Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ  სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოა, ბევ­რმა არ იცის იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა რო­გორ მი­ი­ღოს. რა უნდა ვი­ცო­დეთ, თუ საქ­მე იუ­რის­ტის ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

თა­მა­ზი:

რა უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან?

ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბაა პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან იცო­დეს რის გა­მოა იგი ბრალ­დე­ბუ­ლი. რო­მე­ლი მუხ­ლის ნა­წი­ლით აქვს მას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი. რას ედა­ვე­ბა მას პრო­კუ­რა­ტუ­რა. შემ­დეგ უკვე მო­დის უფ­ლე­ბა­თა მთე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, მათ შო­რის არის ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ასე­ვე არის სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ველ­ვის უფ­ლე­ბა . პრინ­ციპ­ში ყვე­ლა საპ­რო­ცე­სო უფ­ლე­ბა რომ მან თა­ვი­სი პო­ზი­ცია ამ­ტკი­ცოს სა­სა­მარ­თლო­ში და და­ა­დას­ტუ­როს რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა არის უსა­ფუძ­ვლო და იგი არის უდა­ნა­შა­უ­ლო. პრინ­ციპ­ში ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა უნდა ამ­ტკი­ცოს , მაგ­რამ მან უდა ჩა­ა­ტა­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რი­თიც შეძ­ლებს და­დას­ტუ­რე­ბას იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი არის უსა­ფუძ­ვლო. ბრალ­დე­ბულს არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა აქვს რომ ამ­ტკი­ცოს რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა.

სტუ­დენ­ტი თეა:

რა უფ­ლე­ბე­ბი აქვს და­ზა­რა­ლე­ბულს და ბრალ­დე­ბულს, როცა საქ­მე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ეხე­ბა?

-ბრალ­დე­ბულ­ზე მეტ­ნაკ­ლე­ბად უკვე ვი­სა­უბ­რეთ , მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ეს არის გა­რი­გე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და კონ­კრე­ტულ პირს შო­რის. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სას­ჯელ­ზე და ბრალ­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს რომ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდნენ ეს ორი მხა­რე. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა არის ის რომ მას­თან კონ­სულ­ტა­ცია უნდა გა­ი­ა­როს აუ­ცი­ლებ­ლად პრო­კუ­რორ­მა სა­ნამ გა­და­წყვეტს და გა­ა­ფორ­მებს ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას. დღე­ვან­დე­ლი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თან­ხმო­ბა თუ არ არის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის და­დე­ბაც უკვე რთუ­ლია. თუმ­ცა შე­უ­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ნაკ­ლი­სი საქ­მე­ე­ბიც სა­დაც ამ გა­რე­მო­ე­ბებს არ მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად და­ზა­რა­ლე­ბულ­თნ კონ­სულ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მისი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მკი­თხვე­ლი ქე­თე­ვა­ნი:

როცა გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა თუ არა ერთ–ერთი მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად?

-და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არის პირი ვინც სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თად არის ცნო­ბი­ლი. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ზა­რა­ლი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბებს მოყ­ვეს, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო და­ვებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცალ­კე გან­მარ­ტე­ბად რომ ვინ­მე უნდა იყოს ცნო­ბი­ლი, ასე არ არის. მე ვფიქ­რობ რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია.

გოგა:

1)ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მოწ­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

-მოწ­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი პირი რო­მელ­საც აქვს ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე. მაგ­რამ არის გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ვინ არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მოწ­მე. მა­გა­ლი­თად არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მოწ­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­მელ­მაც გა­ან­დო აღ­სა­რე­ბის დროს, ასე­ვე არ შიძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მის უფ­ლე­ბა მო­სი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, ად­ვო­კა­ტი იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქვს მი­ცე­მუ­ლი და ა.შ. მოწ­მე პრინ­ციპ­ში შიძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მელ­მაც იცის გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა აქვე ავღ­ნიშ­ნავ, რომ არის გარ­კვე­უ­ლი ასა­კობ­რი­ვი დათ­ქმა. 14 წლის ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა მის­ცეს ჩვე­ნე­ბა თუმ­ცა სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე მას ამ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს თან პე­და­გო­გი, ან მშო­ბე­ლი.

2) ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა კა­ნო­ნი ბავ­შვის და­კი­თხვას ( როცა საქ­მე დედ-მა­მის გან­ქორ­წი­ნე­ბას ეხე­ბა და გა­და­სა­წყვე­ტია ვის­თან უნდა დარ­ჩეს ბავ­შვი. რა ფორ­მით ხდე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი?

-ით­ვა­ლის­წი­ნებს ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში უბ­რა­ლოდ ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს უკვე გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე მიღ­წე­უ­ლი. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვი გა­მო­კი­თხოს მო­სა­მარ­თლემ რო­მელ­საც 10 წელი შე­უს­რულ­და და მისი აზრი რა თქმა უნდა უნდა გა­არ­კვი­ოს. თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით ესეთ საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც ად­გენს მთელ გა­რე­მო­ე­ბებს. ვის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი აქვს, სად უნდა იზ­რდე­ბო­დეს ბავ­ში , რო­მე­ლი მშობ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია მის­თვის უკე­თე­სი და ა.შ. ბავ­შვის ინ­ტე­რე­სი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი.

თა­მა­რი:

ვინ არის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ვინ არის მემ­კვიდ­რე?

-უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არის მისი მე­სა­კუთ­რე. ანუ პირი რომ­ლის სა­ხელ­ზეც ირი­ცხე­ბა ეს ქო­ნე­ბა. მემ­კვიდ­რეს რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით და­ყო­ფი­ლია ორ ნა­წი­ლად. არის ან­დერ­ძის მიერ მემ­კვიდ­რე და კა­ნო­ნის მი­ე­რი მემ­კვიდ­რე. თვი­თონ სი­ტყვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გვე­უბ­ნე­ბა ან­დერ­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბას , ეს არის პირი რომ­ლის სა­სარ­გებ­ლი­ო­დაც მამ­კვიდ­რე­ბელ­მა რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა სი­ცო­ცხლე­ში­ვე შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი და გა­და­წყვი­ტა, რომ მისი და­ნაშ­თი ქო­ნე­ბა დარ­ჩე­ნო­და ამ კონ­კრე­ტულ პირს. თუმ­ცა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნის მიერ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც არის რი­გი­თო­ბი­თი ხა­სი­ა­თის. პირ­ვე­ლი რიგი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი. შემ­დეგ უკვე მე­ო­რე რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან და ძმა და ა.შ.

ზურა:

ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბი­დან რა დრო­ში უნდა მოხ­დეს მისი ად­ვო­კა­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და რა ვა­დებ­ში ხდე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა.

კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბას ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­აჩ­ნია რა შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. რო­დე­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს ჩაბ­მუ­ლი. ვთქვათ ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის ცალ­კე­უ­ლი მუხ­ლე­ბი რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძიმ­ნე და­ნა­შა­უ­ლის ეხე­ბა ან თუნ­დაც იგი­ვე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით. სა­პო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბი­სას პირს უკვე უნდა ყავ­დეს ად­ვო­კა­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვთქვათ მა­ნამ­დე მას არ ქონ­და სურ­ვი­ლი რომ ჰყო­ლო­და ად­ვო­კა­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კლი­ენტზე და ჩემი რჩე­ვაც იქ­ნე­ბა, რომ ად­ვო­კატ­თან ქონ­დეს ყვე­ლას ურ­თი­ერ­თო­ბა, ეს არის ერ­თგვა­რი და­ზღვე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის. სამ­წუ­ხა­როა რომ მერე აღ­მო­ა­ჩე­ნენ რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და იუ­რის­ტის კონ­სულ­ტა­ცია გა­ევ­ლოთ და მერე და­ე­დოთ ესა თუ ის გა­რი­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არა­მარ­ტო შუ­ამ­დგომ­ლო­ბაა ად­ვო­კა­ტის ფუნ­ქცია, იქ შე­იძ­ლე­ბა იყოს აცი­ლე­ბის მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი აი­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ მო­მენ­ტი­დან როცა ამ მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გახ­და მო­მენ­ტა­ლუ­რად უნდა და­ა­ყე­ნოს ად­ვო­კატ­მა.

ლე­ლი­კო ნი­ნი­ძე:

არის თუ არა კა­ნო­ნით ნე­ბა­დარ­თუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის მოს­მე­ნა, თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ ადა­მი­ა­ნის სა­ეჭ­ვო ქმე­დე­ბა­ში, ან რა უნდა გა­ა­კე­თოს მო­ქა­ლა­ქემ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

-სა­ხელ­მწი­ფოს უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ახ­დი­ნონ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­ოს მოს­მე­ნა. მისი სა­უბ­რის ჩა­წე­რა და ა.შ. ხოლო კერ­ძო შემ­თხვე­ვებ­ში ამის გა­კე­თე­ბა ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმი­ტომ რომ ამ ყვე­ლა­ფერს წინ უნდა უძღვო­დეს გარ­კვე­უ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, გარ­კვე­უ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი იქ­ნას გა­ტა­რე­ბუ­ლი.

ლაშა:

წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში მყოფ ადა­მი­ანს, აქვს თუ არა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა?

-ეს არის ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და ის ეტა­პი გა­მო­ძი­ე­ბი­სა რო­დე­საც პი­რის მი­მართ ხდე­ბა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა. მას შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნინ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ახ­ლობ­ლებ­თან, ად­ვო­კატ­თან იმის­თვის რომ აიყ­ვა­ნოს ად­ვო­კა­ტი , რომ მან მო­ა­ხერ­ხოს და­კავ­ში­რე­ბა აგ­რეთ­ვე თა­ვის კრდე­ი­ტო­რებ­თან და ა.შ. იმ პი­რებ­თან ვის­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს, რომ აც­ნო­ბოს რომ იმ კონ­კრე­ტულ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია და ვერ შეძ­ლებს გარ­კვე­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამის შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვს. ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის მას ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას მის­ცე­მენ მაგ­რამ ამის შემ­დეგ კი სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბაა რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას ხელი შე­ე­შა­ლოს.

ჯეინ ქარ­და­ვა:

არ ვიცი თქვენ რამ­დე­ნად უნდა მოგ­მარ­თოთ ამ კით­ვით, იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ. სატ­რან­სპორ­ტო ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში,და­ჯა­რი­მე­ბუ­ლის ყვე­ლა პი­რა­დი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ყა­და­ღე­ბუ­ლია სა­აღ­სრუ­ლებ­ლოს მიერ. ამავდრო­უ­ლად, ხელ­ფა­სი ერი­ცხე­ბა ერთ-ერთ ან­გა­რის­შზე. გთხოვთ, იქ­ნებ მი­პა­სუ­ხოთ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­რი­ცხე­ბა თუ არა სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე ხელ­ფა­სი და მოხ­დე­ბა თუ არა ამ სა­ჯა­რი­მო თან­ხის ავ­ტო­მა­ტუ­რი "ჩა­მოჭ­რა" სა­აღ­სრუ­ლებ­ლოს მიერ? თუ პი­რა­დად სა­აღ­სრუ­ლებ­ლო­ში უნდა მი­ვი­დეს პი­როვ­ნე­ბა ყა­და­ღის ასახ­სნე­ლად?

ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვის­თა­ნა­ვე ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან და­ყა­და­ღე­ბუ­ლია ან­გა­რი­ში მოხ­დე­ბა ჩა­მოჭ­რა ამ ჯა­რი­მის. თუმ­ცა მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­ი­ხა­დოს. იგი­ვე, მი­ვი­დეს სა­აღ­სრუ­ლებ­ლო­ში და გა­ნა­ცხა­დოს რომ სურს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­ი­ხა­დოს ჯა­რი­მა. ამის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მისი ან­გა­რი­ში­დან გა­და­რი­ცხოს. შე­უძ­ლია თან­ხის ხელ­ზე შე­ტა­ნა. რო­დე­საც გას­ტუმ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ანუ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რო­დე­საც და­ა­ფიქ­სი­რებს, რომ მისი ჩა­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი საკ­მა­რი­სი იყოს ამ ჯა­რი­მის გა­და­სახ­დე­ლად მოხ­სნის ყა­და­ღას. მან შე­უძ­ლია გა­ნა­ცხა­დოს, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და გთხოვთ მო­მიხ­სნათ ყა­და­ღა და მო­იხ­სნე­ბა.

ზურა:

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­კა­ვა­ბე­უ­ლი პი­რის ნახ­ვა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე (თუნ­დაც ად­ვო­კა­ტის, ან გა­მომ­ძი­ებ­ლის თან­ხლე­ბით)

-გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არ შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ არის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლია და სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რის თან­ხმო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს მა­ინც ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ  სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი იურიდიული მომსახურების სააგენტოა, ბევრმა არ იცის იურიდიული დახმარება როგორ მიიღოს. რა უნდა ვიცოდეთ, თუ საქმე იურისტის ჩარევას საჭიროებს.

თამაზი:

რა უფლებით სარგებლობს ბრალდებული პირველივე წუთებიდან?

ბრალდებულის უფლებაა პირველივე წუთებიდან იცოდეს რის გამოა იგი ბრალდებული. რომელი მუხლის ნაწილით აქვს მას ბრალი წაყენებული. რას ედავება მას პროკურატურა. შემდეგ უკვე მოდის უფლებათა მთელი ჩამონათვალი, მათ შორის არის ადვოკატის აყვანის უფლება. ასევე არის სამედიცინო გამოკველვის უფლება . პრინციპში ყველა საპროცესო უფლება რომ მან თავისი პოზიცია ამტკიცოს სასამართლოში და დაადასტუროს რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება არის უსაფუძვლო და იგი არის უდანაშაულო. პრინციპში ეს არ ნიშნავს იმას, რომ უდანაშაულობა უნდა ამტკიცოს , მაგრამ მან უდა ჩაატაროს თავისი პოზიციიდან საგამოძიებო მოქმედებები, რითიც შეძლებს დადასტურებას იმისა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არის უსაფუძვლო. ბრალდებულს არანაირი ვალდებულება არა აქვს რომ ამტკიცოს რომ უდანაშაულოა.

სტუდენტი თეა:

რა უფლებები აქვს დაზარალებულს და ბრალდებულს, როცა საქმე საპროცესო შეთანხმებას ეხება?

-ბრალდებულზე მეტნაკლებად უკვე ვისაუბრეთ , მაგრამ რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას ეს არის გარიგება პროკურატურასა და კონკრეტულ პირს შორის. საპროცესო შეთანხმება შეიძლება იყოს სასჯელზე და ბრალზე. ეს იმას ნიშნავს რომ გარკვეულ პირობებზე შეიძლება შეთანხმდნენ ეს ორი მხარე. დაზარალებულის უფლება არის ის რომ მასთან კონსულტაცია უნდა გაიაროს აუცილებლად პროკურორმა სანამ გადაწყვეტს და გააფორმებს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას. დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე დაზარალებულის თანხმობა თუ არ არის საპროცესო გარიგების დადებაც უკვე რთულია. თუმცა შეუიძლება იყოს გამონაკლისი საქმეებიც სადაც ამ გარემოებებს არ მიექცეს ყურადღება სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადად დაზარალებულთნ კონსულტაცია აუცილებელია და მისი აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია.

მკითხველი ქეთევანი:

როცა განქორწინების პროცესი მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ითვლება თუ არა ერთ–ერთი მხარე დაზარალებულად?

-დაზარალებული არის პირი ვინც სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე ასეთად არის ცნობილი. სამოქალაქო კანონმდებლობაში ზარალი შეიძლება გარკვეულ ქმედებებს მოყვეს, მაგრამ საოჯახო დავებში დაზარალებულად ცალკე განმარტებად რომ ვინმე უნდა იყოს ცნობილი, ასე არ არის. მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე დაზარალებულია.

გოგა:

1)ვინ შეიძლება იყოს მოწმე სასამართლო პროცესზე.

-მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ განსახილველ საქმეზე. მაგრამ არის გამონაკლისები ვინ არ შეიძლება იყოს მოწმე. მაგალითად არ შეიძლება იყოს მოწმე სასულიერო პირი იმ თემასთან დაკავშირებით რომელმაც გაანდო აღსარების დროს, ასევე არ შიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი, მის უფლება მოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადვოკატი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც გარკვეული კონსულტაციები აქვს მიცემული და ა.შ. მოწმე პრინციპში შიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელმაც იცის გარკვეული ინფორმაცია, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ არის გარკვეული ასაკობრივი დათქმა. 14 წლის ადამიანს აქვს უფლება მისცეს ჩვენება თუმცა სრულწლოვანებამდე მას ამ ჩვენების მიცემის დროს აუცილებლად უნდა ახლდეს თან პედაგოგი, ან მშობელი.

2) ითვალისწინებს თუ არა კანონი ბავშვის დაკითხვას ( როცა საქმე დედ-მამის განქორწინებას ეხება და გადასაწყვეტია ვისთან უნდა დარჩეს ბავშვი. რა ფორმით ხდება ეს პროცედურები?

-ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში უბრალოდ ბავშვს უნდა ჰქონდეს უკვე გარკვეულ ასაკამდე მიღწეული. აქ შესაძლებელია ბავშვი გამოკითხოს მოსამართლემ რომელსაც 10 წელი შეუსრულდა და მისი აზრი რა თქმა უნდა უნდა გაარკვიოს. თუმცა დღესდღეობით ესეთ საქმეების წარმოებაში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ადგენს მთელ გარემოებებს. ვის უკეთესი პირობები აქვს, სად უნდა იზრდებოდეს ბავში , რომელი მშობლის შესაძლებლობებია მისთვის უკეთესი და ა.შ. ბავშვის ინტერესი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

თამარი:

ვინ არის უძრავი ქონების კანონიერი წარმომადგენელი და ვინ არის მემკვიდრე?

-უძრავი ქონების წარმომადგენელი არის მისი მესაკუთრე. ანუ პირი რომლის სახელზეც ირიცხება ეს ქონება. მემკვიდრეს რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაყოფილია ორ ნაწილად. არის ანდერძის მიერ მემკვიდრე და კანონის მიერი მემკვიდრე. თვითონ სიტყვა ძალიან მარტივად გვეუბნება ანდერძის მემკვიდრეობას , ეს არის პირი რომლის სასარგებლიოდაც მამკვიდრებელმა რომელიც გარდაიცვალა სიცოცხლეშივე შეადგინა ანდერძი და გადაწყვიტა, რომ მისი დანაშთი ქონება დარჩენოდა ამ კონკრეტულ პირს. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონის მიერ მემკვიდრეობას, რომელიც არის რიგითობითი ხასიათის. პირველი რიგი მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები, მშობლები. შემდეგ უკვე მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და ძმა და ა.შ.

ზურა:

ადამიანის დაკავებიდან რა დროში უნდა მოხდეს მისი ადვოკატით უზრუნველყოფა და რა ვადებში ხდება შუამდგომლობის დაყენება.

კანონი ითვალისწინებს სავალდებულოობას ადვოკატის მონაწილეობას. გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც სავალდებულო ხდება ადვოკატის მონაწილეობა აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული. ვთქვათ ეს არის სისხლის სამართლის ცალკეული მუხლები რომელიც განსაკუთრებით მძიმნე დანაშაულის ეხება ან თუნდაც იგივე საპროცესო შეთანხმებაზე ვსაუბრობდით. საპოცესო შეთანხმების დადებისას პირს უკვე უნდა ყავდეს ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ მანამდე მას არ ქონდა სურვილი რომ ჰყოლოდა ადვოკატი. ეს ყველაფერი მაქსიმალურად არის დამოკიდებული კლიენტზე და ჩემი რჩევაც იქნება, რომ ადვოკატთან ქონდეს ყველას ურთიერთობა, ეს არის ერთგვარი დაზღვევა კონკრეტული პირის. სამწუხაროა რომ მერე აღმოაჩენენ რომ კარგი იქნებოდა იურისტის კონსულტაცია გაევლოთ და მერე დაედოთ ესა თუ ის გარიგება. რაც შეეხება შუამდგომლობას არამარტო შუამდგომლობაა ადვოკატის ფუნქცია, იქ შეიძლება იყოს აცილების მოთხოვნის დაყენება. თითოეული აიცილებლობიდან გამომდინარე, იმ მომენტიდან როცა ამ მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა გახდა მომენტალურად უნდა დააყენოს ადვოკატმა.

ლელიკო ნინიძე:

არის თუ არა კანონით ნებადართული ტელეფონის მოსმენა, თუ დარწმუნებული ხარ ადამიანის საეჭვო ქმედებაში, ან რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ ასეთ შემთხვევაში?

-სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველსაყოფად შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოახდინონ კონკრეტული პირის ტელეფონის ნომრიოს მოსმენა. მისი საუბრის ჩაწერა და ა.შ. ხოლო კერძო შემთხვევებში ამის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელია. იმიტომ რომ ამ ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს გარკვეული სისხლის სამართლის საქმე, გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები, რომ კონკრეტული პირის მიმართ გარკვეული ქმედებები იქნას გატარებული.

ლაშა:

წინასწარი დაკავების საკანში მყოფ ადამიანს, აქვს თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება?

-ეს არის ის დაწესებულება და ის ეტაპი გამოძიებისა როდესაც პირის მიმართ ხდება ბრალის წაყენება. მას შეიძლება ბუნებრივია განახორციელებინინ სატელეფონო ზარი ახლობლებთან, ადვოკატთან იმისთვის რომ აიყვანოს ადვოკატი , რომ მან მოახერხოს დაკავშირება აგრეთვე თავის კრდეიტორებთან და ა.შ. იმ პირებთან ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, რომ აცნობოს რომ იმ კონკრეტულ ეტაპზე დაკავებულია და ვერ შეძლებს გარკვეული მოვალეობების შესრულებას. ამის შემდეგ კი მობილურის გამოყენების უფლება აღარ აქვს. ძირითადი ვალდებულებისთვის მას ზარის განხორციელების უფლებას მისცემენ მაგრამ ამის შემდეგ კი სანამ გამოძიება არ დამთავრდება ეს შეუძლებელია. კომუნიკაციის საშუალება ისეთი მოწყობილობაა რომლითაც შეიძლება ისეთი ფუნქციების შესრულება რომლითაც შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს.

ჯეინ ქარდავა:

არ ვიცი  თქვენ რამდენად უნდა მოგმართოთ ამ კითვით, იქნებ დამეხმაროთ. სატრანსპორტო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში,დაჯარიმებულის ყველა პირადი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია სააღსრულებლოს მიერ. ამავდროულად, ხელფასი ერიცხება ერთ-ერთ ანგარისშზე. გთხოვთ, იქნებ მიპასუხოთ, ასეთ შემთხვევაში დაერიცხება თუ არა სახელფასო ბარათზე ხელფასი და მოხდება თუ არა ამ საჯარიმო თანხის ავტომატური "ჩამოჭრა" სააღსრულებლოს მიერ? თუ პირადად სააღსრულებლოში უნდა მივიდეს პიროვნება ყადაღის ასახსნელად?

ხელფასის ჩარიცხვისთანავე ბუნებრივია, რადგან დაყადაღებულია ანგარიში მოხდება ჩამოჭრა ამ ჯარიმის. თუმცა მას აქვს შესაძლებლობა ნებაყოფლობით გადაიხადოს. იგივე, მივიდეს სააღსრულებლოში და განაცხადოს რომ სურს ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა. ამისთვის არ არის აუცილებელი მისი ანგარიშიდან გადარიცხოს. შეუძლია თანხის ხელზე შეტანა. როდესაც გასტუმრებული ექნება ეს ვალდებულება, ანუ აღმასრულებელი როდესაც დააფიქსირებს, რომ მისი ჩარიცხული ხელფასი საკმარისი იყოს ამ ჯარიმის გადასახდელად მოხსნის ყადაღას. მან შეუძლია განაცხადოს, რომ ვალდებულება უკვე შესრულებულია და გთხოვთ მომიხსნათ ყადაღა და მოიხსნება.

ზურა:

შესაძლებელია თუ არა დაკავაბეული პირის ნახვა, სასამართლო პროცესამდე (თუნდაც ადვოკატის, ან გამომძიებლის თანხლებით)

-გამოძიების პროცესში არ შეიძლება. მაგრამ არის გარკვეული ეტაპი როდესაც გამოძიება უკვე დამთავრებულია და სასამართლოს გადაეცა საქმე განსახილველად ამ შემთხვევაში პროკურორის თანხმობით შესაძლებელია. თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს მაინც ითვალისწინებს კანონი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას