მსახიობი უმა თურმანი საზოგადოებაში უფროს ქალიშვილთან, მაია თურმან ჰოუკთან ერთად გამოჩნდა. ფოტოებით ვერ იტყვი, რომ 14 წლის გოგონა ცნობილი მსახიობის ქალიშვილია: ისინი დებს უფრო ჰგვანან.
უმამ და მაიამ მონაწილეობა სპეციალურ სადილში მიიღეს, რომელიც მოდის სახლმა Calvin Klein-მა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად მოაწყო. დედა-შვილმა კონტრასტული ტანსაცმელი მოირგეს: უმას გლამურული შავი კაბა ეცვა, მაიას კი საკმაოდ სადა, თეთრი კაბა. გოგონა დედას ჰგავს - ისეთივე მაღალი და სუსტია.
ამჟამად უმა სურათის -"მოკალი ბილი 3" გადაღებებისთვის ემზადება.
მომზადებულია loveradio.ru-ს მიხედვით.