ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს

ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს

ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.

ამასთან, კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში კი, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა და სამუშაო მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთია "კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი".

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაუკავშირდა.

მეუფის თქმით, სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჯვრისწერა ოფიაციალურად იყოს ცნობილი.

"ამჟამად ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა არ არის ოფიციალური დოკუმენტი. საჭიროა, სახელმწიფომ აღიაროს იგი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. რამდენად სწრაფად არის ეს ყოველივე შესაძლებელი, ჯერ უცნობია. მუშაობის პროცესში გამოჩნდება. სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება ჯერ დაგეგმილი არ არის", - დასძინა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"