მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?
რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?

"მხატ­ვრუ­ლი წიგ­ნე­ბით ვარ გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. არამ­ხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბი­დან ის კა­ნო­ნე­ბიც მე­ყო­ფა, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში მაქვს წა­სა­კი­თხი", - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. წიგ­ნე­ბი მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. შინ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს, რო­მელ­საც მუ­დამ აახ­ლებს.

- წიგ­ნე­ბის სა­კი­თხა­ვად დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ. ახალ გა­მო­ცე­მებ­საც მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სო­რი ვარ, 2 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდე­ბი წიგ­ნებს აღარ კი­თხუ­ლო­ბე­ნო. ამ აზრს ეთან­ხმე­ბით?

- ეს სა­ზო­გა­დო პრობ­ლე­მაა და არა - ასა­კობ­რი­ვი. ჩემი აზ­რით, დღეს პრო­ცენ­ტუ­ლად ზუს­ტად იმ­დე­ნი­ვე ახალ­გაზ­რდა კი­თხუ­ლობს, რამ­დე­ნიც ჩემს და შემ­დეგ თა­ო­ბებ­ში კი­თხუ­ლობ­და. უბ­რა­ლოდ, ადრე იყო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მკი­თხვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა გვყავს. მა­შინ 100 ახალ­გაზ­რდი­დან 2 იყო სტუ­დენ­ტი, ახლა - 98. წლე­ბის წინ სი­ტყვა "სტუ­დენ­ტი" უფრო მეტს ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე - დღეს. სწო­რედ სტუ­დენ­ტებს ვხვდე­ბო­დით და მათ დო­ნეს ვა­ფა­სებ­დით. ახლა ყვე­ლა სტუ­დენ­ტია. ვთვლი, რომ ეს ცალ­კე პრობ­ლე­მაა. სა­ქარ­თვე­ლო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას ვერ იძ­ლე­ვა.

- პარ­ლა­მენ­ტში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დონე რო­გო­რია?

- მა­ღა­ლია, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დონე ძა­ლი­ან კარ­გი არ არის. ჩემი შე­ფა­სე­ბით, პარ­ლა­მენ­ტარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, მხატ­ვრულ­ზე მეტი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა აქვს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის დონე მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ცოდ­ნით არ იზო­მე­ბა. სა­ჭი­როა უნარ-ჩვე­ვე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მის, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. ამ მხრივ ეს პარ­ლა­მენ­ტი უკე­თე­სია, ვიდ­რე ის, რომ­ლის წევ­რიც 2004-2008 წლებ­ში გახ­ლდით. არ არის და­სა­მა­ლი, რომ პარ­ლა­მენ­ტის ინ­ტე­ლექტს მაღ­ლა, არა მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბაც ექა­ჩე­ბა. პრო­ცენ­ტუ­ლად მათ ჩვენ­ზე მეტი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რი ჰყავთ.

- პრე­ზი­დენტს კარ­გად იც­ნობთ, მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს ვერ ვუ­წო­დებ, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ის უაღ­რე­სად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მას აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი უცხო ენე­ბი­სად­მი, უნა­რი - სწრა­ფი კონ­ცენ­ტრი­რე­ბი­სა, მაგ­რამ არ აქვს ხან­გრძლი­ვი ფო­კუ­სი­რე­ბის უნა­რი. მარ­თა­ლია, უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს, მაგ­რამ "ჭკუა უხ­მარ არს ბრიყვთათ­ვის, ჭკვა ცოდ­ნით მო­იხ­მა­რე­ბის". გუ­რა­მიშ­ვი­ლის ეს სი­ტყვე­ბი მას­ზეა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. პრე­ზი­დენ­ტის ნი­ჭი­ე­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის დროს გა­მოვ­ლინ­და. რა­საც მი­აღ­წია, ვნა­ხეთ, ახლა მისი დეგ­რა­და­ცია იწყე­ბა, რად­გან დას­ჭირ­და ცოდ­ნა, რო­მე­ლიც არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვრულ ცოდ­ნას, მისი დონე ნუ­ლო­ვა­ნია. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არც ერთი მხატ­ვრუ­ლი წიგ­ნი წა­კი­თხუ­ლი არ აქვს. თა­ვა­დაც აქვს ნათ­ქვა­მი - წიგ­ნე­ბის კი­თხვა არ შე­მიძ­ლი­აო.

- ამ კუ­თხით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- პრე­მი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტის ან­ტი­პო­დია. ივა­ნიშ­ვი­ლი ჩამ­ჯდა­რი მკი­თხვე­ლია. რა­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ტა­ლან­ტი აქვს, იმ სფე­რო­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ დო­ნე­ზეა. მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­კი­თხო­ბით პრე­ზი­დენტს სე­რი­ო­ზულ ფო­რას მის­ცემს. მისი სა­უბ­რი­დან ჩანს, მსოფ­ლიო კლა­სი­კას ყურ­მოკ­ვრით კი არა, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იც­ნობს. ეს გე­მოვ­ნე­ბა­შიც გა­მოვ­ლინ­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ი­დან ცი­ტა­ტად მოგ­ვიყ­ვა­ნა კა­კა­ლაშ­ვი­ლის პო­ე­ზია, მის­მა ფრა­ზამ - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი" - გა­და­რია, ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნა. ივა­ნიშ­ვილს ბა­რა­თაშ­ვი­ლი უყ­ვარს. გან­სხვა­ვე­ბა დღე­სა­ვით ნა­თე­ლია.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- არა­ერ­თხელ მო­მი­პა­რავს. ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი. ერთ დღეს წიგ­ნი მო­ვი­პა­რე და სახ­ლში წა­ვი­ღე, ვი­ფიქ­რე, სა­ნამ სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი დას­რულ­დე­ბა, წა­კი­თხვას მო­ვას­წრებ და სა­ღა­მოს უკან და­ვაბ­რუ­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წა­რი და მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცია თავ­ზე და­მად­გა. ეს სირ­ცხვი­ლი და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და და როცა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გავ­ხდი, მა­შინ გა­მახ­სე­ნეს (იცი­ნის). გარ­და ამი­სა, მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­მელ­საც წიგ­ნებს გა­მუდ­მე­ბით ვპა­რავ­დი. უკან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვაბ­რუ­ნებ­დი. მე უფრო "დრო­ე­ბი­თი ქურ­დო­ბე­ბი" ვი­ცო­დი. ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არის. ელექტრო­ნულ წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობ, მათ შო­რის - სა­კუ­თარ­საც. ლი­ტე­რა­ტუ­რას რუ­სუ­ლი სა­ი­ტე­ბი­და­ნაც ვი­წერ.

- "არის რა­ღაც სა­ერ­თო ღვი­ნის სმა­სა და კი­თხვას შო­რის. მე მგო­ნი, ის, რომ ორი­ვეს ე.წ. პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მივ­ყა­ვართ, ოღონდ ერთი - მიშ­ვე­ბუ­ლი, აგ­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზო თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რე კი - შე­მარ­თე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძლე, ამაღ­ლე­ბუ­ლი". რო­მელ ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ ამ სი­ტყვებს?

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის სტილს ჰგავს.

- ავ­ტო­რი სწო­რად და­ა­სა­ხე­ლეთ.

- "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და"...

- დიახ. ღვი­ნის სმა­სა და კი­თხვას შო­რის რა­ი­მე სა­ერ­თოს თა­ვად თუ პო­უ­ლობთ?

- აზრს ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ძველ სამ­ყა­რო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. ერ­თმა­ნეთს ღვი­ნო და სიზ­მა­რი უპი­რის­პირ­დე­ბო­და. დი­ო­ნი­სე და აპო­ლო­ნი. მე ეს და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია. ღვი­ნის სმა არა მარ­ტო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ეს არის ქცე­ვა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს აზ­როვ­ნე­ბას. ჩვენ შევ­დი­ვართ თა­მაშ­ში, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აზრს კი არ აქვს, არა­მედ თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას. დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლომ უნდა გა­უს­წროს შვი­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს. ღვი­ნის სმა­ში აზრი სა­ერ­თოდ არ დევს. წიგ­ნის კი­თხვას თუ აზ­როვ­ნე­ბა არ ახ­ლავს, მა­შინ ღვი­ნის სმა­სა­ვით დრო­ის მოკ­ვლაა და მეტი არა­ფე­რი. ასე კი­თხუ­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მაგ­რამ ყვე­ლა იმი­ტომ არ კი­თხუ­ლობს, რომ იაზ­როვ­ნოს. ამი­ტომ უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი მეჩ­ვე­ნე­ბა შე­და­რე­ბა სიზ­მარ­სა და ღვი­ნის სმას, ანუ დი­ო­ნი­სე­სა და აპო­ლონს შო­რის. მე აპო­ლო­ნის მხა­რეს ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­ო­ნი­სუ­რად მი­ცხოვ­რია, ბევ­რი გა­და­რე­ვა მქო­ნია.

- სად მდე­ბა­რე­ობს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ძვლე­ბი - "ჩა­ქუ­ჩი", "გრდემ­ლი" და "უზან­გი"?

- ყურ­ში.

- ვინ შე­არ­ქვა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ეს ფსევ­დო­ნი­მი?

- ვინ­მემ შე­არ­ქვა? მე მე­გო­ნა, ლუკა რა­ზი­კაშ­ვილ­მა ეს ფსევ­დო­ნი­მი თა­ვად და­ირ­ქვა.

- პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლის დროს მე­გო­ბარ­მა, დი­მიტ­რი ცის­კა­რიშ­ვილ­მა შე­არ­ქვა.

- ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე გა­უ­კე­თე­ბია.

- ვინ გახ­და 1921 წელს სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებთ...

- არა, მი­ნიშ­ნე­ბა არ მინ­და, ეს ამ­ბა­ვი ვიცი, მერი შერ­ვა­ში­ძე­ზეა ლა­პა­რა­კი. ცოტა ხნის წინ მის ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­ვე­ცა­ნი. ეს ეპი­ზო­დიც არის მო­თხრო­ბი­ლი, რო­გორ გა­ი­მარ­ჯვა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში და რო­გორ გახ­და კოკო შა­ნე­ლის სა­მო­დე­ლო სახ­ლის სახე.

- რო­მელ საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე თქვა ნიქ­სონ­მა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი: "ის სუს­ტი პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ კარ­გი მძღო­ლია"?

- ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­ზე. მან­ქა­ნე­ბი უყ­ვარ­და. ღამე მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში დაქ­რო­და.

- "რო­გო­რე­ბიც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე­თი­ვე არი­ან მათი წიგ­ნე­ბიც". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სია ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- თუ არ ვცდე­ბი, ლიხ­ტენ­ბერ­გია, ხომ?

- დიახ. ეთან­ხმე­ბით?

- ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ფი­ლო­ლოგ­მა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ: ხან­და­ხან წიგ­ნის უკეთ გა­სა­გე­ბად ავ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ას ეც­ნო­ბი­ან. ეს არას­წო­რი გზაა და ძა­ლი­ან მაც­დუ­რიც. თუ მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ამოხ­ვალ, წიგნს ვე­რაფ­რით გა­ი­გებ.

- ძველ ჰი­მა­ლა­ელ დურ­გლებ­ში არ­სე­ბობ­და ახალ­გაზ­რდა ოს­ტატ­თა გა­მოც­დის უც­ნა­უ­რი წესი. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გირდს ეს­რო­და ხის ნა­ჭერს. რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მოს­წავ­ლეს, სა­ნამ იმ ნა­ჭერს და­ი­ჭერ­და?

- ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, ხის ჯიში უნდა გა­მო­ეც­ნო.

- ტო­კი­ოს ზო­ო­პარ­კი წე­ლი­წად­ში ერთხელ, 2 თვით იკე­ტე­ბა. რა­ტომ?

- ვერ გი­პა­სუ­ხებთ.

- ცხო­ვე­ლებ­მა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­გან რომ და­ის­ვე­ნონ.

- (იცი­ნის) ცხო­ვე­ლებ­საც სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დას­ვე­ნე­ბა.

- რო­მე­ლი ძვე­ლი რო­მა­ე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის გვა­რი იქცა ქველ­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლოდ?

- მე­ცე­ნა­ტის.

- "ზახ­რუ­მა" სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს...

- ვერ გე­ტყვით, რო­გორ ითარ­გმნე­ბა, მაგ­რამ ვიცი, რომ კარ­გს არა­ფერს ნიშ­ნავს.

- "არ­გა­დარ­ჩე­ნას". რო­მელ მხატ­ვარს ეკუთ­ვნის ყვე­ლა­ზე მეტი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი?

- რუ­ბენსს.

- "ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ან­ტიქ­რის­ტე მოვ­ნათ­ლე", - წერ­და 1725 წელს, თა­ვის დღი­ურ­ში ერთ-ერთი ვე­ნე­ცი­ე­ლი მღვდე­ლი, რო­მელ­საც ცოტა ხნის ადრე მო­ე­ნათ­ლა 2 კვი­რის ჩვი­ლი, სა­ხე­ლად - ჯა­კო­მო. ამ ადა­მი­ან­მა 73 წელი იცო­ცხლა და ამ ხნის მან­ძილ­ზე სა­რე­ცე­ლი 122 ქალ­თან გა­ი­ყო. მათ შო­რის იყ­ვნენ მა­ღა­ლი წრის მან­დი­ლოს­ნე­ბი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი. მო­ძა­ლა­დე არ ყო­ფი­ლა, ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ის უყ­ვარ­და. სა­ხე­ლი­სა და სიმ­დიდ­რის ძი­ე­ბა­ში თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა. იყო ჯა­რის­კა­ცი, მუ­სი­კო­სი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი. არა­ერ­თხელ იჯდა ცი­ხე­შიც. მი­პა­სუ­ხეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კა­ზა­ნო­ვა­ზე.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ გო­ე­თეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "არა­ფერ­ში ისე არ მჟღავ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი, რო­გორც იმა­ში, თუ რა მი­აჩ­ნია მას..."

- "...სა­სა­ცი­ლოდ". ამ სი­ტყვებ­მა გო­გო­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მი გა­მახ­სე­ნა: "და­ცინ­ვის იმა­საც კი ეში­ნია, ვი­საც არაფ­რის ეში­ნია". და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სი­ტყვე­ბი და სხვა რეს­პონ­დენ­ტის ჩა­საჭ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ (იცი­ნის).

- მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის! თქვენ ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე ხართ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?

რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?

"მხატვრული წიგნებით ვარ გარშემორტყმული. არამხატვრული ტექსტებიდან ის კანონებიც მეყოფა, რომლებიც პარლამენტში მაქვს წასაკითხი", - ამბობს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. წიგნები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შინ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელსაც მუდამ აახლებს.

- წიგნების საკითხავად დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ახალ გამოცემებსაც მუდმივად ვეცნობი. მოგეხსენებათ, პროფესორი ვარ, 2 უნივერსიტეტში ვასწავლი.

- ხშირად ამბობენ, ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენო. ამ აზრს ეთანხმებით?

- ეს საზოგადო პრობლემაა და არა - ასაკობრივი. ჩემი აზრით, დღეს პროცენტულად ზუსტად იმდენივე ახალგაზრდა კითხულობს, რამდენიც ჩემს და შემდეგ თაობებში კითხულობდა. უბრალოდ, ადრე იყო შთაბეჭდილება, რომ მკითხველი ახალგაზრდობა გვყავს. მაშინ 100 ახალგაზრდიდან 2 იყო სტუდენტი, ახლა - 98. წლების წინ სიტყვა "სტუდენტი" უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე - დღეს. სწორედ სტუდენტებს ვხვდებოდით და მათ დონეს ვაფასებდით. ახლა ყველა სტუდენტია. ვთვლი, რომ ეს ცალკე პრობლემაა. საქართველო მაღალი ხარისხის განათლებას ვერ იძლევა.

- პარლამენტში ინტელექტუალური დონე როგორია?

- მაღალია, მაგრამ მხატვრული განათლების დონე ძალიან კარგი არ არის. ჩემი შეფასებით, პარლამენტართა უმრავლესობას, მხატვრულზე მეტი პროფესიული ლიტერატურა აქვს წაკითხული, მაგრამ ადამიანის ინტელექტის დონე მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ცოდნით არ იზომება. საჭიროა უნარ-ჩვევები, ინფორმაციის წვდომის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამ მხრივ ეს პარლამენტი უკეთესია, ვიდრე ის, რომლის წევრიც 2004-2008 წლებში გახლდით. არ არის დასამალი, რომ პარლამენტის ინტელექტს მაღლა, არა მხოლოდ უმრავლესობა, უმცირესობაც ექაჩება. პროცენტულად მათ ჩვენზე მეტი მომზადებული კადრი ჰყავთ.

- პრეზიდენტს კარგად იცნობთ, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ?

- მიხეილ სააკაშვილს ინტელექტუალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, ის უაღრესად ნიჭიერი ადამიანია. მას აქვს მიდრეკილებები უცხო ენებისადმი, უნარი - სწრაფი კონცენტრირებისა, მაგრამ არ აქვს ხანგრძლივი ფოკუსირების უნარი. მართალია, უნარ-ჩვევები აქვს, მაგრამ "ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების". გურამიშვილის ეს სიტყვები მასზეა ზედგამოჭრილი. პრეზიდენტის ნიჭიერება განსაკუთრებით პოლიტიკური თამაშების დროს გამოვლინდა. რასაც მიაღწია, ვნახეთ, ახლა მისი დეგრადაცია იწყება, რადგან დასჭირდა ცოდნა, რომელიც არ აქვს. რაც შეეხება მხატვრულ ცოდნას, მისი დონე ნულოვანია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი მხატვრული წიგნი წაკითხული არ აქვს. თავადაც აქვს ნათქვამი - წიგნების კითხვა არ შემიძლიაო.

- ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილს როგორ შეაფასებთ?

- პრემიერი პრეზიდენტის ანტიპოდია. ივანიშვილი ჩამჯდარი მკითხველია. რაშიც მიხეილ სააკაშვილს ტალანტი აქვს, იმ სფეროში ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივ დონეზეა. მხატვრული ლიტერატურის ნაკითხობით პრეზიდენტს სერიოზულ ფორას მისცემს. მისი საუბრიდან ჩანს, მსოფლიო კლასიკას ყურმოკვრით კი არა, საფუძვლიანად იცნობს. ეს გემოვნებაშიც გამოვლინდა. სააკაშვილმა ქართული პოეზიიდან ციტატად მოგვიყვანა კაკალაშვილის პოეზია, მისმა ფრაზამ - "მოულოდნელი საქართველოსი" - გადარია, ორიგინალურად მოეჩვენა. ივანიშვილს ბარათაშვილი უყვარს. განსხვავება დღესავით ნათელია.

- ბატონო ლევან, წიგნი მოგიპარავთ?

- არაერთხელ მომიპარავს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახლოს ვცხოვრობდი. ერთ დღეს წიგნი მოვიპარე და სახლში წავიღე, ვიფიქრე, სანამ სამუშაო საათები დასრულდება, წაკითხვას მოვასწრებ და საღამოს უკან დავაბრუნებ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი და მაშინდელი მილიცია თავზე დამადგა. ეს სირცხვილი დავიწყებული მქონდა და როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი, მაშინ გამახსენეს (იცინის). გარდა ამისა, მეგობარი მყავდა, რომელსაც წიგნებს გამუდმებით ვპარავდი. უკან რამდენიმე დღის შემდეგ ვაბრუნებდი. მე უფრო "დროებითი ქურდობები" ვიცოდი. ახლა ამის საჭიროება აღარ არის. ელექტრონულ წიგნებს ვყიდულობ, მათ შორის - საკუთარსაც. ლიტერატურას რუსული საიტებიდანაც ვიწერ.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის. მე მგონი, ის, რომ ორივეს ე.წ. პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- გურამ დოჩანაშვილის სტილს ჰგავს.

- ავტორი სწორად დაასახელეთ.

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"...

- დიახ. ღვინის სმასა და კითხვას შორის რაიმე საერთოს თავად თუ პოულობთ?

- აზრს ვეთანხმები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირისპირება ძველ სამყაროში განსხვავებული იყო. ერთმანეთს ღვინო და სიზმარი უპირისპირდებოდა. დიონისე და აპოლონი. მე ეს დაპირისპირება უფრო მართებულად მიმაჩნია. ღვინის სმა არა მარტო უპასუხისმგებლობაა, ეს არის ქცევა, რომელიც საერთოდ გამორიცხავს აზროვნებას. ჩვენ შევდივართ თამაშში, სადაც მნიშვნელობა აზრს კი არ აქვს, არამედ თანამიმდევრობას. დედმამიშვილების სადღეგრძელომ უნდა გაუსწროს შვილების სადღეგრძელოს. ღვინის სმაში აზრი საერთოდ არ დევს. წიგნის კითხვას თუ აზროვნება არ ახლავს, მაშინ ღვინის სმასავით დროის მოკვლაა და მეტი არაფერი. ასე კითხულობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ყველა იმიტომ არ კითხულობს, რომ იაზროვნოს. ამიტომ უფრო სამართლიანი მეჩვენება შედარება სიზმარსა და ღვინის სმას, ანუ დიონისესა და აპოლონს შორის. მე აპოლონის მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიონისურად მიცხოვრია, ბევრი გადარევა მქონია.

- სად მდებარეობს ყველაზე პატარა ძვლები - "ჩაქუჩი", "გრდემლი" და "უზანგი"?

- ყურში.

- ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- ვინმემ შეარქვა? მე მეგონა, ლუკა რაზიკაშვილმა ეს ფსევდონიმი თავად დაირქვა.

- პეტერბურგში სწავლის დროს მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა.

- ძალიან კარგი საქმე გაუკეთებია.

- ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ...

- არა, მინიშნება არ მინდა, ეს ამბავი ვიცი, მერი შერვაშიძეზეა ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ მის ბიოგრაფიას გავეცანი. ეს ეპიზოდიც არის მოთხრობილი, როგორ გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და როგორ გახდა კოკო შანელის სამოდელო სახლის სახე.

- რომელ საბჭოთა მაღალჩინოსანზე თქვა ნიქსონმა შემდეგი სიტყვები: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?

- ლეონიდ ბრეჟნევზე. მანქანები უყვარდა. ღამე მოსკოვის ქუჩებში დაქროდა.

- "როგორებიც არიან ადამიანები, ისეთივე არიან მათი წიგნებიც". რომელი ცნობილი გერმანელი ფიზიკოსია ამ გამონათქვამის ავტორი?

- თუ არ ვცდები, ლიხტენბერგია, ხომ?

- დიახ. ეთანხმებით?

- ვეთანხმები, მაგრამ როგორც ფილოლოგმა, შემიძლია გითხრათ: ხანდახან წიგნის უკეთ გასაგებად ავტორის ბიოგრაფიას ეცნობიან. ეს არასწორი გზაა და ძალიან მაცდურიც. თუ მწერლის ბიოგრაფიიდან ამოხვალ, წიგნს ვერაფრით გაიგებ.

- ძველ ჰიმალაელ დურგლებში არსებობდა ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის უცნაური წესი. მასწავლებელი შეგირდს ესროდა ხის ნაჭერს. რა უნდა გაეკეთებინა მოსწავლეს, სანამ იმ ნაჭერს დაიჭერდა?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, ხის ჯიში უნდა გამოეცნო.

- ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ, 2 თვით იკეტება. რატომ?

- ვერ გიპასუხებთ.

- ცხოველებმა დამთვალიერებლებისგან რომ დაისვენონ.

- (იცინის) ცხოველებსაც სჭირდებათ ადამიანებისგან დასვენება.

- რომელი ძველი რომაელი სახელმწიფო მოღვაწის გვარი იქცა ქველმოქმედების სიმბოლოდ?

- მეცენატის.

- "ზახრუმა" სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს...

- ვერ გეტყვით, როგორ ითარგმნება, მაგრამ ვიცი, რომ კარგს არაფერს ნიშნავს.

- "არგადარჩენას". რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?

- რუბენსს.

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს, თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის ადრე მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნები, წარჩინებული მსახიობები, მოცეკვავეები. მოძალადე არ ყოფილა, ქალების უმეტესობას ის უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. მიპასუხეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- დაბოლოს, დაასრულეთ გოეთეს ცნობილი გამონათქვამი: "არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას..."

- "...სასაცილოდ". ამ სიტყვებმა გოგოლის გამონათქვამი გამახსენა: "დაცინვის იმასაც კი ეშინია, ვისაც არაფრის ეშინია". დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და სხვა რესპონდენტის ჩასაჭრელად გამოიყენეთ (იცინის).

- მადლობა ინტერვიუსთვის! თქვენ ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე ხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა