არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, დუბაის პოლიციამ განკარგულებაში უახლესი Lamborghini Aventador მიიღო. ავტომობილი სპეციალურად საგზაო პოლიციისთვისაა მოდიფიცირებული და ყველა საჭირო აღჭურვილობას ფლობს. სუპერმანქანას მაქსიმალური სიჩქარის, 349 კმ/სთ-ის განვითრება შეუძლია.
პოლიციის სამსახურში სუპერქარი იშვიათობა აღარაა - მსგავს ავტომობილებს იყენებენ ნიდერლანდებში, გერმანიასა და აშშ-ში, თუმცა საემიროების პოლიციას ის მხოლოდ კეკლუცობისთვის მართლა არ სჭირდება - ამ მდიდარ ქვეყანაში მძლავრი და ძვირფასი ავტომობილების სიჭარბეა, რომლებსაც იოლად შეუძლიათ "ჩვეულებრივი" მანქანით დადევნებულ პოლიციელთა უკან მოტოვება.
მომზადებულია fotoden.info-ის მიხედვით.