პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა
ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ას პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. აქ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­ტია სცე­ნა­ზე არ ასუ­ლა, ის აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას ხალ­ხთან ერ­თად იდგა. რო­გორც მუ­სი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, ის ამ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­და გერ­მა­ნი­ი­დან თბი­ლის­ში.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. გა­მო­ვი­ქე­ცი ბერ­ლი­ნი­დან სა­დაც მქონ­და ჩა­წე­რა და წე­სით უნდა მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ მე მათ ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი თბი­ლის­ში. ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვე­დი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვი­ყა­ვი ხალ­ხთან ერ­თად. მათ­თან ერ­თად აღ­ვიქ­ვამ­დი ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც ჰქვია თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტიქ­ტი, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ქარ­თვე­ლებს სა­ბედ­ნი­ე­როდ ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვაქვს.

მე ვიცი, რომ ჩვენ დავძლევთ მო­ნურ, ში­შის ინ­სტიქტს, რო­მელ­საც ცდი­ლო­ბენ რომ გა­აღ­ვი­ძონ ჩვენ­ში. ჩვენ მი­ვაღ­წევთ დე­მოკ­რა­ტი­ას ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტიქ­ტის წყა­ლო­ბით. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი დიდი სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს გა­აღ­ვი­ძოს ჩვენ­ში მო­ნუ­რი ინ­სტიქ­ტი, რო­მე­ლიც და­ნერ­გა დიდი ხნის წინ, მაგ­რამ ჩვენ ამას არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ. მე მჯე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის." - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩვენ დავძლევთ მო­ნურ ინ­სტინ­ქტს" - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ცო­ლე­ბი და ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი აქ­ცი­ა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა

ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა

"ნაციონალური მოძრაობის" აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც ესწრებოდა. აქციის განმავლობაში ხატია სცენაზე არ ასულა, ის აქციის მსვლელობისას ხალხთან ერთად იდგა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ამ დღისთვის სპეციალურად დაბრუნდა გერმანიიდან თბილისში.

"ძალიან ბედნიერი ვარ. გამოვიქეცი ბერლინიდან სადაც მქონდა ჩაწერა და წესით უნდა მემუშავა, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი თბილისში. ცოტა დაგვიანებით მოვედი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ხალხთან ერთად. მათთან ერთად აღვიქვამდი ამ ბედნიერებას, რასაც ჰქვია თავისუფლების ინსტიქტი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ქართველებს საბედნიეროდ ძალიან განვითარებული გვაქვს.

მე ვიცი, რომ ჩვენ დავძლევთ მონურ, შიშის ინსტიქტს, რომელსაც ცდილობენ რომ გააღვიძონ ჩვენში. ჩვენ მივაღწევთ დემოკრატიას ჩვენი თავისუფლების ინსტიქტის წყალობით. ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფო ცდილობს გააღვიძოს ჩვენში მონური ინსტიქტი, რომელიც დანერგა დიდი ხნის წინ, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. მე მჯერა ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის." - განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ დავძლევთ მონურ ინსტინქტს" - "ნაციონალების" ცოლები და ცნობილი ქალბატონები აქციაზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"