მომღერალი ჯენეტ ჯექსონი გათხოვდა და წარმატებული კარიერა დაასრულა. ვარსკვლავი აღარც წვეულებებზე იმღერებს. ჯენეტის რჩეული ყატარელი მილიარდერი ბიზნესმენი ვისამ ალ მანაა. ჰოლივუდში ჯენეტის გადაწყვეტილება დიდად არავის გაჰკვირვებია. თუ მეუღლის ფინანსებს გავითვალისწინებთ, ჯენეტს კაპიტალის საკუთარი შრომით დაგროვება აღარ სჭირდება.
"ჯენეტი ძალიან ბედნიერია. მათ 3 ქვეყანაში უზარმაზარი სახლები აქვთ", - ამბობს წყვილის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.