რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია პრაღაში შოპინგობს. დატვირთული სამუშაო სეზონის შემდეგ ქეთა ბრენდული სამოსის შესაძენად და დასასვენებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს ეწვია.
მომღერალმა პრაღაში გადაღებული ფოტოები Instagram-ზე საკუთარ ბლოგზე ატვირთა. სურათებზე ჩანს, რომ ქეთამ საკუთარი თავს რამდენიმე ძვირად ღირებული საჩუქარი გაუკეთა - "ა სტუდიოს" სოლისტს ხელში ცნობილი მოდის სახლების პაკეტები უკავია.
შოპინგი ერთადერთი არაა, რის გამოც ქეთა ევროპაში ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქალაქს ეწვია. მომღერალმა პრაღის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და ეტლითაც გაისეირნა.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.