როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში

როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში

წინა ხელისუფლებას ძა­ლიან უყვარდა საქართველოში მსოფლიო დონის მომღერლების მოწვევა. ინფორმაცია ამა თუ იმ ვარსკვლავისთვის გადახდილი ჰონორარის შესახებ ყოველთვის საიდუმლო იყო და არ საჯაროვდებოდა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2011 წლის 3 ივნისს ბათუმში გამართული სტინგისა და კრის ბოტის კონცერტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ "ისტერნ პრომოუშენს" ამ ღონისძიებისთვის კულტურის სამინისტროდან 1.264.700 ლარი გამოეყო, აქედან 90 ათასი დოლარი კრის ბოტს, 300 ათასი კი სტინგს გადაუხადეს ჰონორარის სახით. ხელშეკრულების თანახმად "ისთერნ პრომოუშენს" 2.500 დასაჯდომი ბილეთი უნდა გაეყიდა და 375.000 აშშ დოლარის შემოსავალი მიეღო. აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2.610 ბილეთიდან სამინისტრომ "ისთერნ პრომოუშენს" გასაყიდად მხოლოდ 1.058 ბილეთი არგუნა. დანარჩენი ბილეთები კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ბილეთები სააკაშვილის ფავორიტ სტუმრებს დაურიგდათ. ანგარიშიდან ჩანს, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად 227.900 ლარი დაიხარჯა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება