პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდიანი" - ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება
"გარდიანი" - ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება

"ევ­რო­პა უნდა და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს, თუ არა­და, რუ­სე­თი და­ეხ­მა­რე­ბა", - ასე­თი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი "გარ­დი­ა­ნი" შვე­დი ფი­ლანტრო­პის­ტი­სა და ან­თრო­პო­ლო­გის სიგ­რიდ რა­უ­სინ­გის სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ჯგუ­ფებ­თან შეხ­ვედ­რის მიზ­ნით იმოგ­ზა­უ­რა.

"ზოგ­ჯერ ბრი­ტა­ნეთ­ში გარ­და­მა­ვალ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­უბ­რი­სას, გა­ვი­წყდე­ბა გარ­და­მა­ვალ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მწა­რე რე­ა­ლო­ბა, - წერს სიგ­რიდ რა­უ­სინ­გი, - არა­და, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მსოფ­ლი­ო­ში ერთ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ - ზო­მი­ე­რად და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ჯგუ­ფი სა­უბ­რობს ცი­ხის რე­ფორ­მა­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ სა­კი­თხმა მას შემ­დეგ მი­ი­ღო მას­შტა­ბუ­რი სახე, რაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სხვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩან­და, რო­გორ უყუ­რებ­დნენ ცი­ხის ბად­რა­გე­ბი გულ­გრი­ლად პა­ტიმ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას. წა­მე­ბის მსხვერ­პლნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ფე­რი ეს პო­ლი­ცი­ი­სა და ცი­ხის რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი იყო. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩებ­ში ათა­სო­ბით ხალ­ხი გა­მო­ვი­და, გა­დად­გა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, 17-დან 16-მა ცი­ხის დი­რექ­ტორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი დად­გმუ­ლი იყო, თუმ­ცა არა­ვინ და­ვობ­და, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნავს სიგ­რიდ რა­უ­სინ­გი.

"ევ­რო­პუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ბევ­რი ბრი­ტა­ნე­ლის­თვის ფუჭი კონ­ცეფ­ცი­აა. თუმ­ცა დე­მოკ­რა­ტია და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ყვე­ლას გვე­ხე­ბა", - ნათ­ქვა­მია "გარ­დი­ან­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, - სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი და კი­დევ სხვა 14 ქვე­ყა­ნა ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თა­ვენ. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტერ­გა­ცი­ას, დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბი­სა და მყა­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვე­ლო­ბის­თვის - მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რი­გე­ბაა".

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ცა და სომ­ხე­თიც ჯე­რაც არ არი­ან მყა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. ამ ზოგ­ჯერ კრი­მი­ნა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, ეკო­ნო­მი­კა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ოლი­გარ­ქუ­ლია, იგ­რძნო­ბა მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც თით­ქმის მთლი­ა­ნად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­შია. ისე­ვე რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, აქაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სი­სას­ტი­კე და გულ­გრი­ლო­ბა ჯარ­ში, ცი­ხე­ებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და ბავ­შვთა სახ­ლებ­ში", - აღ­ნიშ­ნავს სიგ­რიდ რა­უ­სინ­გი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, ამ ქვეყ­ნებ­ში პერ­სო­ნე­ბი მო­დი­ან და მი­დი­ან, ზოგ­ჯერ კი, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ხი­ლეთ, ხალ­ხი უა­რე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა. "ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვე­ლო­ბის­თვის. სომ­ხე­თის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რუ­სე­თია, სა­დაც უცხო­ე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს "უცხო­ელ აგენ­ტე­ბად" და­რე­გის­ტრი­რე­ბას სთხო­ვენ. ევ­რო­პუ­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბა და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ამა­ზე უკე­თე­სი უნდა იყოს მათ­თვი­საც და ჩვენ­თვი­საც", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"გარდიანი" - ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება

"გარდიანი" - ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება

"ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება", - ასეთი სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "გარდიანი" შვედი ფილანტროპისტისა და ანთროპოლოგის სიგრიდ რაუსინგის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთში ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფებთან შეხვედრის მიზნით იმოგზაურა.

"ზოგჯერ ბრიტანეთში გარდამავალ ქვეყნებში ადამიანთა უფლებების საუბრისას, გავიწყდება გარდამავალ ქვეყნებში არსებული მწარე რეალობა, - წერს სიგრიდ რაუსინგი, - არადა, ადამიანთა უფლებების დაცვაზე მსოფლიოში ერთ ენაზე საუბრობენ - ზომიერად და ინსტიტუციურად. საქართველოში ბევრი ჯგუფი საუბრობს ციხის რეფორმაზე. სინამდვილეში, ამ საკითხმა მას შემდეგ მიიღო მასშტაბური სახე, რაც პატიმართა წამების ამსხველი ფარული ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ჩანდა, როგორ უყურებდნენ ციხის ბადრაგები გულგრილად პატიმრების შეურაცხყოფას. წამების მსხვერპლნი ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ. ყველაფერი ეს პოლიციისა და ციხის რუტინის ნაწილი იყო. ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ქუჩებში ათასობით ხალხი გამოვიდა, გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი, 17-დან 16-მა ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები დადგმული იყო, თუმცა არავინ დავობდა, რომ ასეთი რაღაცეები ხდებოდა", - აღნიშნავს სიგრიდ რაუსინგი.

"ევროპული სოლიდარობა ბევრი ბრიტანელისთვის ფუჭი კონცეფციაა. თუმცა დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველას გვეხება", - ნათქვამია "გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში, - საქართველო, სომხეთი და კიდევ სხვა 14 ქვეყანა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მართავენ. ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტერგაციას, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და მყარი განვითარების სანაცვლოდ. თავისუფალი ვაჭრობა ეფექტიანი მართველობისთვის - მომგებიანი გარიგებაა".

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოცა და სომხეთიც ჯერაც არ არიან მყარი სახელმწიფოები. ამ ზოგჯერ კრიმინალურ სახელმწიფოებში, ეკონომიკა გარკვეულ დონეზე ოლიგარქულია, იგრძნობა მაკონტროლებელი ინსტიტუტების ნაკლებობა, რომლის ფუნქციაც თითქმის მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების ხელშია. ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, აქაც შენარჩუნებულია ინსტიტუციური სისასტიკე და გულგრილობა ჯარში, ციხეებში, საავადმყოფოებსა და ბავშვთა სახლებში", - აღნიშნავს სიგრიდ რაუსინგი.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ამ ქვეყნებში პერსონები მოდიან და მიდიან, ზოგჯერ კი, როგორც ეს საქართველოში ვიხილეთ, ხალხი უარესობისკენ იცვლება. "ევროპული ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია ეფექტიანი მართველობისთვის. სომხეთისთვის ალტერნატივა რუსეთია, სადაც უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს "უცხოელ აგენტებად" დარეგისტრირებას სთხოვენ. ევროპული სავაჭრო შეთანხმება და ადამიანთა უფლებების დაცვის კრიტერიუმები ამაზე უკეთესი უნდა იყოს მათთვისაც და ჩვენთვისაც", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა