ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი თამარ ბარბაქაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვალერი ალიბეგაშვილს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში და მის ფუნქციებში ჩარევაში ადანაშაულებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვლადიმერ ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ა(ა)იპ-ისთვის გამოყოფილია 55 ათასი ლარი და გამგეობა და საკრებულო ყველანაირად მხარში უდგანან ტურიზმის განვითარებას და ცენტრის მუშაობას. მისივე განცხადებით, ”თუკი ჩვენი მუშაობა არ იქნება ნაყოფიერი წლის ბოლომდე, მაშინ ეს სამსახური გაუქმდება და დადგება ცენტრის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ჩემი უფლება როგორც ამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მაშინ დაირღვა, როდესაც გამგებელმა არ დამრთო ნება გამომეცხადებინა კონკურსი და თავად დამეკომპლექტებინა კადრები. გამგებელმა თავისი ნება-სურვილით დანიშნა ყველა თანამშრომელი", - აცხადებს ბარბაქაძე.