საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა
სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა

27 წლის პა­რო­დის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ გა­მოჩ­ნდა. იგი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას აკე­თებს და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს წი­ნა­მორ­ბე­დებ­ზე - მა­მუ­კა ლო­მაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­ზე უკე­თე­სა­დაც გა­მოს­დის. ახალ­გაზ­რდა პა­რო­დის­ტი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია.

- პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, ვსწავ­ლობ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში. პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას 2005 წლი­დან ვა­კე­თებ, "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებ­საც ვიც­ნობ­დი. შარ­შან, 4 ოქ­ტომ­ბერს, მე­გობ­რის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმით მი­ვუ­ლო­ცე: ძმა­კაცს - ქორ­წი­ლი, ხალ­ხს - არ­ჩევ­ნე­ბი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი - გა­მარ­ჯვე­ბა. სწო­რედ ეს ვი­დეო მოხ­ვდა ინ­ტერ­ნეტ­ში, რის შემ­დე­გაც და­მი­კავ­შირ­და ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი. მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ყო­ველ­მხრივ შეს­წავ­ლი­ლი მყავს.

- პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- ხა­ტად ნამ­დვი­ლად არ მყავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი, თუნ­დაც იგი­ვე 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს და 2011 წლის 26 მა­ისს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას ტაში და­უკ­რას ადა­მი­ან­მა? მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სია. რო­გორც პი­როვ­ნე­ბა - უძ­ლი­ე­რე­სია. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის მსგავ­სი ნიჭი სხვას არ აქვს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დად მო­ვი­და თქვენ გა­საც­ნო­ბად რეს­ტო­რან "გაგ­რა­ში"...

- მე და სა­ა­კაშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს რეს­ტო­რან "გაგ­რა­ში". ჩვენ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბა გვქონ­და, სა­დაც მიშა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და. ხელი ჩა­მო­ვარ­თვით ერ­თმა­ნეთს და მისი ხმით მი­ვე­სალ­მე, მივ­ხვდი, რომ ესი­ა­მოვ­ნა. მი­თხრა, ვნა­ხე შენი სკეტ­ჩე­ბი, ძა­ლი­ან დიდი მსგავ­სე­ბაა ჩვენ შო­რი­სო და შე­მა­ქო. ძა­ლი­ან მინ­და ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ვი­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ან ის მო­ვი­დეს, ან ჩვენ მი­ვალთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმით მი­ვე­სალ­მე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ჯერ "მი­სალ­მე­ბაა" ეს მთავ­რო­ბა: ვერც იმას ვამ­ბობ - ეს რა გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი და ვერც იმას - ვა­ი­მე, ეს რა ცუდი რამე გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი. ახლა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა მძი­მე რო­კი­ვი­თაა.

- შე­ნამ­დე "კო­მე­დი შო­უ­ში" გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი აკე­თებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას, დის­კომ­ფორ­ტი ხომ არ შე­უქ­მნია შენ­თვის, მის ად­გილ­ზე რომ მოხ­ვე­დი?

- მე რომ მო­ვე­დი, აფ­ცი­ა­უ­რი უკვე წა­სუ­ლი იყო. ვიც­ნობ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­საც და მა­მუ­კა ლო­მაშ­ვილ­საც. ორი­ვე კარ­გად აკე­თებს სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას. მაგ­რამ ზოგ­ჯერ მი­ფიქ­რია, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამას ასე არ იტყო­და-მეთ­ქი. პრო­ფე­სი­აც სა­ერ­თო გვაქვს მე და სა­ა­კაშ­ვილს, თან ორი­ვეს მეგ­რე­ლი დედა გვყავს (იცი­ნის).

- შენც ისე­ვე გიყ­ვარს გო­გო­ნე­ბი, რო­გორც პრე­ზი­დენტს?

- (სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმით მპა­სუ­ხობს) აბა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს: უბე­დუ­რია ის მა­მა­კა­ცი, ვი­საც გო­გო­ნე­ბი არ უყ­ვარს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და... ზოგი დიდ­ხანს გა­ნიც­დის სიყ­ვა­რუ­ლის და­კარ­გვას, ზო­გი­ერ­თი კი - დღე-ნა­ხე­ვა­რი. მე რომ მეგლო­ვა, სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბო­და ჩემი გლო­ვა, ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბო­დით (იცი­ნის), იყო ნი­უ­ან­სე­ბი, რო­მელ­შიც ვერ ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს და დავ­შორ­დით... ქა­ლებს თმის ფე­რის მი­ხედ­ვით არ ვარ­ჩევ. თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს, თან მაგ­რად უნდა იფა­სებ­დეს თავს, მაგ­რამ თხაც არ უნდა იყოს.

- რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "კო­მე­დი შოუს" ხში­რად უწუ­ნე­ბენ იუ­მორს, სა­მარ­თლი­ა­ნია ეს კრი­ტი­კა?

- ასი კა­ცი­დან ასი­ვეს თუ მოს­წონ­ხარ, ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი მა­შინ ხარ, ჯო­ბია, სა­მოც­და­ათს მოს­წონ­დე. კრი­ტი­კა სა­დღაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნიც არის, მაგ­რამ დიდ სტი­მულ­საც იძ­ლე­ვა. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის გა­და­ცე­მე­ბიც მომ­წონს, მაგ­რამ "ვა­ნოს შოუ" ყვე­ლა­ზე მა­გა­რია. "ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის შო­უ­შიც" რომ ვმუ­შა­ობ­დე, მა­ინც ამას გა­ვი­მე­ო­რებ.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა რო­გორ მი­ი­ღეს თქვე­ნი ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- ჩემი მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, არც მიშა აინ­ტე­რე­სებთ, არც ბი­ძი­ნა და სულ ერ­თია, "ვა­ნოს შო­უ­ში" მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ "ღა­მის შო­უ­ში". მათ გალ­კი­ნი­სა და "სემ დნე­ის" ამ­ბე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებთ. ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას პა­რო­დი­აც რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, იგი­ვე რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა

სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა

27 წლის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა. იგი პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდიას აკეთებს და, როგორც ამბობენ, ეს წინამორბედებზე - მამუკა ლომაშვილსა და გიორგი აფციაურზე უკეთესადაც გამოსდის. ახალგაზრდა პაროდისტი პროფესიით იურისტია.

- პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ, ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. პრეზიდენტის პაროდიას 2005 წლიდან ვაკეთებ, "კომედი შოუს" ბიჭებსაც ვიცნობდი. შარშან, 4 ოქტომბერს, მეგობრის ქორწილში ვიყავი და პრეზიდენტ სააკაშვილის ხმით მივულოცე: ძმაკაცს - ქორწილი, ხალხს - არჩევნები, "ქართულ ოცნებას" კი - გამარჯვება. სწორედ ეს ვიდეო მოხვდა ინტერნეტში, რის შემდეგაც დამიკავშირდა ალეკო მალხაზიშვილი. მხოლოდ სააკაშვილის პაროდიის გაკეთება შემიძლია, ყოველმხრივ შესწავლილი მყავს.

- პრეზიდენტის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?

- ხატად ნამდვილად არ მყავს მიხეილ სააკაშვილი. 9-წლიანი მმართველობისას არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, თუნდაც იგივე 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს. როგორ შეიძლება ამას ტაში დაუკრას ადამიანმა? მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძლიერი პოლიტიკოსია. როგორც პიროვნება - უძლიერესია. ხალხთან ურთიერთობის მსგავსი ნიჭი სხვას არ აქვს.

- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი პირადად მოვიდა თქვენ გასაცნობად რესტორან "გაგრაში"...

- მე და სააკაშვილი შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს რესტორან "გაგრაში". ჩვენ კორპორაციული წვეულება გვქონდა, სადაც მიშა მოულოდნელად მოვიდა. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მისი ხმით მივესალმე, მივხვდი, რომ ესიამოვნა. მითხრა, ვნახე შენი სკეტჩები, ძალიან დიდი მსგავსებაა ჩვენ შორისო და შემაქო. ძალიან მინდა ჩვენს ღონისძიებაზე მოვიდეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ან ის მოვიდეს, ან ჩვენ მივალთ. სააკაშვილის ხმით მივესალმები. ვფიქრობ, რომ ჯერ "მისალმებაა" ეს მთავრობა: ვერც იმას ვამბობ - ეს რა გააკეთეს-მეთქი და ვერც იმას - ვაიმე, ეს რა ცუდი რამე გააკეთეს-მეთქი. ახლა ქართული პოლიტიკა მძიმე როკივითაა.

- შენამდე "კომედი შოუში" გიორგი აფციაური აკეთებდა სააკაშვილის პაროდიას, დისკომფორტი ხომ არ შეუქმნია შენთვის, მის ადგილზე რომ მოხვედი?

- მე რომ მოვედი, აფციაური უკვე წასული იყო. ვიცნობ გიორგი აფციაურსაც და მამუკა ლომაშვილსაც. ორივე კარგად აკეთებს სააკაშვილის პაროდიას. მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია, სააკაშვილი ამას ასე არ იტყოდა-მეთქი. პროფესიაც საერთო გვაქვს მე და სააკაშვილს, თან ორივეს მეგრელი დედა გვყავს (იცინის).

- შენც ისევე გიყვარს გოგონები, როგორც პრეზიდენტს?

- (სააკაშვილის ხმით მპასუხობს) აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს: უბედურია ის მამაკაცი, ვისაც გოგონები არ უყვარს. შეყვარებული მყავდა... ზოგი დიდხანს განიცდის სიყვარულის დაკარგვას, ზოგიერთი კი - დღე-ნახევარი. მე რომ მეგლოვა, სექტემბერში დასრულდებოდა ჩემი გლოვა, ფუნდამენტურად განვსხვავდებოდით (იცინის), იყო ნიუანსები, რომელშიც ვერ ვუგებდით ერთმანეთს და დავშორდით... ქალებს თმის ფერის მიხედვით არ ვარჩევ. თავმდაბალი ადამიანი უნდა იყოს, თან მაგრად უნდა იფასებდეს თავს, მაგრამ თხაც არ უნდა იყოს.

- რეიტინგულობის მიუხედავად, "კომედი შოუს" ხშირად უწუნებენ იუმორს, სამართლიანია ეს კრიტიკა?

- ასი კაციდან ასივეს თუ მოსწონხარ, ყველაზე უბედური მაშინ ხარ, ჯობია, სამოცდაათს მოსწონდე. კრიტიკა სადღაც საფუძვლიანიც არის, მაგრამ დიდ სტიმულსაც იძლევა. "ღამის შოუს" სტუდიის გადაცემებიც მომწონს, მაგრამ "ვანოს შოუ" ყველაზე მაგარია. "ოთარ ტატიშვილის შოუშიც" რომ ვმუშაობდე, მაინც ამას გავიმეორებ.

- ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი ახალი საქმიანობა?

- ჩემი მშობლები რუსეთში ცხოვრობენ, არც მიშა აინტერესებთ, არც ბიძინა და სულ ერთია, "ვანოს შოუში" მივიღებ მონაწილეობას თუ "ღამის შოუში". მათ გალკინისა და "სემ დნეის" ამბები უფრო აინტერესებთ. ჯონდი ბაღათურიას პაროდიაც რომ გამეკეთებინა, იგივე რეაქცია ექნებოდათ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები