სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი 24 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო წვე­რა­ვამ აც­ნო­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი შე­მო­დის, რის გა­მოც, ხვა­ლი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა-ელ­ჭე­ქით. ასე­თი ამინ­დე­ბი 23 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

21 აპ­რილს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის ქარი 10-15 მეტ­რი წამ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი დრო­გა­მოშ­ვე­ბით ქარი უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა და წამ­ში 17-22 მეტრს მი­აღ­წევს.

23 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 10-15 გრა­დუ­სი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12-17 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, თბი­ლის­ში - 16 გრა­დუ­სი.

24 აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს. წვი­მა- ელ­ჭე­ქით შე­საძ­ლოა, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს. ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად მო­ი­მა­ტებს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რი 27-29 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - 22-24 გრა­დუ­სამ­დე. კარ­გი ამინ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 28 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება

საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება

საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ აცნობა, დასავლეთ საქართველოში, ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, რის გამოც, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ასეთი ამინდები 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

21 აპრილს, დასავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ქარი უფრო ძლიერი იქნება და წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

23 აპრილის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 10-15 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი იქნება, თბილისში - 16 გრადუსი.

24 აპრილიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. წვიმა- ელჭექით შესაძლოა, მთიან რაიონებში შენარჩუნდეს. ამინდის შესაბამისად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 27-29 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში - 22-24 გრადუსამდე. კარგი ამინდები საქართველოში 28 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"