მერი-კეიტ ოლსენს ოლივიე სარკოზი მობეზრდა

მერი-კეიტ ოლსენს ოლივიე სარკოზი მობეზრდა

ცნობილი მსახიობისა და დიზაინერის მერი-კეიტ ოლსენისა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ძმის, ოლივიე სარკოზის ურთიერთობაში პრობლემებია.

წყვილს შორის 16 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა და როგორც ჩანს, 26 წლის ოლსენს 42 წლის ოლივიესთან ურთიერთობა მოსწყინდა. როგორც ოლსენის ახლო მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, -"მერი-კეიტი ბოლო დროს საკუთარ რომანზე ხშირად ჩივის და მეგობრები ვფიქრობთ, რომ მათი ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა".

"რამდენიმე დღის წინ წყვილი წვეულებაზე იმყოფებოდა. მერი-კეიტი გაღიზიანებული ჩანდა. მთელი საღამო ერთხელაც არ გაუღიმია. ოლივიე პარტნიორს კოცნიდა, ეხუმრებოდა, მაგრამ გოგონა მის თბილ დამოკიდებულებას არაფრად აგდებდა", - წერს ვებსაიტი Showbizspy.

მომზადებულია Showbizspy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება