პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისელი შავი ვარ!"
"თბილისელი შავი ვარ!"

"თბი­ლი­სე­ლი შავი ვარ!" - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნი­გე­რი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რი­ჩარდ არინ­ზე ოგ­ბუ­ნუ­ჯუ მათ, ვინც მისი ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. რი­ჩარ­დი თე­ო­ლო­გია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, ფლობს რამ­დე­ნი­მე ენას და ცდი­ლობს, ქარ­თვე­ლე­ბი და აფ­რი­კე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­აც­ნოს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ მიზ­ნის­კენ იქ­ნე­ბა ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბა­საც ის ივ­ლის­ში აპი­რებს.

ინ­ტერ­ვიუ ქარ­თუ­ლად წა­რი­მარ­თა - რი­ჩარ­დი ჩვენს მშობ­ლი­ურ ენას უკვე საკ­მა­ოდ კარ­გად და­ე­უფ­ლა.

- ჩემი წი­ნაპ­რე­ბი წარ­მო­შო­ბით ნი­გე­რი­ი­დან, უგა­დან არი­ან. მე კი ქა­ლაქ ონი­ჩა­ში და­ვი­ბა­დე. ჩემს წი­ნაპ­რებს ბევ­რი ომი გა­და­უხ­დი­ათ და გა­უ­მარ­ჯვი­ათ კი­დეც. ჩვენ ჩვე­ნი მხა­რის, იბოს დიდ­გვა­როვ­ნე­ბი ვართ. სწო­რედ ჩემი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო არ შე­იძ­ლე­ბა, რომ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა ვა­ტა­რო ანუ ისე­თი­ვე დრე­დე­ბი მქონ­დეს, რო­გორ­საც ბევ­რი შავ­კა­ნი­ა­ნი ატა­რებს, რად­გან ეს ჩემი გვა­რის­თვის ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნედ მი­იჩ­ნე­ვა.

ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა დავ­კარ­გე. მა­მა­ჩე­მი 106 წლის და­ი­ღუ­პა. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ბე­ბი­ა­ჩე­მი 138 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემი მე­ო­რე სა­ხე­ლი - "არინ­ზე" მისი დარ­ქმე­უ­ლია... ჩემს კუ­თხე­ში მცხოვ­რებ­ნი ისე­თი­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლე­ბი ვართ, რო­გო­რე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. ჩვენ­თან უფ­რო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­ვე, რო­გორც თქვენ­თან. ასე­ვე გვაქვს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ტრა­დი­ცი­აც. მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში ასე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხალ­ხი არ ცხოვ­რობს. თქვე­ნი და ნი­გე­რი­ე­ლე­ბის კულ­ტუ­რა ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია. ქარ­თვე­ლებს ტრა­დი­ცი­ე­ბი, ან­და­ზე­ბი, ბრძნუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი უყ­ვართ. სა­ქარ­თვე­ლო და იბო ერ­თმა­ნეთს ენობ­რი­ვა­დაც ჰგავს (იღი­მის). თქვენ ამ­ბობთ სი­ტყვას: "გა­ა­ჩე­რე", ჩვენ კი - "ჩერე"; ორი­ვე ერ­თსა და იმა­ვეს ნიშ­ნავს. კი­დევ არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი რამ, რისი მიმსგავ­სე­ბაც შეგ­ვიძ­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- აქ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ ჩა­მო­ვე­დი. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი, როცა შე­ვი­ტყვე, რომ არის ასე­თი ქვე­ყა­ნა - სა­ქარ­თვე­ლო. მერე ჩა­მო­ვე­დი, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. დარ­ჩე­ნა მა­შინ­ვე არ გა­და­მი­წყვე­ტია, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ კარგ ხალ­ხთან მოვ­ხვდი, მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე; ვი­ფიქ­რე, რომ იქ­ნებ აქ მი­მეღ­წია წარ­მა­ტე­ბის­თვის და დავ­რჩი.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ასე­ვე, თე­ო­ლო­გი ვარ. მშობ­ლი­უ­რის გარ­და, კი­დევ ოთხ ენას ვფლობ: ინ­გლი­სურს, ქარ­თულს, რუ­სულ­სა და ფრან­გულს. ამ­ჟა­მად ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, ვმუ­შა­ობ ჩე­მი­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ფირ­მა­ში Wisdom Gate და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში აფ­რი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს სი­ტყვე­ბი: "ძმა­კა­ცო­ბა" და "და­ქა­ლო­ბა". ეს მა­გა­რი რამ არის. სხვა­გან ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა ენა­შია სი­ტყვა "მე­გობ­რო­ბა", მაგ­რამ თქვენ­თან "ძმა­კა­ცი" ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც შენი ღვიძ­ლი ძმა­სა­ვი­თაა და ყო­ველ­თვის გვერ­დში და­გიდ­გე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, საქ­მე კარ­გად მიგ­დის თუ ცუ­დად. სხვა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი "ძმა­კა­ცო­ბა" არ მი­ნა­ხავს. წა­კი­თხუ­ლი მაქვს თქვე­ნი მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე წა­ვი­კი­თხე შოთა რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნიც". ვიცი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ავ­თან­დილ­სა და ტა­რი­ელს. ჩვენ­მა ხალ­ხმაც ასე­თი­ვე მე­გობ­რო­ბა იცის. თქვენ­თან ცხოვ­რე­ბა კარ­გია, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, ისი­ნი გრძნო­ბენ, მე­გო­ბარს რო­დის რა გა­სა­ჭი­რი აქვს და ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან. ეს თა­ვის­თა­ვად, ქრის­ტი­ა­ნო­ბაა. ბევ­რი ამ­ბობს, რომ ქრის­ტი­ა­ნია, მაგ­რამ ისე არ ცხოვ­რობს, რო­გორც სა­ჭი­როა. ქრის­ტი­ან­მა უნდა იგ­რძნოს თა­ვი­სი ახ­ლობ­ლის ტკი­ვი­ლი და მი­ეშ­ვე­ლოს იმ ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა­ში, გა­უ­ქარ­წყლოს დარ­დი. ქარ­თვე­ლებ­ში სი­კე­თე მომ­წონს, გულ­ღი­ე­ბი არი­ან. კი­დევ, რაც მა­ო­ცებს, ის არის, რომ აქ კარ­გი მე­ზობ­ლო­ბა იცი­ან. სხვა ქვე­ყა­ნა­ში ასეთ რა­მეს ვერ ნა­ხავ... ბევ­რი ქარ­თვე­ლი ძმა­კა­ცი და და­ქა­ლი მყავს. ერ­თად კარ­გად ვართ, მათ­თან დროს ტა­რე­ბა მიყ­ვარს. თუ რამე დას­ჭირ­დათ, მათ­თვის აფ­რი­კა­ში ყოფ­ნის დრო­საც ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. უკ­რა­ი­ნა­შიც ბევრ ქარ­თველს ვიც­ნობ, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ და და­ვეხ­მა­რე - ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ. მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი და მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- ახლა ზა­ფხუ­ლის­თვის და­გეგ­მილ ფეს­ტი­ვალ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- მინ­და, რომ ნი­გე­რი­ე­ლებ­მა და ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნონ. თქვენს ქვე­ყა­ნას ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ნი­გე­რი­ას. მა­გა­ლი­თად, თქვენ­თან არის ის, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს - ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ჩვენ­თან - ოქრო, ნავ­თო­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი მე­გო­ბა­რი სჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­დეს კო­მერ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც, რაც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ გავ­ხდი. მოკ­ლედ, ორი ქვეყ­ნის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა­სა და და­მე­გობ­რე­ბას ვეც­დე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ბიზ­ნე­სია, ამი­ტომ მინ­და, ნი­გე­რი­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ქარ­თვე­ლებს აჩ­ვე­ნონ ისე­თი სა­ქო­ნე­ლი, რაც აქ არ მო­ი­პო­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად: ჩვე­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი ზე­თე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, აფ­რი­კუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი, ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლე­ბი, ნი­ან­გის ჩან­თე­ბი. ბევ­რი კარ­გი რამ გვაქვს... თქვენ­თან შო­კო­ლა­დი ყვე­ლას უყ­ვარს, ის ფირ­მა კი, რო­მე­ლიც შო­კო­ლადს ამ­ზა­დებს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფხვნი­ლით გერ­მა­ნი­ი­დან მა­რაგ­დე­ბა. ნამ­დვი­ლი შო­კო­ლა­დი კა­კა­ოს­გან კეთ­დე­ბა, კა­კაო კი მხო­ლოდ აფ­რი­კა­შია. ამი­ტომ, ჯობს, რომ პირ­და­პირ აფ­რი­კას­თან იყოთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი. მინ­და, ოდეს­მე აფ­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ცეკ­ვა გა­ვა­ერ­თი­ა­ნო, რად­გან "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" ძა­ლი­ან მომ­წონს. ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის­თვი­საც მე და ჩემი პარტნი­ო­რი, მუსა სა­მო­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­საც ჩა­მო­ვიყ­ვანთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4-7 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, რომ ნი­გე­რი­ა­შიც მო­ვა­წყო მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლებს ჩა­ვიყ­ვან და ასე მოხ­დე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

- ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვინ­მეს თუ იც­ნობთ?

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. მა­გა­ლი­თად, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, გუჯა ჯამ­ბუ­რია, ლელა წურ­წუ­მია, დათო ილუ­რი­ძე. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც ვიც­ნობ - მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იმ დროს მი­ვი­ღე, როცა ის პირ­ვე­ლი პი­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ვიც­ნობ ასე­ვე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას - პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გაც­ნო­ბაც მინ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

- აქ ალ­ბათ კუ­რი­ო­ზე­ბიც გა­დაგხდე­ნი­ათ თავს...

- თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში როცა დავ­დი­ვარ და თუ მე­კი­თხე­ბი­ან, ვინ ვარ, ვპა­სუ­ხობ, რომ "თბი­ლი­სე­ლი შავი ვარ!" როცა და­მი­ძა­ხე­ბენ: "ბიჭო, შენ რა შავი ხარ", მა­შინ ვამ­ბობ, - კა­ხე­ლი შავი ვარ-მეთ­ქი, - კა­ხე­ლე­ბი ხომ შავგვრე­მა­ნე­ბი არი­ან (იღი­მის). უკ­რა­ი­ნა­ში რომ ვი­ყა­ვი, პო­ლი­ცი­ამ გა­მა­ჩე­რა. შევ­ნიშ­ნე, ფორ­მა­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი ეწე­რა. მივ­ხვდი, ქარ­თვე­ლი იყო და ქარ­თუ­ლად მი­ვე­სალ­მე. შოკ­ში ჩა­ვარ­და...

- უცხო­ე­ლებს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მოს­წონთ. თქვენ რო­მელ კერძს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ღომს, ხინ­კალს, მაგ­რამ უფრო მე­ტად, სა­ცი­ვი და მწვა­დი მომ­წონს. თქვენ­თან არის არა­ყი, ჭაჭა, ჩვენ­თან კი მსგავს სას­მელს "კი­კა­ნა" ჰქვია. აფ­რი­კა­ში არ გვაქვს ისე­თი­ვე ღვი­ნო, რო­გორ­საც თქვენ სვამთ, იქ ღვი­ნო პალ­მის­გან მზად­დე­ბა.

- თა­ვად თუ გე­ხერ­ხე­ბათ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

- რა თქმა უნდა. ღო­მის და მწვა­დის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. ხინ­კალს არ ვა­კე­თებ, რად­გან ცო­მი­ა­ნი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ქა­ლე­ბის საქ­მეა.

- რა არის თქვე­ნი ჰობი?

- ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტი, ძი­რი­თა­დად, ფეხ­ბურ­თი იტა­ცებთ, მე კი მორ­ბე­ნა­ლი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუს­მენ ბობ მარ­ლის. რე­პიც მომ­წონს, მაგ­რამ ჯაზი, ბლუ­ზი მირ­ჩევ­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კა, ფოლკ­ლო­რი. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც ვიცი. "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" მომ­წონს, "ჩაკ­რუ­ლოც". არ მიყ­ვარს უაზ­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი მუ­სი­კა, მთა­ვა­რია, ის ნამ­დვი­ლი, გულ­წრფე­ლი იყოს. ვცეკ­ვავ კი­დეც, ვიცი აფ­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაც. მიყ­ვარს ნა­დი­რო­ბა. მა­მა­ჩე­მი კარ­გი მო­ნა­დი­რე იყო; ლო­მებ­ზე, სპი­ლო­ებ­ზე, მარ­ტორ­ქებ­სა და სხვა ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რობ­და. როცა სამ­შობ­ლო­ში ჩავ­დი­ვარ, მეც სხვა­დას­ხვა ცხო­ველ­ზე ვნა­დი­რობ. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ის­ტო­რია.

- რა გაბ­რა­ზებთ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ბევრ რა­მე­ზე ვბრაზ­დე­ბი. არ მიყ­ვარს ტყუ­ი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჩაგ­ვრა, არ მიყ­ვარს, როცა შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ყე­ნე­ბენ ან ზე­მო­დან გი­ყუ­რე­ბენ... როცა ჩა­მო­ვე­დი, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი მიყ­ვი­როდ­ნენ, - ხე­ლე­ბი საპ­ნით გაქვს და­სა­ბა­ნიო (იცი­ნის)!.. "თეთ­რი" ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ჩემ­თვის მთა­ვა­რი - ადა­მი­ა­ნო­ბაა. "შა­ვებ­შიც" და "თეთ­რებ­შიც" მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან კარ­გე­ბი და ცუ­დე­ბი. ადა­მი­ა­ნებს კა­ნის ფე­რით კი არა, ადა­მი­ა­ნო­ბით ვა­ფა­სებ!

ეკა აბა­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"თბილისელი შავი ვარ!"

"თბილისელი შავი ვარ!"

"თბილისელი შავი ვარ!" - ასე პასუხობს საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ მათ, ვინც მისი ვინაობით დაინტერესდებიან. რიჩარდი თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. პირველი ნაბიჯი ამ მიზნისკენ იქნება ფესტივალი, რომლის ჩატარებასაც ის ივლისში აპირებს.

ინტერვიუ ქართულად წარიმართა - რიჩარდი ჩვენს მშობლიურ ენას უკვე საკმაოდ კარგად დაეუფლა.

- ჩემი წინაპრები წარმოშობით ნიგერიიდან, უგადან არიან. მე კი ქალაქ ონიჩაში დავიბადე. ჩემს წინაპრებს ბევრი ომი გადაუხდიათ და გაუმარჯვიათ კიდეც. ჩვენ ჩვენი მხარის, იბოს დიდგვაროვნები ვართ. სწორედ ჩემი წარმომავლობის გამო არ შეიძლება, რომ არაორდინარული ვარცხნილობა ვატარო ანუ ისეთივე დრედები მქონდეს, როგორსაც ბევრი შავკანიანი ატარებს, რადგან ეს ჩემი გვარისთვის ძალიან დაბალ დონედ მიიჩნევა.

ბევრი დედმამიშვილი მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა დავკარგე. მამაჩემი 106 წლის დაიღუპა. ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, მანქანა დაეჯახა. ბებიაჩემი 138 წლისა გარდაიცვალა. ჩემი მეორე სახელი - "არინზე" მისი დარქმეულია... ჩემს კუთხეში მცხოვრებნი ისეთივე ტრადიციულები ვართ, როგორებიც ქართველები არიან. ჩვენთან უფროსების პატივისცემა მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თქვენთან. ასევე გვაქვს სტუმართმოყვარეობის ტრადიციაც. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთში ასეთი ტრადიციული ხალხი არ ცხოვრობს. თქვენი და ნიგერიელების კულტურა ერთმანეთის მსგავსია. ქართველებს ტრადიციები, ანდაზები, ბრძნული გამონათქვამები უყვართ. საქართველო და იბო ერთმანეთს ენობრივადაც ჰგავს (იღიმის). თქვენ ამბობთ სიტყვას: "გააჩერე", ჩვენ კი - "ჩერე"; ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავს. კიდევ არსებობს მრავალი რამ, რისი მიმსგავსებაც შეგვიძლია.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- აქ დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი. სტუდენტობის პერიოდში თურქეთში ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ არის ასეთი ქვეყანა - საქართველო. მერე ჩამოვედი, დავათვალიერე. დარჩენა მაშინვე არ გადამიწყვეტია, მაგრამ მივხვდი, რომ კარგ ხალხთან მოვხვდი, მეგობრები შევიძინე; ვიფიქრე, რომ იქნებ აქ მიმეღწია წარმატებისთვის და დავრჩი.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ასევე, თეოლოგი ვარ. მშობლიურის გარდა, კიდევ ოთხ ენას ვფლობ: ინგლისურს, ქართულს, რუსულსა და ფრანგულს. ამჟამად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ვმუშაობ ჩემივე დაფუძნებულ ფირმაში Wisdom Gate და ამიერკავკასიაში აფრიკის წარმომადგენელი ვარ. ხშირად ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

- ძალიან მომწონს სიტყვები: "ძმაკაცობა" და "დაქალობა". ეს მაგარი რამ არის. სხვაგან ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება, ყველა ენაშია სიტყვა "მეგობრობა", მაგრამ თქვენთან "ძმაკაცი" ის ადამიანია, რომელიც შენი ღვიძლი ძმასავითაა და ყოველთვის გვერდში დაგიდგება, არ აქვს მნიშვნელობა, საქმე კარგად მიგდის თუ ცუდად. სხვა ქვეყანაში ასეთი "ძმაკაცობა" არ მინახავს. წაკითხული მაქვს თქვენი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, აგრეთვე წავიკითხე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიც". ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ავთანდილსა და ტარიელს. ჩვენმა ხალხმაც ასეთივე მეგობრობა იცის. თქვენთან ცხოვრება კარგია, რადგანაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი გრძნობენ, მეგობარს როდის რა გასაჭირი აქვს და ერთმანეთს ეხმარებიან. ეს თავისთავად, ქრისტიანობაა. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანია, მაგრამ ისე არ ცხოვრობს, როგორც საჭიროა. ქრისტიანმა უნდა იგრძნოს თავისი ახლობლის ტკივილი და მიეშველოს იმ ტკივილის გადატანაში, გაუქარწყლოს დარდი. ქართველებში სიკეთე მომწონს, გულღიები არიან. კიდევ, რაც მაოცებს, ის არის, რომ აქ კარგი მეზობლობა იციან. სხვა ქვეყანაში ასეთ რამეს ვერ ნახავ... ბევრი ქართველი ძმაკაცი და დაქალი მყავს. ერთად კარგად ვართ, მათთან დროს ტარება მიყვარს. თუ რამე დასჭირდათ, მათთვის აფრიკაში ყოფნის დროსაც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. უკრაინაშიც ბევრ ქართველს ვიცნობ, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ფართობის პრობლემა ჰქონდათ და დავეხმარე - ჩემთან ცხოვრობდნენ. მიყვარს ქართველები და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ახლა ზაფხულისთვის დაგეგმილ ფესტივალზე მოგვიყევით.

- მინდა, რომ ნიგერიელებმა და ქართველებმა ერთმანეთი გაიცნონ. თქვენს ქვეყანას ბევრი რამ სჭირდება, ისევე, როგორც ნიგერიას. მაგალითად, თქვენთან არის ის, რაც ძალიან მომწონს - ქართული ღვინო, ჩვენთან - ოქრო, ნავთობი. საქართველოს პირველ რიგში, კარგი მეგობარი სჭირდება. შეიძლება გამოგვივიდეს კომერციული ურთიერთობებიც, რაც ძალიან კარგი იქნება. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 5 წლის წინ გავხდი. მოკლედ, ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირებასა და დამეგობრებას ვეცდები. ყველაზე მთავარი - ბიზნესია, ამიტომ მინდა, ნიგერიელები ჩამოვიდნენ და ქართველებს აჩვენონ ისეთი საქონელი, რაც აქ არ მოიპოვება, მაგალითად: ჩვენი სპეციფიკური ზეთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, აფრიკული ტანისამოსი, ტყავის ფეხსაცმელები, ნიანგის ჩანთები. ბევრი კარგი რამ გვაქვს... თქვენთან შოკოლადი ყველას უყვარს, ის ფირმა კი, რომელიც შოკოლადს ამზადებს, სპეციალური ფხვნილით გერმანიიდან მარაგდება. ნამდვილი შოკოლადი კაკაოსგან კეთდება, კაკაო კი მხოლოდ აფრიკაშია. ამიტომ, ჯობს, რომ პირდაპირ აფრიკასთან იყოთ დაკავშირებულები. მინდა, ოდესმე აფრიკული და ქართული, "სუხიშვილების" ცეკვა გავაერთიანო, რადგან "სუხიშვილები" ძალიან მომწონს. ფესტივალი, რომლისთვისაც მე და ჩემი პარტნიორი, მუსა სამორი მოცეკვავეებსაც ჩამოვიყვანთ, საქართველოში 4-7 ივლისს გაიმართება. სამომავლოდ მინდა, რომ ნიგერიაშიც მოვაწყო მსგავსი ფესტივალი, სადაც ქართველებს ჩავიყვან და ასე მოხდება ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირება.

- ცნობილი ქართველებიდან ვინმეს თუ იცნობთ?

- ბევრი ცნობილი ქართველი მეგობარი მყავს. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი, გუჯა ჯამბურია, ლელა წურწუმია, დათო ილურიძე. ნინო ბურჯანაძესაც ვიცნობ - მოქალაქეობა იმ დროს მივიღე, როცა ის პირველი პირის მოვალეობას ასრულებდა. ვიცნობ ასევე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. ბიძინა ივანიშვილის გაცნობაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.

- აქ ალბათ კურიოზებიც გადაგხდენიათ თავს...

- თბილისის ქუჩებში როცა დავდივარ და თუ მეკითხებიან, ვინ ვარ, ვპასუხობ, რომ "თბილისელი შავი ვარ!" როცა დამიძახებენ: "ბიჭო, შენ რა შავი ხარ", მაშინ ვამბობ, - კახელი შავი ვარ-მეთქი, - კახელები ხომ შავგვრემანები არიან (იღიმის). უკრაინაში რომ ვიყავი, პოლიციამ გამაჩერა. შევნიშნე, ფორმაზე ქართული სახელი ეწერა. მივხვდი, ქართველი იყო და ქართულად მივესალმე. შოკში ჩავარდა...

- უცხოელებს ქართული სამზარეულო მოსწონთ. თქვენ რომელ კერძს ანიჭებთ უპირატესობას?

- ღომს, ხინკალს, მაგრამ უფრო მეტად, საცივი და მწვადი მომწონს. თქვენთან არის არაყი, ჭაჭა, ჩვენთან კი მსგავს სასმელს "კიკანა" ჰქვია. აფრიკაში არ გვაქვს ისეთივე ღვინო, როგორსაც თქვენ სვამთ, იქ ღვინო პალმისგან მზადდება.

- თავად თუ გეხერხებათ კერძების მომზადება?

- რა თქმა უნდა. ღომის და მწვადის გაკეთება შემიძლია. ხინკალს არ ვაკეთებ, რადგან ცომიანი კერძების მომზადება ქალების საქმეა.

- რა არის თქვენი ჰობი?

- ჩემს ქვეყანაში სპორტი, ძირითადად, ფეხბურთი იტაცებთ, მე კი მორბენალი ვიყავი. ძალიან მიყვარს მუსიკა, სიამოვნებით ვუსმენ ბობ მარლის. რეპიც მომწონს, მაგრამ ჯაზი, ბლუზი მირჩევნია. განსაკუთრებით მიყვარს ტრადიციული მუსიკა, ფოლკლორი. ქართული სიმღერებიც ვიცი. "მრავალჟამიერი" მომწონს, "ჩაკრულოც". არ მიყვარს უაზროდ გაკეთებული მუსიკა, მთავარია, ის ნამდვილი, გულწრფელი იყოს. ვცეკვავ კიდეც, ვიცი აფრიკული და ქართული ცეკვაც. მიყვარს ნადირობა. მამაჩემი კარგი მონადირე იყო; ლომებზე, სპილოებზე, მარტორქებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობდა. როცა სამშობლოში ჩავდივარ, მეც სხვადასხვა ცხოველზე ვნადირობ. ზოგადად, ძალიან მაინტერესებს ისტორია.

- რა გაბრაზებთ ყველაზე მეტად?

- ბევრ რამეზე ვბრაზდები. არ მიყვარს ტყუილი, ადამიანების დაჩაგვრა, არ მიყვარს, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ ან ზემოდან გიყურებენ... როცა ჩამოვედი, პატარა ბავშვები მიყვიროდნენ, - ხელები საპნით გაქვს დასაბანიო (იცინის)!.. "თეთრი" ადამიანების მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, ჩემთვის მთავარი - ადამიანობაა. "შავებშიც" და "თეთრებშიც" მოიძებნებიან კარგები და ცუდები. ადამიანებს კანის ფერით კი არა, ადამიანობით ვაფასებ!

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"