პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!
გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა. შე­სა­ბა­მი­სად, ის მუდ­მი­ვად მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გარ­შე­მო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი თუ უსა­ფუძ­ვლო აჟი­ო­ტა­ჟი არ ცხრე­ბა. მას ხან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი უყე­ნებს ბრალ­დე­ბებს, ხან კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ტო­ვე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი იმა­ზე ფიქ­რით იტე­ხენ თავს, იქ­ნე­ბა თუ არა ალა­სა­ნია კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" კარ­გი სა­მუ­შაო გა­რე­მოა. ჩვენ სწრა­ფად მოგ­ვი­წია სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­ჟი­მი­დან ქვეყ­ნის მარ­თვის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლამ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად, ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მო­ა­ხერ­ხა, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მად­ლი­ე­რი ვარ პრე­მი­ე­რის, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის იმ გეგ­მას, რო­მე­ლიც მე შევ­თა­ვა­ზე. ჩემი და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო საქ­მი­ა­ნი და მჭიდ­რო გახ­და.

- ცოტა ხნის წინ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი თქვენ და­ტო­ვებთ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ითა­ნამ­შრომ­ლებთ...

- ამ ბოლო დროს რა­ტომ­ღაც დამ­კვიდ­რდა ტენ­დენ­ცია, რომ ვი­ღა­ცე­ბი ექ­სპერ­ტე­ბად წარ­მო­ა­ჩე­ნენ ხოლ­მე თავს. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის "ექ­სპერ­ტუ­ლი დო­ნით" ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვრჩე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბას ვთხოვ, ნუ ენ­დო­ბი­ან მსგავს "ექ­სპერ­ტულ" პროგ­ნო­ზებ­სა თუ დას­კვნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი აბ­სურ­დია - არ ვა­პი­რებ კო­ა­ლი­ცი­ის და­ტო­ვე­ბას და მით უმე­ტეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან რა­ი­მე სა­ხის პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ლა­პა­რა­კიც კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­კი­თხი, თუ ვინ იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი. თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა?

- ჩვენ­თვის ეს სა­კი­თხი არ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უამ­რა­ვი პრო­ექ­ტია გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჯა­რის­კა­ცის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს და უკე­თე­სი პი­რო­ბებს შექ­ნის ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კუ­თხით. ჩვე­ნი ვა­ლია, ის სა­კი­თხე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტა­საც მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ვპირ­დე­ბო­დით. სწო­რედ ამას აკე­თებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვინ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, ამ ეტაპ­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. არ გვინ­და ვიჩ­ქა­როთ, თუმ­ცა, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ამ სა­კითხს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ და შე­ჯე­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დებთ.

- გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გიგი კა­ლან­და­ძემ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. თქვე­ნი სა­ხე­ლი ე.წ. კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბის საძ­მო­სა და 14 წლის ბი­ჭე­ბის - თოხ­მა­ი­დი­სა და რეხ­ვი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მეს­თან კავ­შირ­ში მო­იხ­სე­ნია...

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძა­ლის­ხმე­ვით გიგი კა­ლან­და­ძე "რეალ-TV"-ის გრო­ტეს­კულ ფი­გუ­რას და­ემ­სგავ­სა. მან "რეალ-TV" ჩა­ა­ნაც­ვლა. რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო იმ სი­სუ­ლე­ლე­სა და სი­ბინ­ძუ­რე­ზე, რაც კა­ლან­და­ძემ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ თქვა? მე მას პა­სუ­ხის ღირ­სა­დაც არ მი­ვიჩ­ნევ.

- გავ­რცელ­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც - თით­ქოს ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კა­ლან­და­ძე კა­ბი­ნეტ­ში გეს­ტუმ­რათ შემ­დე­გი წი­ნა­და­დე­ბით - ვა­ლებს თუ გა­და­მიხ­დი, თქვენს მხა­რეს ვიქ­ნე­ბი და ახა­ლა­ია-სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვე­ნე­ბას მივ­ცე­მო.

- არ ვიცი, სა­ი­დან გაქვთ ეგ ინ­ფორ­მა­ცია, ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ.

- ცოტა ხნის წინ პალ­დოს საწ­ვრთნე­ლი ბაზა 70-მდე რეკ­რუტ­მა და­ტო­ვა, რის მი­ზე­ზა­დაც ოფი­ცერ­თა მხრი­დან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბა და­სა­ხელ­და. თუ და­ი­სა­ჯა ვინ­მე, ან თუ გა­ირ­კვა, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა­გან არა­ვინ დას­ჯი­ლა, ვი­ნა­ი­დან და­სას­ჯე­ლი არც არა­ვინ იყო. მარ­ტო 70-ის­ კი არა, საწ­ვრთნე­ლი ბა­ზი­დან შე­საძ­ლოა, 4 ათა­სა­დე ადა­მი­ა­ნის და­თხოვ­ნამ მოგ­ვი­წი­ოს, რად­გან არ­მი­ა­ში მომ­სა­ხუ­რედ სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო უნდა შე­ირ­ჩეს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი სა­წო­ლი, სა­ძი­ნე­ბე­ლი და სა­პირ­ფა­რე­შო უნდა და­ა­ლა­გოს, ამის შეხ­სე­ნე­ბა ჯა­რის­კაცს არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს. ყვე­ლას მივ­ცემთ შანსს, მაგ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი მხო­ლოდ ღირ­სე­ულ­თა ხვედ­რი იქ­ნე­ბა.

- 19 აპ­რილს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით რუს­თა­ველ­ზე ტარ­დე­ბა მი­ტინ­გი - "ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი"...

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ღია კარს ამ­ტვრე­ვენ. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ამ კუ­თხით, რომ არა­თუ გა­და­უხ­ვია იმ კურსს, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ აიღო, არა­მედ კი­დევ უფრო მა­ღალ რან­გში წარ­მო­ა­ჩი­ნა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცია. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა 19 აპ­რილს აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხის გან­სხვა­ვე­ბულ აზრს ფეხ­ქვეშ თე­ლავ­და, ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მივ­ცეთ მათ სრუ­ლი გა­რან­ტია იმი­სა, რომ 19 აპ­რილს აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის. მე ამა­ში ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.

- მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლას და­ი­წყებს. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უნდა და­ი­კი­თხოს პრე­ზი­დენ­ტიც...

- იმას, რომ მოხ­და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და ეს აგ­რე­სია მო­დი­ო­და რუ­სე­თის სახ­ელ­მწი­ფოს­გან, არა­ვინ უარ­ყოფს. არც ქარ­თულ და არც სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს სა­კი­თხი სა­და­ვოდ არა­სო­დეს გა­უხ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას - შეგ­ვეძ­ლო თუ არა ამ ომის­თვის თა­ვის არი­დე­ბა? - დიახ, შეგ­ვეძ­ლო, რუ­სე­თის მიერ და­გე­ბულ მა­ხე­ში თავი რომ არ გაგ­ვე­ყო. და კი­დევ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, უნდა სცოდ­ნო­და სა­კუ­თა­რი ჯა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი. რა­ტომ არ იყო კო­მუ­ნი­კა­ცია, მარ­თვა და კონ­ტრო­ლი ისეთ დო­ნე­ზე, რომ არ შექ­მნი­ლი­ყო ამ მხრივ პრობ­ლე­მა? რა­ტომ არ მოხ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან, რა­ტომ არ იმუ­შა­ვა რე­ზერვმა, სად წა­ვი­და ის 8 მი­ლი­არ­დი, რო­მე­ლიც ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­დაც­ვას მო­ახ­მა­რა? არა მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტი, ამ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა და­ი­კი­თხოს ყვე­ლა ის პირი, ვინ სა­ო­მარ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!

გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ირაკლი ალასანია ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. შესაბამისად, ის მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია და თავდაცვის მინისტრის გარშემო საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო აჟიოტაჟი არ ცხრება. მას ხან გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი უყენებს ბრალდებებს, ხან კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრით იტეხენ თავს, იქნება თუ არა ალასანია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გვესაუბრება:

- კოალიცია "ქართულ ოცნებაში" კარგი სამუშაო გარემოა. ჩვენ სწრაფად მოგვიწია საარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან ქვეყნის მართვის რეჟიმზე გადასვლამ. მიუხედავად ამისა, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ამ მოკლე პერიოდში მოახერხა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ქვეყნის განვითარებისა და თავდაცვის მიმართულებით. მადლიერი ვარ პრემიერის, რომელმაც მხარი დაუჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების იმ გეგმას, რომელიც მე შევთავაზე. ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა კიდევ უფრო საქმიანი და მჭიდრო გახდა.

- ცოტა ხნის წინ ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ, პირველი თქვენ დატოვებთ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლებთ...

- ამ ბოლო დროს რატომღაც დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ვიღაცები ექსპერტებად წარმოაჩენენ ხოლმე თავს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის "ექსპერტული დონით" ხშირად იმედგაცრუებული ვრჩები. მოსახლეობას ვთხოვ, ნუ ენდობიან მსგავს "ექსპერტულ" პროგნოზებსა თუ დასკვნებს. ეს ყველაფერი სრული აბსურდია - არ ვაპირებ კოალიციის დატოვებას და მით უმეტეს ნაციონალებთან რაიმე სახის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამ სისულელეებზე ლაპარაკიც კი ჩემთვის მიუღებელია.

- დღეს აქტუალურია საკითხი, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი. თქვენი კანდიდატურა კოალიციაში განიხილება?

- ჩვენთვის ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული. თავდაცვის სამინისტროში უამრავი პროექტია განსახორციელებელი, რომელიც ჯარისკაცის უფლებებს დაიცავს და უკეთესი პირობებს შექნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ჩვენი ვალია, ის საკითხები მოვაგვაროთ, რომელთა გადაწყვეტასაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ვპირდებოდით. სწორედ ამას აკეთებს ახალი ხელისუფლება და ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა. არ გვინდა ვიჩქაროთ, თუმცა, კოალიციაში ამ საკითხს ერთად განვიხილავთ და შეჯერებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ განვაცხადებთ.

- გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ თქვენს წინააღმდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. თქვენი სახელი ე.წ. კულინარიელების საძმოსა და 14 წლის ბიჭების - თოხმაიდისა და რეხვიაშვილის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მოიხსენია...

- "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევით გიგი კალანდაძე "რეალ-TV"-ის გროტესკულ ფიგურას დაემსგავსა. მან "რეალ-TV" ჩაანაცვლა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ სისულელესა და სიბინძურეზე, რაც კალანდაძემ ჩემს წინააღმდეგ თქვა? მე მას პასუხის ღირსადაც არ მივიჩნევ.

- გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც - თითქოს ციხიდან გამოსვლის შემდეგ კალანდაძე კაბინეტში გესტუმრათ შემდეგი წინადადებით - ვალებს თუ გადამიხდი, თქვენს მხარეს ვიქნები და ახალაია-სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენებას მივცემო.

- არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

- ცოტა ხნის წინ პალდოს საწვრთნელი ბაზა 70-მდე რეკრუტმა დატოვა, რის მიზეზადაც ოფიცერთა მხრიდან შეურაცხმყოფელი მოპყრობა დასახელდა. თუ დაისაჯა ვინმე, ან თუ გაირკვა, რა მოხდა სინამდვილეში?

- ხელმძღვანელ პირთაგან არავინ დასჯილა, ვინაიდან დასასჯელი არც არავინ იყო. მარტო 70-ის­ კი არა, საწვრთნელი ბაზიდან შესაძლოა, 4 ათასადე ადამიანის დათხოვნამ მოგვიწიოს, რადგან არმიაში მომსახურედ საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა შეირჩეს. რაც შეეხება იმას, რომ ყველამ თავისი საწოლი, საძინებელი და საპირფარეშო უნდა დაალაგოს, ამის შეხსენება ჯარისკაცს არ უნდა სჭირდებოდეს. ყველას მივცემთ შანსს, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ჯარში სამსახური მხოლოდ ღირსეულთა ხვედრი იქნება.

- 19 აპრილს ვანო მერაბიშვილის ინიციატივით რუსთაველზე ტარდება მიტინგი - "ჩვენი ევროპული არჩევანი"...

- ნაციონალები ღია კარს ამტვრევენ. ახალმა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით, რომ არათუ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე წლის წინ აიღო, არამედ კიდევ უფრო მაღალ რანგში წარმოაჩინა ევროპასთან ინტეგრაცია. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება 19 აპრილს აქციის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ხალხის განსხვავებულ აზრს ფეხქვეშ თელავდა, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, მივცეთ მათ სრული გარანტია იმისა, რომ 19 აპრილს აქცია მშვიდობიანად ჩაივლის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების შესწავლას დაიწყებს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც...

- იმას, რომ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს აგრესია მოდიოდა რუსეთის სახ­ელმწიფოსგან, არავინ უარყოფს. არც ქართულ და არც სხვა ქვეყნების საზოგადოებას ეს საკითხი სადავოდ არასოდეს გაუხდია. რაც შეეხება კითხვას - შეგვეძლო თუ არა ამ ომისთვის თავის არიდება? - დიახ, შეგვეძლო, რუსეთის მიერ დაგებულ მახეში თავი რომ არ გაგვეყო. და კიდევ, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, უნდა სცოდნოდა საკუთარი ჯარის შესაძლებლობანი. რატომ არ იყო კომუნიკაცია, მართვა და კონტროლი ისეთ დონეზე, რომ არ შექმნილიყო ამ მხრივ პრობლემა? რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ქართული სოფლებიდან, რატომ არ იმუშავა რეზერვმა, სად წავიდა ის 8 მილიარდი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ თავდაცვას მოახმარა? არა მარტო პრეზიდენტი, ამ ომთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინ საომარ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს იღებდა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა