სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვდარი გვამი", "წყალქვეშა ყვინთვა" და "პუწინი" - როგორია ქართველი ჟურნალისტების ლინგვისტური ინტელექტი?
"მკვდარი გვამი", "წყალქვეშა ყვინთვა" და "პუწინი" - როგორია ქართველი ჟურნალისტების ლინგვისტური ინტელექტი?

გა­სულ კვი­რას დე­და­ე­ნის დღე აღ­ვნიშ­ნეთ... 35 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მშობ­ლი­უ­რი ენის და­სა­ცა­ვად საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ულ მან­ქა­ნას და­უ­პი­რის­პირ­დნენ და არ შე­უ­შინ­დნენ რე­ა­ლურ საფრ­თხეს, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ასეთ ფორ­მას შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და... მიმ­დი­ნა­რე წლის 14 აპ­რილს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ა­შუ­ქეს კი­დეც. ერთ-ერთი არ­ხის (გარ­კვე­ულ მო­საზ­რე­ბა­თა გამო, არ და­ვა­სა­ხე­ლებ) მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში კი ჟურ­ნა­ლის­ტმა ისე­თი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლით აღგ­ვი­წე­რა დე­და­ე­ნის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ ხელ­ში კა­ლა­მი ამა­ღე­ბი­ნა და წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია და­მა­წე­რი­ნა.

ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად არ ვუფრ­თხილ­დე­ბით მშობ­ლი­ურ ენას და ამა თუ იმ მა­ხინჯ გა­მოთ­ქმას ვამ­კვიდ­რებთ. ეს უფრო ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა" და მა­პა­ტი­ონ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ეს მსუ­ბუ­ქი საყ­ვე­დუ­რი... ისე არ გა­ი­გოთ, რომ ახლა მივ­დგე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ლან­ძღვას და­ვი­წყებ, სა­კუ­თარ თავს კი ყოვ­ლის­მცოდ­ნედ წარ­მო­ვა­ჩენ. შეც­დო­მა ყვე­ლას მოს­დის და არც მე ვარ და­ზღვე­უ­ლი... უბ­რა­ლოდ, მინ­და, ამ პრობ­ლე­მი­სად­მი ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გის (არა მარ­ტო) ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყრო და ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად მცი­რე წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო.

კრი­ტი­კა აფხიზ­ლებს ადა­მი­ა­ნებს... ენათ­მეც­ნი­ე­რებ­მა და ფი­ლო­ლო­გებ­მა გან­გა­შის ზარს რომ შე­მოჰ­კრან, იქ­ნებ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა სტი­ლის­ტის შტა­ტი შე­მო­ი­ღონ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­წე­რი­ლი ტექ­სტე­ბი ჩა­ას­წო­რე­ბი­ნონ...

თუ ასე­თი კონ­ტრო­ლი და­წეს­დე­ბა, ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან სი­უ­ჟე­ტებ­ში აღარ მო­ვის­მენთ მსგავს ფრა­ზებს: "მკვდა­რი გვა­მი", რო­მე­ლიც ისე­ვე უხერ­ხუ­ლად ჟღერს, რო­გორც მა­გა­ლი­თად, "უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბა", "არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი" ან "წყალ­ქვე­შა ყვინ­თვა"... რა­ტომ უნდა თქვას ჟურ­ნა­ლის­ტმა "ლი­ცენ­ზი­ე­ბის ნე­ბა­დამ­რთვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა"? ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­მარ­ტავს, ვინც სკო­ლა­ში "ორო­სა­ნი" იყო და არ იცის, რომ "ლი­ცენ­ზია" იგი­ვე "ნე­ბარ­თვაა"?

ასე­ვე ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი: "შსს სა­მი­ნის­ტრო", "გარ­კვე­უ­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო", "სპეც­ნა­ზი", "სა­კა­სო აპა­რა­ტი", "კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი"... ბოლო ფრა­ზა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­ვა­ჩე­რებ მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა მას­ზე კო­მენ­ტა­რი­სას უხერ­ხუ­ლო­ბას ვერ ას­ცდე­ბი: "პრო­დუქ­ტი" ნიშ­ნავს იმას, რა­საც ამა თუ იმ პრო­ცე­სის შე­დე­გად ვი­ღებთ, ამი­ტომ გა­მო­დის - კვე­ბის პრო­ცე­სის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, მა­პა­ტი­ეთ და, ის გახ­ლავთ, რა­საც ანა­ლი­ზის­თვის, სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას აბა­რე­ბენ...

"მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და­ა­სა­ხე­ლა. ივა­ნიშ­ვილ­მა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი გა­ნათ­ლე­ბულ, მი­ზან­და­სა­ხულ და ხისტ ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა"... - და­მე­თან­ხმე­ბით, ერ­თობ და­უხ­ვე­წა­ვი ტექ­სტია...

მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ: "პუ­წი­ნი", "წი­მო­შენ­კო"... ეს ან კა­მე­რე­ბის წინ ზედ­მე­ტად გაპ­რან­ჭვის გამო ხდე­ბა, ან უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან, რომ ქარ­თუ­ლად "პუ­ტი­ნი" და "ტი­მო­შენ­კოა"...

ან რო­გორ მოგ­წონთ წი­ნა­და­დე­ბის ასე­თი წყო­ბა: "სამი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს"?.. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თია და შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ოდ ერთი სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა...

"ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტე­ბი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­სა­კენ და­იძ­რნენ"... "ია­პო­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი და იმ­პე­რატ­რი­ცა სტუმ­რად ჩა­ვიდ­ნენ..."

გა­მოთ­ქმა - "ორ­მა­გი სტან­დარ­ტი" ისე დამ­კვიდ­რდა, რომ არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, სტან­დარ­ტი იყოს ორ­მა­გი.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ან ტოქ­შო­უს წამ­ყვა­ნი 3-4-წუ­თი­ან მო­ნო­ლოგ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 შეც­დო­მას უშ­ვებს. ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი, "ჭო­რი­კა­ნა" შოუს წამ­ყვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა ტე­ლე­რე­პორ­ტი­ო­რო­ბით და­ი­წყო, აშ­კა­რად ვერ ეგუ­ე­ბა ასო-ბგე­რა "დ"-ს (ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შანს), ზო­გი­ერ­თი სი­ტყვის ბო­ლოს, მა­გა­ლი­თად: "რა­ღაც­ნა­ი­რათ", "სამ­წუ­ხა­როთ", "სას­წრა­ფოთ", "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლათ"... სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე წერს ამ სი­ტყვებს თუ მხო­ლოდ გა­მოთ­ქვამს?

გრა­მა­ტი­კუ­ლი წე­სე­ბის უცო­დი­ნა­რო­ბა პრობ­ლე­მის მხო­ლოდ ერთი მხა­რეა. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ეკ­რა­ნი­დან ნათ­ქვა­მი ფრა­ზე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნე­ბა­ში ილე­ქე­ბა და ადა­მი­ან­თა მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა­ზე აი­სა­ხე­ბა. ალ­ბათ გა­გი­გო­ნი­ათ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბის ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გის, გარ­დნე­რის "მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­ლექ­ტის თე­ო­რი­ის" შე­სა­ხებ. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს ინ­ტე­ლექ­ტის რვა სახე და პირ­ვე­ლი მათ შო­რის, სწო­რედ ლინგვის­ტუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გახ­ლავთ. ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით, ის ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს (მა­გა­ლი­თად - ჟურ­ნა­ლის­ტებს, პე­და­გო­გებს, ასე­ვე - პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ე­თხო­ვე­ბა.

შეც­დო­მე­ბის­თვის ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში (იშ­ვი­ა­თად - ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი და ლინგვის­ტე­ბი). აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ენა გა­უ­მარ­თა­ვი და ღა­რი­ბია.

"მოს­მე­ნილ იქნა", "დად­გე­ნილ იქნა", "ად­გი­ლი ჰქონ­და შემ­თხვე­ვას", "მი­მალ­ვა­შია", "შეხ­ვედ­რა შედ­გა", "ორი სა­ა­თის მან­ძილ­ზე", - ვის­მენთ ხში­რად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან... ეს არ არის სა­სა­უბ­რო ქარ­თუ­ლი, ეს არის ოქ­მე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის ენა...

სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ გა­უ­მარ­თა­ვი გა­მოთ­ქმე­ბის ნაც­ვლად ვთქვათ გა­მარ­თუ­ლი: "მო­ის­მი­ნა", "და­ად­გი­ნა", "მოხ­და", "იმა­ლე­ბა", "შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა", "ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში"...

და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გავ­ლე­ნით მკვიდ­რდე­ბა ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­გო­რი­ცაა - "კრე­ა­ტი­უ­ლი", "რე­ზულ­ტა­ტი", "რი­მე­ი­ქი", "მე­ი­ლი", "ივენ­თი", "უი­ქენ­დი" "კო­ა­ბი­ტა­ცია"... არა­და, ბევ­რს ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სიც აქვს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ: "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი" ("შე­მოქ­მე­დი"), "შე­დე­გი", "გარ­დაქ­მნა", "ფოს­ტა", "ღო­ნის­ძი­ე­ბა" ("მოვ­ლე­ნა"), "უქმე", "თა­ნა­ცხოვ­რე­ბა" და ა.შ.

თი­თო­ე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თვი­თონ უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ მისი U"სა­მუ­შაო ია­რა­ღი" - ენა მუ­დამ "გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­დეს". ამას სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ო­ბა, სა­ჭი­რო წიგ­ნე­ბის (მა­გა­ლი­თად, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნის) გა­დაშ­ლა და წა­კი­თხვა სჭირ­დე­ბა, რა­საც მო­უც­ლე­ლო­ბი­სა თუ პრობ­ლე­მი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო არ აკე­თე­ბენ.

შე­საძ­ლოა, ამ წე­რილ­მა ზოგი ჩემი კო­ლე­გა გა­ა­ნა­წყე­ნოს, ჩა­მი­საფ­რდეს და ამ სტა­ტი­ა­შიც შეც­დო­მე­ბი აღ­მო­მი­ჩი­ნოს (იმე­დია, ვერ იპო­ვის)... ასე­თებს შე­ვახ­სე­ნებ ილი­ას სი­ტყვებს: "ენა საღვთო რამ არის, სა­ზო­გა­დო სა­კუთ­რე­ბაა. მა­გას კაცი ცოდ­ვი­ლის ხე­ლით არ უნდა შე­ე­ხოს"...

P.S. ქარ­თუ­ლი ენის თე­მას ამ სტა­ტი­ით არ დავ­ხუ­რავთ. მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა თუ სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ლინგვის­ტურ ინ­ტე­ლექტსაც შე­ვე­ხე­ბით; ასე­ვე - სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბულ ენობ­რივ ლაფ­სუ­სებ­სა და სხვა სა­ვა­ლა­ლო შემ­თხვე­ვებ­ზეც ვი­სა­უბ­რებთ.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მკვდარი გვამი", "წყალქვეშა ყვინთვა" და "პუწინი" - როგორია ქართველი ჟურნალისტების ლინგვისტური ინტელექტი?

"მკვდარი გვამი", "წყალქვეშა ყვინთვა" და "პუწინი" - როგორია ქართველი ჟურნალისტების ლინგვისტური ინტელექტი?

გასულ კვირას დედაენის დღე აღვნიშნეთ... 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდები მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ საფრთხეს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა... მიმდინარე წლის 14 აპრილს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რაც საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს კიდეც. ერთ-ერთი არხის (გარკვეულ მოსაზრებათა გამო, არ დავასახელებ) მიერ მომზადებულ სიუჟეტში კი ჟურნალისტმა ისეთი დამახინჯებული ქართულით აღგვიწერა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოვლენები, რომ ხელში კალამი ამაღებინა და წინამდებარე სტატია დამაწერინა.

ჩვენ, ჟურნალისტები ხშირად არ ვუფრთხილდებით მშობლიურ ენას და ამა თუ იმ მახინჯ გამოთქმას ვამკვიდრებთ. ეს უფრო ტელეჟურნალისტების "დამსახურებაა" და მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა ეს მსუბუქი საყვედური... ისე არ გაიგოთ, რომ ახლა მივდგები და ჟურნალისტების ლანძღვას დავიწყებ, საკუთარ თავს კი ყოვლისმცოდნედ წარმოვაჩენ. შეცდომა ყველას მოსდის და არც მე ვარ დაზღვეული... უბრალოდ, მინდა, ამ პრობლემისადმი ყველა ჩემი კოლეგის (არა მარტო) ყურადღება მივაპყრო და ქართული ენის დასაცავად მცირე წვლილი შევიტანო.

კრიტიკა აფხიზლებს ადამიანებს... ენათმეცნიერებმა და ფილოლოგებმა განგაშის ზარს რომ შემოჰკრან, იქნებ ტელევიზიებმა სტილისტის შტატი შემოიღონ და ჟურნალისტების დაწერილი ტექსტები ჩაასწორებინონ...

თუ ასეთი კონტროლი დაწესდება, ალბათ ჟურნალისტებისგან სიუჟეტებში აღარ მოვისმენთ მსგავს ფრაზებს: "მკვდარი გვამი", რომელიც ისევე უხერხულად ჟღერს, როგორც მაგალითად, "უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება", "არასრულწლოვანი ბავშვი" ან "წყალქვეშა ყვინთვა"... რატომ უნდა თქვას ჟურნალისტმა "ლიცენზიების ნებადამრთველი განყოფილება"? ალბათ იმ ადამიანებისთვის განმარტავს, ვინც სკოლაში "ოროსანი" იყო და არ იცის, რომ "ლიცენზია" იგივე "ნებართვაა"?

ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს გამონათქვამები: "შსს სამინისტრო", "გარკვეული გაურკვეველი მიზეზების გამო", "სპეცნაზი", "საკასო აპარატი", "კვების პროდუქტები"... ბოლო ფრაზაზე განსაკუთრებულად შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას, თუმცა მასზე კომენტარისას უხერხულობას ვერ ასცდები: "პროდუქტი" ნიშნავს იმას, რასაც ამა თუ იმ პროცესის შედეგად ვიღებთ, ამიტომ გამოდის - კვების პროცესის შედეგად მიღებული პროდუქტი, მაპატიეთ და, ის გახლავთ, რასაც ანალიზისთვის, სამედიცინო ლაბორატორიას აბარებენ...

"მთავრობის ხელმძღვანელმა მინისტრობის კანდიდატი დაასახელა. ივანიშვილმა დასახელებული კანდიდატი განათლებულ, მიზანდასახულ და ხისტ ადამიანად დაასახელა"... - დამეთანხმებით, ერთობ დაუხვეწავი ტექსტია...

მაღალრეიტინგული გადაცემების პოპულარული წამყვანები ხშირად ამბობენ: "პუწინი", "წიმოშენკო"... ეს ან კამერების წინ ზედმეტად გაპრანჭვის გამო ხდება, ან უბრალოდ, არ იციან, რომ ქართულად "პუტინი" და "ტიმოშენკოა"...

ან როგორ მოგწონთ წინადადების ასეთი წყობა: "სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს"?.. საქართველო ერთია და შესაძლებელია მხოოდ ერთი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება...

"ათასობით დემონსტრანტები რუსთაველის პროსპექტისაკენ დაიძრნენ"... "იაპონელი იმპერატორი და იმპერატრიცა სტუმრად ჩავიდნენ..."

გამოთქმა - "ორმაგი სტანდარტი" ისე დამკვიდრდა, რომ არც კი დავფიქრებულვართ, შესაძლებელია თუ არა, სტანდარტი იყოს ორმაგი.

საინფორმაციო გამოშვების ან ტოქშოუს წამყვანი 3-4-წუთიან მონოლოგში დაახლოებით 5-6 შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი პოპულარული, "ჭორიკანა" შოუს წამყვანი ქალბატონი, რომელმაც კარიერა ტელერეპორტიორობით დაიწყო, აშკარად ვერ ეგუება ასო-ბგერა "დ"-ს (ვითარებითი ბრუნვის ნიშანს), ზოგიერთი სიტყვის ბოლოს, მაგალითად: "რაღაცნაირათ", "სამწუხაროთ", "სასწრაფოთ", "განსაკუთრებულათ"... საინტერესოა, ასევე წერს ამ სიტყვებს თუ მხოლოდ გამოთქვამს?

გრამატიკული წესების უცოდინარობა პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. საქმე ის გახლავთ, რომ ჟურნალისტების მიერ ეკრანიდან ნათქვამი ფრაზები საზოგადოების გონებაში ილექება და ადამიანთა მეტყველების კულტურაზე აისახება. ალბათ გაგიგონიათ გასული საუკუნის 40-იანი წლების ამერიკელი ფსიქოლოგის, გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის" შესახებ. ამ თეორიის თანახმად, არსებობს ინტელექტის რვა სახე და პირველი მათ შორის, სწორედ ლინგვისტური ინტელექტი გახლავთ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებს (მაგალითად - ჟურნალისტებს, პედაგოგებს, ასევე - პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს) განსაკუთრებულად მოეთხოვება.

შეცდომებისთვის ქართველ ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში (იშვიათად - ენათმეცნიერები და ლინგვისტები). აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ქართული მედიის ენა გაუმართავი და ღარიბია.

"მოსმენილ იქნა", "დადგენილ იქნა", "ადგილი ჰქონდა შემთხვევას", "მიმალვაშია", "შეხვედრა შედგა", "ორი საათის მანძილზე", - ვისმენთ ხშირად ჟურნალისტებისგან... ეს არ არის სასაუბრო ქართული, ეს არის ოქმებისა და ჩანაწერების ენა...

სავსებით შესაძლებელია, ამ გაუმართავი გამოთქმების ნაცვლად ვთქვათ გამართული: "მოისმინა", "დაადგინა", "მოხდა", "იმალება", "შეხვედრა გაიმართა", "ორი საათის განმავლობაში"...

დასავლური ცივილიზაციის გავლენით მკვიდრდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა - "კრეატიული", "რეზულტატი", "რიმეიქი", "მეილი", "ივენთი", "უიქენდი" "კოაბიტაცია"... არადა, ბევრს ქართული შესატყვისიც აქვს, რომელიც სრულიად უპრობლემოდ შეიძლება გამოვიყენოთ: "შემოქმედებითი" ("შემოქმედი"), "შედეგი", "გარდაქმნა", "ფოსტა", "ღონისძიება" ("მოვლენა"), "უქმე", "თანაცხოვრება" და ა.შ.

თითოეული ჟურნალისტი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი U"სამუშაო იარაღი" - ენა მუდამ "გამართულ მდგომარეობაში ჰქონდეს". ამას საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობა, საჭირო წიგნების (მაგალითად, ორთოგრაფიული ლექსიკონის) გადაშლა და წაკითხვა სჭირდება, რასაც მოუცლელობისა თუ პრობლემისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო არ აკეთებენ.

შესაძლოა, ამ წერილმა ზოგი ჩემი კოლეგა გაანაწყენოს, ჩამისაფრდეს და ამ სტატიაშიც შეცდომები აღმომიჩინოს (იმედია, ვერ იპოვის)... ასეთებს შევახსენებ ილიას სიტყვებს: "ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს"...

P.S. ქართული ენის თემას ამ სტატიით არ დავხურავთ. მომავალში პოლიტიკოსებისა თუ სხვა ცნობილი ადამიანების ლინგვისტურ ინტელექტსაც შევეხებით; ასევე - სარეკლამო ბიზნესში არსებულ ენობრივ ლაფსუსებსა და სხვა სავალალო შემთხვევებზეც ვისაუბრებთ.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები