სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება
საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის 30% რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე იბა­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა, დე­მოგ­რაფ­მა გი­ორ­გი მე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მშო­ბელ­თა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ანუ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის წილი 30%-ია.

მი­სი­ვე თქმით, ეს მო­ნა­ცე­მი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია, თუმ­ცა 2006 წელს უფრო მა­ღა­ლი იყო.

"გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში დე­მოგ­რა­ფებ­მა შე­ნიშ­ნეს ერთი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას შე­ე­ხე­ბო­და. ანა­ლო­გი­უ­რი ად­რეც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა 90-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში დიდ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია. მა­გა­ლი­თად, 1989 წელს მთელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბაშ­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თუ იყო 18%, 2006 წლის­თვის ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 54%-ს მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლო ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის თით­ქმის პირ­ველ ად­გილ­ზე იყო. შემ­დეგ წლებ­ში ცო­ტა­თი და­იკ­ლო და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­და. ამ­დე­ნად, დღეს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მე­ულ­ში ამ მხრივ აღარ შევ­დი­ვართ", - დას­ძი­ნა მე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო 1997 წელს დე­მოგ­რა­ფებ­მა გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს. დად­გინ­და, რომ 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებს შო­რის მხო­ლოდ სა­ეკ­ლე­სიო ქორ­წი­ნე­ბა­ში 20%-ზე მეტი იმ­ყო­ფე­ბო­და. "ასე­თი ტი­პის ოჯა­ხებს სა­ხელ­მწი­ფო არ ცნობ­და და ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. დღეს რო­გო­რია ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, ამას კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის 30%-ში საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი, შე­საძ­ლოა, ნამ­დვი­ლად იყოს სა­ეკ­ლე­სიო ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვე­ბი, თუმ­ცა რამ­დე­ნი - მი­ჭირს ციფ­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მე­ლა­ძემ.

დე­მოგ­რაფ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმ გან­სხვა­ვე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­დაც ასე­ვე მა­ღა­ლია ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შო­ბა­დო­ბა.

"ჩვენ­თან არ იზ­რდე­ბა და სტა­ბი­ლუ­რია მხო­ლოდ დე­დის გან­ცხა­დე­ბით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს არის სწო­რედ მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი იგი ყვე­ლა სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო და 2,5%-ს შე­ად­გენს. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი - 8% იყო. ბოლო წლებ­ში შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია აქვს და ასე­თი და­ბა­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ეს მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახს დღეს­დღე­ო­ბით მყა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი აქვს და ქვე­ყა­ნა­ში გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სე­ბი ნაკ­ლე­ბად შე­ი­ნიშ­ნე­ბა", - დას­ძი­ნა გი­ორ­გი მე­ლა­ძემ.

მე­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­სა­ვალს სა­ეკ­ლე­სიო და სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბის ორი­ვე ფორ­მის დაშ­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს.

სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის კონ­კორ­და­ტი 2002 წელს გა­ფორმ­და, რომ­ლის მე-3 მუხ­ლით სა­ხელ­მწი­ფო სა­ეკ­ლე­სიო ჯვრის­წე­რას აღი­ა­რებს, თუმ­ცა სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - მხო­ლოდ ქორ­წი­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გის­ტრა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა.

ამას­თან, ჯვრის­წე­რას შე­საძ­ლოა, იუ­რი­დი­უ­ლი ძალა მი­ე­ცეს. ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­მხილ­ვე­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება

საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება

საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დემოგრაფმა გიორგი მელაძემ განუცხადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მშობელთა ერთობლივი განცხადებებით, ანუ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების წილი 30%-ია.

მისივე თქმით, ეს მონაცემი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია, თუმცა 2006 წელს უფრო მაღალი იყო.

"გასული საუკუნის 90-იან წლებში დემოგრაფებმა შენიშნეს ერთი ფენომენი, რომელიც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობის ზრდას შეეხებოდა. ანალოგიური ადრეც დაფიქსირებულა, თუმცა 90-იანი წლების შუა პერიოდში დიდ მასშტაბებს მიაღწია. მაგალითად, 1989 წელს მთელს დაბადებული ბაშვების კატეგორიაში რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულთა რაოდენობა თუ იყო 18%, 2006 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 54%-ს მიაღწია. საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის თითქმის პირველ ადგილზე იყო. შემდეგ წლებში ცოტათი დაიკლო და ეს მაჩვენებელი შემცირდა. ამდენად, დღეს ევროპის ქვეყნების სამეულში ამ მხრივ აღარ შევდივართ", - დასძინა მელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო 1997 წელს დემოგრაფებმა გამოკვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის მხოლოდ საეკლესიო ქორწინებაში 20%-ზე მეტი იმყოფებოდა. "ასეთი ტიპის ოჯახებს სახელმწიფო არ ცნობდა და ასეთ ოჯახში დაბადებული ბავშვები რეგისტრირებულ ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. დღეს როგორია ეს მონაცემები, ამას კვლევის ჩატარება სჭირდება. რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების 30%-ში საკმაოდ დიდი ნაწილი, შესაძლოა, ნამდვილად იყოს საეკლესიო ქორწინებაში მყოფი ოჯახების ბავშვები, თუმცა რამდენი - მიჭირს ციფრების დასახელება", - აღნიშნა მელაძემ.

დემოგრაფმა ასევე ისაუბრა იმ განსხვავებაზე, რომლითაც საქართველო ევროპული ქვეყნებისგან გამოირჩევა, სადაც ასევე მაღალია ქორწინების გარეშე შობადობა.

"ჩვენთან არ იზრდება და სტაბილურია მხოლოდ დედის განცხადებით დაბადებული ბავშვების რაოდენობა. ეს არის სწორედ მარტოხელა დედების რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით კი იგი ყველა სხვა წლებთან შედარებით ძალიან დაბალი იყო და 2,5%-ს შეადგენს. ამ მხრივ ყველაზე მაღალი პროცენტი - 8% იყო. ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია აქვს და ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. ეს მეტყველებს, რომ საქართველოში ოჯახს დღესდღეობით მყარი ტრადიციული საფუძვლები აქვს და ქვეყანაში გლობალურ პროცესები ნაკლებად შეინიშნება", - დასძინა გიორგი მელაძემ.

მელაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალს საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინების ორივე ფორმის დაშვება წარმოადგენს.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატი 2002 წელს გაფორმდა, რომლის მე-3 მუხლით სახელმწიფო საეკლესიო ჯვრისწერას აღიარებს, თუმცა სამართლებრივ ურთიერთობაში - მხოლოდ ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებს ეყრდნობა.

ამასთან, ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"