს "მაკბეტს" და ფიქრობ, შენ რით უნდა გააოცო.

- ხასიათით ქართველებს რომელი ერი გვგავს?

- ჩემი აზრით, ესპანელები და იტალიელები. ისინიც ჩვენსავით გიჟები, ფიცხები და უზრდელები არიან. ქუჩაში შეუძლიათ გააჩერონ მანქანა და ლანძღონ ერთმანეთი. ეს მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში ხდება. სულ სიგნალების ხმა ისმის ირგვლივ. მაგალითად, გერმანიაში სიგნალი საერთოდ არ არსებობს. დასიგნალება მათთვის შეურაცხყოფად ითვლება. მიაჩნიათ, რომ თუ საცობია, არა უშავს, მშვიდად უნდა დაელოდო. ამ დროს კი იტალიასა და ესპანეთში მიდის ქოთქოთი და ლანძღვა-გინება.

- რომელი ქვეყნის არქიტექტურამ მოგხიბლა?

- აბსოლუტურად ყველა ქვეყნის არქიტექტურა მომწონს, სადაც კი ნამყოფი ვარ. რომელიმე ქვეყნის გამოყოფა ძალიან მიჭირს. ყველა თავისებურად უნიკალურია. ვენეციიდან ხორვატია ძალიან ახლოსაა და იქ თითქმის ყველაფერი ვენეციელების აშენებულია. ედინბურგია ულამაზესი.

- საზღვარგარეთ ყოფნისას შოპინგს რა დროს უთმობ?

- შოპინგი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას მას ბევრ დროს ვუთმობ. ქუჩაში სიარულის დროს მაღაზია თუ შემხვდება, აუცილებლად შევივლი. მხოლოდ ტანსაცმლის საყიდლად წასვლა წარმოუდგენელია. მირჩევნია, ის დრო ქალაქის დათვალიერებას მოვანდომო. ბავშვობაში, სამოგზაუროდ რომ მივდიოდი, ყველაფერზე თვალი მრჩებოდა, რადგან საქართველოში არაფერი იყო. დღეს თუ გაქვს ფული, კარგ ტანისამოსს საქართველოშიც იყიდი და სხვაგანაც. კარგი ჯინსი ყველგან ძვირია. მისი ყიდვა ყველაზე მეტად მიჭირს - ევროპაშიც, აზიაშიც და საქართველოშიც.

- სუვენირები და საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე?

- კი, შეძლებისდაგვარად ჩამომაქვს. მახსოვს, ინდოეთიდან შუბლზე მისაკრავი ხალები წამოვიღე. ვიფიქრე, ჩემს მეგობარ გოგოებს ჩავუტან-მეთქი. ისეთი ცუდი ხარისხის აღმოჩნდა, რომ ძალიან შევრცხვი. სუვენირებს უმეტესად აეროპორტებში ვიძენ, ყველაზე მეტი იქ იყიდება. საჩუქრები ძირითადად მეუღლისთვის ჩამომაქვს. მაღაზიაში, რომ შევდივარ, ჯერ ქალის განყოფილებისკენ ვიხედები. ისე მიყვარს შოპინგი, ამას თუ გავაკეთებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი.

- საქორწინო მოგზაურობაში სად იყავით?

- "შუა დღემ" საჩუქარი გაგვიკეთა და ეგვიპტეში გაგვიშვა მე და ნუცა ათი დღით. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი იყო ჩემი მეგობრებისგან და ჩემი ოჯახისგან, - "რუსთავი 2"-ს ასე ვეძახი. თებერვალში ვიყავით და ვირუჯებოდით აუზზე. ეს ის შემთხვევაა, როცა არ გაინტერესებს, სად ხარ, მთავარია, შენ გვერდით ვინაა. მახსენდება იქაური სასტუმროს მომსახურე პერსონალი. ქალებს მუშაობის უფლება არ აქვთ და კაცები სულ სადღაც დაბორიალებენ. რამე რომ გინდოდეს, უნდა ეძებო. ნუცამ ძალიან კარგად იცის ინგლისური, მე - ისე კარგად არა. თუმცა, მე უფრო ვაგებინებდი, რა მინდოდა. ძალიან ბევრს მუშაობენ, ანაზღაურება კი დაბალი აქვთ. სულ დაღლილები არიან და რაღაცას რომ ეუბნები, უბრალოდ, არ ესმით, მაგრამ ვერც ეჩხუბები, შეგეცოდებიან. ევროპაში, რესტორნებსა და კაფეებში ძალიან კარგი მომსახურებაა. ჩემთვის მისასალმებელია, რომ ისინი მიმტანობას არ თაკილობენ, პირიქით - აფასებენ. თურქეთში ისე გემსახურებიან, თავი მეფე გეგონება.

- ყველაზე დიდი ხნით რომელ ქვეყანაში მოგიწია დარჩენამ?

- ედინბურგში ვიყავი ორი კვირით. ყოველდღე გვქონდა სპექტაკლი. ეს ძალიან ძნელი ყოფილა. რომ ვამბობ ხოლმე, გასტროლზე მივდივარ-მეთქი, ხშირად მეუბნებიან - რა მაგარია, სხვა რაღა გინდაო. ჰგონიათ, რომ ვერთობი, რადგან იქიდან ჩამოტანილ ფოტოებზე ვიღიმი. არადა, ეს ისეთი შრომაა, ვერ აღვწერ.

- გარუჯვა გიყვარს?

- კი, მიყვარს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ხშირად სახეზე ფერი არ მადევს ხოლმე. არ მეგულება ადამიანი, რუჯი რომ არ უხდება. თუმცა არ მიყვარს, სიშავეში რომ გადადის. გადაღებები თუ მეწყება, ბევრი ტონალურის წასმას, მირჩევნია, სამჯერ წავიდე სოლარიუმში. საშინელებაა, ეთერის წინ ტონალურის სქელ ფენას რომ გადებენ. ქალები ბავშვობიდან ეჩვევით მაკიაჟს. კაცისთვის კი წვერზე გადასმული კრემი საშინელებაა.

- რომელი ქვეყანაა, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდი?

- იაპონია. ჩემი ოცნებაა, იაპონიაში მოვხვდე. მათ შესაშური კულტურა და ბუნება აქვთ. სტიქიამ ეს ქვეყანა და ადამიანები გაანადგურა, თუმცა ერთმანეთს მუდამ გვერდში უდგანან. პრობლემებს იმდენად ღირსეულად უმკლავდებიან, რომ პირადად ჩემთვის მართლა შესაშურია. ვიზუალურადაც ძალიან მესიმპათიურებიან. იაპონური სამზარეულოც ძალიან მიყვარს.

- ცოტა კარიერულ სიახლეებსა და ოჯახურ ცხოვრებაზეც ვისაუბოთ. რითი ხარ ამჟამად დაკავებული?

- 22 აპრილიდან "საქართველოს ვარსკვლავის" ლაივშოუები იწყება. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის ძალიან დიდი სტრესია, რადგან წამყვანობა სულ სხვა პროფესიაა. ეთერში ყოველი გასვლის წინ ვნერვიულობ. ეს ხან მეტყობა, ხან - არა. ახლა უკვე ამ სფეროში გამოცდილება მაქვს. შესაბამისად, მგონია, რომ ამ სეზონზე უფრო თავისუფლად ვიქნები. "შუა დღეშიც" ვარ ორშაბათსა და პარასკევს. რაც შეეხება თეატრს, ახალი ჯერჯერობით არაფერი ხდება. ბოლოს ვითამაშე "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი". ვინც ნახა, დამეთანხმება, რომ მსახიობისთვის საოცნებო სპექტაკლია. იქ ჩანს, რა შეგიძლია.

- როგორ ახერხებ ამდენი საქმის ერთად კეთებას?

- მართლა არ ვიცი. ყველაზე დიდი უკმარისობა მაქვს ჩემი ოჯახის. მეუღლეს ვერ ვხედავ ისე ხშირად, როგორც უნდა ვხედავდე. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსი. ჩემზე ბევრად რთული გრაფიკი აქვს ნუცას. ბოდიშს ვიხდი ყველა პროფესიის ადამიანთან, მაგრამ არ მეგონა, მსახიობებზე მძიმე გრაფიკი თუ ვინმეს ექნებოდა. მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაში დრო არ არსებობს. უცბად ისეთ რაღაცაზე შეიძლება გახდე გასაქცევი, სულ რომ არ ელი. მოკლედ, ჩემნაირი ვიპოვე, რა!

- ნუცა მაყურებელს ახალ ამპლუაში მოევლინა - ქრონიკის წამყვანია. შენიშვნებს თუ აძლევ ხოლმე?

- ქართლელი ვარ და პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს. არ ვარ სუბიექტური ნუცას მიმართ, - პირიქით. თუმცა, როცა ეთერში ვუყურებ, ვცდილობ რაიმე ვუპოვო, რასაც შემდეგ გამოასწორებს. ამის საბაბს ხშირად არ მაძლევს. მიხარია, რომ ამ ასაკში ამდენს მიაღწია. მეამაყება, რომ მყავს ასეთი მეუღლე. შეუძლია, ისეთივე პროფესიონალი იყოს თავის საქმეში, როგორიც მეუღლეა, ასევე, იყოს კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი. მიხარია, რომ ჩემ გვერდითაა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ჩვენთვის მთავარია, ერთად ვიყოთ და სად ვიქნებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კლუბური ცხოვრება არც ერთს არ გვიყვარს. დღის განმავლობაში ორივე ისე ვიღლებით, საღამოს კიდევ ხალხმრავალ ადგილას რომ წავიდეთ, წარმოუდგენელი იქნება. შესაბამისად, თავისუფალ დროს მშვიდ და მეგობრულ გარემოში ვატარებთ. ერთი სული მაქვს, როდის დადგება აგვისტო... მინდა, რომ მარტო მისი ვიყო და მარტო ჩემი იყოს.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება