მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს
იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს

უკ­რა­ი­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო მზა­დაა, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს 400 დო­ლა­რი აუ­ნა­ზღა­უ­როს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ვი­ზიტს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ა­ხარ­ჯა. ამის შე­სა­ხებ 18 აპ­რილს "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" პო­ლი­ტი­კო­სის პრეს-მდი­ვან­მა ირი­ნა ვა­ნი­კო­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

გარ­და ამი­სა, პრეს-მდი­ვა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ დროს ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"იუშ­ჩენ­კოს სა­მუ­შაო გრა­ფი­კი 2011 წლის 6 აპ­რილს ასე­თი იყო: ის პარ­ტია "ჩვე­ნი უკა­რი­ნას" პო­ლიტ­საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მას ატა­რებ­და და პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამ დღეს ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო მუ­შა­ობ­და თა­ვის ოფის­ში, კი­ევ­ში. ის არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ვა­ნი­კო­ვამ.

"იმე­დი მაქვს ეს 400 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ჩვენ მზად ვართ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­დავ­ცეთ, და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტა­რებს ქვე­ყა­ნა­ში კო­რუ­პცი­ის დაძ­ლე­ვა­ში და იმა­ში, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საპ­ნის და და­ლე­უ­ლი ჩაის დათ­ვლით თავი არ შე­ირ­ცხვი­ნონ. ამას­თან, ჩვენ მზად ვართ და­ვა­მა­ტოთ ქილა თაფ­ლი, ჯემი და სა­პო­ნი შამ­პუ­ნი­თურთ", - გა­ნა­ცხა­და იუ­შენ­კოს პრესმდი­ვან­მა.

"ჩემი მხრი­დან კი მინ­და დავ­სძი­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში "საპ­ნის დის­კუ­სი­ის" პრი­მი­ტი­უ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის და დე­მოკ­რა­ტი­ის მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კრი­ზის­ზე მე­ტყვე­ლებს", - დას­ძი­ნა ვა­ნი­კო­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, გო­გირ­დის აბა­ნო­ში იუშ­ჩენ­კოს სტუმ­რო­ბის ფაქ­ტი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა. სამ­სა­ხუ­რის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია გუ­შინ დე­პუ­ტატ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ეს ხარ­ჯი ფა­რულ ხარ­ჯებ­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი და მას დღემ­დე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო"ედო.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ლა­როს შე­მო­სავ­ლის ორ­დე­რის მი­ხედ­ვით, იუშ­ჩენ­კოს აბა­ნოს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სულ 591 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. ორ­დე­რი 2011 წლის 6 აპ­რილს არის გა­ცე­მუ­ლი.

ინ­ვო­ი­სის მი­ხედ­ვით, მომ­სა­ხუ­რე­ბა 7 ადა­მი­ან­ზე იყო გა­წე­რი­ლი და მას­ში შე­დი­ო­და თაფ­ლის მა­სა­ჟი, სამი ჩა­ი­და­ნი ჩაი მუ­რა­ბით, 6 მი­ნე­რა­ლუ­რი და 6 სას­მე­ლი წყა­ლი, 7 სა­პო­ნი, 7 შამ­პუ­ნი და 7 წყვი­ლი ჩუს­ტი. ინ­ვო­ისს ხელს აწერს შპს "ნა­რი­ყა­ლას" დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "აბა­ნო N5" - ჩაი მუ­რა­ბით და თაფ­ლის მა­სა­ჟი თბი­ლის­ში მყო­ფი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს­თვის

მომ­ზა­დე­ბუ­ლია regnum.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს

იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს

უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს 400 დოლარი აუნაზღაუროს, რომელიც საქართველოში მის ვიზიტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაახარჯა. ამის შესახებ 18 აპრილს "უკრაინსკაია პრავდას" პოლიტიკოსის პრეს-მდივანმა ირინა ვანიკოვამ განუცხადა.

გარდა ამისა, პრეს-მდივანი ირწმუნება, რომ აღნიშნულ დროს ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

"იუშჩენკოს სამუშაო გრაფიკი 2011 წლის 6 აპრილს ასეთი იყო: ის პარტია "ჩვენი უკარინას" პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის სხდომას ატარებდა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობდა. შესაბამისად, ამ დღეს ვიქტორ იუშჩენკო მუშაობდა თავის ოფისში, კიევში. ის არ იყო საქართველოში", - განაცხადა ვანიკოვამ.

"იმედი მაქვს ეს 400 დოლარი, რომელიც ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადავცეთ, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს ქვეყანაში კორუპციის დაძლევაში და იმაში, რომ გამოყენებული საპნის და დალეული ჩაის დათვლით თავი არ შეირცხვინონ. ამასთან, ჩვენ მზად ვართ დავამატოთ ქილა თაფლი, ჯემი და საპონი შამპუნითურთ", - განაცხადა იუშენკოს პრესმდივანმა.

"ჩემი მხრიდან კი მინდა დავსძინო, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "საპნის დისკუსიის" პრიმიტიულობა ქართული პარლამენტარიზმის და დემოკრატიის მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე მეტყველებს", - დასძინა ვანიკოვამ.

საქართველოში, გოგირდის აბანოში იუშჩენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გუშინ დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

იხილეთ ვიდეო: "აბანო N5" - ჩაი მურაბით და თაფლის მასაჟი თბილისში მყოფი ვიქტორ იუშჩენკოსთვის

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა